სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| სოფი |
Feb 11 2010, 09:46 PM
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ალბათ ამ სიტყვების გაგონებაზე ბევრს პირველად ბექა და ბეშქენ ოპიზრები გაგახსენდათ. სწორედ მათით დავიწყებ
ქართული ჭედურობა დამოუკიდებელ სახეს X საუკუნიდან ავლენს. XII ს.-ის II ნახევარსა და XIII ს.-ის დასაწყისში ქართული ოქრომქანდაკებლობა ოპიზელ ოსტატებს – ბექა და ბეშქენ ოპიზრებს უკავშირდება. ბიოგრაფიული ცნობები მათ შესახებ არაა ცნობილი, თუმცა ამ შემოქმედთა მხატვრულ ინდივიდუალობასა და ოსტატობაზე ნათლად მეტყველებს მათი ნამუშევრები. ბექა ოპიზრის მიერ შესრულებულია ანჩისხატის მაცხოვრის მოჩარჩოება (1184-1193 წწ.), რომელიც ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ![]() ანჩის ხატის მოოქრული ვერცხლის ჩარჩოს მოჭედილობა თამარ მეფის ბრძანებითა და ანჩის ეპისკოპოსის, ჰიმნოგრაფ იოანე ანჩელის რკინაელის შეკვეთით შესრულდა. ხატის წარწერაში ნათქვამია:"ქ. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა ღმრთივ გვირგვინოსნისა დიდისა დედოფალთ დედოფლისა თამარისაითა, მე იოანე ანჩელმან რკინაელმან ჴელვზავ საშინელისა, ამის ხატისა პატივით მოჭედად მფარველმცა არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა მოიჭედა ჴე(ლი)თა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე". ხატის ჩარჩო (145 სმ x 71 სმ) შემკულია "ვედრების" კომპოზიციით მარჯვნივ და მარცხნივ შვეული არშიების შუაში მოთავსებულია მაღალი რელიეფით შესრულებული ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის მთლიანი, ოდნავ დაგრძელებული ფიგურები, ორი ზემოთა კუთხე მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზებს უჭირავთ, ხოლო მათ შორის, ცენტრში, ე.წ. "საყდრის" ალეგორიული გამოსახულებაა - სამეფო ტახტი ზედ ამართული ჯვრით. ქვემო არშიის შესაბამის ადგილებზე პეტრე და პავლე მოციქულებისა (კუთხეებში) და იოანე მახარებლის გამოსახულებებია. და წყაროსთავის სახარების ყდის მოჭედილობა, რომელიც ჯერ გელათში ინახებოდა, ამჟამად კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. წყაროსთავის ოთხთავის ზედა ყდა ![]() წყაროსთავის ოთხთავის ქვედა ყდა ![]() წყაროსთავის სახარების ყდის ერთ მხარეს, ვერცხლის მოჭედილობაზე (20 სმ x 17 სმ), "ვედრების" კომპოზიციაა გამოსახული, მეორეზე - "ჯვარცმისა". გლუვ ფონზე ფიგურები და კუთხეების მცენარეული ორნამენტი მაღალი რელიეფითაა გადმოცემული, ტახტზე მჯდომი ქრისტეს თავთან და ფეხებთან მოჭედილობის საერთო კომპოზიციასთან შერწყმული, ჩარჩოშემოვლებული რელიეფური ასომთავრული წარწერებია, რომელთა მიხედვით წყაროსთავის სახარების დამკვეთია ("... წერით და მოჭედით:") ტბეთის ეპისკოპოსი იოანე მტბევარი. მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულებათა შორის კი ასეთი წარწერაა: "ქრისტე, შეიწყალე ოქრომჭედელი ბექაჲ ოპიზარი". ხელნაწერის ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, ეს სახარება გადაიწერა 1195, ყდის მოჭედვის თარიღიც იგივე ან მომდევნო წელი უნდა იყოს. -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
| სოფი |
Mar 3 2010, 11:02 PM
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ქევანა
ციტატა "ვინდოუს ფოტო ვიუვერ"ს აქვს ეგ ფუნქცია და ამოგატრიალებინებს უი,ეგ კი აღარ გამახსენდა ცნობისთვის: მარტვილის საწინამძღვრო ჯვარზე ცოტაოდენი ინფო ჩავამატე მე-6 პოსტში. ახლა კი შევეხები დადიანების სასახლის ოქრომჭედლობის ძეგლებს: ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში, დადიანების სასახლეში თავმოყრილია X-XIX საუკუნეების მდიდარი ოქრომჭედლობის ძეგლები, ძირითადად კი მასალა ლევან II დადიანის პერიოდს ასახავს, რადგან მისი ტახტზე ასვლის შემდეგ სამთავროში მძლავრად მოიკიდა ფეხი ოქრომჭედლობისა და ოქროთმქანდაკებლობის ხელოვნებამ. დადიანების კოლექციის ყველაზე ძველი ნიმუში უნდა იყოს ხატი ჭედური, ვერცხლი, მოოქრული, რომლის წინა მხარეს წარმოდგენილია მამაკაცის ფიგურა. მისი შესრულების მანერა ქრისტიანული ხელოვნების დასაწყისის პერიოდზე უნდა მიგვანიშნებდეს. შიშველ შარავანდედიან მამაკაცს ჯერ კიდევ წარმართობიდან გამოყოლილი ფალოსის კულტის ნიშანი თან ახლავს, მაგრამ აქვეა ჯვარი, რომელიც მამაკაცს უპყრია ხელში, აქვეა დედაბრული ხელით დატანილი წარწერა. როგორც ცნობილია, დედაბრულ ხელს ინდივიდუალურობა ახასიათებს. ამ შემთხვევაში წარწერა მხედრულია, მაგრამ უკუღმა იკითხება: „ხატი ეს ჭეღუ მახარებლად ხეხ სადღეგრძელოდ“ ხატის ცენტრალურ ფიგურას უწყვეტი ზოლის სახით შარავანდედი აქვს. წვერები, ხელები და ფეხები არქაულია. წარმართობის ნიშანი ცეცხლი წმინდანს მარჯვენა ხელში უპყრია. აქ გამოსახული ფიგურის შესახებ შეიძლება ორი ვერსია გამოითქვას: ხატზე ან მაცხოვარი ან რომელიმე წმინდა მეუდაბნოე ბერი უნდა იყოს წარმოდგენილი. ხატის უკანა მხარეს, ბიზანტიურ ჯვარში ჩახატულია აბჯაროსანი და მახვილშემართული წმინდა გიორგი. ჯვრის ერთ ფრთაზე ოსტატს მახარებლები ტრადიციულად გამოუსახავს, წმინდა გიორგის თავზე სულიწმინდის ნიშანი მტრედი დაჰყურებს. ეს სახება, ისევე როგორც წინა, ძველია და ამიტომ ფიგურების გარჩევა დიდ სიძნელეს წარმოადგენს. ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ხატი თავისი აგებულებით, კომპოზიციით, წერის მანერით წარმოდგენილი ფიგურების გამოხატვის სტილით, უძველესია არა მარტო ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის ექსპონატთა შორის, არამედ ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ხელობის ნიმუშთა შორისაც. სიწმინდე საჭიროებს რესტავრაციას. უნდა აღინიშნოს ოქრომქანდაკებლობისა და ოქრომჭედლობის უბრწყინვალესი ნიმუშები XI-XIX სს – ისა: გიორგი მეფის სამწერობელი (XI), რომელიც ქრისტიანული ხელოვნების ერთ – ერთი საუკეთესო და უძველესი ნიმუშია; თამარ მეფის დედის ბურდუხან დედოფლის ხატი (XII), რომლის 52 სანაწილე ბუდეში წმინდანთა ნაწილების ჩაბრძანებული; კარედი ხატი წმ. გიორგისა ქტიტორის კირილე ჟუანიძის გამოსახულებით (XVI); ხატი წმ. გიორგისა პეპუ მეუნარგიასი (XIX) და სხვა მრავალი. ![]() ![]() ![]() -------------------- "Happiness only real when shared."
|
სოფი ჭედური ხელოვნების ოსტატები Feb 11 2010, 09:46 PM
სოფი ბექა ოპიზარს შეუსრ... Feb 11 2010, 10:34 PM
ეკატო რა კარგი თემაა, კარ... Feb 11 2010, 11:55 PM
tamuna m ქართული ჭედური ხელ... Feb 12 2010, 02:03 PM
qetevani-82 სოფიი რა კარგი გოგ... Feb 12 2010, 06:36 PM
სოფი
ამაზე ყველასთვის ... Feb 12 2010, 07:33 PM
tamuna m
ნამდვილად! :wub: :wub: :... Feb 12 2010, 08:09 PM
qetevani-82 სოფი
გელოდები :wub:
ta... Feb 13 2010, 06:09 PM
ქევანა ოო, ძალიან კარგი თე... Feb 13 2010, 06:26 PM
სოფი ქევანა
XVIII ს., ჩხარი... Feb 13 2010, 08:22 PM
სოფი XVI ს., შუამთა, ღმრთის... Feb 15 2010, 08:51 PM
tamuna m შუამთის ხახულის ღვ... Feb 15 2010, 09:14 PM
სოფი
აგერ მცირე ინფოც:
... Feb 15 2010, 11:28 PM
ქევანა მამნე ოქრომჭედელი,... Mar 1 2010, 02:14 PM
terra ვენი ვიდი :))) Mar 1 2010, 05:02 PM
tamuna m
XVIს. დასაწყისი არა? :... Mar 1 2010, 05:46 PM
ქევანა tamuna m
ხო, სწორია, ეხლა ... Mar 1 2010, 05:56 PM
tamuna m
საინტერესო იქნებო... Mar 1 2010, 06:02 PM
სოფი ქევანა
ქეთ პირველ... Mar 1 2010, 06:18 PM
ქევანა
გადმოატრიალე :) ადვ... Mar 1 2010, 06:39 PM
KAIROS ძალიან საინტერესო... Mar 1 2010, 08:55 PM
სოფი http://s40.radikal.ru/i089/1003/6b/64e68c49a89f.jp... Mar 8 2010, 01:33 PM
kinoteli კობა გურული - 30 წლამ... May 17 2010, 11:20 PM
თამარ kinoteli
ბატონო (თუ ქალბ... Sep 20 2014, 12:12 AM
marine "საჭრეთლით ამბობ... Jul 8 2017, 11:41 AM
marine "თლილი ქვით ნაგებ... Aug 1 2017, 03:11 PM
marine "ჯუმათის მონასტე... Aug 1 2017, 03:35 PM
marine "XI საუკუნის პირვე... Aug 24 2017, 01:38 PM
marine "მნიშვნელოვანია ... Sep 4 2017, 10:39 AM
marine "[ლაგურკის] ეკლეს... Sep 22 2017, 11:42 AM
marine "ერთი სახარება ბე... Feb 11 2018, 07:55 PM
marine "ჯუმათის მონასტე... Jan 3 2020, 10:08 PM
marine "XVII საუკუნეში საქ... May 21 2020, 09:22 PM
marine "დახელოვნებით მო... Jan 29 2022, 06:51 PM
marine "საქართველოში ჭე... Feb 28 2022, 07:08 PM
marine "თამარის დროს მოღ... Mar 1 2022, 09:37 PM
marine "ოქრომჭედლობის თ... Mar 6 2022, 05:04 PM
marine "უახლესი აღმოჩენ... Mar 6 2022, 06:42 PM
marine "განსაკუთრებით ბ... Mar 7 2022, 12:34 PM
marine "ძვ.წ. II ათასწლეულ... Mar 7 2022, 01:04 PM
marine "ეს მხატვრულ-სტილ... Mar 8 2022, 03:09 PM
marine "ოქროს მოსაპოვებ... Apr 24 2022, 02:51 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 08:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი