ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლებმაც დედამიწის ბრუნვის სიჩქარე შეცვალა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლებმაც დედამიწის ბრუნვის სიჩქარე შეცვალა |
აკაკი |
Mar 3 2010, 10:17 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
საავტორო უფლება: ტელეკომპანია რუსთავი 2
ბუნებრივი კატაკლიზმები რომლებმაც დედამიწის ბრუნვის სიჩქარე შეცვალა, ჰაიტისა და ჩილეში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებებმა შესაძლოა პლანეტაზე რამდენიმე წელში სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს. ამ დროსთვის ცნობილია, რომ დღე-ღამის 24 საათიანი ხანგრძლიოვა საგრძნობლად შემცირდა, თავად დედამიწა ღერძიდან 8 სმ-ით გადაიხარა. ჩილეში მომხდარი 8.8 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ დედამიწა უფრო სწრაფად ბრუნავს, ეს დასკვნა მეცნიერებმა პლანეტის გადაადგილებაზე დაკვირვების შედეგად გამოიტანეს. ცნობილია, რომ დედამიწა 11 უზარმაზარ ზომის ფილებითაა დაყოფილი, სწორედ ამ ფილების შეჯახება იწვევს სხვა-და-სხვა სიძლიერის მიწისძვრებს. ერთერთი ასეთი მძლავრი შეჯახება ჩილეს მიწისძვრის დროს მოხდა, რამაც დღე-ღამის 24 საათიანი პერიოდი შეამცირა. მიჩიო კაუ: ციტატა ეს იყო უძლიერესი მიწისძვრა, რამდენიმე ასეული მილზე ფილებმა შეიცვალეს ადგილი სიღრმეში, რამაც გაზარდა ბრუნვის სიჩქარე, დედამიწა კი შეუკუმშა. მაგალითად: როდესაც მოციგურავეს ხელები უფრო ცენტრისკენ მიაქვს, ის უფრო სწრაფად იწყებს ტრიალს, რათქმაუნდა ჩვენ ამ ცვლილებას ვერძ ვიგრძნობთ. მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების დასკვნაზე დაყრდნობით, კაცობრიობა 24 სთ იან რეჟიმში ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებს, ეს დრო ჩილეში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 1.27 მიკრო წამით შემცირდა, დედამიწის ფილებმა მოძრაობა სიღრმისკენ დაიწყეს, რამაც სამყაროს ღერძზე ბრუნვა ააჩქარა და მისი შეკუმშვა გამოიწვია. დღეს თითქმის ყველა მეცნიერი ამ მოვლენას, საბედისწერო ცვლილებად აფასებს. ანდრეას რიტბროკი: ციტატა მიწისძვრა ავრცელებს მასებს და იხრება ზედაპირზე, როდესაც ასეთი ძლიერი ბიძგები ხდება საუბარია დახლოებით 200 კმ და 40 დან 100 კმ სიღრმის მონაკვეთებზე, იცვლება დედამიწის ზედაპირი და ხელახლა ვრცელდება მასა, იცვლება დედამიწის ბრუნვის სიჩქარე, ის სწრაფად აღარ ბრუნავს და ამიტომ იცვლება დღის ხანგრძლივობაც ეს საბედისწერო ცვლილებაა. ძლიერმა ბიძგებმა დროის შემცირების გარდა კიდევ ერთ საგანგაშო ცვლილება გამოიწვის, ასტრონომების დაკვირვებით დედამიწამ ღერძიდან 8-სმ ით გადაინაცვლა, მეცნიერები ზუსტად არ არიან დარწმუნებულნი, ცვლილებები მხოლოდ ძლიერი ბიძგების შედეგია თუ მასზე კიდევ სხვა მოვლენები მოქმედებს, მათთვის ცნობილი ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის, რომ დედამიწის მასა იცვლება. დედამიწაზე უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა, 50 გიგატონა ენერგია წარმოიქმნა, მიწის მასა ზემოთ ავიდა და ფილებიც ერთანეთის მიყოლებით გადაადგილდა, ეს დედამიწის ბრუნვის ცვლილებას იწვევს და ოდნავ ამცირებს მის სიჩქარეს, საუბარია წამის მემილიონედზე, ყველას გვინახავს გრაფიკულად როგორ ბრუნავს დედამიწა მზის გარშემო, მაგრამ ახლა არც ორბიტაა სრულყოფილი და არც ბრუნვა ის 8 წმ-ითაა გადახრილი. მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ გლობალურ პრობლემებს ქართველი მეცნიერებიც აკვირდებიან. ასტრონომები განმარტავენ, რომ დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია და ამიტომ რა შედეგს გამოიტანს ეს ცვლილება, არავინ იცის. მიხეილ ელაშვილი: ციტატა არაფერი არ არის დედამიწაზე მუდმივი, ჩილეს მიწისძვრის მერე, რომ მოდელირება მოახდინეს ამ ცვლილებების, იქ ერთერთი ვარიანტი იყო გამოთქმული, რომ დედამიწის რადიუსი შეიცვალა. თეა გოდოლაძე: ციტატა როდესაც ასეთ დიდი მოვლენა(მიწისძვრა) ხდება, და გამოიყოფა ასეთი დიდი ენერგია რათქმაუნდა ხდება მასების გადაადგილება, და ეს რათქმაუნდა იწვევს ძვლილებებს ზპგადად დედამიწაზე. დედამიწაზე დაკვირვებებს დღეს მსოფლიოს ყველა სამეცნიერო ლაბორატორიაში აწარმოებენ, არავინ იცის კიდევ რა აღოჩენები გაკეთდება, თუმცა ცნობილია, რომ მოვლენა რომელსაც ასტროლოგები 2012 წელს ელოდებიან, მზის აქტივობის მომატებით იწყება. მსოფლიოში რამდენიმე სეისმურად აქტიური ზონა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ საქართველოა, ექსპერტების მონაცემებით კავკაკსიონის ქედზეც საშიში წერტილებია, 11-დან ერთერთი(არაბეთის) ფილა ჩვენს ქვეყანასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს, ფილები კი მუდმივად მოძრაობენ 21 საუკუინეშიც კი ვერცერთი მეცნიერი ვერ აკეთებს პროგნოზს, როდის შეიძლება შეეჯახოს ეს ფილები ერთმანეთს. წინასწარ მეტყველება ხდება ციტატა უბედურებანი, რომელნიც დაატყდებიან სოფელს ანტიქრისტეს გამეფებისას: დაშრება ზღვა; ამოწყდებიან ცხოველები; აჩქარდება დრო დღე იქნება როგორც საათი, კვირა როგორც დღე, თვე როგორც კვირა და წელიწადი კი როგორც თვე. რამეთუ კაცთა მზაკვრობის გამო მოხდება ისე, რომ სტიქიონებიც კი დაიძაბება, კიდევ უფრო აჩქარდება და დაიჭიმება, რამეთუ მალე აღესრულოს საუკუნეთა მერვე რიცხვისათვის (ანუ სოფლის შექმნიდან მერვე ათასწლეულისათვის) უფლის მიერ ნაწინასწარმეტყველები რიცხვი“ (წმ. ნილოს მირონმდინარე - „სიკვდილისშემდგომი შეგონებანი...“). ვიდეო http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...03-2010%2021:17 |
neo |
Mar 4 2010, 09:13 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
1. და მომეცა მე ლერწამი, მსგავსი კუერთხისაჲ, და მრქუა: აღდეგ და განზომე ტაძარი ღმრთისაჲ და საკურთხეველი და თაყუანის-მცემელნი მას შინა. 2. და ეზოჲ იგი, რომელი არს გარეგან ტაძრისა, განაგდე გარე და ნუ განჰზომ მას, რამეთუ მიეცა იგი წარმართთა, და ქალაქი იგი წმიდაჲ დათრგუნონ ორმეოცდაორ თთუე 3. და მივსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა, და წინაწარმეტყუელებდენ ათას ორას და სამეოც დღე, შემოსილნი ძაძითა. 4. ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი, მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა. 5. და რომელსა უნდეს ვნებად მათა, ცეცხლი გამოვალს პირისაგან მათისა და შესჭამს მტერთა მათთა; და რომელსაცა ენებოს ვნებაჲ მათი, ესრეთ ჯერ-არს მოკუდომაჲ მისი. 6. ამათ აქუს ჴელმწიფებაჲ დაჴშვად ცათა, რაჲთა არა წჳმდეს დღეთა მათ წინაწარმეტყუელებისა მათისათა; და ჴელმწიფებაჲ აქუს წყალთა ზედა, რაჲთა გარდააქციონ სისხლად და რაჲთა შემუსრონ ქუეყანაჲ, რაოდენ-გზისცა ენებოს, ყოვლითავე წყლულებითა. 7. და რაჟამს აღასრულონ წამებაჲ მათი, მჴეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა-ყოს მათ თანა და სძლოს და მოკლნეს იგინი. 8. და მძორები მათი უბანთა ზედა ქალაქისა მის დიდისათა, რომელსა ეწოდების სულიერად სოდომი და ეგჳპტე, სადა-იგი უფალი მათი ჯუარს-ეცუა. 9. და იხილონ ერთა და ტომთა და ენათა და წარმართთა მძორები მათი სამ დღე და ნახევარ, და არა უტეონ მძორებსა მათსა დადებად სამარებსა შინა. 10. და მკჳდრთა ქუეყანისათა განიხარონ მათ ზედა და იშუებდენ და ძღუენი მისცენ ურთიერთას, რამეთუ ამათ ორთა წინაჲსწარმეტყუელთა ტანჯნეს მკჳდრნი ქუეყანისანი. 11. და შემდგომად სამისა მის და ნახევრისა დღისა სული ღმრთისაჲ ცხოველი შევიდა მათ თანა; და აღდგეს ფერჴთა ზედა მათთა. და შიში დიდი დაეცა მათ ზედა, რომელნი ჰხედვიდეს მათ. 12. და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით, რომელი ეტყოდა მათ: აღმოვედით აქა! და აღვიდეს ზეცად ღრუბლითა. და იხილნეს იგინი მტერთა მათთა. 13. მას დღესა შინა იქმნა ძრვაჲ დიდი, და მეათედი ქალაქისაჲ დაეცა, და მოსწყდეს ძრვისა მისგან კაცნი შჳდ ათასნი, და სხუანი იგი შეშინებულ იქმნეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა ცათასა. 14. ვაებაჲ იგი მეორე წარჴდა, და აჰა ესერა ვაებაჲ იგი მესამე მოვალს ადრე.
-------------------- www.cordesign.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2024 - 10:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი