სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| T.L. |
Mar 4 2008, 11:35 AM
პოსტი
#1
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
პოეზიის მოყვარულებს ვთხოვ ვისაუბროთ ამ დიდ ქართველზე...
*** ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვყიდულობდი. - გამარჯობა ძამიკო!- მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე,გალაკტიონი იყო. - გამარჯობათ,ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად,უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ? - ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი. - წამოდი ძამიკო ჩემთან! - გალაკტიონმა მკლავში ხელი გამიყარა და ვერის ბაზრის გვერდით,ლუდხანაში შემიყვანა. იმ წიგნის საყიდელ ფილსაც და ბევ რსხვასაც წირვა რომ გამოვუყვანეთ,გალაკტიონა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა: - ლერმონტოვი,პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო,ძამიკო,გალაკტიონი კი ქართულად,მხოლოდ ქართულად... ....და მართლაც რა უზენაესი ბედნიერებაა,როდესაც გალაკტიონს ქართყლად კითხულობ და რა უბედურებაა,როდესაც პუშკინს ვერ კითხულობ რუსულად. მე თუ მკითხავენ ვიტყვი: გალაკტიონის დაბადების დღიდან,დედამიწის ზურგზე მისი სიმაღლის პოეტს არ გაუვლია და რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული. "ჩემი გალაკტიონი" - ნოდარ დუმბაძე -------------------------------------------------------- *** ერთხელ თურმე მოსკოვში მწერალთა ყრილობა ტარდებოდა,თხუთმეტივე რესპუბლიკიდან უნდა ჩასულიყო დელეგაცია ,მათ შორის საქართვლოდანაც... ჩვენი დელეგაცია 50კაცზე იყო შედგენილი,და წავიდნენ კიდეც... 50-ში გალაკტიონი არ იყო,რომ კითხეს რატომო,გამოგვრჩაო... მეტი იდიოტიზმი? ვინ იყო ნეტა იმ პერიოდში და იმ 50დან გალაკტიოზე დიდი? .....და ამას მძაფრად განიცდიდა, სტკიოდა: ,,ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა, იწვა გალაკტიონი და ლექსებზე ფიქრობდა" ეხლა ერთი ამბავი გამახსენდა,როდესაც გალაკტიონი ცუდად იყო და საავადმყოფოში მივიდა (მაშინდელ სამთავრობო საავადმყოფოში -ვაკეში) ექიმმა უთხრა ადგილები არ გვაქვსო,გალაკტიონი იქ 1თვის წინაც მკიურნალობდა ამიტომ კარგად იცოდა სად რომელი პალატა იყო და მიუთითა კონკრეტული პალატა ის ხომ დაკეტილი გაქვთი,პასუხი კი ასეთი მიიღო ის კი თავისუფალია მაგრამ რაიცი ცეკას მდივნის რომელიმე ნათესავი რომ ცუდად გახდესო... და შესთავაზა დერეფანში დაგაწვენო... სამოწყალოდ მიაგდეს დერეფანში...ამაზე მეტი დამცირება რაღა გინდა ადამიანის,ასეთი რამე როგორ უნდა აკადრო,ეს ხომ ვიღაც არ არის,ბოლოსდაბოლოს გალაკტიონია... სიკვდილის მერეც იგივე მეორდება,დიდი დისკუსიის საგანი გახდა რომ მწერლათა კავშირიდან არ უნდა გამოესვენებით გალაკტიონი -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
![]() ![]() |
| შოთაძე |
Mar 8 2010, 09:59 PM
პოსტი
#2
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
ციტატა "მესაფლავე " “გენიოსო” (პასუხად “მესაფლავეს”) გენიოსო, შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება! მე მაოცებს რად იგონებ ყველა ტრფობის მლანძღავ ზღაპარს, რომ მუდმივი ტრფობის გლოვა აღარავის არ უნახავს, რომ ივიწყებს ყველა ხსოვნას,ვისაც სატრფო მოუკვდება, რომ სუყველას გლოვის შემდეგ სხვა ტრფიალი მოუნდება რომ თითქოსდა აღარავის აღარ ჰქონდეს წრფელი სული, რომ ერთ სატრფოს სამუდამოდ შემოავლოს სიყვარული! რაღად გინდა ეგ ცინიზმი რომ მღერიხარ დიდო გონო ან ვის გინდა ცოდვიანი სტრიქონები გააგონო?! მილიონში რომ ერთია ვიცი ჩემი ლექსის ქება, მაგრამ სწორედ იმ ერთშია ტრფიალების უკვდავება! სკოლის მერხთან მუდამ ერთად იჯდა ლაღი გოგო-ბიჭი, და უბოძა მათ უფალმა ერთმანეთის ტრფობის ნიჭი უბოძა და გაიხარა ორმა ნორჩმა,წრფელმა გულმა და ამაყად იწყო წინსვლა ამ უბადლო სიყვარულმა ზეიმობდა და ხარობდა სილამაზით ორი გონი ტრფობის ცაზე ნავარდობდა უკვდავების ფაეტონი მაგრამ ბედმა ვარდის კოკრებს გადაფურჩქვნა არ აცალა მოუვლინა მიწიერი უკვდავების გამოცანა, სამუდამოდ შეაჩერა ვაჟის გულში სისხლი ცხელი ქალიშვილს კი მიუსაჯა ურთულესი განსაცდელი დაითუთქა მწუხარებით თოთხმეტი წლის გოგოს გული მიაცილა სამარემდე უკოცნელი სიყვარული დაიტირა შავი ძაძით მოუსველა გულზე მიწა უწრფელესი ცრემლთა ღვარით შეაძრწუნა დედამიწა ვაჟის დედას ეახლა და უთხრა თქვენი ვარო რძალი და მიიღო დედამთილმა ქალიშვილი პატარძალი! გენიოსო კიდევ იტყვი რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?! და მის მერე სატრფოს საფლავს არ სცილდება გოგო_ქალი მიწიერი მწუხარების ,მგლოვიარე დედოფალი ზეციური სილამაზის სახეს ადებს ვაჟის გულზე აღარც ფიქრობს ამ უზომო მწუხარების დასასრულზე თმას გაიშლის დაემხობა საცოდავად ტირის,კვნესის მის ცრემლების სიკამკამეს ვეღარ იტევს ჩემი ლექსი განა მისთვის არ უნდოდათ მიერთმიათ ნორჩი ვარდი?! და მწუხარედ ეჩურჩულათ შემიყვარდი, შემიყვარდი?! მაგრამ როგორ კადრებ ტრფობას როცა გიდგას თვალწინ ქალი ღვთისმშობელი მარიამის თვალებიდან მომზირალი! ვაჟის დედაც დასტრიალებს უბადლო რძალს მუდამ თავზე არავინ ჰყავს მისი ფასი გამოცდათა პლანეტაზე მოხიბლულა მისი ქცევით დედის გული მგრძნობიარე სიგიჟემდე უყვარს რძალი უკვდავების მოტრფიალე! ამოწურა მიწიერი წლების რიცხვი დედა_ქალმა ღირსეულად დაიტირა დედამთილი ქვრივმა რძალმა! გენიოსო არ გეცვლება ხედვა შენი დიდი ნიჭის?! ნუთუ არ გშურს სიმდიდრისა გარდაცვლილი ლაღი ბიჭის?! და მის მერეც წლების რისხვას ქალიშვილი ებრძვის მარტო, რაღათ უნდა ამ სრულყოფას სხვა სიტყვები მივუმატო ვაჟის ხსოვნა,წმინდა გრძნობა ააცურა მაღლა ცაზე ამაყად და ღირსეულად დააბიჯებს ქვეყანაზე კვლავ ერთგული არის ხსოვნის კვლავ ერთგული არის ღვთისა როგორ გინდა არ იწამო ამ განგების რჩეულისა! მიილია მისი წლებიც მიწიერი გამოცდისა წლეულს გახდა მშვენიერი ქალიშვილი სამოცისა! შენკი ამბობ არ არსებობს უკვდავება დაგიკარგავს ჩემულობდი მაგრამ ნუთუ არასოდეს არ გინახავს?! ან გმირები მოღალატე,უერთგულო როცა ნახე მაშინ ერთი ღირსეული ქართველი ვერ გამონახე გამაგონე გენიოსო ამ ღალატით რის თქმა გსურდა რომ თქვენს დროში ერთგულება აღარავის არ ძალუძდა როგორ ამბობ სულ ერთგული რომ არავინ იყო უწინ, და თუ იყო რატომ გახდი მისთვის ასე სიტყვაძუნწი”! რატომ ცდილობ უკვდავ ტრფობას გაუჩინო შავი ბზარი მილიონში იმ ერთისთვის ვერ გამოყავ ერთი ბწკარი?! აღარ იყო?ვერ გიცვნია არ გცოდნია ტრფობის ფასი, ნუთუ აღარ დაგიცლია უკვდავების თავად თასი ნუთუ თავად არ ძალგიძდა ერთგულება მარად მწვანე, ნუთუ მერის რომ ეტრფოდი სხვა ტრფიალზე გადაცვალე, ნუთუ ის სხვა მოგიკვდა და ვერ შეძელი გლოვა მისი, ნუთუ ისე გაბოროტდი რომ შეგძულდა გლოვა სხვისი, ღირსეულს რომ ყვარებოდი არ ყოფილხართ თურმე ღირსი მერისთანაც გახდებოდი მოტრფიალე ალბათ სხვისი ვხედავ ვეღარ შეგიცვნია ჭეშმარიტი უფლის მრწამსი რომ ღალატი მრავლობს მიტომ ერთგულებას ჰქონდეს ფასი განკითხვამდე უსაზღვროა ცდუნებების რიგთა წყება ერთგულების ღირსება კი არასოდეს იფარგლება მაგრამ, ვხედავ გენიოსი ამ სიწმინდეს ვეღარ მისწვდა და ვაი შენ რომ სიკვდილი სიცოცხლეშივ დაგავიწყდა! დაგავიწყდა რადგან ასე მსჯელობს შენი დიდი გონი გსურს უფრსკულში გადაჩეხო უკვდავების ფაეტონი სხვა რად მინდა ჩემი გითხრა ერთგულების სიმფონია რა სატრფო ვარ გარდაცვლილი სატრფო თუ ვერ მიგლოვია დამიფაროს ღმერთმა მაგრამ თუ წამერთვა სატრფოს სული მის საფლავზე მიჯაჭვული მეყოლება სიყვარული მიჯაჭვული მეყოლება სანამ სუნთქვის მექნა ნება ასე მესმის გენიოსო მიწიერი მე ცხოვრება ვუერთგულებ სატრფოს საფლავს ვუერთგულებ უფლის ნებას ვუერთგულებ ღირსებას და ტრფიალების უკვდავებას?! ზარსა სცემენ იმ ქალს ვინაც დაამარცხა ბედი მწარე მოწიწებით სულ უბრალო კუბოში შჭედს მესაფლავე შჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე ეხლა კი არ იღიმება სტირის ჩვენი მესაფლავე ასე უნდა ეგრეც ხდება ეახლება ქალი ედემს თუ მიგიწვდა მასთან სული უპასუხე გენიოსო რად ატკინე ოქროს გული უპასუხე რად უარყავ არ გინდოდა მხელა რისი უპასუხე რად არიყავ სიყვარულის თავად ღირსი და უთხარი რომ შეიცან ჭეშმარიტი უფლის მრწამსი რომ არსებობს რომ არსებობს ერთგულება ქვეყნად მსგავსი რომ გრცხვენია რომ გრცხვენია მოიფიქრე კიდევ რამე რომ აკლია “მესაფლავეს” სიყვარულის სიკამკამე თავად ხედავ აღარა გაქვს ნება რაც თქვი კვლავ იგი თქვა ვერასოდეს შეიწირავს წმინდა ტრფობას სამარის ქვა მეკი გეტყვი განა გჯიბრობ და გიცხადებ ლექსით მტრობას გედავები მარადიულ უერთგულეს გრძნობის გმობას გიღიარებ გატოლება ლექსით შენთან არის ძნელი მაგრამ, გკითხავ რად ირგუნე უკვდავების სავარძელი?! წამოდექი სავარძლიდან ჩამომართვი ხელზე_ხელი არ მელოდი გენიოსო? უკვდავება გეახელი!!! * * * მუზას ჰყოლია მრავალი ნეფე, და დედოფალიც ბევრი ჰყოლია, მაგრამ ვინ არის უკვდავი მეფე?! გალაქტიონი ??? არა მგონია!!! -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
mari touchet ჩემი გალაკტიონი Mar 4 2008, 11:35 AM
mari touchet გალაკტიონი საავად... Mar 4 2008, 12:13 PM
CONSCIENTIOUSNESS გალაქტიონი ხალხმრ... Mar 4 2008, 07:01 PM
georgianeli
გალაქტიონს ქუჩაში... Jun 19 2008, 09:02 AM
mari touchet CONSCIENTIOUSNESS
ეგენი არ ვიც... Mar 4 2008, 07:05 PM
CONSCIENTIOUSNESS
CONSCIENTIOUSNESS
ეგენი არ ვი... Mar 4 2008, 07:06 PM
nuca_ge ეს წერილი გალაკტი... Mar 4 2008, 07:09 PM
mari touchet CONSCIENTIOUSNESS
:მპუა:
-----------------... Mar 4 2008, 07:11 PM
mari touchet სიტყვა არ წამოგცდე... Mar 4 2008, 07:41 PM
mari touchet 1933 წ. 14 იანვარი.
12 იან... Mar 4 2008, 07:53 PM
nuca_ge მესაფლავე
მესაფლ... Mar 4 2008, 07:55 PM
mari touchet რამოდენიმე მოკლე-მ... Mar 4 2008, 08:04 PM
nuca_ge მერი, იმ ღამეს მაგ თ... Mar 4 2008, 08:35 PM
tiko282 mari touchet
მშვენიერი თემ... Mar 10 2008, 04:09 PM
maia-maia გალაქტიონი უდიდეს... Mar 10 2008, 04:21 PM
tiko282 ეს გალაკტიონის ნახ... Mar 10 2008, 04:27 PM
tiko282 გალაკტიონის ეს წერ... Mar 11 2008, 09:43 PM
mari touchet
გალაკტიონის ეს წე... Mar 26 2008, 01:41 PM
marine
ძალიან ამაღერლვებ... Mar 26 2008, 02:03 PM
_Matasi_ "რომ მეფე ვარ და პ... Mar 15 2008, 11:29 PM
დავით ივერიელი "რა იციან მეგობრე... Mar 16 2008, 01:09 AM
თამარი_ცქნაფო დღეს 17 მარტია... :(
დღ... Mar 17 2008, 05:15 PM
tiko282
დღეს 17 მარტია... :(
დღ... Mar 17 2008, 05:59 PM
ქავთარაძე თამარი_ცქნაფო
დღეს... Mar 17 2008, 05:31 PM
nuca_ge ახსნა
ღამეს ელვარ... Mar 18 2008, 11:34 PM
likka ჰეჰ....გალაკტიონის ე... Mar 18 2008, 11:52 PM
tiko282 ეს ლექსი მირზა გელ... Mar 19 2008, 02:40 PM
_Matasi_ გალაკტიონის დღიურ... Mar 20 2008, 03:58 PM
Giorgi- აი რა მზის სიზმარი... Mar 20 2008, 05:56 PM
marine გალაკტიონს
/ფრიდო... Mar 25 2008, 02:31 PM
kato_Bato marine
მე მგონი ზედმეტ... Mar 26 2008, 02:14 PM
marine
marine
მე მგონი ზედმეტ... Mar 26 2008, 02:17 PM
kato_Bato marine
მაშინაც იყვნენ ... Mar 26 2008, 02:28 PM
marine
[b]marine
მაშინაც იყვნე... Mar 26 2008, 02:35 PM
tiko282
ძალიან ამაღერლვებ... Mar 26 2008, 04:32 PM
marine გალაკტიონ ტაბიძის ... Mar 26 2008, 03:05 PM
ninela პოეზიის გენია! მე... Apr 22 2008, 09:52 PM
tiko282 გალაკტიონი
...
"ინ... Apr 23 2008, 06:23 PM
rusudani12 უპირველესი მომანი... Apr 25 2008, 09:33 PM
iisperiTOVLI როგორც ერთია ამქვე... Apr 25 2008, 10:57 PM
iisperiTOVLI * * * *
თოვლი
... May 6 2008, 05:31 AM
iisperiTOVLI http://img217.imageshack.us/img217/928/i2912082699... May 6 2008, 05:47 AM
iisperiTOVLI რა ცაა!
შეხედე, რა ... May 24 2008, 03:38 AM
iisperiTOVLI თვალუწვდენელი
თვა... Jun 19 2008, 03:44 AM
georgianeli ადრინდელი ამონარი... Jun 19 2008, 09:17 AM
T.L. გალაკტიონის ძმა, ა... Jun 20 2008, 12:35 PM
T.L. ძვირფასო აბესალომ... Jun 20 2008, 01:15 PM
T.L. საკუთარი ლექსების ... Jun 20 2008, 03:56 PM
T.L. სახელი “მერი” - მე ა... Jun 20 2008, 05:58 PM
_Matasi_ "არის ჩვენში
რაღ... Jun 20 2008, 07:05 PM
T.L. დღიურის ჩანაწერებ... Jun 20 2008, 07:55 PM
T.L. ა უ დ ი ო ვ ე რ ს ი ე ბ ... Jun 24 2008, 12:33 PM
iisperiTOVLI georgianeli :)
დიდი იმედები... Jun 24 2008, 10:05 PM
daviti_23 გალაქტიონზე გენიო... Jun 25 2008, 07:44 PM
iisperiTOVLI "გალაქტიონ (ბერძნ... Jun 28 2008, 07:54 PM
nuca_ge წარწერები
ო, ქალო ... Sep 5 2008, 10:50 PM
Nefertiti
აი რა მზის სიზმარი... Sep 22 2008, 05:32 PM
Nefertiti ვახტანგ ჯავახაძეს ... Sep 22 2008, 05:58 PM
kato_Bato Nefertiti
დაწერე, მე მადლ... Sep 22 2008, 09:16 PM
T I K O Nefertiti
მე უნდა მქონდე... Sep 23 2008, 02:50 PM
iako მეც ძალიან მიყვარს... Sep 23 2008, 03:24 PM
georgianeli გალა იგივეა პოეზია... Oct 13 2008, 04:33 PM
georgianeli გალა... იგივე გალაკტ... Oct 13 2008, 04:37 PM
georgianeli ჰოოო... კარგია, რომ ე... Oct 29 2008, 08:25 PM
veriko7 "ტოტებს ქარისას გ... Nov 8 2008, 02:21 PM
iisperiTOVLI ხვალემ იზრუნოს ხვა... Nov 13 2008, 11:00 PM
k@the წელიწადები წავლია... Nov 17 2008, 01:56 PM
iisperiTOVLI მეც ვულოცავ! : ) Nov 17 2008, 08:01 PM
k@the iisperiTOVLI
მერე ხელცარიე... Nov 17 2008, 08:35 PM
ai gogoo გუშინ ჩვენმა ლექტო... Nov 19 2008, 12:19 AM
T_a_M_o ai gogoo
აჰაა საინტერეს... Nov 19 2008, 12:20 AM
KAIROS ნოდარ დუმბაძე "გა... Nov 19 2008, 03:53 AM
georgianeli სანამ გალა ცოცხალი... Dec 11 2008, 09:13 PM
milana მცხვენია ... Dec 12 2008, 12:15 AM
nino84 http://img185.imageshack.us/img185/113/tabizeebi19... Sep 19 2009, 07:30 PM
nino84 საუბარი ედგარზე
ლ... Sep 21 2009, 03:41 AM
ა ნ უ კ ა როგორ მიყვარს :wub:
უ... Sep 21 2009, 04:53 PM
nino84 ოპერიდან გამოვიდა ... Sep 22 2009, 11:00 PM
georgianeli გალაკტიონს
შენი პ... Sep 23 2009, 03:48 AM
nino84 ...სჭედს და რაღაც მწ... Sep 25 2009, 01:01 AM
ა ნ უ კ ა მიწის და ზეცის წინ... Oct 2 2009, 12:22 AM
georgianeli როგორ ფიქრობთ და გ... Feb 18 2010, 07:28 PM
ნონა არა :არა: Feb 18 2010, 07:43 PM
newbie თოვს! ასეთი დღის ხ... Feb 18 2010, 10:28 PM
nat_uly გულო რა გემართება
(... Mar 10 2010, 10:19 PM
marine გალაკტიონს ჩაეცინ... Feb 6 2013, 12:13 PM
marine გალაკტიონის ხელში ... Jan 22 2018, 10:05 PM
marine "სულში კი - ლექსი გ... Feb 16 2018, 08:18 PM
marine გალაკტიონის დღიურ... Jan 10 2019, 06:14 PM
marine "[21 წლის გალაკტიონ... Feb 2 2020, 05:30 PM
marine "მოკლული ვიყავ უც... Apr 11 2020, 09:38 PM
marine გული მწყდება რომ გ... Apr 12 2020, 05:44 PM
marine "მამა [გიორგი კაჭ... May 21 2020, 09:25 PM
marine "გალაკტიონს აქვს ... Jul 21 2020, 08:54 PM
marine "მაინც ვინ იყო გა... Sep 30 2020, 08:53 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 03:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი