IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მართლმადიდებლობა - ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია?, ადამიანები რომლებიც არ დაიბადნენ მართლმადიდებლებად.
Giorgi94
პოსტი Mar 6 2010, 12:18 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 6-March 10
წევრი № 8,319



მამაო ერთი შეკითხვა მაქვს, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია მაწუხებს. თქვენი ნებართვით გკითხავთ.

მართლმადიდებლობა გვასწავლის რომ ყველა ადამიანი ღვთის შვილია, უფალს ყველა ერთნაირად უყვარს...
მართლმადიდებლობა გვასწავლის რომ ცხონდება მხოლოდ მართლმადიდებელი, რომ ესაა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია... (მაპატიეთ თუ ვცდები, და არასწორად მაქვს გაგონილი)
აქ მებადება კითხვა, რატომ გამომარჩია უფალმა მე, რატომ დავიბადე საქართველოში, მართლმადიდებლურ ქვეყანაში და მართლმადიდებლურ ოჯახში? რატომ დაიბადა ის დაუშვად მუსლიმად? მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში იმას შეიძლება შანსიც არ ქონდეს რომ ქრისტიანობა შეისწავლოს, და ჭეშმარიტ გზას დაადგეს. (როგორც დაუშვათ აბო თბილელს მოუვიდა)

თუ არ აქვს მნიშვნელობა სად დაიბადები და რა რელიგიას მისდევ, თუ მხოლოდ ისაა ცხოვრების არსი, ჩაიდინე სიკეთე და ა.შ... მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ქრისტიანობის დაყოფას (კათოლიკური და მართლმადიდებლური) რა მნიშვნელობა აქვს რომელ რელიგიას მისდევ მისდევ აქედან, ბუდისტურს თუ მაჰმადიანობას? ეს ორივე რელიგია ხომ სიკეთეზეა დაფუძნებული და როგორც ქრისტიანობა ისიც მხოლოდ სიკეთეს ქადაგებს?

მოძღვარო დიდად მადლიერი დაგრჩებით თუ დამეხმარებით ამ საკითხში...
მადლობთ წინასწარ.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
დეკ. ანდრია
პოსტი Mar 9 2010, 01:14 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



მარტივად თუ ვიტყვით, ცხოვნება არის ადამიანის მყოფობა ღმერთთან და ღმრთისა მასში. ღმერთი არის პიროვნება კონკრეტული თვისებებით. თუ ჩვენ ვეძებთ მას, ვისაც ექნება ღრმთის ნადვილი თვისებებისაგან განსხვავებული თვისებები, ვერასდროს ვიპოვით ღმერთს, ვერ შევუერთდებით მას. მართლმადიდებლობა თავისი დოგმატიკით გვასწავლის იმას, რაც თავად უფალმა გამოგვიცხადა. ამიტომაც არის ის ჭეშმარიტი სარწმუნოება. ადამიანი ცხოვნდება არა საქმით არამედ რწმენით, რომელიც გამოიხატება საქმეებში. თუ დაზიანებულია სარწმუნოებრივი სწავლება, მარტოოდენ კეთილი საქმე ვერ მიიყვანს ადამიანს ღმერთთან. წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ადამიანს, რომელიც აკეთებს სიკეთეს, მაგრამ არ აქვს სწორი სარწმუნოება ადარებს მას, ვინც ასხამს წყალს დაზიანებულ ჭურჭელში, - რამდენიც არ უნდა ასხა, არაფერი რჩება. კეთილი საქმე ამზადებს გულს ღმრთის სიტყვის მისაღებად. მაგრამ თუ არ არის სწორი სარწმუნოებრივი სწავლება, ეს ისეთია, გადახვნა ველი და არ დათესო ხორბალი - ასეთ ველს გაორკეცებულად მოედება სარეველა.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd July 2025 - 03:29 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი