4 დღიანი ტური - ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი, 8,9,10,11 აპრილი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
4 დღიანი ტური - ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი, 8,9,10,11 აპრილი |
ეკატო |
Mar 9 2010, 11:09 PM
პოსტი
#1
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ამ ტურის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას სულ მალე გაიგებთ
-------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
ika-bebo |
Mar 9 2010, 11:21 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 35 რეგისტრ.: 29-August 09 მდებარ.: *ტაო-კლარჯეთი* წევრი № 7,430 |
პირველ რიგში მოგესალმებით ზოგი უკვე მიცნობთ ზოგი კი ჯერ არ გამიცნია.... მარა ეს დიდ პრობელმას არ შექმნის იმედს ვიტოვებ....
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" აპირლში 8-9-10-11 ეს რიცხვები შეირჩა რამოდენიმე მიზეზის გამო: 1. ყველაზე მნიშვნელოვანი ის რომ 9 აპრილი დასვენების დღეა ხოლო 10 და 11 შაბათ-კვირა, ამიტომაც სამსახურიდან თავის დაღწევა ერთი დღით ადვილია, მხოლოდ 8 აპრილის შვებულებაა საჭირო, რაც ადვილად მისაღწევია. (გამონაკლისი სამუშაოების გარდა). 2. 5 აპრილს ორშაბათს "მადლმოსილი ცეცხლი" უკვე თბილისში იქნება ჩვენ ამ ცეცხლს ტაო-კლარჯეთში ჩავიტანთ და მიტოვებულ ეკლესიებში მოვატარებთ (იგეგმება ასევე მამოს წამოყვანა, როგორც ხანძთელობას ოქტომბერში) 3. და ა.შ. ფოტოები გამოყენებულია ჩემს მიერ მოწყობილი 2009 წლის ტურებიდან. ეს ტური შევეცდები აგიღწეროთ ვირტუალურადაც ტურის ფასია 200$ (350 ლარი) ასევე მხოლოდ მათთვის ვისაც დიდი სურვილი აქვს ამ ტურში მონაწილეობის, მაგრამ არ აქვს საშუალება ეს ტური TBC ბანკის ერთ წლიანი განვადებით თვეში 36,16 ლარად. ფასში შედის: კომფორტული მგზავრობა; გიდის მომსახურება; სასტუმრო ორჯერადი კვებით; სამოგზაურო დაზღვევა; (ალდაგი ბი-სი-აი) ადგილობრივი მოსაკრებელი; (ტრაპიზონში (აია სოფია; სუმელა....)) ამ ტურის მოკლე გეგმა: 1 დღე გასვლა დილის 6 საათზე საზღვრის გადაკვეთა 10:00 ქაჯთა ციხე (შაითან კალე) & პიკნიკი 12:00 ბანა იშხანი იუსუფელში გასეირნება სასტუმრო "აგარა" & ვახშამი 2 დღე საუზმე 9:00 პარხალი ოთხთა ხახული ოშკი ჩანჩქერი სურვილის შემთხვევაში იუსუფლში გაჩერება სასტუმრო & ვახშამი 3 დღე დილით ბარგის ჩალაგება & საუზმე 9:00 არტანუჯი ჯოჯოხეთის კანიონი ტბეთი ხაძთა ოპიზა დოლისყანა ართვინი "კარაჰანი" & ვახშამი 4 დღე საუზმე 9:00 უზუნგულის ტბა სანტა ჰარაბელერი სუმელა აია სოფია ტრაბზონის ცნობილი სავაჭრო ცენტრი "Forum Trabzon" ქემელ-ფაშა სარფი ბათუმში აჭარული ხაჭაპურები ეხლა კი ვირტუალური. 1 დღე თბილისიდან გავალთ 6 საათზე. დაახლოებით 10 საათზე ვალეს საბაჟოს გადაკვეთა. 12 საათზე ქაჯთა ციხე იგივე შაითან კალე. იქვე პიკნიკი და გეზის აღება ბანასკენ.... გზა.... გზა სოფლებს შორის.... გზა..... კლდეებს შორის რამოდენიმე კილომეტრი და რამოდენიმე საათის შემდეგ როგორც იქნება გზიდან გამოჩნდება ბანა, რომლის დანახვაზე არა მარტო ქართველს ვისაც ნანახი აქვს თუ როგორი იყო ცრემლი მოადგება და ქართველს კი გულზე დააწვება თუ რა დავკარგეთ და რა გადავეცით თურქებს...... ბანა ახლოდან ბანა შიგნიდან შემდგომ გეზს ავიღებთ იშხნისკენ რომელიც იქვე მდებარეობს. იშხნის გზა რომელსაც ავივლით იშხნის უდაბნო იშხანი იშხნის პირველი წარწერა იშხნის მეორე წარწერა იშხნის მესამე წარწერა შემდგომ გამომგზავრება ქალაქ იუსუფელში, გასეირნება და პატარა შოპინგი დოლარების თურქულ ლირაზე გადაცვლა. ყველაფრის დასრულების შემდეგ გავემართებით პარხალის ხეობაში სადაც ჩვენი სასტუმრო მდებარეობს "აგარა აპართ" ვახშამი და სურვილის შემთხვევაში ოთახში დასვენება ან საკალმახეებისა და იქაურობის დათვალიერება. და ესე ტკბილად დამთავრდა ჩვენი პირველი დღე ვიძინებთ და ვთანხმდებით დილით 9 საათზე, რომ ყველა მზად იყოს საუზმისთვის. 2 დღე დილით 9 საათზე საუზმე და გავემართებით პარხლისკენ. რადგანაც სასტუმრო პარხალის ხეობაში მდებარეობს პარხალში მალევე მივალთ. შემდგომ გეზს ავიღებთ ოთხთასკენ გზათ ვნახავთ კავკასიძეების ციხეს ოთხთა ოთხთის შემდგომ ჩვენი გზა ხახულისკენ გაგრძელდება ხახული ხახულიდან ოშკში ოშკი ოშკიდან თორთუმის ჩანჩქერში შევივლით ამითი დასრულდება ჩვენი 2 დღე, ჩვენთვის ნაცნობ იუსუფელში სურვილის შემთხვევაში შევჩერდებით და სასტუმროში დავბრუნდებით დაბრუნების შემდგომ ვახშამი და 2 დღის შეჯამება. 3 დღე დილით ბარგის ჩალაგება, 9 სთ-ზე საუზმე და კლარჯეთისკენ გამომგზავრება როგორც ჩვენთვის ცნობილია კაშხლის მშენებლობის გამო ართვინის გზა ორ-ორი საათით იკეტება და 30 წუთით იღება, ამიტომაც მეტი კომუნიკაბელურობა გვამრთებს ამ დღეს. პირველი რასაც ვნახავთ ეს არის არტანუჯი არტანუჯისკენ მიმავალი გზა ქალაქი არტანუჯი არტანუჯზე ასასვლელი გზა არტანუჯი პეტრე-პავლეს ეკელსიის ნანგრევები არტანუჯის გალავანი არტანუჯელი კალია ჩვენი გზა შემდგომ "ჯოჯოხეთის კანიონში" მიდის აქედან ტბეთში ტბეთი სოფელი ჯევიზლი ტბეთიდან დიდებულ ხანძთაში ხანძთის წყარო [URL=http://www.radikal.ru][/URL |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 03:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი