![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
q-e-T-i |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 ![]() |
ნიკო ლორთქიფანიძე სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. საშუალო სასწავლებელი ვლადიკავკაზში დაასრულა. სწავლა განაგრძო ჯერ ხარკოვის უნივერსიტეტში, შემდეგ ავსტრიაში, ლეობენის სამთო აკადემიაში. სამშობლოში 1907 წ. დაბრუნდა. გერმანულ ენას ასწავლიდა თბილისის და ქუთაისის სკოლებში, 1928-1940 წლებში - ინდუსტრიულ ინსტიტუტში. 1921-1924 წლებში ხელოვნების მუშაკთა კავშირის თავმჯდომარეა.
ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებს 1902 წლიდან. მწერლის თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „ნიშადური“, „საქართველო“, „ივერია“, „თეატრი და ცხოვრება“, „დროება“, „სახალხო გაზეთი“, „თემი“, „კოლხიდა“ და სხვ. მწერლის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფეოდალური ხანის ამსახველ თხზულებებს: „მრისხანე ბატონი“ (1912), „ჟამთა სიავე“ (1920), „რაინდები“ (1924), „ქედუხრელნი“ (1946). მწერალი მცირე ჟანრის ნაწარმოებთა აღიარებული ოსტატია. მისი პოეტური პროზის ბრწყინვალე ნიმუშებია ღრმა ლირიზმით განმსჭვალული ის მინიატურები, რომლებშიც სამშობლოს ბედით დაკოდილი ადამიანის წუხილი ისმის. ნიკო ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1944 წელს, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. XXს-ის 20-ისნ წლებში რუსეთსა და მის მიერ ანექსირებლ რესპუბლიკებში, როგორც ცნობილია, მძვინვარებდა არანახული შიმშილი. ეს იყო ეგრედწოდებული "ნეპის" წლები, როცა სიღატაკე ყოველგვარ "დასაშვებ" ზGვარს გადასცდა და ადამიანები შიმშილით იხოცებოდნენ, როცა ქვეყნის ვრცელი ტრამალები ულუკმაპუროდ დახოცილი გვამებით იფინებოდა. ეს სურათი მკაფიოდ ჩანს ნიკო ლორთქიფანიძის ნოველებში "ტრაგედია უგმიროთ", "შEგირდი", "ბედნიერება", "მწერლის ხვედრი", "ბედის ვარსკვლავი". მწერალს ეს თხზულებები ერთ ციკლად ჰქონდა ცაფიქრებული და თავდაპირველად გამოაქვეყნა საერთო სათაურით "გველეშაპის რკალში. ყველა ამ ნაწარმოების დაწერის თარიღად დასახელებული აქვს 1922 წელი. -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
![]() ![]() |
dato1992 |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 34 რეგისტრ.: 16-December 09 წევრი № 7,829 ![]() |
კი მაგრამ ეს ხომ წმინდა სიტყვების დამახინჯებაა?!
შეიძლება ამ სიტყვებს რაიმე გამართლება ჰქონდეს?! გინდ პირველი იყოს გინდ მეორე?! |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#3
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
კი მაგრამ ეს ხომ წმინდა სიტყვების დამახინჯებაა?! შეიძლება ამ სიტყვებს რაიმე გამართლება ჰქონდეს?! გინდ პირველი იყოს გინდ მეორე?! კარგი რა, რომელ პერიოდში და რას წერდა, რატომ არა ქცევ ყურადღებას? ან რა სავალდებულოა, პირდპაირ ჰქონდეს მოხმობილი ციტირება? მაშინ დავწავთ ''ვეფხისტყაოსაბი'', იქ ნახევარზე მეტი სულ წმინდა წერილის სიტყვებია და რახან ზუსტი ციტირება არაა, დამახინჯებაა? ასე ჩარჩოებში ჩასმა ლიტერატურის პირიქით მკრეხელობა, სწორხაზოვნება და არაჯანსაღია. პ.ს. ლორთქიფანიძის შესახებ რამე იცით? ასე ხლეის მოსმით რომ გადაეცით ანათემას? -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 01:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი