პროგრამების ლიცენზირება ქურდობა ხომ არაა?, პროგრამების ლიცენზირება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პროგრამების ლიცენზირება ქურდობა ხომ არაა?, პროგრამების ლიცენზირება |
qristiani gio |
Feb 4 2010, 08:04 PM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 29-January 10 წევრი № 8,072 |
მაინტერესებს თქვენი თვალსაზრისი ინტერნეტში განთავსებული სხვადასხვა ფასიანი პროგრამების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვიწერთ და შეგვყავს ვიღაცის მიერ ,,მოპოვებული" ან გატეხილი ლიცენზია, ხომ არ შეიძლება ამით ჩვენ ქურდობის თანაზიარი გავხდეთ? |
tamti1 |
Mar 9 2010, 04:14 PM
პოსტი
#42
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 25-February 10 წევრი № 8,254 |
გამარჯობათ.
იცით რა მაინტერესებს? უფრო სწორედ რა მინდა ვთქვა ჯერ და მერე გკითხოთ.. მთლად ვერ ვეთანხმებოდი, რომ დავუშვათ ქურდობის შეფასება მივცეთ პროგრამების კოპირებას, მაგრამ დავუშვებ რომ ასეა...აი, მე რომ მიყენია უკვე ვინდოუსი, უფრო სწორედ ვიყიდე ლეპტოპი, რომელსაც მოჰყვა თავისი ვინდოუსი და წარმოდგენა არა მაქვს ,,მოპარულია'' თუ არა. დავუშვათ გადავაყენე და ლინუქსი დავაყენე-ეს ქურდობის ცოდვას როგორ შემიმსუბუქებს? რას ვგულისხმობ, მოიპარე ადამიანმა რაღაც და მერე უკან უნდა დაუბრუნო ხომ პატრონს და ცოდვა მოინანიო და -რა შეიცვლება იმისთვის ვისაც უნდოდა რომ ფული გადავუხადო ამ პროგრამის გამოყენებაში? შეიძლება მთლად ვერ ჩამოვყალიბდი რისი თქმაც მინდოდა. იმედია მიმიხვდებით... წინასწარ გმადლობთ პასუხისთვის. |
აბე |
Mar 10 2010, 09:55 PM
პოსტი
#43
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
გამარჯობათ. იცით რა მაინტერესებს? უფრო სწორედ რა მინდა ვთქვა ჯერ და მერე გკითხოთ.. მთლად ვერ ვეთანხმებოდი, რომ დავუშვათ ქურდობის შეფასება მივცეთ პროგრამების კოპირებას, მაგრამ დავუშვებ რომ ასეა...აი, მე რომ მიყენია უკვე ვინდოუსი, უფრო სწორედ ვიყიდე ლეპტოპი, რომელსაც მოჰყვა თავისი ვინდოუსი და წარმოდგენა არა მაქვს ,,მოპარულია'' თუ არა. დავუშვათ გადავაყენე და ლინუქსი დავაყენე-ეს ქურდობის ცოდვას როგორ შემიმსუბუქებს? რას ვგულისხმობ, მოიპარე ადამიანმა რაღაც და მერე უკან უნდა დაუბრუნო ხომ პატრონს და ცოდვა მოინანიო და -რა შეიცვლება იმისთვის ვისაც უნდოდა რომ ფული გადავუხადო ამ პროგრამის გამოყენებაში? შეიძლება მთლად ვერ ჩამოვყალიბდი რისი თქმაც მინდოდა. იმედია მიმიხვდებით... წინასწარ გმადლობთ პასუხისთვის. ლეპტოპი როგორც ვიცით ნაწილ-ნაწილ არ იწყობა, როგორც ე.წ. დესკტოპ ტიპის კომპიუტერი. დესკტოპ ტიპის კომპიუტერის აწყობა შესაძლებელია სხვადასხვა მწარმოებლების სხვადასხვა მახასიათებლების მქონე ნაწილებით. ეს გულისხმობს იმას, რომ როდესაც მე შევდივარ კომპიუტერულ მაღაზიაში და ვთხოვ ამიწყონ კომპიუტერი ამა და ამ ნაწილებით, აწყობის შემდეგ ისინი დგებიან პრობლემის წინაშე - არ აქვთ ოფიციალური უინდოუზი ჩასაწერად, რამეთუ კონტრაქტები აქვვთ გაფორმებული ნაწილების მწარმოებლებთან და არა ოპერაციული სისტემების მწარმოებლებთან, ამ შემთხვევაში კორპორაცია მაიკროსოფტთან (Microsoft), ამიტომ აინსტალირებენ გატეხილ ვერსიას, მაშინ როცა ლეპტოპების მწარმოებელი კომპანიებისგან პროდუქციას იძენენ ჩაწერილი (დაინსტალირებული) ოპერაციული სისტემითურთ. მაშასადამე, როდესაც მე მაღაზიაში ვყიდულობ მწარმოებლის მიერ დადგენილი კონფიგურაციის, მის მიერვე აწყობილ ლეპტოპს, მე ვღებულობ თავად მწარმოებლის მიერ ჩაწერილ ოპერაციულ სისტემას ლეპტოპის ფასში და არა დამატებითი თანხის სანაცვლოდ. შეიძლება თავად ოპერაციული სისტემის ფასი ლეპტოპის თვითღირებულებაში შეყვანილიც კი ჰქონდეთ მის მწარმოებლებს. ნაკლებ სავარაუდოა, პირადად ჩემთვის კი წარმოუდგენელიც კი, რომ ისეთმა გიგანტურმა კომპანიებმა, როგორებიც არიან Hewlett-Packard, compaq, Acer, Apple, Samsung, დააინსტალირონ გატეხილი ოპერაციული სისტემა. თუმცა არ მინდა ეს პოსტი გამომივიდეს ლეპტოპების სასარგებლო პროპაგანდა. ნებისმიერ X ლარად შეძენილი ლეპტოპი ვერ იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც იქნება ამავე ფასად შეძენილი დესკტოპ კომპიუტერი. თან საქმე იმაშიც არის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არა აქვს საშუალება შეიძინოს ლეპტოპი, არამედ გაწვდებიან მხოლოდ დესკტოპ კომპიუტერის შეძენას. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი