უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რას ფიქრობთ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რას ფიქრობთ? |
კანონისტი |
Mar 5 2007, 06:04 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უკრაინაში როგორც იცით სერიოზული დაპირისპირებაა უკრაინის ავტონომიურ ეკლესიასა (მოსკოვის საპატრიარქო) და უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას შორის (კიევის საპატრიარქო)
ავტოკეფალიის მომხრენი ამტკიცებენ, რომ ვინაიდან ანდრია მოციქულმა ქალაქ კიევის ადგილზე დაადგა ფეხი, ვინაიდან კიევო-პეჩორა არის ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა, ვინაიდან რუსთა ნათლობა მოხდა კიევში, კიევი უნდა იყოს საპატრიარქო კათედრა მეორენი კი ამტკიცებენ, რომ რუსეთის ეკლესია ერთიანია და მისი გაყოფა არ შეიძლება ამ დავაში "იჭყლიტებიან" მორწმუნე უკრაინელები, რადგან ავტოკეფალური ეკლესია, თავის პატრიარქ-სინოდ-მრევლიანად ანათემას გადასცა მოსკოვის საპატრიარქომ ეგ კი არა და, გასულ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმზე, კიდევ ერთხელ წაიკითხეს ანათემა ღვთისმბრძოლთა, რომელთა შორის უპირველესად კიევის ე.წ. პატრიარქი ფილარეტ დენისენკო დაასახელეს თქვენ რას ფიქრობთ?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Mar 5 2007, 07:05 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მოკლედ, ეს გახლავთ დეკანოზი ბასილ კობახიძის, პუბლიკაციიდან ისტორიული ცნობა:
ისტორიული ცნობა X საუკუნიდან მოყოლებული, რაც მთავარმა ვლადიმირმა მონათლა Kკიევის რუსეთი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, ანუ კიევის მიტროპოლია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა და რეალურად ფართო თვითმმართველობა ჰქონდა. 1593 წელს მოსკოვის საპატრიარქომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსაგან მიიღო დამოუკიდებლობა (ავტოკეფალია), მაგრამ კიევის მიტროპოლია ისევ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში (იურისდიაქციაში) რჩებოდა. 1686 წელს მოსკოვის სამთავრომ პოლიტიკური ზეწოლის, ინტრიგებისა და ქრთამის გზით აიძულა კონსტანტინეპოლის პატრიარქი დიონისე IV, რომ კიევის მიტროპოლია გადაეცა მოსკოვის საპატრიარქოსათვის, რისთვისაც ოდნავ მოგვიანებით, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წმ. სინოდმა პატრიარქი დიონისე IV გადააყენა საპატრიარქო ტახტიდან. 1924 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გრიგოლ VII განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მოსკოვის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებულ (კანონიკურ) ტერიტორიას ცნობს მხოლოდ 1593 წლის საზღვრებში. ეს ნიშნავს, რომ კონსტანტინოპოლი არ აღიარებს მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციას უკრაინის ტერიტორიაზე. იგივე განაცხადა 1990 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დიმიტრიოს I მოსკოვის პატრიარქ ალექსი II –დმი მიწერილ ეპისტოლეში. 2005 წლის მარტში უკრაინაში იმყოფებოდა კონსტანტინოპოლის საპტრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი, სკოპელოს მთავარეპისკოპოსი ვსევოლოდი (მაიდანსკი), რომელმაც პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან შეხვედრისას განაცხადა: “კონსტანტინოპოლის დედა-ეკლესია არ აღიარებს კიევის მიტროპოლიის მოსკოვის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარების კანონიერებას”. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის (ჩანონიცალ) იურიდიული ტრადიციის მიხედვით “დედა-ეკლესიად” რომელიმე ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიისა ითვლება ის ეკლესია, რომლის მისიონერებმაც ამ ქვეყანაში მოიტანეს ქრისტიანული რწმენა, ან რომლისგანაც მიიღო ამ ეკლესიამ ავტოკეფალურობა (დამოუკიდებლობა). კონსტანტინეპოლის საპატრიარქო არის “დედა-ეკლესია” როგორც მოსკოვის საპატრიარქოსათვის, ასევე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. უკრაინაში არასოდეს აღიარებდნენ ამ “საეკლესიო ოკუპაციას” და რუსეთის საეკლესიო დაქვემდებარებიდან გამოსვლის მცდელობები განსაკუთრებით აქტიური გახდა XX საუკუნის 20-იან, 40-იან და 90-იან წლებში. 1918 წელს უკრაინელებმა საქართველოს საპატრიარქოსაც სთხოვეს ეპისკოპოსების კურთხევა თავისი დამოუკიდებელი ეკლესიისათვის და თანხმობა მიიღეს, მაგრამ საეპისკოპოსო კანდიდატებმა სამოქალაქო ომის გამო ვერ მოახერხეს საქართველოში ჩასვლა. ეს ისტორიული ფაქტი დღემდე მადლიერებით ახსოვთ უკრაინაში. 2005 წლის 8 ივნისს, სტამბულში, შედგა შეხვედრა კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს შორის. საუბრისას პრეზიდენტმა იუშჩენკომ აღნიშნა, რომ “ დღეს უკრაინული საზოგადოება ელოდება ერთიანი, ავტოკეფალური (დამოუკიდებელი) მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნას”. მიმდინარე წლის მარტში, პარტია ‘’სახალხო კავშირი ‘’ჩვენი უკრაინის” დამფუძნებელ ყრილობაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა იუშჩენკომ თქვა : ‘’ მწამს, რომ ჩვენ მოვესწრებით უკრაინის ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ, ერთიან ეკლესიას’’. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
rob roi |
Mar 5 2007, 07:09 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 3-March 07 წევრი № 1,241 |
მოკლედ, ეს გახლავთ დეკანოზი ბასილ კობახიძის, პუბლიკაციიდან ისტორიული ცნობა: ისტორიული ცნობა X საუკუნიდან მოყოლებული, რაც მთავარმა ვლადიმირმა მონათლა Kკიევის რუსეთი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, ანუ კიევის მიტროპოლია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა და რეალურად ფართო თვითმმართველობა ჰქონდა. 1593 წელს მოსკოვის საპატრიარქომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსაგან მიიღო დამოუკიდებლობა (ავტოკეფალია), მაგრამ კიევის მიტროპოლია ისევ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში (იურისდიაქციაში) რჩებოდა. 1686 წელს მოსკოვის სამთავრომ პოლიტიკური ზეწოლის, ინტრიგებისა და ქრთამის გზით აიძულა კონსტანტინეპოლის პატრიარქი დიონისე IV, რომ კიევის მიტროპოლია გადაეცა მოსკოვის საპატრიარქოსათვის, რისთვისაც ოდნავ მოგვიანებით, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წმ. სინოდმა პატრიარქი დიონისე IV გადააყენა საპატრიარქო ტახტიდან. 1924 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გრიგოლ VII განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მოსკოვის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებულ (კანონიკურ) ტერიტორიას ცნობს მხოლოდ 1593 წლის საზღვრებში. ეს ნიშნავს, რომ კონსტანტინოპოლი არ აღიარებს მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციას უკრაინის ტერიტორიაზე. იგივე განაცხადა 1990 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დიმიტრიოს I მოსკოვის პატრიარქ ალექსი II –დმი მიწერილ ეპისტოლეში. 2005 წლის მარტში უკრაინაში იმყოფებოდა კონსტანტინოპოლის საპტრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი, სკოპელოს მთავარეპისკოპოსი ვსევოლოდი (მაიდანსკი), რომელმაც პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან შეხვედრისას განაცხადა: “კონსტანტინოპოლის დედა-ეკლესია არ აღიარებს კიევის მიტროპოლიის მოსკოვის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარების კანონიერებას”. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის (ჩანონიცალ) იურიდიული ტრადიციის მიხედვით “დედა-ეკლესიად” რომელიმე ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიისა ითვლება ის ეკლესია, რომლის მისიონერებმაც ამ ქვეყანაში მოიტანეს ქრისტიანული რწმენა, ან რომლისგანაც მიიღო ამ ეკლესიამ ავტოკეფალურობა (დამოუკიდებლობა). კონსტანტინეპოლის საპატრიარქო არის “დედა-ეკლესია” როგორც მოსკოვის საპატრიარქოსათვის, ასევე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. უკრაინაში არასოდეს აღიარებდნენ ამ “საეკლესიო ოკუპაციას” და რუსეთის საეკლესიო დაქვემდებარებიდან გამოსვლის მცდელობები განსაკუთრებით აქტიური გახდა XX საუკუნის 20-იან, 40-იან და 90-იან წლებში. 1918 წელს უკრაინელებმა საქართველოს საპატრიარქოსაც სთხოვეს ეპისკოპოსების კურთხევა თავისი დამოუკიდებელი ეკლესიისათვის და თანხმობა მიიღეს, მაგრამ საეპისკოპოსო კანდიდატებმა სამოქალაქო ომის გამო ვერ მოახერხეს საქართველოში ჩასვლა. ეს ისტორიული ფაქტი დღემდე მადლიერებით ახსოვთ უკრაინაში. 2005 წლის 8 ივნისს, სტამბულში, შედგა შეხვედრა კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს შორის. საუბრისას პრეზიდენტმა იუშჩენკომ აღნიშნა, რომ “ დღეს უკრაინული საზოგადოება ელოდება ერთიანი, ავტოკეფალური (დამოუკიდებელი) მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნას”. მიმდინარე წლის მარტში, პარტია ‘’სახალხო კავშირი ‘’ჩვენი უკრაინის” დამფუძნებელ ყრილობაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა იუშჩენკომ თქვა : ‘’ მწამს, რომ ჩვენ მოვესწრებით უკრაინის ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ, ერთიან ეკლესიას’’. სხვათა შორის ბასილ კობახიძე ეხლა რომ ასე თავგამოდებით უჭერს მხარ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, ადრე ფილარეტს ცუდად მოიხსენიებდა და მტერს ეძახდა საქართველოს ეკლესიისას |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th May 2024 - 01:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი