ესქატოლოგიიდან ესქატომანიამდე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ესქატოლოგიიდან ესქატომანიამდე |
KAIROS |
Feb 23 2007, 09:20 PM
პოსტი
#21
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
"ჰე, მოვედ უფალო"
"ჰე, მოდი უფალო", პირველივე საუკუნეებიდანვე ღაღადებდა ქრისტიანული სამყარო... ღვთისმეტყველი იოანე და მოციქული პეტრე, მოციქული პავლე და პირველი მამები, ყველანი მალე, ძალიან მალე ელოდნენ ქრისტეს, მოციქულების შემდგომი, მოციქულებრივი მამებიც ლამის დღედღეზე ელოდნენ მეორედ მოსვლას... მათ აზრს ამაში მარტვილობის პერიოდი აძლიერებდა... ამას ზეობის პერიოდი მოყვა... ზეობისას იცით, ნაკლებად ახსოვთ უფალი; თუმცა ზეობას დიდი აყვავება მოყვა, დიდი მამები, დიდ მამებში ისევ იფეთქა მოლოდინმა, ხოლო მათ წასვლას და წვალებათა გამრავლებას ისევ მოლოდინის გაძლიერება მოყვა... ეს გაძლიერება ნელდებოდა და იზრდებოდა დროთა განმავლობაში... მას ელოდნენ მაშინ, როცა დიდი ქრისტიანული სამყარო პოლიტიკური ამბიციების გამო იხლიჩებოდა, მას ელოდნენ, მაშინ როცა ისლამური მახვილი ბოლო იმპერატორს გულს უპობდა კონსტანტინეპოლის დანგრეულ კედლებთან... მას ელოდნენ, როცა წითელი დროშა სისხლისფრად ღებავდა ქრისტიანულ ტაძრებს...მას ელიან დღესაც, როდესაც თავისუფლების სახელით ცოდვის მონობა მოდის, განათლებას უფრო დაბნელება მოაქვს, მგლები ფარეხ გარეთაც ყმუიან და ფარეხ შიგნითაც ცხვრისტყავშემოსილნი მგლის კბილებს აკრაჭუნებენ... და იქნებ ხვალ, ხვალ მოხვალ? მო-ხვალ... ...ამდენ მოლოდინს, არაა გასაკვირი, რომ ბევრი ცრურწმენაც ახლდეს თან, არც მიკვირს, მაგრამ არის თუ არა ნორმალური ის ისტერია, რაც ასე მძაფრადაა ჩვენთან? მახსოვს ზოგი 1998 წელს ასახელბდა მეორედ მოსვლის თარიღაც, გამოთვლა სასაცილოდ მარტივი იყო 666 X 3 = 1998 ,ზოგი 1999-ს ატრიალებდა 666 L ( ლუციფერი) ელანდებოდა... ზოგს ქრისტეს შემდეგ მესამე ათასწლეულის დაწყება მიაჩნდა ბოლო ჟამად , აღდგომა მესამე დღეს მოხდაო ... ზოგს მერვე ათასწლეულის დაწყების არ სჯერა, ( ჯერ ის "მერვეა" განსამარტი), მერვე დღე მარადისობააო... 1998 მაც ისე გაიარა, როგორც 1999.მა და როგორც ღვთის მადლით, 2006-მაც და სჩანს მინიმუმ ეს საუკუნეც ასე ჩაივლის... მოლოდინში... და მაინც სად უნდა იდგეს ქრისტიანი? სად გადის ზღვარი ესქატოლგიურ სიფხიზლესა და ესქატომანიურ შეპყრობილებას შორის?... ვიკითხოთ მამებში და ვნახოთ რას ფიქრობენ თანამედროვე ღვთისმეტყველები... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Mar 5 2007, 07:30 PM
პოსტი
#22
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
აი კაიროსი, რატომ არისხებს ზარებს, ნახეთ რას ფიქრობს ჩვენი ახლადგაწევრიანული ძამიკო "რწმენა", ეს აშკარად მაგალითია, იმ ცუდი გავლენისა, რაზეც ის ბრუშურები და მათი გავლენის ქვეშ მყოფნი ავრცელებენ ხალხში:
აბა, როგორ უპასუხებთ? "...მასონებსა და ტამპლიერებ–ზე ალბათ გსმენიათ , ისინი მართავენ მსოფლიოს და მათ სპეციალურ პასპოტებიც კი აქვთ ,რითაც მოგზაურობენ მსოფლიოში , ეძებენ თანამოაზრეებს,მანდ გაერთიანებულია მსოფლიოს მთელი მდიდარი ხალხის უმეტესობა , მოკლედ სწორედ ეგ არის დაკონკრეტებული Канал НТВ:–ზე ნაჩვენებ გადაცემაში ,ისინი ამბობენ რომ ძალიან მალე გამოაჩენენ თავიანთ სახეებსა და საქმიანობებს ,რაც იქ ჩანს ეს არის ის რომ , ეთაყვანებიან ბოროტ ძალას ანუ ყველასათვის გასაგებია ვისაც ....... ერთი სიტით Канал НТВ:–ზე პროგრამა „მაქსიმუმში“ ნაჩვენებ რეპორტაჟსა და ამ ქართულ ფილმს შორის პარალელი როდესაც გავავლე ეგ ქართული ფილმი საკმაოდ ახლოს დგას რეალობასთან !!! რაც შეეხება ჩიპებს : საბანკო ბარათებისა და ფულის ნაცვლად რაც უნდა შემოიღონ ეგეც რეალობაა ,რადგანაც დანამდვილებით ვიცი ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე არსებობს დისკოტეკები სადაც მხოლოდ ჩიპჩასმული ხალხი შედის ასე ,რომ არც თუ ისე შორს არის ანტიქრისტეს გამოჩენა და ჩიპების ძალდატანებით ჩასმაც ... " -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 01:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი