![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ამ თემაში ჩვენ დავდებთ მხატვრულ ლიტერატურას, ეს ჩემი და კაიროსის იდეაა, უფრო სწორედ კაიროსმა მომიწონა.
აქ იქნება როგორც ქართული სხვა ენოვანი ნაწარმოებები. მალე გავხსნი თემას სადაც ჩვენ დავუპირისპირებთ თანამედროვე და "მამათა" მწერლობას. |
![]() ![]() |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
KAIROS
ვაიმე კაიროოოს ვაააფრენ ხმელ წიფელზე. სასწაული ნაწარმოებია. პ.ს ბოდიში რო თემას ვერ მივხედე... ეხლა ნელა ნელა ავმოქმედდები მთის წყარო არაფერი ცოდვა არ მიქნის ჩემს სიცოცხლეში. ვერცერთი სულიერი, ვერც უსულო, ჩემს ცოდვას, ჩემს სიავეს ვერ იტყვის. ღმერთს ესე დაუწესებივარ: უნდა ვიდინო, ვიდინო; ყველამ ჩემით უნდა მოიკლას წყურვილი. გახურებულს ზაფხულის დღეში რამდენი ნადირი მოდის, სვამს ჩემს წყალსა, რამდენი დაღალულ-დაქანცული მუშა მოვა, მოიტანს ცელს, ნამგალს გასალესად. კაცნი მსმენ და ათასში ერთი თუ იტყვის: „დაილოცე, ცივო მთის წყაროვ, რომელი ღვინო შეგედრებაო?!“ უმრავლესობა ზედ მაფურთხებს. რა ვქნა, მე ვერავის მივაფურთხებ. დეე, ისევ მე მაფურთხონ! რა ბედნიერადა ვგრძნობ ჩემს თავსა, ღმერთო! რა კარგი მეგობრები მყვანან გევრდსა! აი, ჯერ ეს ლოდები, სქლად მწვანე ხავსი რომ გადაჰკვრია; აი, კიდევ ჩემს თავზედ პირყვითელი კლდე რომ დაყუდებულა და დამცქერის, მეხურება თავზედ მუზარადივით. ეს დევებივით ქორაფები როგორ აწვდილან ზეცად და მზის სხივსაც არ უშვებენ ჩემამდის! სქელი, გველებივით დაკლაკნილი ფესვები ჩემს უბე-კალთაში ჩაუწყვიათ. ორისა თუ სამის ვერსის სიგრძეზე ვარ მხოლოდ ბედნიერი და უცოდველი, მერე დამლევს, ჩამნთქავს უზარმაზარი მდინარე, დაიკარგება ჩემი სახელი, ჩემი ვინაობა. როგორც უნდა, ისე მათამაშებს. თითონ ხომ ღრიალებს, ბორგავს, აწყდება აქეთ-იქით, ანგრევს დედამიწას, გლეჯავს ხეებსა და მიათრევს, მეც იმასვე ჩამადენინებს. მაგრამ მაშინ მე ის აღარა ვარ, რაც ეხლა, ამ წამში, როდესაც პირველად კლდიდამ ვიბადები. ოჰ, ამ მდინარისაგან გული მაქვს გახეთქილი! რამდენჯერ აქ მესმის ხოლმე ხალხის ჟივილ-ხივილი: „დაახრჩო წყალმა კაცი, უშველეთ, ღმერთი არავისა გწამსთო!“ ცოტა არ არის, მეც ბრალი მედება. ვაჰ, ჩემო თავო! ნეტავი დამბადებელს ესე არ დავეწესებინე და სულ დაუსრულებლად მედინა, მერწყო მცენარენი, დედამიწის ლამაზი გული, მომეკლა კაცთა და ცხოველთათვის წყურვილი! რა ბედნიერად ვგრძნობ ხოლმე ჩემს თავს, როცა მე ჩავუვლი გასახმობად დამზადებს ბუერასა და იგი თავს დამიკრავს, სალამს მაძლევს, თან თავისის ფოთლებისას კაბას მიკერავს. მერე რომ ჩადუნიანში ჩავრაკრაკდები და ისინიც გარს შემომერტყმიან და ტრფიალით მომძახიან: „გაუმარჯოს მთის წყაროს, გაუმარჯოსო!“ ახლა ზვავისაგან წამოთელილს თხილებსა და ურძნებს დავულბობ დამჭკნარს ფესვებსა და მაღლა ავახედინებ... ოჰ, ღმერთო ჩემს ამაგს რად აფუჭებინებ იმ ტიალს, აბეზარს, დაუდეგარს, მოუსვენარს მდინარეს! წუხელის რა ცუდი სიზმარი ვნახე!.. ღმერთო დამბადებელო, ჩვენო პატრონო, ჩვენო შემნახველო, კარგად ამიხდინე!.. ვნახე, ვითომ ვიღუპებოდი. გვალვა, დიდი გვალვა დამდგარიყო; ბალახნი, ხენი, ჩემნი მშობელნი, დამჭკნარიყვნენ, მეც დავმშრალიყავი თითქმის. ღაბუა, ლამაზი „წიფლისჩიტა“ ჩამოფრინდა ვერხვის ტოტიდამ და უნდოდა ჩემს გუბეში ბანაობა, მაგრამ ვეღარ დაისველა მხრები და დაიწყო ტირილი. ვხედავდი ამას და გული მიკვდებოდა: „სად წახველ, ჩემო მადლო-მეთქი“, - ვდუდუნებდი. დამჭკნარი დიყვი, შუპყა, შამბი, არყი, ცაცხვი და ურძანი, - ყველანი ერთად შფოთავდნენ: - „მივაშველოთ წყაროს წყალი, არ დაგვიშრესო!“ მაწვდიდნენ ფოთლებიდამ, ტოტებიდამ, ფესვებიდამ თითო-ოროლა ნამობით, მაგრამ ვეღარასა მშველიდნენ. თანაც ვითომ მიწამ პირი მიყო და დაუსრულებელს უფსკრულში უნდა დავღუპულიყავ. შემეშინდა და გამომეღვიძა. გული მიკანკალებდა, შუბლზე ოფლი დამსხმოდა. ავიხედე, ნისლებით გაჭედილიყო ხევ-ხუვი. ქორაფმა ტოტები დამკრა, აკვანი დამირწია და დამდუდუნა: „ნუ გეშინიან, პატარავ, არ დაშრები, არ დაიკარგებიო!“ ამ დროს, დღისით ფრთხილი და წინდახედული, ზურგზე რქებგადაყრილი, „ყელყურლამაზიანი“ ირემი მოვიდა გაჩქარებით, დაეწაფა ჩემს წმინდა წყალს, დალია და გაძღა. მაშინ გულდამშვიდებულმა ვსთქვი: - „არა ვარ გამშრალი, არაო!“ [1888წ.] ვ.ფშაველა ამ ნაწარმოებზე მე და მგონი ძალიან ბევრ ადამიანს უფლისადმი დიდი მადლიერება გვიჩნდება, ისევე სასოებით და დიდი პატივისცემით უნდა ვექცეოდეთ ჩვენ ყველაფერ არაცოცხალს როგორც ვაჟა. გოდერძი ჩოხელი მგელი გამოღმა სოფელი ჩოხია, გაღმით საკიდობნაის ხევი. შუაში შავი არაგვი მოდის. ხეობა ვიწროა, გაღმიდან რომ მგელმა დაიყმუვლოს, გამოღმა სოფელში კაცს გული აუფორიაქდება, იმიტომ რომ მგელს ცივი და გამყინავი ხმა აქვს. ხოდა ყმუის მგელი. სამი დღეა განუწყვეტლივ ყმუის. მთასა და მთას შორის შავი არაგვი მოდის. - უნდა წავიდე - იძახის გამიხარდა. -სად? - ეკითხება ცოლი. - მგელთან. - გადაირიე კაცო?! - კი არ გადავირიე, მგელს რაღაცა უჭირს და შველას ითხოვს - ამბობს გამიხარდა და თან ტანსაცმელს იცვამს. - მგელსაც შეუჭამიხართ შენც და შენი ტანსაცმელიც! - ეუბნება ცოლი. გამიხარდას თოფი არ მიაქვს. ის გუმანით ხვდება, რომ მგელს რაღაცა უჭირს. გადაივლის არაგვს, აივლის საკიდობნიაის მთას და მიაგნებს მგელს. დიდი წფლის ძირში მწოლიარე მგელი გამიხარდას დანახვაზე შეკრთება. გამიხარდა მგელს უყურებს. სიკეთე კრთება მისი თვალებიდან. მგელი ფეხს გამოუწვდის და თითქოს ტირისო, ისე შეჰყმუვლებს. გამიხარდა სულ ახლოს მივა მასთან და გამოწვდილ ფეხთან ჩაიჩოქებს. დიდი ეკალი აქვს მგელს ფეხში შერჭობილი. გამიხარდამ ეკალი ამოაძრო... მერე? გამიხარდას ცოლი დერეფანში იდგა და უყურებდა როგორ გაბრუნდა მათი სახლის დერეფნიდან მგელი. - ქალო! - გამოსძახა სახლიდან გამიხარდამ ცოლს. ქალი სახლში შევიდა. - დამისხი! - თქვა გამიხარდამ და როცა ცოლმა ხარის ყანწში ჟიპიტაური დაუსხა, გამიხარდამ თქვა: - ყველას გაუმარჯოს, ვისაც უჭირს ამ ქვეყანაზე! - აუუუ! - თითქოს გამიხარდას უდასტურებსო, მხოლოდ ერთხელ მოისმა სადღაც შორიდან მგლის ყმუილი. ეგ იყო და ეგ: ეს მოთხრობაც აქ მთავრდება. მე კი რატომღაც მინდოდა სიკეთის ყმუილი მოგესმინათ აქედან ყველას._ ამ ნაწარმოებზე სათქმელი ბევრია, თუ დაკვირვებიხართ მთის ხალხი ეტრფის ტყეს, მთას,ბუნებას, სამწუხაროდ დღეს ეს იდეოლოგია შეცვლილია, მთის კაცმა შეიცვალა ხასიათი, როგორც ზემოთ წაიკითხეთ გამიხარდას არ აქვს დაკარგული ის რასაც ადამიანობა ქვია, გოდერძი ჩოხელი დღესდღეისობით ჩვენ თანამედროვე ქართველ მწერლებს შორის ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი აზროვნებით, ადამიანობით. მაგარი ადამიანია. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 01:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი