რა გჭირდებათ?, ჩვენი ვალია დაგეხმაროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა გჭირდებათ?, ჩვენი ვალია დაგეხმაროთ |
თათი87 |
Mar 2 2007, 05:43 PM
პოსტი
#101
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ერთ-ერთ თემაში ასეთი პოსტი წავიკითხე : ხშირად მანდ დარჩენილები არც კი ფიქრობენ დახმარება გაუწიონ უცხოეთში წასულ ხალხს ( მაპატიეთ თუ ზუსტი პერეფრაზი ვერ გავაკეთე, მაგრამ აზრი ასეთი იყო)
ამიტომ გამიჩნდა სურვილი გამეხსნა ეს თემა! მოდით აქ დაწერეთ ვის რა გჭირდებათ (ქართულის რვეულები ბავშვებისთვის, დედა ენა, ან თუნდაც სამშობლოს ნოსტალგიის ოდნავ გამქარვებელი რამე) და ჩვენ ვეცდებით აქედან რამით დაგეხმაროთ! გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია. იმედია ეს წამოწყება იდეად არ დარჩება და ხალხი გამოეხმაურება -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
იმერელი |
Mar 5 2007, 10:07 PM
პოსტი
#102
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 99 რეგისტრ.: 5-March 07 მდებარ.: შვეიცარია წევრი № 1,267 |
სალამი ყველა ფორუმელს. რამოდენიმე დღეა რაც თქვენს ფორუმს თვალს ვადევნებ და გული სითბოთი მევსება. თითქოს უკვე ყველა თქვენგანს ვიცნობ, თითქოს ყველნი ჩემი ახლობლები ხართ. აქამდე არცერთ ფორუმზე არ ვყოფილვარ და არც გუნებაში მქონია ასეთი რამ, მაგრამ აქ თქვენმა საუბრებმა სურვილი აღმიძრა თქვენამდე ხმა მომეწვდინა. განსაკუთრებით კი ამ თემამ ემიგრანტებზე. ყველა თემა ძალიან საინტერესოა, თქვენი სურვილები, თქვენი ფიქრები, თქვენი ხალისიც და ვისურვებ, რომ ღმერთმა ყველა თქვენი კეთილი სურვილი რეალობად აქციოს. ვირტუალური გარემო ყოველთვის ალამაზებს რეალობას, მაგრამ ეს თქვენი ურთიერთობა, თქვენი ფიქრები და საუბრები უამისოდაც ლამაზია. დარჩით მუდამ ასეთნი ლამაზნი, როგორც ეხლა ხართ, გიყვარდეთ ყოველთვის ისე, როგორც ეხლა გიყვართ...
თათი, მადლობა შენ და ყველა ფორუმელს. თუნდაც მარტო იმისთვის, რომ სურვილი გაქვთ დაეხმაროთ უცხოეთში მყოფ ქართველებს, განსაკუთრებით პატარებს. ბევრი რამ გვაკლია, ყველას მაგივრად ვერ ვიტყვი, ყველას თავისებურად უყვარს, მაგრამ ალბათ ყველა მათგანმა იცის, რომ მეორე საქართველოს ვერავინ ვერ იპოვის უცხოეთში. სხვა საქართველო არ არის, ერთია! იცით, თქვენი ასეთი ფიქრი, ზრუნვა უკვე საამოა. თუნდაც ასეთი ინტერნეტ გვერდის არსებობა რაღაცნაირი კავშირია საქართველოსთან. მე ერთ რამეს ვისურვებდი, შეინახეთ საქართველო, თქვენი, ჩვენი საქართველო. ადრე თუ გვიან, ბოლოს მაინც ყველა ბრუნდება... მოგვწერეთ რაც შეიძლება მეტი, მოგვიყევით როგორ აფეთქდება ეს გაზაფხული, როგორ აყვავდება ნუში, როგორ დაითვრება ყვავილების სურნელში მთა-ბარი, როგორ გალამაზდება თბილისი, როგორი ფირუზისფერია ეხლა ცა… ჩვენ ყველაზე მეტად მანდ ყოფნა გვაკლია… ყველანი გვიყვარხართ და გვენატრებით… -------------------- უფალო შეგვიწყალე
"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს მაშინვე უნდა შველაო." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი