![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
გამიჩნდა იდეა, რომელმაც კაიროსისა და ნაინას რჩევების საფუძველზე სახე იცვალა და საბოლოო სახე მიიღო ასეთი: ფორუმის თავფურცელზე ზემოთ ეწეროს რომელიმე წმინდა მამის, ან ჩვენი უწმინდესის ილია II-ის ფრაზა, გამონათქვამი რელიგიური ცოდნის შეძენის მნიშვნელობასთან დაკავშირებით(ალბათ ექნება მას ასეთი ფრაზა),თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იმის უფრო ღრმად ცოდნა, თუ რას წარმოადგენს ჩვენი რელიგია, რას გვასწავლის იგი.
არსებობს მრავალი რელიგიური საიტი, სადაც არის ამგვარი წარწერები, იქნება ეს სახარებიდან მაცხოვრის სიტყვები, ჩვენი უწმინდესის სიტყვები, რომელიმე წმნიდანის შეგონება თუ სხვ. ამრიგად, მიმაჩნია, რომ არც ჩვენს ვებ გვერდზე იქნება ასეთი გამონათქვამი კონტექსტიდან ამოვარდნილი, მით უფრო რომ ფორუმი ინფორმაციის გაცვლის, გარკვეულწილად ცოდნის მიღების საშუალებაა და გამონათქვამიც ცოდნის მიღების მნიშვნელოვნებაზე იქნება. რას ფიქრობთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თქვენ? შენიშვნა: აღნიშნული ფრაზა არ იქნება ისეთი, რომელიც ადამიანს საკუთარ სინდისთან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს, რელიგიური ცოდნის მიღების დაზარების გამო. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ბრძნული აზრები საკმაოდ დიდი რაოდენობითაა, რადგან აუცილებელია რელიგიური და ვფიქრობ საერთოდ განათლების მნიშვნელობის შესახებ გამონათქვამები, მე რამოდენიმეს დავწერ:
repetito est mater studiorum-გამეორება ცოდნის დედა კონფუცი:-უჭკუო ჩივის,რომ ხალხი მას არ იცნობს, ბრძენი კი ჩივის,რომ იგი არ იცნობს ხალხს. ბუასტი:-უვიცებთან ბჭობა, ბრმებისთვის სინათლის ანთებაა. რაბლოე:-ადამიანის გონება მის მუშტებზე უფრო ძლიერია. ოლკოტი:-კამათი ბევრს ეხერხება, მაგრამ უბრალო საუბარი ცოტა ვინმემ თუ იცის. აკაკი:-ზოგჯერ სადაც ჭკუა სცდება და ტყუის-იქ გრძნობა მართალია. ციტატა ,,არ არსებობს კაცი, დღეში ერთხელ მაინც რომ არ ინანოს - ცოლი რამ მომაყვანინაო'' (ლაროშფუკო) შედევრია ![]() მაიცა, დავტკბე სიტუაციით ![]() ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 05:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი