გამოფენები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გამოფენები |
მაგდალინა |
Nov 24 2009, 02:20 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
აქ დავდოთ ხოლმე გამოფენების ანონსები
დღეს, 24 ნოემბერს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი განვითარების ცენტრში ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა აწყობს გამოფენას "გიორგობა". ექსპოზიციაში წარმოდგენილია სმენადაქვეითებული ბავშვების - 203 საჯარო სკოლა, ნინოწმინდის, თბილისის საჯარო სკოლების და გალერეის თავისუფალი ხატვის ჯგუფების 230 ნორჩი მხატვრის ნამუშევრები. დღეს, 24 ნოემბერს, 17:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" გაიხსნება მხატვართა ჯგუფის გამოფენა სახელწოდებით "ფერადი ნავი". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თორნიკე აბულაძის, ირაკლი ჩიქოვანისა და ბექა სვირავას ნამუშევრები. გამოფენა გაგრძელდება 29 ნოემბრამდე. გალერეა "ვერნისაჟის" ახალი მისამართია: ძმები ზუბალაშვილების ქ. # 7. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მაგდალინა |
Mar 18 2010, 03:57 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
დღეს, 18 მარტს, 13:00 საათზე, ბრიტანეთის საბჭო და ვატო წერეთელი სამხატვრო აკადემიაში აწყობენ გამოფენას "ცარიელი სივრცე".
მათი განცხადებით, გამოფენა "ცარიელი სივრცე" წარმოადგენს ხელოვანებს, რომელთაც აინტერესებთ სხვადასხვა ფორმატი და ინტერკულტურული გადაკვეთები, ან ერთი კონკრეტული მედიუმით მუშაობენ. დღეს, 18 მარტს, გალერეა "9"-ში (გუდიაშვილის ქ. # 9) გაიხსნება გამოფენა, სახელწოდებით "წითელი". ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ალექსანდრე ანთაძის, ანტონ ბალანჩივაძის, ნინო მოსეშვილის, მაკა ბატიაშვილის, თიკა ჩხიკვიშვილის, ავთანდილ გურგენიძის ნამუშევრები. ყველა ნამუშევარი შესრულებულია ერთ ფერში, წითელში. გამოფენა 24 მარტამდე გაგრძელდება. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 11:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი