![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ამ თემაში ჩვენ დავდებთ მხატვრულ ლიტერატურას, ეს ჩემი და კაიროსის იდეაა, უფრო სწორედ კაიროსმა მომიწონა.
აქ იქნება როგორც ქართული სხვა ენოვანი ნაწარმოებები. მალე გავხსნი თემას სადაც ჩვენ დავუპირისპირებთ თანამედროვე და "მამათა" მწერლობას. |
![]() ![]() |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
გურამ რჩეულიშვილი
ტკივილი? - არა. რაღაც და გათავდა პირველი თოვლი სულ თხელი იყო. იმ ღამეს არ გადაიღო, დილისთვის მთელი ველი დაფარა. ახლა უკვე ფეხი ეფლობოდა. მოშივდა ბაჭიას. ციოდა. თოვლი გაქექა და უკანა ფეხებზე ხტომით დაეშვა ჭალისაკენ. ქარი უბერავდა. ვერაფერი იპოვა. შიოდა. ძალიან, ძალიან მოუნდა ბალახი; თუნდაც სულ ცოტა, უფრო მოუნდა ან თივა, ან ყლორტი. შიოდა. რა გემრიელი იქნებოდა ბალახი. ახლა შუა ველზე მიკუნტრუშობდა. შიოდა. უცებ იგრძნო რაღაც. ტკივილი? - არა. რაღაც და გათავდა. ვანომ თავის შვილს დაუძახა და მოკლული ბაჭია აბგაში ჩაუდო: - მამა, ფეხები მომეყინა, - თქვა ბიჭმა. - ნუ გეშინია, ერთ საათში შინ ვიქნებით, - დაამშვიდა მამამ. ეს პატარა ნოველა მაგონებს ლია სტურუას ერთ ლექსს, განწყობით ალბათ, იქაც კურდღელზეა საუბარი. მერჩეულიშვილება დღეს რაღაც.... ლამაზია გურჯის ქალი წვიმა ისევ მოდიოდა. უფრო ჩამობნელდა. ნელა დაიძრნენ ლეკები. გამზა მარჯვე იყო, ოსმანიც, ალი არა. აღა ბიი იყო მათი მეთაური. ტყის პირას სახლი იდგა. გამზა აივანზე აძვრა. ოსმანიც, აღა ბიიც. ალის ცხენები ეჭირა. დილით უკვე კავკასიონს გადაცდნენ. - ჩადორზე გადავიარეთ, - თქვა აღა ბიიმ და ხელები ალაჰისაკენ აღაპყრო. სხვებმა სახეები აწიეს: - დიდ არს ალაჰი. ხელები დაკავებული ჰქონდათ: ალის დატყვევებული მამა გაედო, ოსმანს და, გამზას თითონ თინათინ. მთელი ღამე აწვალეს ტყვეებმა. მაინც დაიმორჩილეს. შეკრულებს თითებიდან სისხლი სდიოდათ, თავპირი დასიებული ჰქონდათ ცემისგან. თინათინ ინძრეოდა კიდევ. გამზას მაგრად ეჭირა. - ოი, ალაჰ! - უცებ ამოხდა გამზას და ვენიდან გადმოჩქეფილ სისხლს პირი შეაშველა. თინათინმა ლეკის სისხლი გადმოაპურჭყა. გამზამ ხანჯალი გაიძრო; თინათინმა ნაბდიდან გამოყო თავი და შავი თვალები შეანათა. - რაღას უცდი, - თქვა აღა ბიიმ. სხვებმაც დასტური მისცეს. გამზა გაშეშდა, მერე ხანჯალი ჩააგო. - რაღას უცდი, - გაიმეორა აღა ბიიმ. - ლამაზია გურჯის ქალი! - თქვა გამზამ. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 01:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი