![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
გამიჩნდა იდეა, რომელმაც კაიროსისა და ნაინას რჩევების საფუძველზე სახე იცვალა და საბოლოო სახე მიიღო ასეთი: ფორუმის თავფურცელზე ზემოთ ეწეროს რომელიმე წმინდა მამის, ან ჩვენი უწმინდესის ილია II-ის ფრაზა, გამონათქვამი რელიგიური ცოდნის შეძენის მნიშვნელობასთან დაკავშირებით(ალბათ ექნება მას ასეთი ფრაზა),თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იმის უფრო ღრმად ცოდნა, თუ რას წარმოადგენს ჩვენი რელიგია, რას გვასწავლის იგი.
არსებობს მრავალი რელიგიური საიტი, სადაც არის ამგვარი წარწერები, იქნება ეს სახარებიდან მაცხოვრის სიტყვები, ჩვენი უწმინდესის სიტყვები, რომელიმე წმნიდანის შეგონება თუ სხვ. ამრიგად, მიმაჩნია, რომ არც ჩვენს ვებ გვერდზე იქნება ასეთი გამონათქვამი კონტექსტიდან ამოვარდნილი, მით უფრო რომ ფორუმი ინფორმაციის გაცვლის, გარკვეულწილად ცოდნის მიღების საშუალებაა და გამონათქვამიც ცოდნის მიღების მნიშვნელოვნებაზე იქნება. რას ფიქრობთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თქვენ? შენიშვნა: აღნიშნული ფრაზა არ იქნება ისეთი, რომელიც ადამიანს საკუთარ სინდისთან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს, რელიგიური ცოდნის მიღების დაზარების გამო. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
მე მგონია, რომ გადავყევით გარეგნულს, რას როგორ ვიტყვით, რას როგორ ვიცვამთ და ვიხურავთ.
მოჩვენებით ღვაწლში ვართ, რომელიც ჩვენ კმაყოფილებას გვანიჭებს და ჩვენს სულს ამპარტავნებით ამძიმებს. ერთმანეთისთვის ერთი უსიამოვნო შენიშვნა არ გვიპატიებია და, ცხადია, არც ვაპატიებთ. რა მნიშვნელობა აქვს, რა ეწერება თავფურცელზე, მართლმადიდებლური რომ აწერია, ეგეც საკმარისია ფორუმის დანიშნულების გადმოსაცემად. გარეკანზე, სურათხატების და სათაურების კითხვით გართულებს ისედაც კარგად გვაქვს დავიწყებული ჭეშმარიტი. არ უარვყოფ და არც ვეთანხმებმი, საერთოდ არ დააკომენტაროთ ჩემი პოსტი, მითუმეტეს გადაწყვეტილებაში არ იქონიოს გავლენა. ასე ვფიქრობ ახლა და აქ ვარ გაჩერებული, შემდეგ საფეხურზე რომ გადავალ, გაგაგებინებთ ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
აბე |
![]()
პოსტი
#3
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
მე მგონია, რომ გადავყევით გარეგნულს, რას როგორ ვიტყვით, რას როგორ ვიცვამთ და ვიხურავთ. მოჩვენებით ღვაწლში ვართ, რომელიც ჩვენ კმაყოფილებას გვანიჭებს და ჩვენს სულს ამპარტავნებით ამძიმებს. ერთმანეთისთვის ერთი უსიამოვნო შენიშვნა არ გვიპატიებია და, ცხადია, არც ვაპატიებთ. რა მნიშვნელობა აქვს, რა ეწერება თავფურცელზე, მართლმადიდებლური რომ აწერია, ეგეც საკმარისია ფორუმის დანიშნულების გადმოსაცემად. გარეკანზე, სურათხატების და სათაურების კითხვით გართულებს ისედაც კარგად გვაქვს დავიწყებული ჭეშმარიტი. არ უარვყოფ და არც ვეთანხმებმი, საერთოდ არ დააკომენტაროთ ჩემი პოსტი, მითუმეტეს გადაწყვეტილებაში არ იქონიოს გავლენა. ასე ვფიქრობ ახლა და აქ ვარ გაჩერებული, შემდეგ საფეხურზე რომ გადავალ, გაგაგებინებთ ![]() კი გვთხოვო არ დააკომენტაროთო, მაგრამ ვიცი არ გეწყინება ![]() ![]() მთლათ უსარგებლოც არ უნდა იყოს მგონი... ფორუმის დანიშნულების გამომხატველი მაინც ხომ იქნება - ხალხი, ვინც არ იცის (ან ჰგონია, რომ იცის, მაგრამ სინამდვილეში არ იცის), რომ ფორუმი არის კომუნიკაციის საშუალება, რითაც ადამიანმა რაიმე ინფორმაცია და მ.შ. ცოდნა უნდა მიიღოს/გასცეს, მაგის წაკითხვისას გაიგებს. მერე რას იზამს, ეგ უკვე მის გარდა არავისი საქმე არაა... შეგვიძლია კვლევაც ჩავატაროთ და გამოვკითხოთ ინტერნეტ მომხმარებლები, საინტერესოა რას გვიპასუხებენ კითხვაზე "თქვენი აზრით რა არის ფორუმი?". დარწმუნებული ვარ უდიდესი უმრავლესობა იტყვის, რომ გართობის, დროის მოკვლის, ჭორაობის, თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრების საშუალებაა... ნუ შეიძლება ცოტას წამოსცდეს, რომ სიახლეების გაგების, ინფორმაციის გაცვლის საშუალებაა, მაგრამ მათში რამდენი იტყვის, რომ ცოდნის მიღების საშუალებაა?! ვეჭვობ ძალიან ცოტა... ძნელია სარგებელი ნახო ფორუმზე, ან სხვას მოუტანო სარგებელი, თუ არ იცი რატომ ხარ ფორუმზე, რა არის საერთოდ ფორუმი... ამიტომ მაგ ფრაზების განთავსების შედეგად, ვფიქრობ ადამიანებისათვის სწორად იქნება მესიჯი მიწოდებული იმის შესახებ, თუ რა არის ფორუმის ფასეულობები (მ.შ. ცოდნის მიღება)... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 05:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი