დეპრესია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დეპრესია |
აბე |
Mar 20 2010, 11:00 PM
პოსტი
#1
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
მოგეხსენებათ, დეპრესიის მიზეზები არ შეიძლება მხოლოდ სამედიცინო განმარტებების ასპექტში მოთავსდეს, არამედ დეპრესიის მიზეზი შეიძლება იყოს ის ფაქტორებიც, რაც აზრადაც არ მოუვა არაეკლესიურ ფსიქოლოგებსა თუ ნერვოპათოლოგებს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ჩემს მეგობარს დაემართა დეპრესიული მდგომარეობა იმის გამო, რომ არასწორი დამოკიდებულება გამოამჟღავნა მრავალი ეკლესიური საკითხის მიმართ. კონკრეტულად:
არასწორად ესმოდა ეკკლესიაში თუ ეკლესიასთან დაკავშირებული მოქცევის წესების არსი. ფიქრობდა, რომ ეს წესები იყო ის აუცილებელი ვალდებულება, რომლებიც ყოველ მიზეზ გარეშე უნდა შესრულდეს, მისი შესრულების ხარისხით განისაზღვრება შენი გამართლებულობა ღმერთის წინაშე და ა.შ. ამიტომ, ბოროტმა ისარგებლა შემთხვევით და ასეთი აზრი ჩაუნერგა თავში: "შენ პირჯვარს სწორად არ გამოისახავ. შენ ახლა პირჯვარი არ გამოგისახავს". ამ აკვიატებული ფიქრების გამო აეს ადამიანი ფაქტიურად პირჯვარს ვერ იწერს, ხელი უკანკალდება, დარწმუნებული არ არის, რომ შუბლზე დადების შემდეგ, მუცელზე დაიდო ხელი და ა.შ. ამას ძალიან განიცდის თავისი ემოციურობის გამო. მას რომ ჰქონოდა სწორი დამოკიდებულება პირჯვრის გამოსახვასთან დამოკიდებულებაში, ბოროტს აღარ ექნებოდა საშუალება ეს წერტილი გამოეყენებინა აქილევსის ქუსლად, ვერას დააკლებდა ასეთი ფიქრებით და ეს ადამიანიც აღარ ჩაიციკლებოდა ამ საკითხზე, რომელსაც ლამისაა ზედ გადააყოლა თავისი ნერვები. მეორე არასწორი აქილევსის ქუსლი ამ ადამიანისა: მას თავმდაბლობა ჰგონია, რომ არ უნდა ხედავდე შენს კარგსაც. არ იცოდა, რომ თავმდაბლობა განა იმის არ დანახვაა, რაც კარგი ჩაგიდენია, კარგად მოქცეულხარ, კარგად მოგიფიქრებია და ა.შ., არამედ თავმდაბლობა ეს არის შენი დადებითი მხარეების გახსენების პარალელურად შენი უარყოფითი მხარეებსა და იმ გაუხარჯავი ტალანტების გახსენება რაც უფალმა კეთილ-გასახარჯად მოგანიჭა და იმის გახსენება, რომ ეს კარგიც უფლისაგან ბოძებული გაქვს და რომ არა მისი ნება, შენ ვერაფერსაც ვერ შეძლებდი კარგისა და დადებითის ქმნას, მოფიქრებას, და ა.შ. და რადგანაც ეს არ ესმოდა, ეშმაკმა ამ აქილევვსის ქუსლშიც დააჭირა და საწყალი ადამიანი ნერვების დაწყვეტაზეა. მესამე აქილევსის ქუსლი: ამ ადამიანს არ ესმის, რომ როდესაც ლოცვა უჭირს, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგას, რამეთუ წმინდა მამებსაც კი უჭირდათ ლოცვა და ამბობდნენ, რომ ლოცვა სისხლის დაღვრას უდრის ისე ძნელია. ეს აქილევსის ქუსლიც არ დატოვა ეშმაკმა და ისე მიაჭირა, რომ საწყალი ადამიანი ოთახში იკეტება, მთელ ხმაზე ყვირის "რატომ მეფანტება გონება ლოცვისას, რატომ მომდის უჯერო ფიქრები", ურტყამს კედლებს ხელებს და ა.შ. მეოთხე აქილევსის ქუსლი: ამ ადამიანს არ ესმის ამპარტავნებისა და მისგან ლტოლვის არსი. მას რომ სცოდნოდა, რომ ამდაგვარი დამოკიდებულება - მე ეს როგორ მემართება, მე ხომ კაცს არ ვკლავ, არ ვმრუშობ და დიდ ცოდვებს არ ჩავდივარ და რატომ მემართება მე ასეთი რამ - არის ამპარტავნებიდან გამომდინარე. ე. ი. იგი ვერ ხვდება, რომ დამოკიდებულება "მე ეს როგორ მომდის" თავის თავში გულისხმობს ამპარტავნებას. ეს რომ სცოდნოდა და გააზრებული ჰქონოდა, ეშმაკი ამ აქილევსის ქუსლსაც ვერ გამოიყენებდა... მოკლეთ, მისი დეპრესიული მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები ჩემი აზრით იყო ეს - არასწორი დამოკიდებულებები რიგ ეკლესიურ საკითხებთან მიმართებაში... ეთანხმებით თუ არა ჩემს ვარაუდებს და რა მიგაჩნიათ აღნიშნული მიზეზებით გამოწვეული დეპრესიის რეაბილიტაციის გზად? და რა მიგაჩნიათ პრევენციის გზად? ვართ თუ არა ჩვენ დაზღვეულნი, რომ უარესი არ დაგვემართოს? ველი თქვენს აქტიურობას. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
Believer |
Mar 20 2010, 11:29 PM
პოსტი
#2
|
კეთილმორწმუნე ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 |
აბე
საინტერესო თემაა ყოჩაღ -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th June 2024 - 05:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი