მასმედია და ეკლესია, ანუ რას წერენ ჩვენზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მასმედია და ეკლესია, ანუ რას წერენ ჩვენზე |
KAIROS |
Mar 6 2010, 12:44 AM
პოსტი
#41
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
შორიდან რომ შეხედავ ჩვენს მასმედიას (პრესა, ტელე-რადიო-ინტერნეტ მაუწყებლობა და ა.შ.) საშინლად ცალსახოვანი და სუბიექტურია, ანაადა ხელისუფლებას ასხამს ხოტბას, ან კიდევ ოპოზიციას ამართლებს ყველაფერში, არიან მესამენი რომლებიც ორივეს ლანძღავენ, წარსულს მისტირიან და მომავალს ვერ გვთავაზობენ... ეგ პოლიტიკია და ამ ფორუმში არაფერი ესაქმება, ახლა სხვა რამეზე მინდა ვწეროთ, ეს გაზეთები და მასმედიის სხვა საშუალებები, იმისდა მიხედვით ვის გავლენას განიცდიან ისე წერენ ეკლესიაზე, ან არის ბნელი ულტრაკონსერვატული ურარუსული ან ნაციონალრასისტული იდეებით გაჟღენთილი მისიების ბოდვა, ან არის ლადარია&მისთანანის დუჟმორეული ლანძღვა საპატრიარქოსი მოტივით და უმოტივოდ, არის რათქმაუნდა გონიერი ხალხი, რომელიც ფიქრობს და დარდობს და მართლაც პრობლემატიკას აყენებენ.
ჩემი შემოთავაზებაა დავიწყოთ განხილვა ამთუიმ სტატიებისა და ინტერვიუებისა. ჯერ თქვეგან ველი , მერე მეც მოგაწოდებთ. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნაინა |
Mar 23 2010, 02:05 AM
პოსტი
#42
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
რა გჭირთ ხალხო? უთვალეთ სხვებს ყველა ლუკმა, არავისი განსახილველი არაა ვინ როგორ იცავს მარხვას, მაგას პირადად მოძღვართან შეათანხმებს.
აქ ერთმა დაწერა იქნებ ადამიანს ლობიო უყვარსო და მართალიცაა, იქნებ ბოლოკი მიყვარს და როცა მივირთმევ ჩემი ,,პრაზდნიკიც'' მაშინაა, ესე იგი მარხვაში არ უნდა ვჭამო რომ გემოთმოყვარეობაში არ ჩამეთვალოს? ყველამ საკუთარ მენიუს მიხედოს უკეთესია. ეხლა რაც შეეხება ლადარიას, ეგ ადმიანი გუშინ არ გამოჩენილა, საკმაოდ დიდი ხანია წერს, ძალიან დიდი კამათები იყო მაგასთან, მაგრამ როცა ადამიანს გაგების სურვილი არა აქვს, თეთრზეც კი ვერ დაუმტკიცებ რომ ნამდვილად თეთრია. თუ რაიმე არგუმენტებით შეგიძლიათ შეეკამათოთ, კი ბატონო, მაგრამ ტყუილად წყლის ნაყვა გამოვა მაინც. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი