IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მასმედია და ეკლესია, ანუ რას წერენ ჩვენზე
KAIROS
პოსტი Mar 6 2010, 12:44 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



შორიდან რომ შეხედავ ჩვენს მასმედიას (პრესა, ტელე-რადიო-ინტერნეტ მაუწყებლობა და ა.შ.) საშინლად ცალსახოვანი და სუბიექტურია, ანაადა ხელისუფლებას ასხამს ხოტბას, ან კიდევ ოპოზიციას ამართლებს ყველაფერში, არიან მესამენი რომლებიც ორივეს ლანძღავენ, წარსულს მისტირიან და მომავალს ვერ გვთავაზობენ... ეგ პოლიტიკია და ამ ფორუმში არაფერი ესაქმება, ახლა სხვა რამეზე მინდა ვწეროთ, ეს გაზეთები და მასმედიის სხვა საშუალებები, იმისდა მიხედვით ვის გავლენას განიცდიან ისე წერენ ეკლესიაზე, ან არის ბნელი ულტრაკონსერვატული ურარუსული ან ნაციონალრასისტული იდეებით გაჟღენთილი მისიების ბოდვა, ან არის ლადარია&მისთანანის დუჟმორეული ლანძღვა საპატრიარქოსი მოტივით და უმოტივოდ, არის რათქმაუნდა გონიერი ხალხი, რომელიც ფიქრობს და დარდობს და მართლაც პრობლემატიკას აყენებენ.

ჩემი შემოთავაზებაა დავიწყოთ განხილვა ამთუიმ სტატიებისა და ინტერვიუებისა.

ჯერ თქვეგან ველი , მერე მეც მოგაწოდებთ.


იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Mar 27 2010, 08:26 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



განვიხილავთ:

ახლა ესეც იყოს:

ვინ დაიცავს მართლმადიდებლობას?

მარტი 26, 2010 ნინო ბექიშვილი

"რომ განსაკუთრებით სახიფათონია

ღვთისმოსავები და პატრიოტები

და მორალისტის ერთადერთი თავშესაფარიც - უზნეობაა,

რომ ხალხმა მარტო პირჯვრისწერა ისწავლა ქრისტესგან,

სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა"....

ბესიკ ხარანაული "მკვდრების სიმღერა"


ერთ დროს ზვიადისტი ელიზბარ ჯაველიძე, ერთ დროს კომუნისტი რეზო ამაშუკელი, ერთ დროს კრიტიკოსი თამაზ წივწივაძე, ერთ დროს სოციალისტი და ომბუდსმენი ნანა დევდარიანი, წამებულის იმიჯმორგებული ჟურნალისტი ირმა ინაშვილი და მართლმადიდებელ მშობლეთა კავშირი საქართველოში ახალი სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის გასაშლელად ერთიანდებიან.

მოძრაობას შეუერთდნენ ცნობილი მსახიობები და მწერლები და, ცხადია, უბრალო მოქალაქეებიც. ერთი თვის მანძილზე მათ რიგებში უკვე 5000 კაცი გაწევრიანდა. მოძრაობის დამფუძნებლები პოლიტიკოსებსაც სთავაზობენ თანამშრომლობას. მთავარია, პოლიტიკოსი მართლმადიდებლობის და ქართული ტრადიციების დასაცავად და ლიბერალიზმთან საბრძოლველად იყოს მზად. ცხადია, თავკაციც ჰყავთ - მალხაზ გულაშვილი. რედაქტორი და გამომცემელი, რომლის ლუსტრაციისთვის მედვედევთან მისი ვიზიტების განხილვა სულაც არ არის საჭირო, "ჯორჯიან თიამსის" რამდენიმე ნომერიც საკმარისია.

პრეზენტაცია, როგორც ეგების, "ქორთიარდ მარიოტში" გამართეს და დაგვპირდნენ, - ახალი მოძრაობის დაბადებას კიდევ უფრო ფართოდ ერთ თვეში აღვნიშნავთო.

გამოცდილი ამბავია, საქართველოში თუ პოლიტიკაში მოსვლა გინდა, მართლმადიდებლობის გადარჩენისთვის მებრძოლის მანტია უნდა მოირგო. აი, ორი წლის წინ გიორგი თარგამაძემ სცადა და მშვენივრად გამოუვიდა. დღეს საპარლამენტო უმცირესობად იწოდება და წინ კიდევ დიდი გეგმები აქვს.

მალხაზ გულაშვილმა თქვა, - ვინც არ დაგვემორჩილება, ილია ჭავჭავაძეზე და ილია მეორეზე რაიმეს ცუდს იტყვის, დავსჯითო. დასასჯელთა სია, სავარაუდოდ, გაიზრდება. გულაშვილს სადამსჯელო ზომებზე ჯერ არ უსაუბრია, მაგრამ ცალ მხარეს გვერდს მართლმადიდებელი მშობელები უმშვენებდნენ, რომელთაც დასჯის უკვე აპრობირებული მეთოდები აქვთ (გაიხსენეთ ჰელოუინის დარბევა მღვდლებისა და მრევლის მიერ), მეორე მხარეს კი - სოსო ჯაჭვლიანი, კაცი, რომელმაც დასჯის ძველქართული წესები რამდენიმე წლის წინ მხატვრულად გაცოცხლა საკუთარ ფილმში "სვანი". (იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მისი მრუდე ფანტაზიის ნაყოფია, თორემ რა გამოდის, კაციჭამიები ვყოფილვართ).

ერთი შეხედვით, ახალი მოძრაობის მთავარი მოქმედი პირებიც და მათი იდეოლოგიაც ღიმილისმომგვრელია. თუმცა, მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე.

ცხადია, ეს მოძრაობა ხელმოცარულთა და გაბოროტებულთა კიდევ ერთი მცდელობაა, გადაღლილ, სოციალურად შეჭირვებულ და გაუნათლებელ მოსახლეობას ყველაზე სუსტ და მგრძნობიარე წერტილში დაარტყას და ამით სარგებელი ნახოს.

საპატრიარქოდან ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ მართლმადიდებლობის ახალად გამოჩეკილი დამცველების შესახებ. როგორც ჩანს, ეკლესია ისევ არ აპირებს მართლმადიდებლობის სახელით ჩვეულებრივი ფაშიზმის ქადაგების გაპროტესტებას.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   მასმედია და ეკლესია   Mar 6 2010, 12:44 AM
KAIROS   "საქართველოს რეს...   Mar 7 2010, 05:21 AM
KAIROS   მაქვს კითხვა... იგნო...   Mar 20 2010, 12:44 PM
Believer   KAIROS იგნორი უნდა გა...   Mar 20 2010, 07:21 PM
KAIROS   მეგობარო, შენ აქ ას...   Mar 21 2010, 03:57 AM
Believer   KAIROS იქნებ ამიხსნა ...   Mar 21 2010, 07:14 PM
KAIROS   შენთვის არაფრის ახ...   Mar 22 2010, 05:04 AM
Believer   KAIROS ანუ ადამიანად ...   Mar 22 2010, 05:11 AM
ნონა   ზედმეტად ქედმაღალ...   Mar 22 2010, 10:34 AM
ნაინა   Believer იმ ლადარიას უამ...   Mar 22 2010, 08:47 AM
Funkenstein   ლადარიას ღრმა აზრო...   Mar 22 2010, 10:42 AM
ნონა   ლადარიას ღრმა აზრ...   Mar 22 2010, 10:58 AM
Funkenstein   სიმართლე გითხრა ვ...   Mar 22 2010, 11:06 AM
ნონა   ნოდარმა ის ხომ მაი...   Mar 22 2010, 11:12 AM
Funkenstein   მე მგონი თქვენ სამ...   Mar 22 2010, 11:22 AM
ნონა   ადამინებმა ღმერთი...   Mar 22 2010, 11:49 AM
Funkenstein   და თუ მარხვა არავი...   Mar 22 2010, 12:09 PM
ქევანა   ჩვენზე ბევრ რამეს ...   Mar 22 2010, 04:11 PM
KAIROS   სწორედ იმიტომ არ ვ...   Mar 22 2010, 04:17 PM
ნონა   გასაგებია, შენი აზ...   Mar 22 2010, 08:39 PM
KAIROS   ნონა, მოკლედ კამათ...   Mar 23 2010, 12:29 AM
ნაინა   რა გჭირთ ხალხო? უთვ...   Mar 23 2010, 02:05 AM
Believer   რას უწუნებთ ლადარი...   Mar 23 2010, 04:12 PM
KAIROS   განვიხილავთ: ახლა ...   Mar 27 2010, 08:26 PM
KAIROS   ილია მეორე: “საქარ...   Mar 31 2010, 04:12 AM
newbie   იქნებ ბოლოკი მიყვ...   Mar 31 2010, 08:41 PM
ნონა   KAIROS ამ სტატიამ არცთ...   Mar 31 2010, 09:08 PM
KAIROS   ვადევნებდი თვალს ...   Apr 1 2010, 02:37 AM
ბექა   Believer მეცნობი ძალიან...   Apr 1 2010, 02:44 AM
Believer   KAIROS ერთი რამ მინდა ...   Apr 1 2010, 02:55 AM
KAIROS   სრულიად არაფერ შუ...   Apr 1 2010, 03:26 AM
Believer   KAIROS ჰოდა, საქ. მართ...   Apr 1 2010, 03:51 AM
ნონა   ჰაჰააა განსაკუთრე...   Apr 1 2010, 10:29 AM
KAIROS   ეგ აბსრუდია :) დასა...   Apr 1 2010, 05:13 PM
Believer   KAIROS შეიძლება, ვცდებ...   Apr 1 2010, 05:49 PM
KAIROS   ნეტა რა ხდება? *** ილ...   Apr 27 2010, 09:14 AM
მხევალი ნინო   KAIROS ვაიმე ! ნუ მაშ...   Apr 27 2010, 09:34 AM
KAIROS   ცოტა ხანი გადავუხვ...   May 7 2010, 10:20 PM
A.v.B   აბა ესენი არიან რა.....   May 7 2010, 10:28 PM
ლურჯი ბუ   B)-->


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th June 2024 - 07:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი