![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
misheli |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 9-January 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 835 ![]() |
სიკვდილი -ოჰ რა საშინელებაა ეს სიტყვა,მისი წარმოდგენაც კი მზარავს რამდენ ტკივილს მოიცავს ეს პატარა ,მაგრამ დიდი მნიშვნელობის მქონე ფრაზა.
სიკვდილი, თავისი შინაარსით იგივეა რაც გარდაცვალება.აქ თითქოს უფრო რბილდება მისი მნიშვნელობა,რაც ადამიანისათვის ძალზე აუცილებელია და ჰაერივივით ჭირდება. ეს მორწმუნესათვის უფრო ადვილი გასაგებია,რადგან ეკლესიური ცხოვრება გვეხმარება ამ ყოველივეს კარგად გაანალიზებაში და დაძლევაშიც. ერთი ლექსი გამახსენდა გარდაცვალებასთან დაკავშირებით: *** ო ნუ ტირიხარ, გთხოვ გაიღიმე და დამიხუჭე თვალნი თითებით და თუ გიყვარვარ ერთი იწამე, მე არ მოვკვდები,გარდავიცვლები... შენ ჩემს საფლავთან მწარედ იტირებ, მაგრამ ამას გთხოვ, სულ ერთი წამით მოსწყვითტო ცრემლი, როგორც სულს ცოდვა იდუმალ ბაღნარს მიაპყარ თვალი და აჰა ვარდი დამადე გულზე , და საოცრება ჩემი იწამე მე ახლა უფრო ძლიერ მიყვარხარ, მე არ მომკვდარვარ გარდავიცვალე! ,, სიკვდილი არრა არის რა...'' |
![]() ![]() |
keti |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 170 რეგისტრ.: 10-November 06 წევრი № 444 ![]() |
t.l.
ციტატა სიკვდილი არა არის რაა მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი მე ისევ მე ვარ შენ ისევ შენ ხარ... რაც ვიყავით ერტმანეტისთვის,იგივენი ვართ საუკუნოდ... ისევ ისე მომმართე,როგორც ყოველთვის მოგიმართავს... ისევ ისე მესაუბრე,როგორც ყოველთვის გვისაუბრია... ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი ნუ მიიღებ მგლოვიარე და მწუხარე იერს... გაიცინე რაზეც გეცინებოდა, ილოცე,გაიღიმე,იფიქრე ჩემზე,ჩემთან ერთად ილოცე... ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა ყოველგვარი დაღველის გარეშე სიცოცხლე იმასვე ნიშნავს რასაც მიდამ ნიშნავდა... იგი ისევ ის არის,რაც მუდამ იყო,ძაფი არ გამწყდარა.... რად გგონივარ შენს ფიქრთა მიღმა? იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთ ვარ? მე შორს არ ვარ,ზუსტად გზის გადაღმა ვარ... ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ.... თუ მართლა იცი რა არის ღმრთის მადლი და სასუფეველი თუ გძალგიძს გაიგონო ანგლოზთა გალობა და მათ შორის დამინახო.... თუ გძალგიძს იხილო გადახსნილი სასუფეველი,საუკუნო სამყოფელი,ახალი ბილიკი,რომელსაც ვადგავარ... თუ წამით ძალგიძს ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას,რომლის წინაშეც ყველა სილამაზე ფერმკრთალდება... როგორ!თუკი საწუთროში,აჩრდილთა საუფლოში მხედავდი და გიყვარდი,წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარუნდა მხედავდე და გიყვარდე?... გწამდეს როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს,როგორც მე ამყარა... როცა ერთ დღესაც შენი სულიც სასუფეველში შევა... სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო....იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას,ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ.... კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას,ოღონდ უფრო განწმენდილს... შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ.... ეს მართლაც დიდი ნუგეშია... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 03:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი