![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Molen |
![]()
პოსტი
#1
|
![]() გიორგი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 ![]() |
მოგესალმებით.
შეკითხვა მაქვს, მხოლოდ იმიტომ რომ მინდა სწორად მესმოდეს და რწმენა უფრო გავიძლიერო, რადგან ეს ის მომენტებია, როდესაც უფალი ყველაზე მოწყალე, ადამიანების გვერდით მყოფი, მუდმივად დამხმარე, ყოვლის მომცემი, მეგობარი, მამა და საერთოდან სიყვარულისა და სიძლიერის სიმბოლოა. მათე: 21:21. ...თუ გექნებათ რწმენა, აღარ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შეძლებთ რაც ლეღვის ხეს დაემართა, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანეთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე. 21:22. და ყველაფერი რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ. უფალი იესო, რის რწმენაზე საუბრობს? რწმენას საკუთარი თავისა და ღმერთისა? ანუ განსაცდელში მყოფი ადამიანი თუ დაიჯერებს და ირწმუნებს რომ მას ღმერთი მიეხმარება, იგი აუცილებლად გადარჩება? და ბოლოს და ბოლოს უფალმა ბრძანა, რწმენით მთაც კი აღმოიფხვრებაო. ანუ თუ უფალს ვირწმუნებთ და მის შემწეობას დავიჯერებთ მართლაც შეძლებს ადამიანი უფლის ნებითა და ძალით ბუნებაზე კონტროლს? და რწმენით თხოვნა ნიშნავს იმას, რომ შენ ეს გულით გსურს და გულით გჯერა რომ მას უფალი მოგცემს? იოანე: 16:23. ...ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგეცემათ თქვენ. 16:24. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვებთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული. რას ნიშნავს ეს? ანუ თხოვნით მიმართვა უფლისადმი იესოს სახელით უნდა მოხდეს? მაგალითად "ღმერთო, იესო ქრისტეს სახელით გთხოვ რწმენასა და შემწეობას"? და იესო ხომ უფალია თვითონ? თუ ზემოთ თქმული ნიშნავდა და რომ მე მომმართეთ თხოვნითო? -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
![]() ![]() |
death |
![]()
პოსტი
#2
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
ციტატა 21:21. ...თუ გექნებათ რწმენა, აღარ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შეძლებთ რაც ლეღვის ხეს დაემართა, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანეთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე. 21:22. და ყველაფერი რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ. უფალი იესო, რის რწმენაზე საუბრობს? რწმენას საკუთარი თავისა და ღმერთისა? ანუ განსაცდელში მყოფი ადამიანი თუ დაიჯერებს და ირწმუნებს რომ მას ღმერთი მიეხმარება, იგი აუცილებლად გადარჩება? და ბოლოს და ბოლოს უფალმა ბრძანა, რწმენით მთაც კი აღმოიფხვრებაო. ანუ თუ უფალს ვირწმუნებთ და მის შემწეობას დავიჯერებთ მართლაც შეძლებს ადამიანი უფლის ნებითა და ძალით ბუნებაზე კონტროლს? და რწმენით თხოვნა ნიშნავს იმას, რომ შენ ეს გულით გსურს და გულით გჯერა რომ მას უფალი მოგცემს? ადამიანი მართლაც ყველაფერს შესძლებს ღმერთის წყალობით, მაგრამ ის ვერ მიიღებს ყველაფერს. ღმერთი არსობრივად არის სიყვარული ხოლო სიყვარულიდან გამომდინარე არ შეიძლება მან ადამიანის ყველა კაპრიზი დააკმაყოფილოს მიუხედავად იმისა თუ რამხელაა მისი რწმენა. აგრეთვე აქ არის მეორე მნიშვნელოლოვანი მომენტი. იქონიო რწმენა ეს არ ნიშნავს მარტო იმის რწმენას, რომ ღმერთი მოგცემს იმას რაც გვსურს. ამიტომ, რასაც ვითხოვთ, მივიღებთ მისგან, ვინაიდან ვიმარხავთ მის მცნებებს და ისე ვიქცევით, როგორც მას მოსწონს. (I იოან. 3:22) რწმენით მიღება არ შეიძლება დავიყანოთ პლაცებოს ეფექტმადე, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ჭეშმარიტი ღმერთისგან, რადგან ვიმარხავთ მის მცნებებს, ის ჩვენში რჩება, ჩვენ კი - მასში; ხოლო იმას, რომ ჩვენში რჩება, მის მიერვე მოცემული სულით შევიცნობთ. (I იოან 3:25) ანუ ქრისტინული რწმენა არ ჯდება ამ ლოგიკაში: ღმერთი მომცემს იმას რასაც მინდა, რადგან მე მისი არსებობის მრწამს. ამიტომაც კონკრეტულად რაღაცის თხოვნა, მაგალითად მთის გადაადგილება, ავადმყოფის განკურნება და ა.შ. დიდ რწმენასთან და სულიერებასთან ასოცირდება. რათქმაუნდა აქედან გამომდინარე ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენ ცოდვილებას არ გაგვაჩნია ამხელა სულიერება ![]() ![]() ციტატა 16:23. ...ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგეცემათ თქვენ. 16:24. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვებთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული. რას ნიშნავს ეს? ანუ თხოვნით მიმართვა უფლისადმი იესოს სახელით უნდა მოხდეს? მაგალითად "ღმერთო, იესო ქრისტეს სახელით გთხოვ რწმენასა და შემწეობას"? და იესო ხომ უფალია თვითონ? თუ ზემოთ თქმული ნიშნავდა და რომ მე მომმართეთ თხოვნითო? 22. თქვენც ასევე მწუხარენი ხართ ახლა; მაგრამ კვლავ გიხილავთ, გაიხარებს თქვენი გული და ვეღარავინ წაგართმევთ თქვენს სიხარულს. 23. ხოლო იმ დღეს ნურაფერს მკითხავთ; ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც უნდა სთხოვოთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ. 24. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვებთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული. ანუ აქ ლაპრაკია ქრისტეს ჯვარცმის შემდგომ პერიოდზე. აქამდე მოციქულები ქრისტეს მეშვეობით (რადგან მათთან იყო) შესთხოვდნენ მამა ღმერთს (ლაპარაკია აწყმო დროზე), მაგრამ ამიერიდან მისი სახელის ხსენებით მიიღებდნენ ყველაფერს (ლაპარაკია მომავალ დროზე), რადგან ქრსიტე არის ღმერთი, რომელმაც თავის თავზე აიღო ჩვენი ცოდვები და მისით გვაქვს გამოსყიდვა. -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 04:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი