![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
დილით 7 საათზე გავედით თბილისიდან (როგორც ყოველთვის არაპუნქტუალურები ვართ
![]() ![]() 2 საათის შემდეგ ბაზარშიც შევიარეთ, თევზი ვიყიდეთ (მამა არჩილის და აბოს დახმარებით ) და წავედით ბავშვთა სახლში SOS "ბავშვთა სოფელი ქუთაისი", სადაც 80-მდე ობოლი და მზრუნველობასმოკლებული ბავშვები იზრდებიან, კონცერტი ჩაატარეს, ისეთი ლამაზები იყვნენ (სურათებშიც ნახავთ) თითოეულ მათგანს სჭირდება ჩვენი თანადგომა და გთხოვთ ყველამ გაავრცელეთ და დაეხმარეთ ასეთ ბავშვებს.... ყოველივე ამის შემდეგ, ბუნებაში ერთ-ერთ რესტორანში დავსხედით და კარგად მოვილხინეთ... ძალიან გახარებული ვარ ამდენი კარგი ხალხი გავიცანი და ის ხალხი ვნახე ვისაც ვიცნობდი... გაგაძლიეროთ უფალმა! ![]() P.S. მხატვრულად აღწერა არ მეხერხება და დანარჩენი თქვენ დაწერეთ ![]() -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
მართლაც დაუვიწყარი დღე იყო აღსავსე სიყვარულით, სიხარულითა და სითბოთი. იმედი მაქვს ბავშვებსაც გაუხარდა ჩვენი სტუმრობა. გავიცანი პატარა ლევანი და გიორგი, რომლებიც ერთ ოჯახში იზრდებიან. ძალიან გახსნილი ბავშვები არიან, სიხარულით გიყვებიან თუ როგორ თამაშობენ და ატარებენ დროს. (სააღდგომოდ ხორბლის ჯეჯილიც ქონდათ დარგული). მადლობა მამა არჩილსა და ყველა მასპინძელს! განსაკუთრებით გამიხარდა ახალი ფორუმელების გაცნობა და იმედი მაქვს მომავალშიც შევინარჩუნებთ ჩვენს ერთობას.
ეს ბავშვთა სახლი ჩემი აზრით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა მსგავს დაწესებულებებს შორის, თავისი სისტემური მიდგომით და გრძელვადიანი სტრატეგიით. ყველაფერი ღრმად გააზრებული და მოფიქრებულია. ალბათ დაგაინტერესებთ ამ ბავშვთა სახლის ისტორია და სტრუქტურა. დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით ორგანიზაციის საიტზე: საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 07:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი