![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
gvanchi |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 380 რეგისტრ.: 23-December 09 წევრი № 7,852 ![]() |
რას ნიშნავს სულიწმინდის გმობა?
-------------------- სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.. <3
https://www.youtube.com/watch?v=KH-FWwjdI94 |
![]() ![]() |
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#2
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
სულიწმიდის გმობა არის მისი ქმედების ბოროტისათვის მიწერა, ჭეშმარიტების, ჭეშმარიტი სწავლების უარყოფა. ამაზე მიგვითითებს ის გარემოება, რომელშიც ბრძანა მაცხოავარმა, რომ სულიწმიდის გმობა არ მიეტება ადამიანს. კერძოდ, ეს ითქვა მაშინ, როცა სულიწმიდის მიერ აღსრულებულ ქმედებებს, სასწაულებს ფარისევლებმა ეშამაკეულობის გამოვლინება უწოდეს. ყოველი ადამიანი, რომელიც მსგავსად ფარისეველთა ღმრთაებრივი მადლის მოქმედებას მიაწერს ეშმაკეულობას, გმობს ამით სულიწმიდას. ამან უნდა გამოგვაფხიზლოს, რათა ღმრთისმიერ ნიჭებს, რომლებიც ებოძებათ მოღვაწეებს, არ ვუწოდოთ სიცრუე, ხიბლი. ზოგადად კი შეიძლება ითქვას, რომ სულიწმიდის გმობა არის იმ სწავლების უარყოფა, სიცრუედ წოდება, რომელიც შეიცავს ჭეშმარიტებას, ანუ მართალმადიდებლური სწავლების უარყოფა. ეს ცოდვა არ მიეტევება ადამიანს და ესეც სწორად უნდა გავიგოთ. მონანულს მიეტევება ღმრთის მიერ ნებისმიერი ცოდვა. მაგრამ სულიწმიდის მგმობელს, სანამ ის გმობაშია, ვერ ექნება სინანული ამ ცოდვის გამო და, შესაბამისად ვერც მიტევება მოემადლება. თუ ადამიანი გადის ამასოფლიდან სულიწმიდის გმობის ცოდვით, ის იღუპება საუკუნოდ. მაგრამ თუ ადამიანი მიხვდა, აღიარა და შეინანა თავისი ცდომილება, უფალი მიანიჭებს მას ამ ცოდვის მიტევებას.
-------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th August 2025 - 01:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი