ასტროლოგიის სიმცდარე, წარმართობიდან-ცაგარელამდე :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ასტროლოგიის სიმცდარე, წარმართობიდან-ცაგარელამდე :) |
KAIROS |
Jan 19 2010, 09:24 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ცოტა რომ გამოვაცოცხლოთ ეს განყოფილებაც, მოდით ახლა ასტროლოგიაზე ვისაუბროთ, საუბრობენ ის რომ მზეს და მთვარეს, ზოგადად კოსმოსს და სამყაროს თავისი გავლენა აქვს ბუნების მოქმედებაზე და ზოგი შესაძლებელადაც თვლის გავლენას უმარტივესი ფიზიკური დონით ადამიანზეც, მაქსიმუმ ხასიათის რაღაც შტრიხების ჩასახვაზეც (ესეც საკამათოა,რადგან ძალიან ზედაპირულია ეს ყველაფერი და ამაზე საერთოდ არ საუბრობს წმ. იოანე დამასკელი , იგი მხოლოდ ბუნებაზე გავლენას ახასიათებს), რომელიც არ აისახება მის თავისუფალ ნებაზე და ამ თავისუფალი ნებით გამოწვეულ შედეგებზე ანუ მომავალზე, ეს ასეთუისე ცნობილია და ჩვენ ამაზე მოვიყვანთ ეკლესიის მამების და თეოლოგების მსჯელობას.
წმინდა იოანე დამასკელი ბრძანებს: „ელინები ამბობენ, რომ ვარსკვლავების, ასევე მზის და მთვარის ჩასვლით, ამოსვლით და დაახლოვებით იმართება ყველა ჩვენი ქმედება და სწორედ ამითაა დაკავებული ასტროლოგია. ხოლო ჩვენ, საწინააღმდეგოდ ვამტკიცებთ, რომ მათი (მნათობების) საშუალებით ხდება წინასწარი მინიშნება წვიმისა და გვალვისა, ნიტიო და მშრალი ამინდისა, ასევე ქარებისა და წყლებისა და არავითარი სახით არ წარმოადგენენ ჩვენი მოქმედებების წინასწარ განმსაზღვრელებს. სინამდვილეში ჩვენ, შემოქმედის მიერ შექმნილნი თავისუფლებად, უფალნი ვართ ჩვენი საქმეებისა. თუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ვარსკვლავთა მიმოქცევის ძალით, მაშინ რასაც ვაკეთებთ, ჩავდივართ გარდაუვალობის გამო. რაც ხდება გარდაუვალობის გამო, არ არის არც სათნოება და არც ბიწიერება, მაშინ არ ვიმსახურებთ არც ჯილდოს და არც სასჯელს, ამის თანაბრად კი ღმერთი გამოდის უსამართლო, აძლევს რა ზოგს ნეტარებას, ხოლო ზოგს კი - სატანჯველს. ამაზე მეტიც: თუკი ყველაფერი წარიმართება გარდაუვალობის გამო, მაშინ გონებაც არ ყოფილა ჩვენთვის საჭირო, რადგან თუ ჩვენ არა ვართ უფლებამოსილნი არც ერთ ჩვენს ქმედებაში, მაშინ არა გვაქვს საჭიროება რაიმეს მოსაზრებისა. მაგრამ გონება ჩვენ უეჭველად მოცემული გვაქვს ჩვენივე მოქმედებათა მოსაფიქრებლად, რის გამოც ყოველი გონიერი არსება ამავე დროს არის თავისუფალი არსება“. („მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა“) ქართულ სივრცეში ეს სტატიაა ასეთუისე ჩამოყალიბებული: ასტროლოგია, ანუ დიდი სიცრუე http://www.orthodoxy.ge/apologetika/astrologia.htm დღეს რადგანაც დიდი რაოდენობით ადამიანი, საქართველოში და ყველგან, მისდევს ჰოროსკოპებს, იქნებ გვქონდეს ერთხელ და სამუდამოდ თემა, სადაც დავაგროვებთ ყველა საპოლემიკო, სააპოლოგეტო წიგნებს, სტატიებს და ვინმე ასტროლოგიით გატაცებულთან ვიკამათებთ კიდეც. დღეს აგერ თვალსაჩინოებისათვის მოგიყვანთ ჩვენი კიდევ ერთი კურიოზული მიშის (), ამჯერად ცაგარელის ინტერვიუს: http://tvali.ge/index.php?action=sat&channel=1000001&d=1# გუშინდელ 18.01.10 დააყენეთ 08:15 დან და უსმინეთ მას, ამ საუბრიდან (ნუ მე ამ ყველაფერს ცოტა სიტყვას, ძალიან შერბილებულად რომ ვთქვა "სახალისო ზღაპრებს" დავარქმევდი) ბევრ რამეს შეხედავთ, კერძოდ იმას, რომ ცაგარელი მოქნილად სარგებლობს ქრისტიანობის პოპულარულობით და ამავდროულად და კურიოზულად ამავე ქრისტიანობის ხალხის მიერ ნაკლებად ცოდნით და ვალენტინობის დაკავშირებას ასტროლოგიური ახალ წელთან, და მერე აგრძელებს თუ აგრძელებს, ნუ ახლა მე მხოლოდ "მარგალიტებს" ამოვიწერ, დანარჩენს თუ გაუძლებთ თქვენ უსმინეთ , რადგან ამ საიტზე ძალიან კარგი ტექნიკური მონაცემებია, ვუსმინოთ: 1) რახან ხარი მაინც გრძლედებაო, იქნებადა ძროხის ხორცს მოერიდოთო, არ აწყენინოთო (04:00) ( ) 2) შემდეგ (08;55) დან ყვება , 50 თეთრიანი (რადგან ოქროსფერია) როგორ უნდა დაიდოს მაგიდაზე 3) მერე 1 ან 8 სანთელი როგორ უნდა დაინთოს (1 ან 8 დაიმახსოვრეთ ) 4) მერე მადლობა უნდა გადაუხადოთ თურმე ხარს და მოწიწებით (! ) უნდა ვთხოვოთ ვეფხვს მოგვხედოს და გვიშველოს და ა.შ. და ა.შ. ნუ ამ სისულელეებს ახლა ვინმე თუ აგვიხსნის ძალიან დაგვავალებს, უნდა ითქვას, რომ ცაგარელი რომელიც ვარსკლავია ჩვენს ასტროლოგიური აბსურდების კოჰორტაში, უცხოეთის მსგავს "პროფესიის" ხალხთან ერთერთი დაბალი დონისაა, თუმცა ჩვენ მართლმადიდებლებს უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული აზროვნება ამ სიცრუისადმი და ამისათვის თქვენი აქტიურობაცაა საჭირო. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Atman |
Mar 30 2010, 09:16 AM
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
KAIROS
გილოცავ დის დაბადების დღეს! ციტატა და რაო, ღმერთმა მთელი ანგელოზებრივი სამყარო დაუტევა, თავისი მადლი ხომ საერთოდ და თითებად მარსი და იუპიტერი გამოიყენა ხომ აი ხომ ხედავ რა ბავშვურ, ცალმხრივ და სოფისტურ განცხადებებს აკეთებ ყოველ პლანეტას ყავს თავისი მმართველი, რომელიც ღმერთის ქვეშევრდომობის ქვეშ მართავს ამ პლანეტას. მაგალითად ავიღოთ მზე: მას გააჩნია 3 ასპექტი: 1) სინათლე და რადიაცია, ანუ ის მატერიალური გამოვლინებები, რაც შეგვიძლია გავზომოთ, დავინახოთ და ა.შ. 2) "ტონკი" ენერგია ანუ "თეჯისი" (სანსკრიტზე), რომელიც განჭოლავს ყველას და ყველაფერს მიუხედავად იმისა დახურულ შენობაში ვართ თუ მზის ქვეშ დავტანტალებთ შიშვლები ეს ენერგია მოქმედებს ადამიანის პრანაზე, სასიცოცხლო ენერგიაზე, იმუნიტეტზე და ა.შ. 3) მზის მმართველი პიროვნება, როელსაც ჰქვია "სურია ნარაიანა" და რომელიც ღმერთის უშუალო წარმომადგენელია და დიდ ძალაუფლებასაც ფლობს, რადგან სხვა პლანეტებისგან განსხვავებით მზეს უპირველესი ადგილი უკავია. თქვენ თუ გნებავთ ანგელოზი უწოდეთ, ვედებში კი ანგელოზებს ნახევარღმერთებს (ღმერთის ერთგულებს) უწოდებენ და მათ შორის იერარქიაა. ხოლო ნახევარღმერთებისადმი9 თაყვანისცემა ვედებშიც წარმართობად მიიჩნევა რადგან უზენაესი ღმერთი ერთია და ანგელოზები და ნახევარღმერთები მის ქვეშ არიან. თუმცა არის ხალხი და მითუმეტეს იყო ადრე, რომლებიც უშუალოდ პლანეტის ღმერთებს სცემდნენ თაყვანს, რადგან იცოდნენ მათ შესახებ და არა კონკრეტულ მრგვალ და ორბიტიან პლანეტებს. (ცდუნება დიდი იყო, ნახევარღმერთები გაცილებით მალე ასრულებენ სურვილებს ვიდრე ღმერთი, იმიტომ რომ ღმერთი არ შეგისრულებს იმას რაც გავნებს, ნახევარღმერთთაგან უმეტესობა კი ყველაფერს აგისრულებს გარკვეული ასკეზების და თაყვანისცემის სანაცვლოდ). ერთ კომენტარს გავაკეთებ სატურნზე. ის ითვლება კარმულად დამსჯელ პლანეტად. განაგებს და აღზრდის ადამიანში ასკეტიზმს, მოთმინებას, ნებისყოფას, მოვალეობას (მზესთან ერთად). და თუ სატურნი ცუდ მდგომარეობაშია ადამიანის ჰოროსკოპში, რაღაც პერიოდი ძალიან გაუჭირდება. სატურნის დღეა შაბათი (აქედან მოდის "saturday"). ამიტომ ვედურ ცივილიზაციაში მარხვისთვის და ლოცვისთვის საუკეთესო დღედ შაბათი იყო მიჩნეული, რაც იუდეველების კულტურაშიც მეორდება... მზის დღეა კვირა (sunday, კვი-რა "რა"-მზის ერთ-ერთი სახელია), მთვარის ორშაბათი (Monday). ეს კავშირშია ნუმეროლოგიასთანაც. ათვლა კვირით იწყება, მზის რიცხვი ერთია, მთვარის ორი (ორ-შაბათი) და ა.შ. მინდა ავღნიშნო რომ პლანეტები მოქმედებენ მათზე, ვინც ღმერთის მორჩილი არაა და მისი კანონებით არ მოქმედებს, ხოლო ვინც ღმერთის მფარველობის ქვეშ შედის, მათზე უკვე მცირდება პლანეტების გავლენა, ან ქრება. (თუმცა ისიც, რომ პლანეტები განაგებენ "უღმერთო" ადამიანის ბედს და "გაკვეთილებს" უტარებენ ადამიანს, ესეც ღმერთის მფარველობა და წყალობაა). მოკლედ ეს ძალიან საინტერესო, რთული და ღრმა თემაა და ცაგარელამდე და ევროპულ ასტროლოგიამდე (რომელიც ტექნიკურად თითქმის ზუსტია მაგრამ მის არსს ცუდად წვდება) ნუ დაიყვანთ. ყველა ციხეს ყავს პერსონალი, რომლებიც გარკვეული წესებით და კანონებით მოქმედებენ პატიმრებზე და ვიდრე უშუალოდ ციხის დირექტორი არ მიაქცევს პატიმარს ყურადღებას, მანამდე სწორედ ზედამხედველი განაგებს იმას, გავა თუ არა პატიმარი სასეირნოდ ა რომელ საათზე გავა. და ეს ზუსტად განსაზღვრულია. განრიგის შეცვლა თუ გნებავთ დირექტორს უნდა მიმართოთ მგონი გასაგებად ავხსენი ასტროლოგიის არსი. მით უმეტეს ჟურნალებში დაბეჭდილი ჰოროსკოპები აბსოლუტური სისულელეა და მანდ მხოლოდ მთვარის ფაზებია მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მთვარე შედარებით რეალურად და თვალნათლივ მოქმედებს მიუხედავად ადამიანის ზოდიაქოს ნიშნისა. ეს ფორუმი სერიოზული მგონია და სუბიექტურად ნუ შევაფასებთ იმას რაშიც ცუდად ვერკვევით. მითუმეტეს ნუ დავუპირისპირებთ ასტროლოგიას რელიგიას, იმიტომ რომ ასტროლოგია არის ზუსტი მეცნიერება და ამ მეცნიერების ბრალი არაა თუ პროფესიონალი ასტროლოგები აღარ დარჩნენ. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი