მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება? |
Atman |
Mar 30 2010, 05:58 PM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
შეიძლება უცნაურ და ინტრიგნულ კითხვას ვსვამ, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს მართლმადიდებლობის აზრი ამ საკითხზე:
მამა ღმერთს რა პიროვნული თვისებები გააჩნია? და საერთოდ მოიაზრება თუ არა პიროვნებად? თუ პიროვნება მხოლოდ ძე ღმერთის ასპექტია? როცა ვამბობთ მამაო ჩვენოს ვის ვგულისხმობთ? ოღონდ ახლა კანონიკური წერილები არ დამიდოთ აქ. მოკლედ, გასაგებად და თქვენი ენით ამიხსენით. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
afxazi |
Mar 30 2010, 07:10 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Atman
ციტატა ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის სახედ და ხატად, ესე იგი აქვს რაღაც პიროვნული ნიშნები და თვისებები ხო? მე განა გეკითხები რა თვისებები აქვს მითხარითქო, მე ვკითხულობ, არის თუ არა წმინდა წერიულებში ასეთი ინფორმაცია სადმე? ატმან ჩემო კარგო. მოდი ჩამოვყალიბდეთ რა მიგვაჩნია პიროვნულ თვისებად და რა ბუნებით თვისებათ. ღმერთთან დაკავშირებით ეს აუცილებელია. წმინდა სამება, იოანე დამასკელის ფორმულირებით რომ ვთქვათ არის ერთი სრული არსი სამ სრულ ჰიპოსტასში. წმ. სამების სამივე ჰიპოსტასისათვის ბუნებითი (ზოგადი) თვისებები, როგორიცაა ყოვლადძლიერება, ყოველგანმყოფობა და ა.შ. აბსოლუტურად ერთია. ისინი ამ მხრივ წარმოდგენითი მემილიონედი წამითაც არ სხვაობენ ერთმანეთისაგან. ეს რომ დავუშვათ, მაშინ დაყოფასა და დაპირისპირბას შევიტანთ მათში. ისინი განსხვავდებიან მხოლოდ თითო-თითო ჰიპოსტასური თვისებით (ანუ იმით რაც მხოლოდ თითოეული პირისთვისაა დამახასიათებელი). მამა მშობლობით, ძე შობილობით და სულიწმინდა იმ თვისებით, რასა გამოვლენილობა ეწოდება. სწორედ ამიტომ განკაცდა ძე (ძეობილობის თვისების გამო), რომ გამხდარიყო იგი ძე კაცისა და არა მამა ან სულიწმინდა. შესაბამისად როდესაც ვსაუბრობთ თვისებებზე უნდა ვიგულისხმოთ რომ სამების პირნი აბსოლუტურად ერთიდაიმევ ბუნებითი და ჰიპოსტასური თვისებისანი არიან, გარდა იმ ერთი ჰიპოსტასური თვისებისა, რაც უკვე აღინიშნა. წმინდა წერილში გაბნეულია ციტატები, რაზე დაყრდნობითაც მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება საუბრობს მარადიული და უცვალებელი ღმერთის თვისებებზე. შეგიძლია იხილი იოანე დამსკელის შესაბამისი თავი მისი გარდამოცემიდან. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი