მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება? |
Atman |
Mar 30 2010, 05:58 PM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
შეიძლება უცნაურ და ინტრიგნულ კითხვას ვსვამ, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს მართლმადიდებლობის აზრი ამ საკითხზე:
მამა ღმერთს რა პიროვნული თვისებები გააჩნია? და საერთოდ მოიაზრება თუ არა პიროვნებად? თუ პიროვნება მხოლოდ ძე ღმერთის ასპექტია? როცა ვამბობთ მამაო ჩვენოს ვის ვგულისხმობთ? ოღონდ ახლა კანონიკური წერილები არ დამიდოთ აქ. მოკლედ, გასაგებად და თქვენი ენით ამიხსენით. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
Mar 30 2010, 08:10 PM
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
afxazi
ვედებში რამდენიმე სახელით მოიხსენიებენ, ზოგიერთი მისი პიროვნული სახელია, მაგალითად: კრშნა, ვასუდევა, გოვინდა, გოპალა, მადანა-მოჰანა (სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც შეხვედრა-განშორება), კეშავა, მადჰუსუდანა... ზოგი მისი ფორმითი, ანუ "ფუნქციონალური" (სწორად ვერ გამოვხატავ) სახელებია: ვიშნუ, ნარაიანა... ავატარულ სახელებს აღარ ჩამოვთვლი, ბევრია... მე პირადად ეჭვი მაქვს რომ ქართული "კოპალა" "გოპალადან" მოდის, ლომისა კი "ნარასიმჰადან" (ნიშნავს ლომისთავას და ღმერთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელია). ბევრს მიაჩნია რომ ეს სახელები სხვადასხვა ღმერთებს აღნიშნავენ და ვედური ცივილიზაცია მრავალღმერთიანი და წარმართული ჰგონიათ, მაგრამ ეს სახელები ერთი ღმერთის სხვადასხვა სახელებია. lamara ციტატა ეს შედარებაა მხოლოდ. იმისათვის, რომ გავიგოთ სამების ერთარსება. ისე კი ცხადია მამა ღმერთიც პიროვნებაა, ძეც და სულიწმიდაც სულიწმინდას ვედებში პარამატმა ქვია და ზესულს ნიშნავს... ის ყველა ცოცხალი არსების გულში იმყოფება და სინდისის ხმა სწორედ მისი ხმაა. აი პიროვნული თვისება კი სულიწმინდას არ აქვს მხოლოდ მამას და ძეს აქვთ. სულიწმინდა კი უპიროვნო წარმომადგენელია ღმერთისა ადამიანის გულში. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 06:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი