მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება? |
Atman |
Mar 30 2010, 05:58 PM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
შეიძლება უცნაურ და ინტრიგნულ კითხვას ვსვამ, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს მართლმადიდებლობის აზრი ამ საკითხზე:
მამა ღმერთს რა პიროვნული თვისებები გააჩნია? და საერთოდ მოიაზრება თუ არა პიროვნებად? თუ პიროვნება მხოლოდ ძე ღმერთის ასპექტია? როცა ვამბობთ მამაო ჩვენოს ვის ვგულისხმობთ? ოღონდ ახლა კანონიკური წერილები არ დამიდოთ აქ. მოკლედ, გასაგებად და თქვენი ენით ამიხსენით. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
Mar 30 2010, 09:13 PM
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
აქ დავდებ იმ თავს "ბჰაგავად გიტადან", რომელიც ღმერთის სამყაროსეულ ფორმას ეხება:
თავი მეთერთმეტე სამყაროსეული ფორმა 1. არჯუნამ თქვა: ყველაზე საკრალური სულიერი საკითხების შესახებ შენს მიერ მოწყალედ მოცემულ რჩევა-დარიგებათა მოსმენის შემდეგ ჩემი ილუზია უკვე გაიფანტა. 2. ო ლოტოსის თვალებავ, მე დაწვრილებით მოვისმინე შენგან ყოველი ცოცხალი არსების მოვლენისა და გაუჩინარების შესახებ და შევიცანი შენი უშრეტი დიდება. 3. ო პიროვნებათა შორის საუკეთესოვ, ო უზენაესო ფორმავ, თუმცა ახლა შენი ჭეშმარიტი სახით გხედავ, როგორც შენ თვითონ დაიხასიათე თავი, მსურს ვიხილო, როგორ შედიხარ ამ სამყაროსეულ გამოვლინებაში. მსურს ვიხილო ეს შენი ფორმა. 4. თუკი თვლი, რომ უნარი შემწევს ვიხილო შენი სამყაროსეული ფორმა, ო ჩემო უფალო. ო მთელი მისტიური ძალების მბრძანებელო. გთხოვ მიჩვენე ეს უსასრულო სამყაროსეული სახე. 5. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, ო პრთჰას შვილო, იხილე ჩემი დიდებულება, ასეულ ათასობით მრავალგვარი, ღვთაებრივი და ათასფერადი ფორმა. 6. ო ბჰარატათა შორის საუკეთესოვ, იხილე აქ ადიტიები, ვასუები, რუდრები, აშვინიკუმარები და დანარჩენი ნახევარღმერთები. შეხედე მრავალ საოცრებას, რომელიც აქამდე არავის უნახავს ან გაუგონია. 7. ო არჯუნა, რისი ხილვაც გსურს, ერთბაშად დაინახავ, ამ ჩემს სხეულში. ეს სამყაროსეული ფორმა გიჩვენებს, რისი დანახვაც გინდა და რისი ნახვაც მომავალში შეიძლება მოისურვო. ყველაფერი, მოძრავიცა და უძრავიც, აქ ერთად არის. 8. მაგრამ ახლანდელი თვალებით მე ვერ დამინახავ. ამიტომ მე ღვთაებრივ თვალებს მოგცემ. აი ჩემი მისტიური ძალა! 9. სანჯაიამ თქვა: ო მეფეო, ამის თქმის შემდეგ მთელ მისტიურ ძალთა უზენაესმა უფალმა, ღმრთეების პიროვნებამ არჯუნას თავისი სამყაროსეული ფორმა უჩვენა. 10-11. ამ სამყაროსეულ ფორმაში არჯუნამ იხილა უსასრულო პირები, უსასრულო თვალები, უსასრულო საოცარი სანახაობები. ფორმა მრავალი ზეციური სამკაულით იყო მორთული და მრავალი შემართული იარაღი ეჭირა. იგი ზეციურ ყვავილთა ასხმებსა და სამოსელს ატარებდა, მის სხეულს მრავალი ღვთაებრივი სუნამო ეცხო. ყველაფერი განსაცვიფრებელი, ბრწყინვალე და ყოვლისგამოჭოლი გახლდათ. 12. ერთბაშად ასეულ ათასობით მზე რომ ამოსულიყო ცაზე, მათი კაშკაში თუ შეედრებოდა უზენაესი პიროვნების ამ სამყაროსეული ფორმის ციალს. 13. ამ დროს არჯუნამ უფლის სამყაროსეულ ფორმაში დაინახა სამყაროს უსასრულო ექსპანსიები, რომლებიც ერთ ადგილას იმყოფებოდა, თუმცაღა მრავალ ათას ნაწილად იყო დაყოფილი. 14. მაშინ გაოგნებულმა და განცვიფრებულმა და განცვიფრებულმა არჯუნამ, რომელსაც თმები ყალყზე ედგა, თაყვანისცემის ნიშნად ქედი მოიხარა და ხელდაკრეფილმა ლოცვანი აღუვლინა უზენაეს უფალს. 15. არჯუნამ თქვა: ჩემო ძვირფასო უფალო კრშნა, შენს სხეულში შეკრებილს ვხედავ ყოველ ნახევარღმერთსა და დანარჩენ ცოცხალ არსებებს. ვხედავ ბრაჰმას, რომელიც ლოტოსის ყვავილზე ზის, უფალ შივასა და ყოველ ბრძენსა და ღვთაებრივ გველს. 16. ო სამყაროს უფალო, ო სამყაროსეულო ფორმავ, შენს სხეულში მე ვხედავ უამრავ ხელს, მუცელს, პირსა და თვალს, რომლებიც უსაზღვროდაა მოფენილი ყველგან. შენში ვერ ვხედავ ვერც დასასრულს, ვერც შუაგულსა და ვერც დასაწყისს. 17. ძნელია შენი სახის დანახვა მისი თვალისმომჭრელი ციალის გამო, რომელიც მოგიზგიზე ცეცხლისა თუ მზის განუზომელი კაშკაშის მსგავსად ყოველ მხარეს ვრცელდება. და მაინც, მე ყველგან ვხედავ ამ თვალისმომჭრელ ფორმას, რომელიც ათასგვარი გვირგვინით, კვერთხითა და დისკოთია დამშვენებული. 18. შენ ხარ უმაღლესი თავდაპირველი მიზანი. შენ ხარ მთელი სამყაროს საბოლოო განსხვავების ადგილი. შენ ხარ უშრეტი და შენ ხარ უხუცესი. შენ ხარ მარადიული რელიგიის მასულდგმულებელი, ღმრთეების პიროვნება. ასეთია ჩემი აზრი. 19. შენ არა გაქვს დასაბამი, შუაგული ან ბოლო. შენი დიდება უსაზღვროა, ურიცხვი ხელები გაქვს, მზე და მთვარე კი შენი თვალებია. გხედავ შენ, რომელსაც პირიდან მოგიზგიზე ცეცხლი ამოგდის, შენი კაშკაშით რომ წვავ მთელ სამყაროს. 20. თუმცა ერთი ხარ, მთელ ცაზე, პლანეტებზე და მათ შორის სივრცეზე ხარ განფენილი. ო უდიადესო, ამ სასწაული და საშიში ფორმის ხილვისას მთელი პლანეტარული სისტემები შეშფოთებულია. 21. ნახევარღმერთთა ყოველი დასი გემორჩილება შენდ ა შენში შედის. ზოგიერთი მათგანი დიდი შიშის გამო დაკრეფილი ხელებით აღავლენს ლოცვებს. დიად ბრძენთა და სრულყოფილ არსებათა დასები გასძახიან “სრული მშვიდობა!” და ვედური საგალობლებით გევედრებიან. 22. უფალ შივას, ადიტიების ვასუების, სადჰიების, ვიშვედების, ორი აშვის, მარუტების, წინაპრების, განდჰარვების, იაკშასების, ასურების, ასურებისა და სრულქმნილი ნახევარღმერთების სხვადასხვა გამოვლინებები განცვიფრებულნი შემოგყურებენ. 23. ო მკლავმაგარო, მრავალი სახის, თვალის, ხელის, ბარძაყის, ფეხის, მუცლისა და მრავალი შიშისმომგვრელი კბილის მქონე შენი დიადი ფორმის დანახვაზე შეშფოთებულია ყოველი პლანეტა თავიანთი ნახევარღმერთებით; და მათ მსგავსად, მეც შეშფოთებული ვარ. 24. ო ყოვლისშემძლე ვიშნუ, როდესაც ვხედავ შენს მრავალ მოკაშკაშე ფერს, რომლებიც ცას ეხება, შენს დაღებულ პირებსა და დიდ თვალისმომჭრელ თვალებს, გონება მერევა შიშისგან. ვეღარ ვინარჩუნებ ჭკუის სიმტკიცესა და ჭკუის წონასწორობას. 25. ო უფალთა უფალო, ო სამყაროთა თავშესაფარო, გთხოვ მოწყალება გაიღე ჩემდამი. თავს ვერ ვიკავებ შენი თვალისმომჭრელი სახეებისა და შიშისმომგვრელი კბილების დანახვაზე. სადაც არ უნდა გავიხედო, ყველაფერი საგონებელში მაგდებს. 26-27. დჰრტარაშტრას შვილები, მოკავშირე მეფეებთან ერთად, ბჰიშმა, დრონა, კარმა და ჩვენი მთავარი მეომრებიც შენ საშიშ პირებში მიექანებიან. და მე ვხედავ, რომ რომ ზოგიერთი მათგანი გაჩეჩქვილი თავებით არის შენ კბილებში გაჩხერილი. 28. ისევე როგორც მდინარეთა უამრავი ტალღა ჩაედინება ოკეანეში, ყოველი ეს დიადი მეომარიც შედის ცეცხლმოკიდებული შენ პირებში. 29. მე ვხედავ, რომ მთელი ხალხი დიდი სისწრაფით მიექანება შენს პირებში, ისევე როგორც ჩრჩილები მიქრიან მოგიზგიზე ცეცხლში მოსასპობად. 30. ო ვიშნუ, გხედავ ცეცხლიანი პირებით როგორ სპობ ყოველი მხრიდან მთელ ხალხს. მთელ სამყაროს შენი ციალი ფარავს და შენც საშიში, მწველი სხივების სახით ვლინდები. 31. ო უფალთა უფალო, მრისხანების განსახიერებავ, გთხოვ, მითხრა, ვინა ხარ, მე ქედს ვიხრი შენს წინაშე; გთხოვ, მოწყალება გაიღე ჩემდამი. შენ ხარ თავდაპირველი უფალი. მსურს ვიცოდე შენს შესახებ, ვინაიდან არ მესმის, რა არის შენი მისია. 32. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: მე ვარ დრო, სამყაროთა უდიდესი გამანადგურებელი და მოვედი, რათა მთელი ხალხი გავანადგურო. თქვენს (პანდავებს) გარდა, აქ ორივე მხრიდან ყოველი მეომარი დაიხოცება. 33. ამიტომ აღსდექ. მოემზადე ბრძოლისთვის და მოიპოვე დიდება. დაამარცხე მტერი და დატკბი აყვავებული სამეფოთი. მე ისე მოვაწყე ყველაფერი, რომ ისინი უკვე მკვდრები არიან. შენ კი, ო სავიასაჩი, შეგიძლია მხოლოდ იარაღი იყო ბრძოლაში. 34. მე უკვე მოვსპე დრონა, ბჰიშმა, ჯაიადრათჰა, კარმა და დანარჩენი დიადი მებრძოლები. ამიტომ მოკალი ისინი და ნუ შეშფოთდები. უბრალოდ იბრძოლე და მტერს ბრძოლაში დაამარცხებ. 35. სანჯაიამ უთხრა დჰრტარაშტრას: ო მეფეო, ღმრთეების უზენაესი პიროვნებისგან ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, აცახცახებული არჯუნა კვლავ და კვლავ ქედს იხრიდა დაკრეფილი ხელებით. შეშინებულმა აკანკალებული ხმით ასე მიმართა უფალ კრშნას. 36. არჯუნამ თქვა: ო გრძნობათა მეუფევ, სამყაროს უხარია შენი სახელის მოსმენა და ამდენად ყველა შენ შემოგნატრის. თუმცა სრულყოფილი არსებები მოკრძალებით გცემენ თაყვანს, დემონებს ეშინიათ და აქეთ-იქით გარბიან. ეს ყველაფერი სამართლიანია. 37. ო დიადო უფალო, თვით ბრაჰმაზეც უდიადესო, შენ ხარ თავდაპირველი შემოქმედი. მაშ მოწიწებით თაყვანი რატომ არ უნდა გცენ მათ? ო უსასრულოვ, ღმერთთა ღმერთო, სამყაროს თავშესაფარო! შენ ხარ უძლეველი წყარო, ყოველ მიზეზთა მიზეზი, ამ მატერიალური გამოვლინების მიღმა მყოფი. 38. შენ ხარ ღმრთეების თავდაპირველი პიროვნება, უხუცესი, ამ გამოვლენილი კოსმოსური სამყაროს საბოლოო განსასვენებელი. შენ იცი ყველაფერი და ხარ ყველაფერი, რაც შეცნობადია. შენ ხარ უმაღლესი თავშესაფარი, მატერიალურ მოდუსებზე მაღლა მყოფი. ო უსაზღვრო ფორმავ! მთელი ეს სამყაროსეული გამოვლენა შენით არის გამსჭვალული! 39. შენ ხარ ჰაერი და შენ ხარ უმაღლესი განმგებელი! შენ ხარ ცეცხლი, წყალი და მთვარ! შენ ხარ ბრაჰმა, პირველი ცოცხალი ქმნილება და შენ ხარ ბაბუის მამა, ამიტომ ათასჯერ და კვლავ და კვლავ მოწიწებით ქედს ვიხრი შენს წინაშე! 40. თაყვანს გცემ წინიდან, უკნიდან და ყოველი მხრიდან! ო უსაზღვრო ძალავ, შენ ხარ მეუფე უსასრულო ძლევამოსილებისა! შენ ხარ ყოვლისგამჭოლი და შენ ხარ ყველაფერი! 41-42. გთვლიდი რა ჩემს მეგობრად, დაუდევრად მოგმართავდი: “ო კრშნა”, “ო იადავა”. “ ო ჩემო მეგობარო”, არ ვიცოდი რა შენი დიდება. გთხოვ მაპატიე, რაც სიგიჟის ან სიყვარულის გამო გამიკეთებია. ბევრჯერ უპატივცემულოდ მოგექეცი, გეხუმრებოდი დასვენებისას, ერთ საწოლში წოლისას, ჯდომისას ან ერთად ჭამისას, ზოგჯერ მარტო, ზოგჯერ კი მრავალ მეგობარს შორის. ო შეუცდომელო, გთხოვ, მაპატიე ეს შეურაცხყოფები. 43. შენ ხარ მამა მთელი კოსმოსური გამოვლინებისა, მოძრავთა და უძრავთა, შენ ხარ სათაყვანებელი მეთაური, უზენაესი სულიერი მოძღვარი. არავინ არის შენი თანასწორი, არც არავინ არის შენთან ერთიანი. მაშინ ვინ უნდა იყოს შენზე დიადი სამ სამყაროში, ო განუზომელო ძალის უფალო? 44. შენ ხარ უზენაესი უფალი, სათაყვანებელი ყოველი ცოცხალი არსებისთვის. ამიტომ მიწას ვემხობი, რათა თაყვანი გცე და მოწყალება გთხოვო, როგორც მამა ითმენს შვილის თავხედობას, მეგობარი – მეგობრის კადნიერებას, ან ცოლი – მეუღლის მოურიდებლობას, გთხოვ მოითმინე შეცდომები, რომლებიც შენს მიმართ დამიშვია. 45. სამყაროსეული ფორმის ხილვის შემდეგ, რომელიც აქამდე არ მინახავს, გახარებული ვარ, მაგრამ, ამავე დროს, ჩემი ჭკუა შეპყრობილია შიშით. ამიტომ გთხოვ, გაიღე ჩემდამი წყალობა და კვლავ გამინდე ღმრთეების პიროვნების შენი ფორმა, ო უფალთა უფალო, ო სამყაროს განსასვენებელო. 46. ო სამყაროსეულო ფორმავ, ო ათასხელიანო უფალო, მსურს ვიხილო შენი ოთხხელიანი ფორმა, მუზარადით თავზე და კვერთხით, ბორბლით, ნიჟარითა და ლოტოსის ყვავილით ხელებში. შენი ამ ფორმის ნახვა მსურს. 47. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, ჩემი შინაგანი პოტენციით სიხარულით გაჩვენე ეს უზენაესი სამყაროსეული ფორმა ამ მატერიალურ სამყაროში. შენამდე არავის უნახავს ეს უმაღლესი ფორმა, უსასრულო და თვალისმომჭრელი სიკაშკაშით აღსავსე. 48. ო კურუს მეომართა შორის საუკეთესოვ, შენამდე არავის უნახავს ჩემი სამყაროსეული ფორმა, რადგან არც ვდების შესწავლით, არც მსხვერპლშეწირვებით, არც ქველმოქმედებით, არც მკაცრი ეპითემიებით არ შეიძლება ამ მატერიალურ სამყაროში ჩემი ამ ფორმის ხილვა. 49. შენ შეგაშფოთა და საგონებელში ჩაგაგდო ამ ჩემი საშინელი ნიშან-თვისებების ხილვამ. დაე ბოლო მოეღოს ამას. ჩემო ერთგულო, კვლავ განთავისუფლდი ყოველგვარი მღელვარებისგან. დამშვიდებული ჭკუით ახლა იმ ფორმას იხილავ, რომელიც გსურს. 50. სანჯაიამ უთხრა დჰრტარაშტრას: არჯუნასათვის ამის თქმის შემდეგ ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ, კრშნამ გამოავლინა თავისი ოთხხელიანი ფორმა და ბოლოს თავისი ორხელიანი ფორმა უჩვენა, რითაც გაამხნევა შეშინებული არჯუნა. 51. როდესაც არჯუნამ კრშნა მის მშვენიერ თავდაპირველ ფორმაში იხილა, თქვა: ო ჯანარდანა, ამ მშვენიერი ადამიანისმაგვარი ფორმის შემყურეს ჭკუა დამიწყნარდა და ჩემს თავდაპირველ ბუნებას დავუბრუნდი 52. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, ჩემი ეს ფორმა, რომელსაც ახლა ხედავ მეტად ძნელი დასანახია. ნახევარღმერთებიც კი მუდამ მისი ხილვის შესაძლებლობას ეძებენ, რომელიც ესოდენ ძვირფასია. 53. იმ ფორმის შეცნობა, რომელსაც შენი ტრანსცენდენტული თვალებით ხედავ, შეუძლებელია უბრალოდ ვედების შესწავლით, სერიოზული ეპითემიების გავლით, ქველმოქმედებით ან თაყვანისცემით. ამგვარად ჩემი ჭეშმარიტი სახის დანახვა შეუძლებელია. 54. ჩემო ძვირფასო არჯუნა, მხოლოდ განუყპოფელი ერთგული სამსახურით შეიძლება ჩემი რეალური შეცნობა იმ სახით, რომლითაც შენს წინაშე ვდგავარ და ამგვარად ჩემი უშუალოდ დანახვა. მხოლოდ ამ გზით შეგიძლია შეაღწიო ჩემი შემეცნების საიდუმლოებაში. 55. ჩემო ძვირფასო არჯუნა, ის ვინც წმინდა ერთგულებით მემსახურება, ვინც განწმენდილია კარმიული საქმიანობისა და სპეკულაციური მსჯელობების უწმინდურებისაგან, ვინც ჩემთვის შრომობს, ვინც სიცოცხლის უმაღლეს მიზნად მხდის და მეგობრობს ყოველ ცოცხალ არსებასთან, აუცილებლად მოაღწევს ჩემამდე. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 01:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი