IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება?
Atman
პოსტი Mar 30 2010, 05:58 PM
პოსტი #41


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



შეიძლება უცნაურ და ინტრიგნულ კითხვას ვსვამ, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს მართლმადიდებლობის აზრი ამ საკითხზე:

მამა ღმერთს რა პიროვნული თვისებები გააჩნია? და საერთოდ მოიაზრება თუ არა პიროვნებად? თუ პიროვნება მხოლოდ ძე ღმერთის ასპექტია? როცა ვამბობთ მამაო ჩვენოს ვის ვგულისხმობთ? ოღონდ ახლა კანონიკური წერილები არ დამიდოთ აქ. მოკლედ, გასაგებად და თქვენი ენით ამიხსენით.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Atman
პოსტი Mar 30 2010, 09:13 PM
პოსტი #42


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



აქ დავდებ იმ თავს "ბჰაგავად გიტადან", რომელიც ღმერთის სამყაროსეულ ფორმას ეხება:


თავი მეთერთმეტე
სამყაროსეული ფორმა


1. არჯუნამ თქვა: ყველაზე საკრალური სულიერი საკითხების შესახებ შენს მიერ მოწყალედ მოცემულ რჩევა-დარიგებათა მოსმენის შემდეგ ჩემი ილუზია უკვე გაიფანტა.
2. ო ლოტოსის თვალებავ, მე დაწვრილებით მოვისმინე შენგან ყოველი ცოცხალი არსების მოვლენისა და გაუჩინარების შესახებ და შევიცანი შენი უშრეტი დიდება.
3. ო პიროვნებათა შორის საუკეთესოვ, ო უზენაესო ფორმავ, თუმცა ახლა შენი ჭეშმარიტი სახით გხედავ, როგორც შენ თვითონ დაიხასიათე თავი, მსურს ვიხილო, როგორ შედიხარ ამ სამყაროსეულ გამოვლინებაში. მსურს ვიხილო ეს შენი ფორმა.
4. თუკი თვლი, რომ უნარი შემწევს ვიხილო შენი სამყაროსეული ფორმა, ო ჩემო უფალო. ო მთელი მისტიური ძალების მბრძანებელო. გთხოვ მიჩვენე ეს უსასრულო სამყაროსეული სახე.
5. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, ო პრთჰას შვილო, იხილე ჩემი დიდებულება, ასეულ ათასობით მრავალგვარი, ღვთაებრივი და ათასფერადი ფორმა.
6. ო ბჰარატათა შორის საუკეთესოვ, იხილე აქ ადიტიები, ვასუები, რუდრები, აშვინიკუმარები და დანარჩენი ნახევარღმერთები. შეხედე მრავალ საოცრებას, რომელიც აქამდე არავის უნახავს ან გაუგონია.
7. ო არჯუნა, რისი ხილვაც გსურს, ერთბაშად დაინახავ, ამ ჩემს სხეულში. ეს სამყაროსეული ფორმა გიჩვენებს, რისი დანახვაც გინდა და რისი ნახვაც მომავალში შეიძლება მოისურვო. ყველაფერი, მოძრავიცა და უძრავიც, აქ ერთად არის.
8. მაგრამ ახლანდელი თვალებით მე ვერ დამინახავ. ამიტომ მე ღვთაებრივ თვალებს მოგცემ. აი ჩემი მისტიური ძალა!
9. სანჯაიამ თქვა: ო მეფეო, ამის თქმის შემდეგ მთელ მისტიურ ძალთა უზენაესმა უფალმა, ღმრთეების პიროვნებამ არჯუნას თავისი სამყაროსეული ფორმა უჩვენა.
10-11. ამ სამყაროსეულ ფორმაში არჯუნამ იხილა უსასრულო პირები, უსასრულო თვალები, უსასრულო საოცარი სანახაობები. ფორმა მრავალი ზეციური სამკაულით იყო მორთული და მრავალი შემართული იარაღი ეჭირა. იგი ზეციურ ყვავილთა ასხმებსა და სამოსელს ატარებდა, მის სხეულს მრავალი ღვთაებრივი სუნამო ეცხო. ყველაფერი განსაცვიფრებელი, ბრწყინვალე და ყოვლისგამოჭოლი გახლდათ.
12. ერთბაშად ასეულ ათასობით მზე რომ ამოსულიყო ცაზე, მათი კაშკაში თუ შეედრებოდა უზენაესი პიროვნების ამ სამყაროსეული ფორმის ციალს.
13. ამ დროს არჯუნამ უფლის სამყაროსეულ ფორმაში დაინახა სამყაროს უსასრულო ექსპანსიები, რომლებიც ერთ ადგილას იმყოფებოდა, თუმცაღა მრავალ ათას ნაწილად იყო დაყოფილი.
14. მაშინ გაოგნებულმა და განცვიფრებულმა და განცვიფრებულმა არჯუნამ, რომელსაც თმები ყალყზე ედგა, თაყვანისცემის ნიშნად ქედი მოიხარა და ხელდაკრეფილმა ლოცვანი აღუვლინა უზენაეს უფალს.
15. არჯუნამ თქვა: ჩემო ძვირფასო უფალო კრშნა, შენს სხეულში შეკრებილს ვხედავ ყოველ ნახევარღმერთსა და დანარჩენ ცოცხალ არსებებს. ვხედავ ბრაჰმას, რომელიც ლოტოსის ყვავილზე ზის, უფალ შივასა და ყოველ ბრძენსა და ღვთაებრივ გველს.
16. ო სამყაროს უფალო, ო სამყაროსეულო ფორმავ, შენს სხეულში მე ვხედავ უამრავ ხელს, მუცელს, პირსა და თვალს, რომლებიც უსაზღვროდაა მოფენილი ყველგან. შენში ვერ ვხედავ ვერც დასასრულს, ვერც შუაგულსა და ვერც დასაწყისს.
17. ძნელია შენი სახის დანახვა მისი თვალისმომჭრელი ციალის გამო, რომელიც მოგიზგიზე ცეცხლისა თუ მზის განუზომელი კაშკაშის მსგავსად ყოველ მხარეს ვრცელდება. და მაინც, მე ყველგან ვხედავ ამ თვალისმომჭრელ ფორმას, რომელიც ათასგვარი გვირგვინით, კვერთხითა და დისკოთია დამშვენებული.
18. შენ ხარ უმაღლესი თავდაპირველი მიზანი. შენ ხარ მთელი სამყაროს საბოლოო განსხვავების ადგილი. შენ ხარ უშრეტი და შენ ხარ უხუცესი. შენ ხარ მარადიული რელიგიის მასულდგმულებელი, ღმრთეების პიროვნება. ასეთია ჩემი აზრი.
19. შენ არა გაქვს დასაბამი, შუაგული ან ბოლო. შენი დიდება უსაზღვროა, ურიცხვი ხელები გაქვს, მზე და მთვარე კი შენი თვალებია. გხედავ შენ, რომელსაც პირიდან მოგიზგიზე ცეცხლი ამოგდის, შენი კაშკაშით რომ წვავ მთელ სამყაროს.
20. თუმცა ერთი ხარ, მთელ ცაზე, პლანეტებზე და მათ შორის სივრცეზე ხარ განფენილი. ო უდიადესო, ამ სასწაული და საშიში ფორმის ხილვისას მთელი პლანეტარული სისტემები შეშფოთებულია.
21. ნახევარღმერთთა ყოველი დასი გემორჩილება შენდ ა შენში შედის. ზოგიერთი მათგანი დიდი შიშის გამო დაკრეფილი ხელებით აღავლენს ლოცვებს. დიად ბრძენთა და სრულყოფილ არსებათა დასები გასძახიან “სრული მშვიდობა!” და ვედური საგალობლებით გევედრებიან.
22. უფალ შივას, ადიტიების ვასუების, სადჰიების, ვიშვედების, ორი აშვის, მარუტების, წინაპრების, განდჰარვების, იაკშასების, ასურების, ასურებისა და სრულქმნილი ნახევარღმერთების სხვადასხვა გამოვლინებები განცვიფრებულნი შემოგყურებენ.
23. ო მკლავმაგარო, მრავალი სახის, თვალის, ხელის, ბარძაყის, ფეხის, მუცლისა და მრავალი შიშისმომგვრელი კბილის მქონე შენი დიადი ფორმის დანახვაზე შეშფოთებულია ყოველი პლანეტა თავიანთი ნახევარღმერთებით; და მათ მსგავსად, მეც შეშფოთებული ვარ.
24. ო ყოვლისშემძლე ვიშნუ, როდესაც ვხედავ შენს მრავალ მოკაშკაშე ფერს, რომლებიც ცას ეხება, შენს დაღებულ პირებსა და დიდ თვალისმომჭრელ თვალებს, გონება მერევა შიშისგან. ვეღარ ვინარჩუნებ ჭკუის სიმტკიცესა და ჭკუის წონასწორობას.
25. ო უფალთა უფალო, ო სამყაროთა თავშესაფარო, გთხოვ მოწყალება გაიღე ჩემდამი. თავს ვერ ვიკავებ შენი თვალისმომჭრელი სახეებისა და შიშისმომგვრელი კბილების დანახვაზე. სადაც არ უნდა გავიხედო, ყველაფერი საგონებელში მაგდებს.
26-27. დჰრტარაშტრას შვილები, მოკავშირე მეფეებთან ერთად, ბჰიშმა, დრონა, კარმა და ჩვენი მთავარი მეომრებიც შენ საშიშ პირებში მიექანებიან. და მე ვხედავ, რომ რომ ზოგიერთი მათგანი გაჩეჩქვილი თავებით არის შენ კბილებში გაჩხერილი.
28. ისევე როგორც მდინარეთა უამრავი ტალღა ჩაედინება ოკეანეში, ყოველი ეს დიადი მეომარიც შედის ცეცხლმოკიდებული შენ პირებში.
29. მე ვხედავ, რომ მთელი ხალხი დიდი სისწრაფით მიექანება შენს პირებში, ისევე როგორც ჩრჩილები მიქრიან მოგიზგიზე ცეცხლში მოსასპობად.
30. ო ვიშნუ, გხედავ ცეცხლიანი პირებით როგორ სპობ ყოველი მხრიდან მთელ ხალხს. მთელ სამყაროს შენი ციალი ფარავს და შენც საშიში, მწველი სხივების სახით ვლინდები.
31. ო უფალთა უფალო, მრისხანების განსახიერებავ, გთხოვ, მითხრა, ვინა ხარ, მე ქედს ვიხრი შენს წინაშე; გთხოვ, მოწყალება გაიღე ჩემდამი. შენ ხარ თავდაპირველი უფალი. მსურს ვიცოდე შენს შესახებ, ვინაიდან არ მესმის, რა არის შენი მისია.
32. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: მე ვარ დრო, სამყაროთა უდიდესი გამანადგურებელი და მოვედი, რათა მთელი ხალხი გავანადგურო. თქვენს (პანდავებს) გარდა, აქ ორივე მხრიდან ყოველი მეომარი დაიხოცება.
33. ამიტომ აღსდექ. მოემზადე ბრძოლისთვის და მოიპოვე დიდება. დაამარცხე მტერი და დატკბი აყვავებული სამეფოთი. მე ისე მოვაწყე ყველაფერი, რომ ისინი უკვე მკვდრები არიან. შენ კი, ო სავიასაჩი, შეგიძლია მხოლოდ იარაღი იყო ბრძოლაში.
34. მე უკვე მოვსპე დრონა, ბჰიშმა, ჯაიადრათჰა, კარმა და დანარჩენი დიადი მებრძოლები. ამიტომ მოკალი ისინი და ნუ შეშფოთდები. უბრალოდ იბრძოლე და მტერს ბრძოლაში დაამარცხებ.
35. სანჯაიამ უთხრა დჰრტარაშტრას: ო მეფეო, ღმრთეების უზენაესი პიროვნებისგან ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, აცახცახებული არჯუნა კვლავ და კვლავ ქედს იხრიდა დაკრეფილი ხელებით. შეშინებულმა აკანკალებული ხმით ასე მიმართა უფალ კრშნას.
36. არჯუნამ თქვა: ო გრძნობათა მეუფევ, სამყაროს უხარია შენი სახელის მოსმენა და ამდენად ყველა შენ შემოგნატრის. თუმცა სრულყოფილი არსებები მოკრძალებით გცემენ თაყვანს, დემონებს ეშინიათ და აქეთ-იქით გარბიან. ეს ყველაფერი სამართლიანია.
37. ო დიადო უფალო, თვით ბრაჰმაზეც უდიადესო, შენ ხარ თავდაპირველი შემოქმედი. მაშ მოწიწებით თაყვანი რატომ არ უნდა გცენ მათ? ო უსასრულოვ, ღმერთთა ღმერთო, სამყაროს თავშესაფარო! შენ ხარ უძლეველი წყარო, ყოველ მიზეზთა მიზეზი, ამ მატერიალური გამოვლინების მიღმა მყოფი.
38. შენ ხარ ღმრთეების თავდაპირველი პიროვნება, უხუცესი, ამ გამოვლენილი კოსმოსური სამყაროს საბოლოო განსასვენებელი. შენ იცი ყველაფერი და ხარ ყველაფერი, რაც შეცნობადია. შენ ხარ უმაღლესი თავშესაფარი, მატერიალურ მოდუსებზე მაღლა მყოფი. ო უსაზღვრო ფორმავ! მთელი ეს სამყაროსეული გამოვლენა შენით არის გამსჭვალული!
39. შენ ხარ ჰაერი და შენ ხარ უმაღლესი განმგებელი! შენ ხარ ცეცხლი, წყალი და მთვარ! შენ ხარ ბრაჰმა, პირველი ცოცხალი ქმნილება და შენ ხარ ბაბუის მამა, ამიტომ ათასჯერ და კვლავ და კვლავ მოწიწებით ქედს ვიხრი შენს წინაშე!
40. თაყვანს გცემ წინიდან, უკნიდან და ყოველი მხრიდან! ო უსაზღვრო ძალავ, შენ ხარ მეუფე უსასრულო ძლევამოსილებისა! შენ ხარ ყოვლისგამჭოლი და შენ ხარ ყველაფერი!
41-42. გთვლიდი რა ჩემს მეგობრად, დაუდევრად მოგმართავდი: “ო კრშნა”, “ო იადავა”. “ ო ჩემო მეგობარო”, არ ვიცოდი რა შენი დიდება. გთხოვ მაპატიე, რაც სიგიჟის ან სიყვარულის გამო გამიკეთებია. ბევრჯერ უპატივცემულოდ მოგექეცი, გეხუმრებოდი დასვენებისას, ერთ საწოლში წოლისას, ჯდომისას ან ერთად ჭამისას, ზოგჯერ მარტო, ზოგჯერ კი მრავალ მეგობარს შორის. ო შეუცდომელო, გთხოვ, მაპატიე ეს შეურაცხყოფები.
43. შენ ხარ მამა მთელი კოსმოსური გამოვლინებისა, მოძრავთა და უძრავთა, შენ ხარ სათაყვანებელი მეთაური, უზენაესი სულიერი მოძღვარი. არავინ არის შენი თანასწორი, არც არავინ არის შენთან ერთიანი. მაშინ ვინ უნდა იყოს შენზე დიადი სამ სამყაროში, ო განუზომელო ძალის უფალო?
44. შენ ხარ უზენაესი უფალი, სათაყვანებელი ყოველი ცოცხალი არსებისთვის. ამიტომ მიწას ვემხობი, რათა თაყვანი გცე და მოწყალება გთხოვო, როგორც მამა ითმენს შვილის თავხედობას, მეგობარი – მეგობრის კადნიერებას, ან ცოლი – მეუღლის მოურიდებლობას, გთხოვ მოითმინე შეცდომები, რომლებიც შენს მიმართ დამიშვია.
45. სამყაროსეული ფორმის ხილვის შემდეგ, რომელიც აქამდე არ მინახავს, გახარებული ვარ, მაგრამ, ამავე დროს, ჩემი ჭკუა შეპყრობილია შიშით. ამიტომ გთხოვ, გაიღე ჩემდამი წყალობა და კვლავ გამინდე ღმრთეების პიროვნების შენი ფორმა, ო უფალთა უფალო, ო სამყაროს განსასვენებელო.
46. ო სამყაროსეულო ფორმავ, ო ათასხელიანო უფალო, მსურს ვიხილო შენი ოთხხელიანი ფორმა, მუზარადით თავზე და კვერთხით, ბორბლით, ნიჟარითა და ლოტოსის ყვავილით ხელებში. შენი ამ ფორმის ნახვა მსურს.
47. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, ჩემი შინაგანი პოტენციით სიხარულით გაჩვენე ეს უზენაესი სამყაროსეული ფორმა ამ მატერიალურ სამყაროში. შენამდე არავის უნახავს ეს უმაღლესი ფორმა, უსასრულო და თვალისმომჭრელი სიკაშკაშით აღსავსე.
48. ო კურუს მეომართა შორის საუკეთესოვ, შენამდე არავის უნახავს ჩემი სამყაროსეული ფორმა, რადგან არც ვდების შესწავლით, არც მსხვერპლშეწირვებით, არც ქველმოქმედებით, არც მკაცრი ეპითემიებით არ შეიძლება ამ მატერიალურ სამყაროში ჩემი ამ ფორმის ხილვა.
49. შენ შეგაშფოთა და საგონებელში ჩაგაგდო ამ ჩემი საშინელი ნიშან-თვისებების ხილვამ. დაე ბოლო მოეღოს ამას. ჩემო ერთგულო, კვლავ განთავისუფლდი ყოველგვარი მღელვარებისგან. დამშვიდებული ჭკუით ახლა იმ ფორმას იხილავ, რომელიც გსურს.
50. სანჯაიამ უთხრა დჰრტარაშტრას: არჯუნასათვის ამის თქმის შემდეგ ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ, კრშნამ გამოავლინა თავისი ოთხხელიანი ფორმა და ბოლოს თავისი ორხელიანი ფორმა უჩვენა, რითაც გაამხნევა შეშინებული არჯუნა.
51. როდესაც არჯუნამ კრშნა მის მშვენიერ თავდაპირველ ფორმაში იხილა, თქვა: ო ჯანარდანა, ამ მშვენიერი ადამიანისმაგვარი ფორმის შემყურეს ჭკუა დამიწყნარდა და ჩემს თავდაპირველ ბუნებას დავუბრუნდი
52. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, ჩემი ეს ფორმა, რომელსაც ახლა ხედავ მეტად ძნელი დასანახია. ნახევარღმერთებიც კი მუდამ მისი ხილვის შესაძლებლობას ეძებენ, რომელიც ესოდენ ძვირფასია.
53. იმ ფორმის შეცნობა, რომელსაც შენი ტრანსცენდენტული თვალებით ხედავ, შეუძლებელია უბრალოდ ვედების შესწავლით, სერიოზული ეპითემიების გავლით, ქველმოქმედებით ან თაყვანისცემით. ამგვარად ჩემი ჭეშმარიტი სახის დანახვა შეუძლებელია.
54. ჩემო ძვირფასო არჯუნა, მხოლოდ განუყპოფელი ერთგული სამსახურით შეიძლება ჩემი რეალური შეცნობა იმ სახით, რომლითაც შენს წინაშე ვდგავარ და ამგვარად ჩემი უშუალოდ დანახვა. მხოლოდ ამ გზით შეგიძლია შეაღწიო ჩემი შემეცნების საიდუმლოებაში.
55. ჩემო ძვირფასო არჯუნა, ის ვინც წმინდა ერთგულებით მემსახურება, ვინც განწმენდილია კარმიული საქმიანობისა და სპეკულაციური მსჯელობების უწმინდურებისაგან, ვინც ჩემთვის შრომობს, ვინც სიცოცხლის უმაღლეს მიზნად მხდის და მეგობრობს ყოველ ცოცხალ არსებასთან, აუცილებლად მოაღწევს ჩემამდე.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Atman   მამა ღმერთი   Mar 30 2010, 05:58 PM
afxazi   Atman ცხადია გააჩნია ...   Mar 30 2010, 06:09 PM
Zukazuka314   Atman ცხადია გააჩნია ...   Apr 6 2015, 10:05 PM
Atman   afxazi მგონი ვერ მიმიხ...   Mar 30 2010, 06:14 PM
afxazi   Atman იმედია მატერია...   Mar 30 2010, 06:25 PM
Atman   afxazi კაცოოო გამაგიჟ...   Mar 30 2010, 06:28 PM
afxazi   Atman ატმან ჩემო კარგ...   Mar 30 2010, 07:10 PM
Atman   რად უნდა ამდენი ფი...   Mar 30 2010, 07:25 PM
afxazi   Atman ხო დავწერე კაცო...   Mar 30 2010, 07:44 PM
lamara   თუ სწორად მახსოვს,...   Mar 30 2010, 07:49 PM
gvasalia   მზეე შეიძლება რო შ...   Mar 30 2010, 07:49 PM
lamara   gvasalia ადამიანზე იგიგ...   Mar 30 2010, 07:51 PM
gvasalia   ხოო :)   Mar 30 2010, 07:52 PM
Atman   afxazi კარგი მართლმად...   Mar 30 2010, 07:57 PM
Mystery Train   პიროვნება, ინდივი...   Apr 1 2010, 06:04 PM
afxazi   Atman უფრო ლოგიკური ი...   Mar 30 2010, 07:58 PM
lamara   Atman ეს შედარებაა მხო...   Mar 30 2010, 08:04 PM
Atman   afxazi ვედებში რამდენ...   Mar 30 2010, 08:10 PM
afxazi   Atman სულ გამაგიჟებ მე...   Mar 30 2010, 08:15 PM
Atman   afxazi ჯერ ბოლომდე არ გ...   Mar 30 2010, 08:21 PM
afxazi   Atman არ გეკამათები რ...   Mar 30 2010, 08:25 PM
Atman   afxazi მოკლედ შევთანხ...   Mar 30 2010, 08:34 PM
afxazi   Atman ღმერთს სახელი ა...   Mar 30 2010, 08:35 PM
Atman   afxazi ისემც შენ რა გი...   Mar 30 2010, 08:41 PM
gvasalia   http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli....   Mar 30 2010, 08:44 PM
afxazi   Atman მაშ მითხარი რა ა...   Mar 30 2010, 08:45 PM
Zukazuka314   Atman მაშ მითხარი რა ა...   Apr 6 2015, 10:57 PM
gvasalia   წმინდა იოანე დამას...   Mar 30 2010, 08:49 PM
Atman   afxazi ხო დაგიწერე იმდ...   Mar 30 2010, 08:55 PM
Atman   აქ დავდებ იმ თავს ...   Mar 30 2010, 09:13 PM
agmsarebeli   სახელი არის არსები...   Mar 30 2010, 10:35 PM
Atman   agmsarebeli "პირველად ი...   Mar 31 2010, 06:57 AM
agmsarebeli   სიტყვა არის ერთ-ერ...   Mar 31 2010, 07:55 AM
Atman   კარგი მე ამოვწურე ...   Mar 31 2010, 08:15 AM
Atman   ვისაც აინტერესებს ...   Mar 31 2010, 01:37 PM
newbie   [b]მამა ემანუელი: მუ...   Mar 31 2010, 08:54 PM
თამარ   Atman ღმერთის სახელი ა...   Apr 1 2010, 04:20 PM
Atman   თამარ სახელზე გას...   Apr 1 2010, 08:52 PM
Mystery Train   Mystery Train არ ვამბობ რო...   Apr 1 2010, 08:57 PM
Atman   Mystery Train ორივე ცნება ა...   Apr 1 2010, 09:38 PM
agmsarebeli   ლათინური ,ნდივუდუმ...   Apr 2 2010, 12:44 AM
Mystery Train   ლათინური ,ნდივუდუ...   Apr 2 2010, 12:28 PM
Atman   agmsarebeli ატმანიც განუყ...   Apr 2 2010, 07:01 AM
თამარ   Atman :) მამუკა, იცი, როგ...   Apr 2 2010, 12:29 PM
Atman   თამარ რა თქმა უნდ...   Apr 2 2010, 04:13 PM
aquagnuzz   Atman ღმერთი არის პირ...   Apr 2 2010, 05:36 PM
agmsarebeli   Atman ღმერთი არის პირ...   Apr 4 2010, 04:47 AM
Atman   aquagnuzz გმადლობ :მადლი...   Apr 2 2010, 05:41 PM
თამარ   მარტივად თუ ვიტყვი...   Apr 6 2010, 04:27 PM
sable   შეიძლება უცნაურ დ...   Apr 7 2010, 11:32 PM
gabrieli.   არ ვიცი მე თეოლოგი...   May 7 2010, 12:14 AM
elusia   სადღაც წერია; მე რო...   May 6 2010, 09:45 PM
თამარ   gabrieli. ნამდვილად? რატ...   May 7 2010, 02:04 PM
elusia   არ არის. (ჩემი აზრით...   May 7 2010, 02:34 PM
afxazi   თვითონ ტერმინი გა...   May 7 2010, 05:40 PM
esre ars cheshmariteba   თვითონ ტერმინი გა...   Dec 27 2014, 05:26 PM
marine   "ყოვლისშემძლე ღმ...   Dec 27 2014, 04:55 PM
marine   "...მადლობდეს უფალ ...   Dec 28 2014, 05:06 PM
marine   "სწორედ ასეთია ღმ...   Dec 28 2014, 07:35 PM
marine   "თუ გსურს ზეციური...   Dec 28 2014, 07:45 PM
marine   "შეუძლებელია, ადა...   Dec 29 2014, 11:38 AM
marine   "ყოვლადკეთილი და ...   Jan 11 2015, 08:35 PM
marine   "ღმერთი არავის მი...   Jan 11 2015, 09:04 PM
არზნან   მამა ღმერთი პიროვნ...   Jan 18 2015, 10:02 PM
esre ars cheshmariteba   მამა ღმერთი პიროვ...   Jan 19 2015, 02:23 PM
marine   "რასაც არ უნდა იქ...   Jan 21 2015, 07:22 PM
Giorgi Kadagishvili   marine ანუ მსგავსი დას...   Feb 1 2015, 01:42 AM
marine   "ღმერთს პატიება ს...   Feb 6 2015, 08:35 PM
marine   "მამა იერონიმე [ე...   Feb 15 2015, 09:38 PM
marine   "ბიბლიიდან ვიცით,...   Feb 24 2015, 10:59 PM
marine   "მდუმარებისმოყვ...   Mar 24 2015, 09:40 PM
G_saxva   Zukazuka314 ესენი ჯერ შენ...   Apr 7 2015, 09:40 AM
Zukazuka314   Zukazuka314 ესენი ჯერ შენ...   Apr 7 2015, 11:51 AM
sanfol   G_saxva აუ ეგ მეც მაინტ...   Apr 7 2015, 12:00 PM
G_saxva   sanfol იაჰვე სახელი ძვ...   Apr 7 2015, 12:48 PM
Giorgi Kadagishvili   sanfol რა ხდება და არც ...   Apr 7 2015, 02:18 PM
Giorgi Kadagishvili   afxazi აი რა მინდა გკით...   Apr 7 2015, 02:48 PM
sanfol   Giorgi Kadagishvili G_saxva უფალი ხო...   Apr 7 2015, 03:06 PM
marine   "მოიხსენიებდა უხ...   Apr 8 2015, 03:06 PM
Zukazuka314   Giorgi Kadagishvili ეგ რას ნიშ...   Apr 9 2015, 01:49 AM
sanfol   Zukazuka314 ეგ მცნება ცხო...   Apr 9 2015, 02:52 PM
Zukazuka314   რაგაც მთლააადდ არ...   Apr 9 2015, 09:35 PM
sanfol   Zukazuka314 საერთოდ ცოცხა...   Apr 9 2015, 10:21 PM
A.V.M   კარგად მიდიხართ . .. ...   Apr 10 2015, 02:08 AM
sanfol   A.V.M იაჰვეზე გავიჭედ...   Apr 10 2015, 03:10 PM
marine   "ქრისტიანულად ღვ...   Apr 15 2015, 04:47 PM
Zukazuka314   მაგრამ ჯერ ერთი მა...   Apr 19 2015, 10:04 PM
sanfol   Zukazuka314 პავლეს ეპისტო...   Apr 19 2015, 10:19 PM
Zukazuka314   Zukazuka314 პავლეს ეპისტ...   Apr 26 2015, 06:25 PM
Zukazuka314   ქრისტე თავის თავს...   Apr 29 2015, 03:41 PM
marine   "მხოლოდ ღმერთი არ...   Apr 24 2015, 09:54 PM
marine   "უფალი ყოვლად-კეთ...   Apr 24 2015, 10:14 PM
sanfol   Zukazuka314 რა მნიშვნელობ...   Apr 29 2015, 05:29 PM
Zukazuka314   Zukazuka314 რა მნიშვნელობ...   Apr 30 2015, 06:54 PM
sanfol   Zukazuka314 მოიცა თუ ძმახა...   Apr 30 2015, 11:08 PM
Giorgi Kadagishvili   Zukazuka314 კითხვას თუ სვ...   May 2 2015, 07:48 AM
Zukazuka314   Zukazuka314 კითხვას თუ სვ...   May 11 2015, 07:45 PM
sanfol   Zukazuka314 ცოტა რთული საკ...   May 11 2015, 11:05 PM
marine   "ღმერთისკენ დაუო...   May 12 2015, 03:48 PM
Zukazuka314   Imedia gvipasuxeben   May 13 2015, 09:21 PM
4 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 10:56 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი