![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Elisa_Day |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 246 რეგისტრ.: 29-March 10 წევრი № 8,505 ![]() |
როგორ ფიქრობთ, რა კავშირშია ერთმანეთთან სიყვარული და თავმოყვარეობა?.
-------------------- when you say nothing at all...
|
![]() ![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
ჩემი აზრით, სიყვარულის აღსრულების დროს (როდესაც გამოხატავთ საქმით ჩვენს სიყვარულს - თბილი სიტვით, რჩევით, დახმარებით, მასთან/მათთან ყოფნით, გვერდში დგომით, შენი სიხარულის გაზიარებით და ა.შ.) არა აქვს მნიშვნელობა საკუთარი თავი გვიყვარს თუ გვეზიზღება (თავმოყვარეები ვართ თუ თავმოძულეები) . ორივე შემთხვევაში შეუძლია ადამიანს უყვარდეს სხვა და გაიხაროს იმ სიხარულით, რომელიც თანმდევია სხვისი გახარების, სხვისდამი სიყვარულის გამოხატვისა. მაშასადამე, როდესაც შენ შენი მოყვას(ებ)ისადმი გამოხატავ სიყვარულს, აძლევ და ანიჭებ სიხარულს, ბედნიერებას, კმაყოფილებას, ნუგეშს, იმედს, სიმხნევეს (რა თქმა უნდა ღვთის შემწეობით), ამ დროს შენც გიხარია. შეიძლება თვლიდე, რომ შენი თავი გეზიზღება საერთოდ, არარაობა ხარ, ნაძირალა, ადამიანობის აღარაფერი შეგრჩენია, მაგრამ როდესაც მოყვასისადმი სიყვარულს გამოხატავ, მხოლოდ მას კი არ გაახარებ, არამედ შენს თავსაც.
ჩნდება კითხვა: განა შეიძლება კი საკუთარი თავის მოძულე ადამიანს სურდეს სიხარული, ბედნიერება. ადამიანხ მაშინ უნდა საკუთარ თავს მოუტანოს, აჩუქოს სიხარული, როცა საკუთარი თავი უყვარს, თორემ, თუ ეზიზღება თავისი თავი, მაშინ რატომ გაახარებს მას (საკუთარ თავს)?! ამიტომ, რადგანაც ჩვენ ვხედავთ, რომ სიხარულისკენ მიისწრაფის ის ადამიანებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საკუთარი თავი სძულთ, ეზიზღებათ, სინამდვილეში მათ ბოლომდე არ სძულთ და ეზიზღებათ იგი (საკუთარი თავი). ესე იგი, ამ ადამიანებს საკუთარი თავი უყვართ კიდეც და სძულთ კიდეც. ჩემი აზრით ყველანი ასეთები ვართ. ყველას გვიყვარს ჩვენი თავი, მაგრამ ჩვენი პატარა, დიდი და უდიდესი ცოდვების გამო გვეზიზღება იგი, რადგანაც ღვთის ხატებასა და მსგავსებას ვერ აღვასრულებთ, ვერ ვართ მოწოდების სიმაღლეზე. თუ ის საკითხი უკვე გადავწყვიტეთ, რომ ერთდროულად თავმოყვარენიც ვართ და თავმოძულენიც, მაშინ როგორღა უნდა დავსვათ საკითხი?! აქამდე ვფიქრობდით, ასე: სწორია თუ არა სხვაც გვიყვარდეს და ჩვენი თავიც? ამას პასუხი უკვე გაეცა (ჩემს მიერ. რა თქმა უნდა არ ვდებ თავს, რომ მაინცდამაინც ასეა, ჩემი მოსაზრებაა მხოლოდ ეს): საკუთარი თავი ერთდროულად გვიყვარს და გვძულს კიდეც და ამას ვერ შევცვლით, ასეთები ვართ. ამიტომ აზრი არა აქვს ამ შეკითხვის დასმას "უნდა გვიყვარდეს თუ არა საკუთარი თავი?". თუ მაინც ვერ გავაწითლებთ მაწონს, რა აზრი აქვს იმაზე მსჯელობას, კარგია თუ არა მაწონი იყოს წითელი? ვართ თავმოყვარენიც და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, არ უნდა ვიყოთ თავმოყვარენიო, მაინც ვერ შევიცვლებით. მაგრამ ვფიქრობ ასე მარტივადაც არაა საქმე. შეგვიძლია სხვაგვარად დავსვათ საკითხი ისე, რომ თემას ძალიან საინტერესო მიმართულება მივცეთ და უფრო უკეთ დავინახოთ კავშირი სიყვარულსა და თავმოყვარებას/თავმოძულებას შორის. ჩვენ ერთდროულად ვართ თავმოყვარენიც და თამვოძულენიც, მაგრამ სიყვარულის აღსრულების (გამოხატვის) დროს, რომელი მათგანით ვხელმძღვანელობთ? აი ესაა საინტერესო... მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ. დავუშვათ, ვცხოვრობთ სოფელში და გვაქვს დიდი ეზო. მეზობლისგან გვყოფს საერთო მავთულის ღობე. ძალიან გვიყვარს ეს მეზობელი. ვთქვათ, წყალი გრაფიკით მოეწოდება ჩვენს სოფელს - 3 დღეში ერთხელ ![]() ის ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ სძულს საკუთარი თავი, ემსგავსება ადამიანს, რომელიც ამბობს "მე სიხარულის რა ღირსი ვარო" და ძირკვავს თავის ნათესებს (რომელსაც სიხარულის ნაყოფი უნდა გამოეღო) და რწყავს მოყვასის სიხარულის ნათესს, რათა იგი მაინც გაახაროს. რატომ არის ასეთი დამოკიდებულება არასწორი? იმიტომ, რომ მოყვასისადმი სიყვარულის გამოხატვისას ჩვენი გულის სიხარულით ავსება, ღვთისგან მონიჭებული მადლია და მასზე უარის თქმა ღმერთის უმადურობაა. ჩვენ თუ საკუთარ თავს ისეთ არამზადებად ჩავთვლით, რომ თავს ყოველგვარი სიხარულისა და ნუგეშის უღირსად მივიჩნევთ, ჩავკლავთ ჩვენს თავში სიხარულის უნარსა და მოთხოვნილებას, შემდეგ მოყვასისადმი სიყვარულის აღსრულების დროს უფლისადმი მადლობის თქმისას არაგულწრფელნი ვიქნებით. ჩვენ უფალს მივმართავთ "ღმერთო გმადლობ, რომ მომეცი შესაძლებლობა ჩემი მოყვასი გამეხარებინა და მისდამი სიყვარული გამომეხატაო", მაგრამ იმ სიხარულს არ განვიცდით, რასაც წესით უნდა განვიცდიდეთ ჩვენი მოყვასის მოყვასის გახარების გამო, რადგანაც ჩვენვე ვთქვით უარი ყოველგვარ სიხარულზე. მაშ, თუ არ გვიხარია, რაღატომ ვმადლობთ უფალს?! აი სად არის ჩვენი არაგულწრფელობა. მაგრამ სად არის უმადურობა? იქ, სადაც უფლის მონიჭებულ სიხარულზე ვთქვით უარი, როდესაც გადავწყვიტეთ "მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ საკუთარი თავი მძულდეს, მეზიზღებოდეს და არ მაქვს უფლება გავიხაროვო". მაშასადამე, არც საკუთარი თავის სიყვარულის გამო აღსრულებული სიყვარული ფასობს და არც საკუთარი თავის სიძულვილის დროს აღსრულებული. მაშ, როგორ უნდა მოვიქცეთ? მე ასე მგონია: სიყვარული უნდა აღვასრულოთ სიყვარულისთვის და როდესაც ამის შედეგს ვიხილავთ და ჩვენც გავიხარებთ იმ მოყვასთან ერთად, რომლის მიმართაც გამოვხატეთთ სიყვარული (თუმცა ჩვენი თავის გახარება მიზნად არ გვქონია), უფალს მადლობა შევსწიროთ მონიჭებული სიხარულისათვის. მაგრამ ამ სიხარულით ბოლომდე მაინც არ უნდა დავკმაყოფილდეთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ საკმარისია აღვასრულოთ სიყვარული სიყვარულისთვის მოყვასის მიმართ და ამით გავიხაროთ. სულერთია, ჩვენი გული მაინც ვერ გაივსება ბოლომდე სიხარულით. კარგად "დაკმაყოფილებულნი" რომ ჩავუკვირდებით ჩვენს თავს, მივხვდებით, რომ ეს სიხარულიც არაა ჩვენთვის საკმარისი. ამიტომ თავიდანვე ნუ მოვიტყუებთ თავს და არ ჩავთვალოთ თავი ამ სიხარულით დაკმაყოფილებულად. ქრისტიანი ადამიანი ყოველთვის მოლოდინში უნდა იყოს ჩემი აზრით და არ უნდა ელოდოს ნაყოფს უფალთან შეხვედრამდე. აი მამა ანდრიას პასუხი ამაზე: "დროჟამამდე უნდა ვითმონოთ საკუთარი ცოდვილობა და ვნებულობა [და ასევე ბოლომდე დაუკმაყოფილებლობა - აბე]. ვითმინოთ არ ნიშნავს არ ვიბრძოლოთ, არამედ დროზე ადრე არ უნდ ელოდო ნაყოფს. ხეს რომ ვრგავთ ხომ ველოდებით წლების მანძილზე?" თუმცა აქ მამა ანდრია სულ სხვა საკითხზე საუბრობდა (გონებაში ეშმაკისაგან მოტანილ ფიქრებზე), ამიტომ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ თითქოს ამ ნაყოფის გამო უნდა გვიყვარდეს უფალი და ვისწრაფოდეთ მისგან. მაგრამ მე ეს არასწორედ მიმაჩნია (რა თქმა უნდა მამა ანდრიას არ ვეწინააღმდეგები, იქ სხვა კითხვაზე პასუხობდა და ამიტომ ამ კონტექსტში მთლათ ზუსტად არ ჯდება. უბრალოდ ის ავიღოთ მამა ანდრიას სიტყვებიდან, რომ ამ ქვეყნად ვერაფერი გაავსებს ჩვენს გულს, ვერ დავკმაყოფილდებით. მხოლოდ ღმერთი აავსებს ჩვენს გულს, რადგანაც უსასრულო უსასრულოთი აივსება მხოლოდ. ამას მამა თეოდორეს სიტყვების გამოყენებით ვამბობ). ჩემი დამოკიდებულება ასეთია: ოღონდ კი ღმერთს ვხედავდე, მასთან ვიყო და თუნდაც ჯოჯოხეთში ვიჯდე. ანალოგიურად მიმაჩნია მოყვასის სიყვარულის შემთხვევაშიც: ოღონდ მასთან/მათთან ვიყო და მე თუნდაც ვიტანჯებოდე. მოკლეთ, მე ასე მესახება სიყვარულისა და თავმოყვარეობის/თავმოძულეობის ურთიერთკავშირი. თავმოყვარეობაც და თავმოძულეობაც, ორივე გვაქვს, მაგრამ ისე უნდა ვქნათ, რომ არცერთმა მათგანმა არ შეუშალოს ხელი სიყვარულის აღსრულებას და უფლისადმი მადლიერების გამოხატვას და ასევე თავმოყვარებამ ამქვეყნად ყოფნისას არ უნდა მოგვთხოვოს ის ნაყოფი, რომელსაც უფალი მოგვმადლებს მაშინ, თუკი შევალთ სასუფეველში... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი