მასმედია და ეკლესია, ანუ რას წერენ ჩვენზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მასმედია და ეკლესია, ანუ რას წერენ ჩვენზე |
KAIROS |
Mar 6 2010, 12:44 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
შორიდან რომ შეხედავ ჩვენს მასმედიას (პრესა, ტელე-რადიო-ინტერნეტ მაუწყებლობა და ა.შ.) საშინლად ცალსახოვანი და სუბიექტურია, ანაადა ხელისუფლებას ასხამს ხოტბას, ან კიდევ ოპოზიციას ამართლებს ყველაფერში, არიან მესამენი რომლებიც ორივეს ლანძღავენ, წარსულს მისტირიან და მომავალს ვერ გვთავაზობენ... ეგ პოლიტიკია და ამ ფორუმში არაფერი ესაქმება, ახლა სხვა რამეზე მინდა ვწეროთ, ეს გაზეთები და მასმედიის სხვა საშუალებები, იმისდა მიხედვით ვის გავლენას განიცდიან ისე წერენ ეკლესიაზე, ან არის ბნელი ულტრაკონსერვატული ურარუსული ან ნაციონალრასისტული იდეებით გაჟღენთილი მისიების ბოდვა, ან არის ლადარია&მისთანანის დუჟმორეული ლანძღვა საპატრიარქოსი მოტივით და უმოტივოდ, არის რათქმაუნდა გონიერი ხალხი, რომელიც ფიქრობს და დარდობს და მართლაც პრობლემატიკას აყენებენ.
ჩემი შემოთავაზებაა დავიწყოთ განხილვა ამთუიმ სტატიებისა და ინტერვიუებისა. ჯერ თქვეგან ველი , მერე მეც მოგაწოდებთ. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Believer |
Apr 1 2010, 03:51 AM
პოსტი
#2
|
კეთილმორწმუნე ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 |
KAIROS
ციტატა პირველი ხალხი არაა მზად და მეორეც არც მონარქი ჰოდა, საქ. მართლმადიდებლური ეკლესია ამ ბოლო დროს ხშირად ქადაგებს მონარქიის აღდგენაზე. სახელმწიფო მთავრობა და საქართველოს პოლიტიკა დემოკრატიული განვითარებით მიდის ევროპისკენ/დასავლეთისკენ. მონარქიის აღდგენა და საქართველოს მონარქიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს, მონარქიზმის აღდგენით დავკარგავთ დასავლეთის მხარდაჭერასაც, აუცილებლად შეეცვლებათ წარმოდგენა ჩვენზე, როგორც ცვალებად და არამყარ ერზე ჩამოუყალიბდებათ წარმოდგენა. ანუ, განსხვავდება საქართველოს ხელისუფლების და საქართველოს მართლმ. ეკლესიის პოლიტიკური კურსი. ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა: რა საკითხებზე უნდა უსმენდეს მთავრობა ეკლესიას? პატრიარქმა ხეები დარგეთო, და დარგეს ხეები, დღესაც! კონკრეტული გადაცემები დახურეთო, დახურეს ათეული. პატიმრები შეიწყალეთო, და პრეზიდენტმა შეიწყალა პატიმრები... მე ვფიქრობ რომ მთავრობა არ აიგნორებს ეკლესიას -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი