სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ikanosi |
Mar 30 2010, 11:02 PM
პოსტი
#1
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
არ შემეძლო ამ სიამოვნების თანაზიარი თქვენც არ გამეხადეთ.
http://www.vatican.va/various/cappelle/sistina_vr/index.html მოცემულ ლინკზე გადასვლით თქვენ შეძლებთ პანორამულ სტილში, დეტალურად დაათვალიეროთ ხელოვნების ეს უკვდავი შედევრი. -------------------- ფარით ან ფარზე
|
![]() ![]() |
| KAIROS |
Apr 1 2010, 02:22 AM
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
აბე, მგონია ძალიან რელიგიური სუბიექტურობით უყურებ... როგორ შეიძლება არ მოგეწონოს მსოფლიო განძი სიქსტის კაპელა? შენ რომელიც თავისუფლად უყურებ და ლოცულობ ქაშუეთში გუდიაშვილის ღვთისმშობლის ფრესკის ქვეშ, სიქტის კაპელა "არ მსიამოვნებს" რასა ქვია?
გემოვნება სხვაა, მაგრამ არა მგონია, აქ შენ ხელოვნების რაიმე ხერხებით დაგეწუნებინოს ეს საოცრება, უფრო გეკათოლიკა და მაგათი არაფერი გინდა? ასე არ შეიძლება ჩემო აბე, მაქედან ფანატიზმი იწყება. აქ მუშაობდნენ აღორძინების ეპოქის და მსოფლიო ფერწერის გენიები: Pietro Perugino, Sandro Botticelli, Domenico Ghirlandaio, Cosimo Rosselli, Luca Signorelli , Pinturicchio, Piero di Cosimo Bartolomeo della Gatta. და რათქმაუნდა Michelangelo Buonarroti შესაბამისად აშენებულია XV ს.ში, ზომებით ზუსტად იმეორებს სოლომონის ტაძარს 40, 93 სიგრძე და 13,41 სიგანე. აქ არა მარტო არჩევა ხდებოდა პაპთა, არამედ ზოგჯერ მათი ინტრონიზაცია, ისტორიის მხრივ ძალზე მნიშვნელოვანია. ხელოვნების მხრივ განუმეორებელი, ასეთ მცირე კაპელაში (მცირე ბაზილიკა) დაეტიოს ამდენი გიგანტის ნაშრომი. ამ კაპელაში არის ულამაზესი სცენები ძველი აღთქმიდან: 9 სცენა დაბადებიდან, მათ შორის: 5 სცენა ქვეყნის შექმნიდან ა. ნათელის და ბნელის განყოფა, ბ. ციურ მნათობთა შექმნა, გ. წყლისა და მიწის განყოფა, დ.ადამის შემქნა (საოცრებააა ეგ!) ე. ევას შექმნა (ესეც გენიალურია!) ასევე სხვა სცენები: შეცოდება ედემში ნოეს მხვერპლშეწირვა წარღვნა ნოეს დათრობა. ცალკე, ძალიან ძლიერი ხერხებით , შუქჩრდილის საოცარი ოსტატურობით და მახასიათებელი შტრიხების ორიგინალური გამოყოფით არიან გამოხატულნი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები და მსაჯულები. ზაქარია, ეზეკიელი, იერემია,... შემდეგ გამოსახულნი არიან მაცხოვრის წინაპრები: იაკობი და იოსები, ელიაზარი და მატტანი და სხვები. შემდეგ გამოხატულია ძველი აღთქმის უმნიშვნელოვანესი მომენტები, მაგალითად როგორც დავითისა და გოლიათის შებმა... მთელ აღმოსავლეთის კედელზე საოცარი და განუმეორებელი საბოლოო განკითხვა, რომელიც სულ სხვა საუბრის თემაა... ჩრდილო და სამხრეთ კედლებზე კი ერთმანეთის პირდაპირ არის მოსეს და მაცხოვრის ცხოვრებიდან დეტალები, როგორ განიჭვრიტებოდა მოსეს ცხოვრებაში მაცხოვრის მისია და როგორ აღასრულა იგი მაცხოვარმა. სულ თავში კი მაცხოვრის აღდგომის ფრესკაა.. ეს სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები სხვა უდიდესი მხატვრებისაა: История Христа Крещение Христа (Перуджино) Призвание первых апостолов (Гирландайо) Искушение Христа и очищение прокаженного (Боттичелли) Нагорная проповедь (Козимо Росселли) Тайная вечеря (Козимо Росселли) Вручение ключей апостолу Петру (Перуджино) История Моисея Избиение еврейских младенцев в Египте и призвание Моисея (Боттичелли) Обрезание сына Моисея Елиазара (Перуджино) Переход через Чермное море (Козимо Росселли) Дарование заповедей и золотой телец (Козимо Росселли) Возмущение против законов Моисея (Боттичелли) Смерть и завещание Моисея (Лука Синьорелли) ... მოდი ახლა რამოდენიმე დეტალს გაჩვენებთ: ერთი მოვიყვანოთ მიქელანჯელოდან დეტალი და ერთიც სხვებიდან. პირველი იყოს გირლანდაოს შესანიშნავი ნახატი, "მოციქულთა მოწოდება" სადაც ნახავთ პროსპექტივაში რამოდენიმე სცენას, როგორ მოუწოდებს მაცხოვარი მოწაფეებს და ეს ყველაფერი ულამაზესი ხედების და ფერების გარემოცვაში: ![]() და მიქელანჯელოს ევას შექმნას, როგორ შეუხებლად, ფაქიზად და როგორც თოვლიდან ია მზისკენ მიმსწრაფვი ისე მიდის ევა მთელი სხეულით უფლისაკენ: ![]() იხელოვნეთ პრეჯუდისის (წინასწარგანწყობის) გარეშე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
| აბე |
Apr 1 2010, 09:43 AM
პოსტი
#3
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აბე, მგონია ძალიან რელიგიური სუბიექტურობით უყურებ... როგორ შეიძლება არ მოგეწონოს მსოფლიო განძი სიქსტის კაპელა? შენ რომელიც თავისუფლად უყურებ და ლოცულობ ქაშუეთში გუდიაშვილის ღვთისმშობლის ფრესკის ქვეშ, სიქტის კაპელა "არ მსიამოვნებს" რასა ქვია? გემოვნება სხვაა, მაგრამ არა მგონია, აქ შენ ხელოვნების რაიმე ხერხებით დაგეწუნებინოს ეს საოცრება, უფრო გეკათოლიკა და მაგათი არაფერი გინდა? ასე არ შეიძლება ჩემო აბე, მაქედან ფანატიზმი იწყება. ვერ დაგეთანხმები, სამწუხაროდ... ჩემთვის ამ შემთხვევაში კათოლიკურობას მართლა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს... უბრალოდ არ მიყვარს ასეთი ხელოვნება... ვხედავ, რომ უდიდესი ოსტატობაა ჩადებული, ვხედავ გამოსახულების სიღრმეებს, ფერებს... უზარმაზარი ნებისყოფა სჭირდება ამხელა ფართზე ასეთ გულმოდგინე მუშაობას... მაგრამ მე სტილი არ მომწონს. არ მიყვარს სიშიშვლე არა იმიტომ, რომ ცოდვაა და ვნებები შეიძლება აღძრას და ა.შ. რას ლაპარაკობთ, დღეს ისეთ ვნების ჟინის აღმძვრელ გამოსახულებებს ხედავს თანამედროვე ადამიანი ქუჩებში, ტელევიზორში, ყველგან, ამან რა უნდა ქნას ამ კუთხით?! ჩემი გემოვნება ასეთია, მიყვარს მაგალითად პეიზაჟები... არ მიყვარს ეს სტილი და მომკალით ეხლა... ამის მაგივრად პეიზაჟები რომ იყოს გამოსახული, ისე შევიქმნიდი ლოცვის განწყობას რატომ არის აუცილებელი, რომ მიქელანჯელოს გემოვნება მქონდეს -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
ikanosi სიქსტის კაპელა Mar 30 2010, 11:02 PM
აბე
არ შემეძლო ამ სიამ... Mar 30 2010, 11:47 PM
ikanosi
აი რაია ირაკლი ბატ... Mar 30 2010, 11:51 PM
აბე კაი რა ბიძია... ნუ იც... Mar 31 2010, 12:00 AM
Believer ულამაზესია :) Mar 31 2010, 03:20 AM
KAIROS სიქსტის კაპელაში მ... Mar 31 2010, 04:02 AM
ნონა
ისე კი მაქ ირჩევენ ... Mar 31 2010, 06:24 PM
ikanosi მეტი არავის მოგეწო... Mar 31 2010, 02:57 PM
აბე მე ვაღიარებ, რომ შე... Mar 31 2010, 03:29 PM
Believer აბე
რატომ? Mar 31 2010, 06:28 PM
აბე
აბე
რატომ?
არ მსია... Mar 31 2010, 06:37 PM
მატასი ულამაზესია :) Mar 31 2010, 06:34 PM
tamuna m ikanosi
რას ამბობ?!
უნი... Mar 31 2010, 10:33 PM
ეკატო გამოუშვით ეს თემა ... Mar 31 2010, 10:37 PM
ნონა
[img]http://i50.photobucket.com/albums/f332/sosik... Apr 1 2010, 09:35 AM
ნონა
რატომ არის აუცილე... Apr 1 2010, 09:55 AM
Atman ასეთ დარბაზში ვერ ... Apr 1 2010, 09:34 AM
Atman
იმის გამო კი არა რ... Apr 1 2010, 09:38 AM
ნონა
იმის გამო კი არა რო... Apr 1 2010, 09:42 AM
ქევანა ikanosi
:D :* ძალიან კარგი... Apr 1 2010, 01:28 PM
ნონა
ნონა
ისევ თავიდან ... Apr 1 2010, 01:38 PM
მხევალი ნინო KAIROS
იცი რა კაიროს, ვ... Apr 1 2010, 01:57 PM
lingvo KAIROS
მეც რომ არ მომწო... Apr 1 2010, 02:46 PM
მხევალი ნინო lingvo
შენ და აბე ძმებ... Apr 1 2010, 02:57 PM
ქევანა ikanosi
რა მაინტერესებ... Apr 1 2010, 03:07 PM
Ismail საოცრებაა პირდაპი... Apr 1 2010, 03:29 PM
ikanosi ქევანა
:არა: არ მინ... Apr 1 2010, 04:04 PM
KAIROS
სალოცავი ადგილი მ... Apr 1 2010, 04:27 PM
მხევალი ნინო ისე როგორ უნდა მოვ... Apr 1 2010, 04:47 PM
KAIROS
დარჩეს მერე გარეთ :... Apr 1 2010, 04:52 PM
მხევალი ნინო KAIROS
შემოსკაიპდი Apr 1 2010, 04:54 PM
ikanosi KAIROS
გააგრძელე რა....
ა... Apr 4 2010, 07:54 PM
ეკატო ამ თემაში რამდენჯე... Apr 4 2010, 08:22 PM
ikanosi ეკატო
ჩემი ლინკი თ... Apr 4 2010, 08:24 PM
ეკატო
ეკატო
ჩემი ლინკი თ... Apr 4 2010, 08:32 PM
ikanosi ხოდა კომპეტენტურ დ... Apr 4 2010, 08:35 PM
ეკატო მეც ვთხოვ კომპეტენ... Apr 4 2010, 08:49 PM
KAIROS გადაიტანეთ თემა ხე... Apr 5 2010, 02:41 AM
ქევანა ნუ, ეს მართალია სიქ... Apr 6 2010, 04:20 PM
terra ქევანა
უცნაური შე... Apr 6 2010, 04:22 PM
ikanosi :გიო: :გიო: Apr 12 2010, 01:08 AM
terra იქნებ მამა ანდრიას... Apr 12 2010, 01:55 AM
ქევანა კითხვა დავსვი იმიტ... Apr 12 2010, 02:38 AM
fiore KAIROS გასაგებლარია :)
... Jun 10 2010, 07:12 PM
KAIROS ქევან,
მასე არაა ნა... Apr 12 2010, 02:51 AM
ქევანა KAIROS
კარგი :( ვაღიარებ... Apr 12 2010, 03:05 AM
KAIROS
:*
ამიტომ მიყვარხარ... Apr 12 2010, 03:25 AM
ქევანა KAIROS
კი ეგ მეც ეგრე მა... Apr 14 2010, 06:00 PM
ikanosi ნუ ჩააგდებთ თემებს... Apr 30 2010, 12:02 AM
mata რაც კარგია კარგია May 21 2010, 10:31 PM
fiore სიქსტის თუ სიქსტინ... Jun 9 2010, 11:55 PM
KAIROS
ასეა სწორი, პაპის ს... Jun 10 2010, 05:12 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th August 2026 - 07:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი