მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება? |
Atman |
Mar 30 2010, 05:58 PM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
შეიძლება უცნაურ და ინტრიგნულ კითხვას ვსვამ, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს მართლმადიდებლობის აზრი ამ საკითხზე:
მამა ღმერთს რა პიროვნული თვისებები გააჩნია? და საერთოდ მოიაზრება თუ არა პიროვნებად? თუ პიროვნება მხოლოდ ძე ღმერთის ასპექტია? როცა ვამბობთ მამაო ჩვენოს ვის ვგულისხმობთ? ოღონდ ახლა კანონიკური წერილები არ დამიდოთ აქ. მოკლედ, გასაგებად და თქვენი ენით ამიხსენით. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
თამარ |
Apr 1 2010, 04:20 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 17-November 08 მდებარ.: საქართველო, ბორჯომი წევრი № 5,960 |
Atman
ღმერთის სახელი არის ის დახასიათება, რომელსაც აძლევენ მას ადამიანები, იმდენად, რამდენადაც შეუძლიათ მისი შეცნობა. ამიტომ ღვთის სახელები მისი ადამიანთათვის ცნობილი თვისებების დახასიათებაა მხოლოდ, და სხვა არაფერი. ღმერთი არის უსასრულო, გარშემოუწერელი, იგი არის დასაწყისი და დასასრული, ანი და ჰოე; დააკვირდი აბა უსასრულობის მათემატიკურ ნიშანს - ბევრ პასუხს იძლევა . იეღოველები ცდილობენ-ხოლმე, გაამახვილონ ყურადღება ღმერთის ე.წ. სახელზე, ანუ ი ჰ ვ ჰ -ზე, რომელიც გვხვდება ბიბლიაში, მათი მტკიცებით, 7000-ჯერ. და კითხულობენ ამას, როგოც "იეჰოვას". რეალურად ეს "ი ჰ ვ ჰ" ითარგმნება "მე ვარ, რომელი ვარ", ანუ ნიშნავს მყოფს, მუდმივად არსებულს. იეღოველებს ამ "ღვთის სახელის" მცნებით ბევრი გაუთვითცნობიერებელი პიროვნება შეჰყავთ შეცდომაში და გადაჰყავთ თავის ჭკუაზე. მაგალითისთვის, შენ თვლი, რომ ღმერთი არის მოწყალე; შეიძლება, უწოდო მას მოწყალე, ეს ხომ მისი სახელი არ იქნება? ის დახასიათებაც მყოფობის შესახებ ღმერთის მხოლოდ ერთერთ თვისებას წარმოაჩენს, გარდა მყოფობისა, მას გააჩნია უამრავი სხვა თვისება, ის არის შემოქმედი, ის არის ჭეშმარიტება, ის არის სიყვარული და ა.შ. ახლა ეს მახასიათებლები რომ დავწეროთ მათემატიკურად, გავუტოლოთ ერთმანეთს, საინტერესო შედეგს მივიღებთ . ღმერთის მიერ რომ არის შექმნილი ყოველივე, ამიტომ ქართველებს გვაქვს საინტერესო სახელი: "ღრმა-ერთი". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი