მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება? |
Atman |
Mar 30 2010, 05:58 PM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
შეიძლება უცნაურ და ინტრიგნულ კითხვას ვსვამ, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს მართლმადიდებლობის აზრი ამ საკითხზე:
მამა ღმერთს რა პიროვნული თვისებები გააჩნია? და საერთოდ მოიაზრება თუ არა პიროვნებად? თუ პიროვნება მხოლოდ ძე ღმერთის ასპექტია? როცა ვამბობთ მამაო ჩვენოს ვის ვგულისხმობთ? ოღონდ ახლა კანონიკური წერილები არ დამიდოთ აქ. მოკლედ, გასაგებად და თქვენი ენით ამიხსენით. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
Mar 30 2010, 07:57 PM
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
afxazi
კარგი მართლმადიდებლური მიდგომა გასაგებია მაგ საკითხისადმი. ახლა ისიც მაინტერესებს, სახელი რა ქვია მამა ღმერთს ციტატა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება უფრო მეტად იმაზე კი არ მსელობს თუ რა არის ღმერთი, არამედ იმაზე თუ რა არ არის იგი. "რა" კი არა "ვინ". მამა ღმერთი უპიროვო ბრაჰმანი არ არის რომ "რა" ვუწოდოთ (თუმცა ბრაჰმანიც მისი გამოვლინებაა). ჩნდება კიდევ ერთი კითხვა. ყველა პიროვნებას აქვს სახელი და თუ შევთანხმდებით რომ მამაც პიროვნებაა, ისევე როგორც შვილი (იმედია შევთანხმდებით), მაშინ რა ქვია მამა ღმერთს? რაღაც არალოგიკური ჩანს რომ ყველა სულიერ პიროვნებას ქონდეს კონკრეტული სახელი და მამა ღმერთს არ ქონდეს. და მამის, ღმერთის, უზენაესის, უფალის და ასეთი ზოგადი სახელების გარდა უნდა ერქვას კონკრეტული, ინდივიდუალური სახელი, რომელიც რა თქმა უნდა საკრალურია და ყველას არ გაეცხადება... lamara ციტატა სულიწმიდა მადლი ანუ ძალაა და მამა ღმერთი გონება. რას ქვია გონება. პიროვნება, ინდივიდუალურობა არ აქვს მამას? გონება რაღაცის ნაწილია და მამა ნაწილი არაა ერთარსია და ერთიანია. ყველაფერი მასშია და ყველაფერში იგია და ყოვლისშემძლეა და დავიჯერო ინდივიდი და პიროვნება არაა? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Mystery Train |
Apr 1 2010, 06:04 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 20-February 10 წევრი № 8,220 |
პიროვნება, ინდივიდუალურობა არ აქვს მამას? ... და დავიჯერო ინდივიდი და პიროვნება არაა? კალისტე უეარი: "პიროვნება" და "ინდივიდი" სულაც არ არის ერთი და იგივე. არც ერთი ჩვენგანი არ არის პიროვნება, თუ ის იზოლირებული და მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული, ამ შემთხვევაში ის მხოლოდ ინდივიდია. ეგოცენტრულობა ნამდვილი პიროვნულობის სიკვდილია. თითოეული ადამიანი ნამდვილი პიროვნება მხოლოდ მას შემდეგ ხდება, როდესაც ურთიერთობაში შედის სხვა პიროვნებებთან, ცხოვრობს მათთვის და მათში. სწორად არის ნათქვამი , რომ ვერ ვილაპარაკებთ ნამდვილ ადამიანზე მანამ, სანამ, სულ მცირე, ორი ადამიანის ურთიერთობაზე არ არის საუბარი. იგივე შეიძლება ითქვას სიყვარულის შესახებაც. სიყვარული ვერ იარსებებს იზოლაციაში, ის გულისხმობს მეორე ადამიანის არსებობას. მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარული, საერთოდ სიყვარულის უარყოფაა. ეგოიზმის გამანადგურებელ შედეგს აღწერს ჩარლზ უილიამსი ნოველაში "ჯოჯოხეთში ჩასვლა", ეგოისტური სიყვარული ჯოჯოხეთშია; რადგან მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარული ნიშნავს ყოველგვარი სიყვარულისა და აზრის დასასრულს. ჯოჯოხეთი არ არის სხვა ადამიანები; ჯოჯოხეთი მე თვითონ ვარ, როდესაც ეგოცენტრულობის გამო სხვებისაგან ვარ მოკვეთილი. ღმერთი ბევრად აღმატებულია ყველაფერ იმაზე, რაც საუკეთესოა ჩვენში. თუ ადამიანურ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი "მე" და "შენ" ურთიერთობაა, მაშინ იგივე ურთიერთობა, გარკვეული აზრით, თვით ღმერთის მარადიულ არსებასაც უნდა მივაწეროთ და ეს არის ზუსტად სამების დოგმატის განმარტება.საღვთო ცხოვრების ცენტრში საუკუნითგან ღმერთმა იცის თავისი თავი როგორც "მე და შენ" სამგვარად და ის მუდმივად ხარობს ამ ცოდნით. მაშინ ყველაფერი, რასაც ვგულისხმობთ ადამიანის პიროვნებისა და ადამიანური სიყვარულის ჩვენეულ, შემოსაზღვრულ გაგებაში, შეგვიძლია ასევე სამება ღმერთის შესახებაც ვთქვათ, თან დავუმატოთ, რომ მასში ეს ყველაფერი უსასრულოს მეტს ნიშნავს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი