ასტროლოგიის სიმცდარე, წარმართობიდან-ცაგარელამდე :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ასტროლოგიის სიმცდარე, წარმართობიდან-ცაგარელამდე :) |
KAIROS |
Jan 19 2010, 09:24 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ცოტა რომ გამოვაცოცხლოთ ეს განყოფილებაც, მოდით ახლა ასტროლოგიაზე ვისაუბროთ, საუბრობენ ის რომ მზეს და მთვარეს, ზოგადად კოსმოსს და სამყაროს თავისი გავლენა აქვს ბუნების მოქმედებაზე და ზოგი შესაძლებელადაც თვლის გავლენას უმარტივესი ფიზიკური დონით ადამიანზეც, მაქსიმუმ ხასიათის რაღაც შტრიხების ჩასახვაზეც (ესეც საკამათოა,რადგან ძალიან ზედაპირულია ეს ყველაფერი და ამაზე საერთოდ არ საუბრობს წმ. იოანე დამასკელი , იგი მხოლოდ ბუნებაზე გავლენას ახასიათებს), რომელიც არ აისახება მის თავისუფალ ნებაზე და ამ თავისუფალი ნებით გამოწვეულ შედეგებზე ანუ მომავალზე, ეს ასეთუისე ცნობილია და ჩვენ ამაზე მოვიყვანთ ეკლესიის მამების და თეოლოგების მსჯელობას.
წმინდა იოანე დამასკელი ბრძანებს: „ელინები ამბობენ, რომ ვარსკვლავების, ასევე მზის და მთვარის ჩასვლით, ამოსვლით და დაახლოვებით იმართება ყველა ჩვენი ქმედება და სწორედ ამითაა დაკავებული ასტროლოგია. ხოლო ჩვენ, საწინააღმდეგოდ ვამტკიცებთ, რომ მათი (მნათობების) საშუალებით ხდება წინასწარი მინიშნება წვიმისა და გვალვისა, ნიტიო და მშრალი ამინდისა, ასევე ქარებისა და წყლებისა და არავითარი სახით არ წარმოადგენენ ჩვენი მოქმედებების წინასწარ განმსაზღვრელებს. სინამდვილეში ჩვენ, შემოქმედის მიერ შექმნილნი თავისუფლებად, უფალნი ვართ ჩვენი საქმეებისა. თუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ვარსკვლავთა მიმოქცევის ძალით, მაშინ რასაც ვაკეთებთ, ჩავდივართ გარდაუვალობის გამო. რაც ხდება გარდაუვალობის გამო, არ არის არც სათნოება და არც ბიწიერება, მაშინ არ ვიმსახურებთ არც ჯილდოს და არც სასჯელს, ამის თანაბრად კი ღმერთი გამოდის უსამართლო, აძლევს რა ზოგს ნეტარებას, ხოლო ზოგს კი - სატანჯველს. ამაზე მეტიც: თუკი ყველაფერი წარიმართება გარდაუვალობის გამო, მაშინ გონებაც არ ყოფილა ჩვენთვის საჭირო, რადგან თუ ჩვენ არა ვართ უფლებამოსილნი არც ერთ ჩვენს ქმედებაში, მაშინ არა გვაქვს საჭიროება რაიმეს მოსაზრებისა. მაგრამ გონება ჩვენ უეჭველად მოცემული გვაქვს ჩვენივე მოქმედებათა მოსაფიქრებლად, რის გამოც ყოველი გონიერი არსება ამავე დროს არის თავისუფალი არსება“. („მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა“) ქართულ სივრცეში ეს სტატიაა ასეთუისე ჩამოყალიბებული: ასტროლოგია, ანუ დიდი სიცრუე http://www.orthodoxy.ge/apologetika/astrologia.htm დღეს რადგანაც დიდი რაოდენობით ადამიანი, საქართველოში და ყველგან, მისდევს ჰოროსკოპებს, იქნებ გვქონდეს ერთხელ და სამუდამოდ თემა, სადაც დავაგროვებთ ყველა საპოლემიკო, სააპოლოგეტო წიგნებს, სტატიებს და ვინმე ასტროლოგიით გატაცებულთან ვიკამათებთ კიდეც. დღეს აგერ თვალსაჩინოებისათვის მოგიყვანთ ჩვენი კიდევ ერთი კურიოზული მიშის (), ამჯერად ცაგარელის ინტერვიუს: http://tvali.ge/index.php?action=sat&channel=1000001&d=1# გუშინდელ 18.01.10 დააყენეთ 08:15 დან და უსმინეთ მას, ამ საუბრიდან (ნუ მე ამ ყველაფერს ცოტა სიტყვას, ძალიან შერბილებულად რომ ვთქვა "სახალისო ზღაპრებს" დავარქმევდი) ბევრ რამეს შეხედავთ, კერძოდ იმას, რომ ცაგარელი მოქნილად სარგებლობს ქრისტიანობის პოპულარულობით და ამავდროულად და კურიოზულად ამავე ქრისტიანობის ხალხის მიერ ნაკლებად ცოდნით და ვალენტინობის დაკავშირებას ასტროლოგიური ახალ წელთან, და მერე აგრძელებს თუ აგრძელებს, ნუ ახლა მე მხოლოდ "მარგალიტებს" ამოვიწერ, დანარჩენს თუ გაუძლებთ თქვენ უსმინეთ , რადგან ამ საიტზე ძალიან კარგი ტექნიკური მონაცემებია, ვუსმინოთ: 1) რახან ხარი მაინც გრძლედებაო, იქნებადა ძროხის ხორცს მოერიდოთო, არ აწყენინოთო (04:00) ( ) 2) შემდეგ (08;55) დან ყვება , 50 თეთრიანი (რადგან ოქროსფერია) როგორ უნდა დაიდოს მაგიდაზე 3) მერე 1 ან 8 სანთელი როგორ უნდა დაინთოს (1 ან 8 დაიმახსოვრეთ ) 4) მერე მადლობა უნდა გადაუხადოთ თურმე ხარს და მოწიწებით (! ) უნდა ვთხოვოთ ვეფხვს მოგვხედოს და გვიშველოს და ა.შ. და ა.შ. ნუ ამ სისულელეებს ახლა ვინმე თუ აგვიხსნის ძალიან დაგვავალებს, უნდა ითქვას, რომ ცაგარელი რომელიც ვარსკლავია ჩვენს ასტროლოგიური აბსურდების კოჰორტაში, უცხოეთის მსგავს "პროფესიის" ხალხთან ერთერთი დაბალი დონისაა, თუმცა ჩვენ მართლმადიდებლებს უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული აზროვნება ამ სიცრუისადმი და ამისათვის თქვენი აქტიურობაცაა საჭირო. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Atman |
Apr 2 2010, 07:48 AM
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ასტროლოგის მთავარი ღირსება ის უნდა იყოს რომ ღმერთამდე უნდა მიგიყვანოს და გასწავლოს, რომ პლანეტები და კარმა მხოლოდ მანამ მოქმედებენ ჩვენზე, სანამ ვჯიუტობთ და ღმერთისგან "დამოუკიდებლად" ცხოვრება გვინდა.
ასტროლოგ მხოლოდ ბედის დინების მიმართულებას გვეუბნება და გვასწავლის რომ ამ მიმართულების შეცვლა შესაძლებელია. მიგვითითებს ჩვენი ხასიათის უარყოფით მხარეებზე. ეს არაა უმაღლესი ცოდნა, რომელიც გაგვანთავისუფლებს, მაგრამ არა მგონია ბევრი იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც ამ ცოდნაზე მაღლა დგას თავისი განვითარებით და "ვარსკვლავებს ეთამაშება". სანამ წაეთამაშები ვარსკვლავს, ჯერ უნდა დააკვირდე და შეისწავლო და კიდევ მთავარი: პლანეტები მოქმედებენ არა ჩვენზე, არამედ ჩვენს გონებაზე, ხასიათზე, განწყობაზე, побуждения-ზე, მაგრამ ჩვენ სული ვართ და არა გონება. უბრალოდ ვინც სუსტია ადვილად ექცევა გონების გავლენის ქვეშ, შესაბამისად პლანეტების გავლენის ქვეშაც... ასტროლოგიას იუმორით უნდა შეხედო, მაგრამ არა ცინიზმით და დაცინვით, მითუმეტეს როცა არაფერი გვესმის მასზე და მხოლოდ "სარკე"-დან და "ეძიე ვარსკვლავი შენი"-დან გაგვიგია მასზე ასტროლოგების (და არა ასტროლოგიის) მთავარი სიმცდარე კი იმაშია, რომ ღმერთისკენ კი არა მატერიალური, "სულიერი", ან ფიზიკური (ვგულისხმობ განმრთელობას) კეთილდღეობისკენ მიმართას ადამიანის ყურადღებას და ნაკლებად ღმერთისკენ. დასავლეთში ასტროლოგი გეუბნება: იმისთვის რომ ამა და ამ პლანეტის ცუდი ზეგავლენა მოგეხსნას ჩაიცვი ეს ფერი, გაიკეთე ეს ა და ეს ძვირფასი ქვა, მიაქციე ყურადღება ხასიათის ამა და ამ შტრიხებს. აღმოსავლეთში კი (სადაც უფრო მეტი ნორმალური ასტროლოგი მოიძებნება) გეუბნებიან: ილოცე, იარე ტაძარში, თაყვანი ეცი ღმერთს, გაიღე მოწყალება და ა.შ. თუმცა ხშირად ადამიანზეცაა დამოკიდებული, რას ეუბნება ასტროლოგი. თუ მე იმ მოტივით მივდივარ, როგორ გავხდე მდიდარი, რა თქმა უნდა ასტროლოგიც მეტ აქცენტს ამაზე მიკეთებს. თუ მე ვეუბნები რომ სულიერი განვითარება მინდა, შესაბამის რჩევებს მაძლევს. ძველად ასტროლოგი, ექიმი და სულიერი მოძღვარი ერთ პიროვნებაში იყო ხოლმე გაერთიანებული და არ არსებობდა ცნება: მხოლოდ ასტროლოგის ან მხოლოდ ექიმის, მითუმეტეს კარდიოლოგის და ა.შ. ვიწრო სპეციალიზაციებით. ეს დასავლური "ცივილიზაციის" და დაბალგანვითარებული აზროვნების შედეგია. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი