![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
შეიძლება უცნაურ და ინტრიგნულ კითხვას ვსვამ, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს მართლმადიდებლობის აზრი ამ საკითხზე:
მამა ღმერთს რა პიროვნული თვისებები გააჩნია? და საერთოდ მოიაზრება თუ არა პიროვნებად? თუ პიროვნება მხოლოდ ძე ღმერთის ასპექტია? როცა ვამბობთ მამაო ჩვენოს ვის ვგულისხმობთ? ოღონდ ახლა კანონიკური წერილები არ დამიდოთ აქ. მოკლედ, გასაგებად და თქვენი ენით ამიხსენით. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
თამარ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 17-November 08 მდებარ.: საქართველო, ბორჯომი წევრი № 5,960 ![]() |
Atman
ციტატა ყოვლისმომცველს, უსასრულოს, აბსოლუტს პიროვნული ასპექტიც რომ გააჩნია ამაში ვერ შემედავებით ალბათ. პიროვნულ ასპექტში ვგულისხმობ ფორმას: ორი ხელით, ორი ფეხით, ორი თვალით და ა.შ. შეუძლებელია ღმერთს პიროვნული ასპექტი არ გააჩნდეს (ვგულისხმობ მამა ღმერთს და არა ძეს)! ![]() თითოეულ ჩვენგანშიც არის ის, რადგანაც მაცოცხლებელი ძალა სულიწმიდისგან მოდის(მე ამით არ ვგულისხმობ, რომ ჩვენ განღმრთობილები ვართ, ვშიშობ, აქ ერესის ბრალდება არ ავიკიდო კიდევ ![]() ![]() მე მაგრად გადავუხვიე ძირითად თემას, მაგრამ ღმერთის ფენომენის ჩემეული ხედვის ახსნისთვის დამჭირდა ეს. ანუ როგორც მე გავიგე ცხოვრების ამ ეტაპზე ![]() რაც შეეხება იმ საკითხს, რომ თავისი სახის მიხედვით შექმნა ღმერთმა ადამიანი, აქ ქრისტეს სახე უნდა იგულისხმებოდეს, თუ სწორად მესმის. ამას წინათ წავიკითხე მამა გაბრიელის ასეთი სწავლება (შეტანილია წიგნში "საქართველოს დიდება, ქართველ წმიდა მამათა სწავლებები"): მამა ღმერთის გამოსახულებები ხნიერი კაცის სახით არაკანონიკურიაო, მაგრამ, რადგანაც ეკლესია იღებს ამას, დავუშვით ეს ჩვენო. ანუ მამა ღმერთის ეს ხატი, მაგალითად, უბისაში რომაა, არის სიმბოლური. აბა ისე როგორ შევიცნობთ მას, ჩვენ ხომ მაინც და მაინც გვინდა, კონკრეტული მატერიალური ფორმა მივცეთ ყველაფერს, ისე ხომ ვერ ჩავწვდებით? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2024 - 05:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი