მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება? |
Atman |
Mar 30 2010, 05:58 PM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
შეიძლება უცნაურ და ინტრიგნულ კითხვას ვსვამ, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს მართლმადიდებლობის აზრი ამ საკითხზე:
მამა ღმერთს რა პიროვნული თვისებები გააჩნია? და საერთოდ მოიაზრება თუ არა პიროვნებად? თუ პიროვნება მხოლოდ ძე ღმერთის ასპექტია? როცა ვამბობთ მამაო ჩვენოს ვის ვგულისხმობთ? ოღონდ ახლა კანონიკური წერილები არ დამიდოთ აქ. მოკლედ, გასაგებად და თქვენი ენით ამიხსენით. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
თამარ |
Apr 2 2010, 12:29 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 17-November 08 მდებარ.: საქართველო, ბორჯომი წევრი № 5,960 |
Atman
ციტატა ყოვლისმომცველს, უსასრულოს, აბსოლუტს პიროვნული ასპექტიც რომ გააჩნია ამაში ვერ შემედავებით ალბათ. პიროვნულ ასპექტში ვგულისხმობ ფორმას: ორი ხელით, ორი ფეხით, ორი თვალით და ა.შ. შეუძლებელია ღმერთს პიროვნული ასპექტი არ გააჩნდეს (ვგულისხმობ მამა ღმერთს და არა ძეს)! მამუკა, იცი, როგორ ვფიქრობ? ღმერთს შეუძლია, წარმოჩინდეს ნებისმიერი მის მიერ ქმნილი არსების სახითაც და ისაუბროს ნებისმიერი საშუალებით, რომ მისაწვდომი იყოს ადამიანისათვის. მაგრამ თავისი სრული დიდებით ის ჩვეულებრივი ადამიანისთვის ვერ გაცხადდება, რადგან ამას ვერცერთი ჩვენგანი ვერ გაუძლებს (დაიფერფლება). დიდი წმიდანები, ვისაც ჰქონიათ საღვთო გამოცხადებები, დღეებისა და ზოგჯერ თვეებისა და წლების მანძილზე აღარ საუბრობენ (ამითაც შეიძლება აიხსნას ზოგიერთი მოღვაწის უცაბედი მდუმარება, ხომ გაგიგია, ვიზეც ვამბობ), აღარ შეუძლიათ საუბარი, იმდენად რთულია ადამიანისათვის ღმერთის დანახვა. ჰოდა რაიმე განსაზღვრული ინდივიდის თვისებები ვერ ექნება ღმერთს, ის არის ყოველივე და ყველაფერი. თითოეულ ჩვენგანშიც არის ის, რადგანაც მაცოცხლებელი ძალა სულიწმიდისგან მოდის(მე ამით არ ვგულისხმობ, რომ ჩვენ განღმრთობილები ვართ, ვშიშობ, აქ ერესის ბრალდება არ ავიკიდო კიდევ , განღმრთობილი ისაა, ვისაც ღმერთის ჭვრეტა შეუძლია და შეცნობილი ჰყავს). თითოეული ჩვენი სული არის ღვთის სულის პაწაწინა ნაწილი, რომელიც მასში უნდა დაბრუნდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ სოფლის მიერ დაბმული, ყველა ვეღარ ახერხებს ღმერთში დაბრუნებას, სიკეთის, ანუ სულიწმიდის მადლის მოკლების, დაკარგვის გამო... (ეს არეოპაგიტულ ტრაქტატებში წერია, მე არ მომიგონია). ამიტომ ეწოდებათ ასეთებს სახარებაში "მკვდრები". ღმერთს მოკლებული სული მკვდრად ითვლება. თუმცა, რეალობაში ის უღვთოდ და საკუთარი, მუდმივად ქცეული ვნებებისგან ტანჯულ არსებობას განაგრძობს უსასრულობაში... რასაც ჯოჯოხეთს ვეძახით. ამ ვნებებს ის იმქვეყნად უკვე ვეღარაფერს უზამს, მხოლოდ აქ არის შესაძლებელი მათგან გათავისუფლება, მათზე გამარჯვება, რომ ღმერთში დაბრუნება შევძლოთ. აქ დგება სხვა საკითხი კიდევ: თუ დაბრუნებაზეა საუბარი, ესე იგი სული ადრეც არსებობდა? მაგრამ ეს შეუცნობელი სფეროა, რომელზედაც ამჯობინებენ, შეუცნობლად დატოვონ, და თვლიან, რომ ჩასახვისას ღვთიური საიდუმლოს წყალობით ხდება სულის, როგორც ნაპერწკლის "ანთება". ეს კიდევ სულ სხვა საკითხია და ძალიან შორს წამიყვანს ახლა . მე მაგრად გადავუხვიე ძირითად თემას, მაგრამ ღმერთის ფენომენის ჩემეული ხედვის ახსნისთვის დამჭირდა ეს. ანუ როგორც მე გავიგე ცხოვრების ამ ეტაპზე . რაც შეეხება იმ საკითხს, რომ თავისი სახის მიხედვით შექმნა ღმერთმა ადამიანი, აქ ქრისტეს სახე უნდა იგულისხმებოდეს, თუ სწორად მესმის. ამას წინათ წავიკითხე მამა გაბრიელის ასეთი სწავლება (შეტანილია წიგნში "საქართველოს დიდება, ქართველ წმიდა მამათა სწავლებები"): მამა ღმერთის გამოსახულებები ხნიერი კაცის სახით არაკანონიკურიაო, მაგრამ, რადგანაც ეკლესია იღებს ამას, დავუშვით ეს ჩვენო. ანუ მამა ღმერთის ეს ხატი, მაგალითად, უბისაში რომაა, არის სიმბოლური. აბა ისე როგორ შევიცნობთ მას, ჩვენ ხომ მაინც და მაინც გვინდა, კონკრეტული მატერიალური ფორმა მივცეთ ყველაფერს, ისე ხომ ვერ ჩავწვდებით? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th May 2024 - 10:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი