მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება? |
Atman |
Mar 30 2010, 05:58 PM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
შეიძლება უცნაურ და ინტრიგნულ კითხვას ვსვამ, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს მართლმადიდებლობის აზრი ამ საკითხზე:
მამა ღმერთს რა პიროვნული თვისებები გააჩნია? და საერთოდ მოიაზრება თუ არა პიროვნებად? თუ პიროვნება მხოლოდ ძე ღმერთის ასპექტია? როცა ვამბობთ მამაო ჩვენოს ვის ვგულისხმობთ? ოღონდ ახლა კანონიკური წერილები არ დამიდოთ აქ. მოკლედ, გასაგებად და თქვენი ენით ამიხსენით. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
Apr 2 2010, 04:13 PM
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
თამარ
ციტატა მამუკა, იცი, როგორ ვფიქრობ? ღმერთს შეუძლია, წარმოჩინდეს ნებისმიერი მის მიერ ქმნილი არსების სახითაც და ისაუბროს ნებისმიერი საშუალებით, რომ მისაწვდომი იყოს ადამიანისათვის. მაგრამ თავისი სრული დიდებით ის ჩვეულებრივი ადამიანისთვის ვერ გაცხადდება, რადგან ამას ვერცერთი ჩვენგანი ვერ გაუძლებს (დაიფერფლება). რა თქმა უნდა ჩვეულებრივი ადამიანისთვის არ გაცხადდება (და არა "ვერ გაცხადდება"). ციტატა ამას წინათ წავიკითხე მამა გაბრიელის ასეთი სწავლება (შეტანილია წიგნში "საქართველოს დიდება, ქართველ წმიდა მამათა სწავლებები"): მამა ღმერთის გამოსახულებები ხნიერი კაცის სახით არაკანონიკურიაო, მაგრამ, რადგანაც ეკლესია იღებს ამას, დავუშვით ეს ჩვენო. რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება წვერებიანი მოხუცის სახე მივცეთ ღმერთს, რომელსაც დრო არ ეხება. ციტატა ჩვენ ხომ მაინც და მაინც გვინდა, კონკრეტული მატერიალური ფორმა მივცეთ ყველაფერს, ისე ხომ ვერ ჩავწვდებით? ღმერთს მატერიალური კი არა სულიერი ფორმა აქვს. ყველანაირი მატერიალური სილამაზე სულიერი სამყაროს სილამაზის ანარეკლია. როგორც მთვარის ანარეკლი გუბურაში მთვარესთან შედარებით თითქმის არაფერია, ისევეა მატერიალური სამყაროც. ჩვენ უნდა მივცეთ რამე ფორმა ღმერთს და ასე და ისე წარმოვიდგინოთთქო მაგას არ ვამბობ. ალბატ გასაგებად ვერ ვხსნი... აი დაახლოებით ასეთ შედარებას მოვიყვან. ვზივარ ბნელ ოთახში და მეორე ოთახში ვიცი რომ პიროვნება დგას. მისი არც ხმა მესმის, არც მინახავს და ვერც წარმოვიდგენ ვერანაირად, მაგრამ ის არსებობს და მე მჯერა ამის და თუნდაც ჩემს გონებაში სულიერი კავშირი და ურთიერთობა მაქვს მასთან. ღმერთს უამრავი ფორმა აქვს და ნებისმიერი ფორმა შეუძლია მიიღოს. მაგრამ მას აქვს პირვანდელი, უზენაესი, საწყისი ფორმაც. მამა გაბრიელზე მოვყვებოდი9 ერთ ამბავს მაგრამ აქ ან არ დამიჯერებენ ან ჩამქოლავენ... ან რაც კიდე უარესია თუ დამიჯერებენ მამა გაბრიელს შერაცხავენ ერეტიკოსად (ინტრიგა!) -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი