რა გჭირდებათ?, ჩვენი ვალია დაგეხმაროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა გჭირდებათ?, ჩვენი ვალია დაგეხმაროთ |
თათი87 |
Mar 2 2007, 05:43 PM
პოსტი
#101
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ერთ-ერთ თემაში ასეთი პოსტი წავიკითხე : ხშირად მანდ დარჩენილები არც კი ფიქრობენ დახმარება გაუწიონ უცხოეთში წასულ ხალხს ( მაპატიეთ თუ ზუსტი პერეფრაზი ვერ გავაკეთე, მაგრამ აზრი ასეთი იყო)
ამიტომ გამიჩნდა სურვილი გამეხსნა ეს თემა! მოდით აქ დაწერეთ ვის რა გჭირდებათ (ქართულის რვეულები ბავშვებისთვის, დედა ენა, ან თუნდაც სამშობლოს ნოსტალგიის ოდნავ გამქარვებელი რამე) და ჩვენ ვეცდებით აქედან რამით დაგეხმაროთ! გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია. იმედია ეს წამოწყება იდეად არ დარჩება და ხალხი გამოეხმაურება -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
იმერელი |
Mar 6 2007, 07:22 PM
პოსტი
#102
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 99 რეგისტრ.: 5-March 07 მდებარ.: შვეიცარია წევრი № 1,267 |
გუშინ ვფიქრობდი, რა შეიძლება დამჭირვებოდა ან როგორ შეიძლებოდა რამე მეთხოვნა. ალბათ ყველას თან აქვს წაღებული ის, რაც მისთვის ძვირფასი იქნებოდა. მაგრამ აქ ლაპარაკია ალბათ პატარებზე. მათთვის კი ყველაზე საუკეთესო წიგნია, ქართული წიგნი, რასაც აქ ვერ იყიდი. თუმცა იყიდი, მაგრამ უცხო ენაზე. თუკი თაროზე ქართული წიგნი იდება ადრე თუ გვიან მაინც იპოვის მკითხველს.
ან კიდევ საბავშო სიმღერები, კონცერტების ჩანაწერები, რაზეც პატარებს გულისყური გაურბით. ადრე ბასტი-ბუბუ ძალიან პოპულარული იყო. კონცერტებიც ბევრი ქონდათ. თუ არის მათი კონცერტები ლაზერულ დისკებზე ჩაწერილი? -------------------- უფალო შეგვიწყალე
"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს მაშინვე უნდა შველაო." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 10:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი