![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ჯერ ამას უყურეთ და მერე მიირთვით გემრიელად ხინკალი!
![]() Земляне / Earthlings http://www.earthlingsfilm.ru/files/video/earthlings.avi ![]() ამასაც! http://www.youtube.com/watch?v=9JYhlhw7zxw ნებისმიერი პატარა ბავშვი, როცა დაინახავს ცხოველს როგორ კლავენ, არ შეჭამს მას, თუ არ მოატყუეს და არ დააძალეს. ჰოდა საკუთარი თავის მოტყებაა, როცა გვგონია რომ ამ სასაკლაოების არსებობაში ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას. ხორცი ადამიანის საკვებად არაა განკუთვნილი ღმერთის მიერ. ვინც ვერ ძლებს და მაინც ჭამს, მათ გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, მაგრამ თუ სულიერი განვითარება და ღმერთის სიყვარული გვინდა, ცხოველი არ უნდა მოვკლათ! როცა რელიგია არ გიკრძალავს, ეს არ ნიშნავს რომ აუცილებელია ჭამო! მითუმეტეს მსხვერპლშეწირვაც კი აკრძალულია ჭეშმარიტი ქრისტიანობის მიერ. ჩვენი ქართული ტრადიციებიდან კარგი უნდა დავიტოვოთ, ცუდი კი გადავაგდოთ. ყველა ტრადიცია რომ კარგი იყოს, არც ქრისტეს მოსვლა იქნებოდა საჭირო და არც წმინდანები! მარტო ტრადიციებს გავყვებოდით და მიგვიყვანდა ეს სამოთხემდე! თავს იმით ვიმართლებთ, რომ "ცხოველს სული არა აქვს" ეს ცალკე თემაა და ამაზე აქ არ ვიკამათებ. ნახეთ როგორ ტირის ძროხა როცა დასაკლავად მიჰყავთ. "საკუთარი ხელით გამოჭერი ყელი და მერე ჭამე თუ სინდისი არ შეგაწუხებსო" პითაგორა ამბობდა. ბუდას მთავარი მისიაც ცხოველთა კვლის შეჩერება იყო და არა ღმერთის სიყვარულის სწავლება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ცხოველს საკუთარი სიამოვნებისთვის კლავს ღმერთს ვერ შეიყვარებს! მითუმეტეს უანგაროდ! რად უნდა ამას ბუდიზმი და ვედები! ან ფრანცისკო ასიზელი, ან ბევრი სხვა? ვაჟა წაიკითხეთ! ვაჟას ლექსები და მოთხრობები მარტო მხატვრულობისთვის და სილამაზისთვის კი არაა დაწერილი. სწავლებაა ეს პირველ რიგში! გაიღვიძეთ! როცა ცხოველებს კლავენ, შლაკები, რომლებიც ბუნებრივად გამოიყოფიან სისხლის მიმოქცევის საშუალებით, რჩებიან მასში. ის ვინც ჭამს ხორცს, ღებულობს თავის ორგანიზმში ტოქსინებს, რომლებიც უნდა გამოყოფილიყო ცხოველის ორგანიზმიდან შარდთან ერთად. ტექნიკურ განვითარებას მოჰყვა ისიც, რომ დღეს ცხოველის ხორცი შეიცავს ისეთ ქიმიკატებს, როგორიცაა დდტ (რომელიც ყველაზე ძნელად 20-21 დღის შიმშილის შემდეგ გამოიყოფა ორგანიზმიდან), ნატრიუმის სულფატი - იგი წარმოადგენს ერთ-ერთ კანცეროგენს, სინთეტიკური ჰორმონი (დეს), რომელიც აგრეთვე ითვლება კანცეროგენულ ნივთიერებად. საერთოდ ხორცის შემცველი პროდუქტები შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ადაბლებენ იმუნიტეტს და იწვევენ კიბოსა და მეტასტაზების განვითარებას. ხორცისმჭამელობა პირდაპირ კავშირშია გულის დაავადებებთან. ხორცში არსებული ქოლესტერინი გროვდება გულის კუნთების მკვებავ მთავარ სისხლძარღვებში და აჩენს ათეროსკლეროზულ ფოლაქს, რომელიც წინაპირობაა ინფარქტისა. ხორცი შეიცავს 14-ჯერ უფრო ბევრ პესტიციდებს, ვიდრე მცენარეული პროდუქტი. ცხოველის ცილა ითვლება ერთ-ერთ ტოქსიურ პროდუქტად კვებისათვის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სიტყვა ვეგეტარიანელობა ბერძნული სიტყვიდან ვეგეტას-გან მოდის, რაც ნიშნავს "მთლიან სუნთქვას და სიცოცხლეს". ბიბლიის დასაწყისში საკვების შესახებ ღმერთის ნება ასე გამოიხატება: "და თქვა ღმერთმა: და მოგეცით თქვენ ყოველგვარი ბალახი თესლის მქონე, რომელიც არის მთელს მიწაზე და ყოველგვარი ხე ნაყოფის მომცემი. ეს იქნება თქვენი საკვები..." წმინდა ბონავენტურა წერდა წმინდა ფრანჩესკო ასიზელზე: "როცა ის ფიქრობდა ყველა სულიერის შემოქმედზე, ის როგორც არასდროს ივსებოდა მადლიერებით და ის უწოდებდა ღმერთის ყოველ შექმნილს, ყველაზე პატარასაც კი ძმას და დას, რამეთუ იცოდა რომ იგი შექმნა იგივემ, რომელმაც შექმნა იგი თვითონ". "და როცა თქვენ გაამრავლებთ თქვენს ლოცვებს მე გეტყვით არ მესმის: თქვენი ხელები სავსეა სისხლით". (ისაია 1:15_ "საკუთარი დედა გვაჭმევს რძეს ერთი-ორი წელი და ელოდება როდის მოვემსახურებით მას როცა გავიზრდებით. დედა ძროხა არ ელოდება ჩვენგან არაფერს მარცვლეულისა და ბალახის გარდა." (მაჰატმა განდი) "მანამდე სანამ ადამიანი ხოცავს ცხოველებს, მას შეუძლია მოკლას ადამიანიც. ჭეშმარიტად ის ვინც ჭამს დახოცილის თესლს და ტკივილს, ვერ შეიცნობს სიხარულს და სიყვარულს." (პითაგორა) "ჩვენ მოსიარულე სასაფლაო ვართ! მე ჯერ კიდევ ადრეულ ახალგაზრდობაში უარი ვთქვი ხორციან საჭმელზე". (ლეონარდო და ვინჩი) 17. მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი. 18. და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ. 19. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. 20. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა. 21. რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ? (ეკლესიასტე. თავი მესამე) ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო! რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი! (ესაია 1.10-11) ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე! (ესაია 1.15) ვისაუბროთ ამ თემაზე, ოღონდ სერიოზულად და ხუმრობის გარეშე. ეს თემა არაა სახუმარო! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
აკაკი
საშუალებას და უფლებას ღმერთი ყველაფრისას გაძლევს, არჩევანი თავისუფალი გაქვს. სინდისის ხმა იმიტომ მოგცა ღმერთმა რომ მას მიყვე. ასევე მოგცა ცოდნაც, რომ უმჯობესია არ ჭამო ცხოველის ხორცი. სამწუხაროდ ეს ცოდნა ვედებში უფრო დაწვრილებითაა აღწერილი და გაშიფრული (თუ რატომ არ უნდა ვჭამოთ და რას იწვევს ეს) ვიდრე ქრისტიანობაში. თავიდან მეც არ მჯეროდა და მეც ვჭამდი. მერე ჩავატარე ექსპერიმენტი ჩემივე თავზე და ზუსტად გამართლდა ის რაც ვედებში ეწერა. ენერგიაც მეტი მაქვს, მიჯაჭვულობები და ბნელი აზრებიც ნაკლები მაქვს და აგრესია ხო ძალიან შემიმცირდა. და რაც მთავარია ლოცვაც გამიადვილდა უფრო და ენთუზიაზმიც მომემატა. მე მხოლოდ იმას მოვუწოდებ სხვებს, რაც თავად გამოვცადე. ვეგეტარიანელობა არაფერი არაა, თუ სხვამხრივ არ ცხოვრობ სწორად, ჰიტლერიც ვეგეტარიანელი იყო, იცოდა რომ ეს მეტ სულიერ (და გონებრივ) ძალას მისცემდა, მაგრამ რისთვის გამოიყენა ეს ძალა ეს უკვე სხვა საქმეა. ვედებში და არა მარტო ვედებში, სხვა რელიგიებშიც ცალსახადაა ნათქვამი, რომ ის ვინც ხორცს ჭამს, ღმერთს მთელი გულით ვერ შეიყვარებს. პირველი მცნება კი ეს უკანასკნელია და აქედან გამომდინარეობს სხვა დანარჩენიც. რა გვიშლის ხელს რომ სულ ვიმარხულოთ ხორცზე და მივიღოთ რძის პროდუქტი, რომელიც სრულიად ცვლის ხორცს და ყველა საჭირო ნივთიერებას შეიცავს? ჩვევა, ინფორმაციის არ ქონა და მცდარი ინფორმაციის ჩანერგვა ბავშვობიდან! გული ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას გვკარნახობს. ჰოდა გააცნობიერეთ რომ ხორცის ჭამა და მისი მოკვლა ერთმანეთთანაა დაკავშირებული და როცა ხორცს ჭამთ წარმოიდგინეთ მთელი ის პროცესი, რაც ცხოველის დაკვლის დროს ხდება. იმიტომაც გვაქვს გაქვავებული გულები რომ სინდისს ყურს აღარ ვუგდებთ და ილუზიებში ვართ. პროფესიონალი "ქილერის" სტრატეგიაა ეს: თავისი მსხვერპლი უსულო მანეკენად მიაჩნია, რომ მერე სინდისმა აღარ შეაწუხოს. როცა ვჭამთ ხორცს, გონებაში და ქვეცნობიერში გადადის აგრესია. სულიერებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ ეს იწვევს დაავადებებსაც მომავალში. კი ბატონო, ლოცვა, მონანიება და კეთუილი საქმეები ნაწილობრივ აბათილებს ამ ცოდვას მაგრამ რატომ უნდა მივუმატოთ ეს ცოდვები ისედაც ცოდვილ ხასიათს? არც ისეთი ბედნიერები არიან ხბოები დაკვლის დროს, როგორც ძეხვის შეფუთვაზე არიან დახატულები. მასიურ ილუზიაში და სიბნელეში ვართ და ცოტა გამოვფხიზლდეთ ჯობია. არაფერ შუაშია აქ რელიგია, საღი აზრია ეს და გამოცდილება მალაპარაკებს. ყველა რელიგიას აქვს გარკვეული შეზღუდვა: ინდოეთში ძროხაა წმინდა ცხოველი და არ ჭამენ, იუდეველები და მუსულმანები ღორს არ ჭამენ. ჩვენ ქრისტიანები ისეთი სუფთები ვართ ყველაფერი შეგვიძლია ვჭამოთ! ქრისტე ხო ეწამა ჩვენთვის, ჰოდა მაგის უფლებაც გვაქვს! ინდოეთში ჩინელებს ძაღლიჭამიებს ეძახიან და ყველაზე მდაბალ და ბინძურ რასად თვლიან! მალე ძაღლებზეც გადავალთ ალბათ! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th July 2025 - 07:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი