![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ჯერ ამას უყურეთ და მერე მიირთვით გემრიელად ხინკალი!
![]() Земляне / Earthlings http://www.earthlingsfilm.ru/files/video/earthlings.avi ![]() ამასაც! http://www.youtube.com/watch?v=9JYhlhw7zxw ნებისმიერი პატარა ბავშვი, როცა დაინახავს ცხოველს როგორ კლავენ, არ შეჭამს მას, თუ არ მოატყუეს და არ დააძალეს. ჰოდა საკუთარი თავის მოტყებაა, როცა გვგონია რომ ამ სასაკლაოების არსებობაში ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას. ხორცი ადამიანის საკვებად არაა განკუთვნილი ღმერთის მიერ. ვინც ვერ ძლებს და მაინც ჭამს, მათ გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, მაგრამ თუ სულიერი განვითარება და ღმერთის სიყვარული გვინდა, ცხოველი არ უნდა მოვკლათ! როცა რელიგია არ გიკრძალავს, ეს არ ნიშნავს რომ აუცილებელია ჭამო! მითუმეტეს მსხვერპლშეწირვაც კი აკრძალულია ჭეშმარიტი ქრისტიანობის მიერ. ჩვენი ქართული ტრადიციებიდან კარგი უნდა დავიტოვოთ, ცუდი კი გადავაგდოთ. ყველა ტრადიცია რომ კარგი იყოს, არც ქრისტეს მოსვლა იქნებოდა საჭირო და არც წმინდანები! მარტო ტრადიციებს გავყვებოდით და მიგვიყვანდა ეს სამოთხემდე! თავს იმით ვიმართლებთ, რომ "ცხოველს სული არა აქვს" ეს ცალკე თემაა და ამაზე აქ არ ვიკამათებ. ნახეთ როგორ ტირის ძროხა როცა დასაკლავად მიჰყავთ. "საკუთარი ხელით გამოჭერი ყელი და მერე ჭამე თუ სინდისი არ შეგაწუხებსო" პითაგორა ამბობდა. ბუდას მთავარი მისიაც ცხოველთა კვლის შეჩერება იყო და არა ღმერთის სიყვარულის სწავლება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ცხოველს საკუთარი სიამოვნებისთვის კლავს ღმერთს ვერ შეიყვარებს! მითუმეტეს უანგაროდ! რად უნდა ამას ბუდიზმი და ვედები! ან ფრანცისკო ასიზელი, ან ბევრი სხვა? ვაჟა წაიკითხეთ! ვაჟას ლექსები და მოთხრობები მარტო მხატვრულობისთვის და სილამაზისთვის კი არაა დაწერილი. სწავლებაა ეს პირველ რიგში! გაიღვიძეთ! როცა ცხოველებს კლავენ, შლაკები, რომლებიც ბუნებრივად გამოიყოფიან სისხლის მიმოქცევის საშუალებით, რჩებიან მასში. ის ვინც ჭამს ხორცს, ღებულობს თავის ორგანიზმში ტოქსინებს, რომლებიც უნდა გამოყოფილიყო ცხოველის ორგანიზმიდან შარდთან ერთად. ტექნიკურ განვითარებას მოჰყვა ისიც, რომ დღეს ცხოველის ხორცი შეიცავს ისეთ ქიმიკატებს, როგორიცაა დდტ (რომელიც ყველაზე ძნელად 20-21 დღის შიმშილის შემდეგ გამოიყოფა ორგანიზმიდან), ნატრიუმის სულფატი - იგი წარმოადგენს ერთ-ერთ კანცეროგენს, სინთეტიკური ჰორმონი (დეს), რომელიც აგრეთვე ითვლება კანცეროგენულ ნივთიერებად. საერთოდ ხორცის შემცველი პროდუქტები შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ადაბლებენ იმუნიტეტს და იწვევენ კიბოსა და მეტასტაზების განვითარებას. ხორცისმჭამელობა პირდაპირ კავშირშია გულის დაავადებებთან. ხორცში არსებული ქოლესტერინი გროვდება გულის კუნთების მკვებავ მთავარ სისხლძარღვებში და აჩენს ათეროსკლეროზულ ფოლაქს, რომელიც წინაპირობაა ინფარქტისა. ხორცი შეიცავს 14-ჯერ უფრო ბევრ პესტიციდებს, ვიდრე მცენარეული პროდუქტი. ცხოველის ცილა ითვლება ერთ-ერთ ტოქსიურ პროდუქტად კვებისათვის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სიტყვა ვეგეტარიანელობა ბერძნული სიტყვიდან ვეგეტას-გან მოდის, რაც ნიშნავს "მთლიან სუნთქვას და სიცოცხლეს". ბიბლიის დასაწყისში საკვების შესახებ ღმერთის ნება ასე გამოიხატება: "და თქვა ღმერთმა: და მოგეცით თქვენ ყოველგვარი ბალახი თესლის მქონე, რომელიც არის მთელს მიწაზე და ყოველგვარი ხე ნაყოფის მომცემი. ეს იქნება თქვენი საკვები..." წმინდა ბონავენტურა წერდა წმინდა ფრანჩესკო ასიზელზე: "როცა ის ფიქრობდა ყველა სულიერის შემოქმედზე, ის როგორც არასდროს ივსებოდა მადლიერებით და ის უწოდებდა ღმერთის ყოველ შექმნილს, ყველაზე პატარასაც კი ძმას და დას, რამეთუ იცოდა რომ იგი შექმნა იგივემ, რომელმაც შექმნა იგი თვითონ". "და როცა თქვენ გაამრავლებთ თქვენს ლოცვებს მე გეტყვით არ მესმის: თქვენი ხელები სავსეა სისხლით". (ისაია 1:15_ "საკუთარი დედა გვაჭმევს რძეს ერთი-ორი წელი და ელოდება როდის მოვემსახურებით მას როცა გავიზრდებით. დედა ძროხა არ ელოდება ჩვენგან არაფერს მარცვლეულისა და ბალახის გარდა." (მაჰატმა განდი) "მანამდე სანამ ადამიანი ხოცავს ცხოველებს, მას შეუძლია მოკლას ადამიანიც. ჭეშმარიტად ის ვინც ჭამს დახოცილის თესლს და ტკივილს, ვერ შეიცნობს სიხარულს და სიყვარულს." (პითაგორა) "ჩვენ მოსიარულე სასაფლაო ვართ! მე ჯერ კიდევ ადრეულ ახალგაზრდობაში უარი ვთქვი ხორციან საჭმელზე". (ლეონარდო და ვინჩი) 17. მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი. 18. და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ. 19. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. 20. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა. 21. რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ? (ეკლესიასტე. თავი მესამე) ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო! რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი! (ესაია 1.10-11) ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე! (ესაია 1.15) ვისაუბროთ ამ თემაზე, ოღონდ სერიოზულად და ხუმრობის გარეშე. ეს თემა არაა სახუმარო! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
აქვე დავამატებ, რომ ძროხის რძე არის სიცოცხლის ელექსირი. ოღონდ უნდა მიიღოთ მხოლოდ საღამოს ან ძილის წინ. მზის აქტიურ პერიოდში არ შეიძლება. და უნდა მიიღოთ აუცილებლად ცხელი. აღადგენს იმუნიტეტს, ამშვიდებს და აძლიერებს გონებას და ანვითარებს გონების ნატიფ სტრუქტურებს, რომლებიც პასუხს აგებენ სულიერ ხედვაზე და "ძნელად დასაღეჭი" სულიერი ინფორმაციის გადამუშავებაზე. რძე ითვლება ყველაზე ღვთიურ პროდუქტად. ოღონდ თან რძის დალევა და თან ძროხის ხორცის ჭამა ცოტა არ იყოს უმადურობაა.
ვედურ წინასწარმეტყველებებში წერია, რომ კალი იუგაში დემონები შეეცდებიან გამოიწვიონ ძროხების მაქსიმალური ხოცვა და განადგურება. არც ისაა შემთხვევითი რომ რამდენჯერმე დაფიქსირდა მფრინავი თეფშების მიერ ძროხის ფერმების მასობრივი განადგურება (ამერიკაში). არაა ხალხო ეს ზღაპრები და ვისაც კიდევ გჯერათ რომ სიცოცხლე მარტო დედამიწაზეა ჩვენ ბოდიში... ვედებში უაზროდ და შემთხვევით არასოდეს არაფერი წერია. ვიკვლევ ამ ცოდნას და დაუსაბუთევბლად რომ არაფერს ვიტყვი და ბრმად ვინც მიცნობს კი უნდა მიხვდეს ამას. თქვენი აზრით რატომაა ძროხის ნაკელი ყველა სხვა ცხოველის განავალისგან იმით გამორჩეული რომ მყრალი სუნი არ ასდის და არ ფუჭდება? ითვლება რომ ძროხა წმინდა ცხოველია და მისი ნაკელიც წმინდაა. ნაკელით სახლებს წმენდენ ინდოეთში, ყველანაირ სუნს აქრობს, სიგრილის შეგრძნებას ტოვებს და ბოროტი სულებისგანაც კი წმინდავს. გამოკვლვებიც ჩატარდა ამაზე და დადგინდა რომ ძროხის ნაკელში ბაქტერიები ვერ მრავლდებიან. მთაში ჩვენთან საწვავადაც ხმარობენ. მოკლედ შემთხვევით არ ითვლება ძროხა წმინდა ცხოველად. ერთადერთი წმინდა ცხოველია სხვა ცხოველთა შორის და მაგის ხორცის ჭამას მაინც მოერიდეთ. terra ციტატა ამაში გეთანხმები უდაოდ და ერთმნიშვნელოვნად.იმაში კი არა, რომ ხორცი საერთოდ არ უნდა მივირთვათ.ზომიერად ყველაფრის ჭამა შეიძლება. კი ბატონო, თუ ხორცის გარეშე ვერ ძლებთ მიირთვით ზომიერად თევზი, ქათამი. მაგრამ ძროხის ხორცზე გირჩევთ საბოლოოდ თქვათ უარი. ზემოთ ავხსენი რატომაც და კიდევ უსასრულოდ შემიძლია ვილაპარაკო ძროხაზე... ღორი კი უბრალოდ ძალიან ბინძურია და სულსაც აბინძურებს და თუ გნებავთ სულის ზომიერად დაბინძურება თქვენი ნებაა... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 02:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი