![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ჯერ ამას უყურეთ და მერე მიირთვით გემრიელად ხინკალი!
![]() Земляне / Earthlings http://www.earthlingsfilm.ru/files/video/earthlings.avi ![]() ამასაც! http://www.youtube.com/watch?v=9JYhlhw7zxw ნებისმიერი პატარა ბავშვი, როცა დაინახავს ცხოველს როგორ კლავენ, არ შეჭამს მას, თუ არ მოატყუეს და არ დააძალეს. ჰოდა საკუთარი თავის მოტყებაა, როცა გვგონია რომ ამ სასაკლაოების არსებობაში ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას. ხორცი ადამიანის საკვებად არაა განკუთვნილი ღმერთის მიერ. ვინც ვერ ძლებს და მაინც ჭამს, მათ გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, მაგრამ თუ სულიერი განვითარება და ღმერთის სიყვარული გვინდა, ცხოველი არ უნდა მოვკლათ! როცა რელიგია არ გიკრძალავს, ეს არ ნიშნავს რომ აუცილებელია ჭამო! მითუმეტეს მსხვერპლშეწირვაც კი აკრძალულია ჭეშმარიტი ქრისტიანობის მიერ. ჩვენი ქართული ტრადიციებიდან კარგი უნდა დავიტოვოთ, ცუდი კი გადავაგდოთ. ყველა ტრადიცია რომ კარგი იყოს, არც ქრისტეს მოსვლა იქნებოდა საჭირო და არც წმინდანები! მარტო ტრადიციებს გავყვებოდით და მიგვიყვანდა ეს სამოთხემდე! თავს იმით ვიმართლებთ, რომ "ცხოველს სული არა აქვს" ეს ცალკე თემაა და ამაზე აქ არ ვიკამათებ. ნახეთ როგორ ტირის ძროხა როცა დასაკლავად მიჰყავთ. "საკუთარი ხელით გამოჭერი ყელი და მერე ჭამე თუ სინდისი არ შეგაწუხებსო" პითაგორა ამბობდა. ბუდას მთავარი მისიაც ცხოველთა კვლის შეჩერება იყო და არა ღმერთის სიყვარულის სწავლება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ცხოველს საკუთარი სიამოვნებისთვის კლავს ღმერთს ვერ შეიყვარებს! მითუმეტეს უანგაროდ! რად უნდა ამას ბუდიზმი და ვედები! ან ფრანცისკო ასიზელი, ან ბევრი სხვა? ვაჟა წაიკითხეთ! ვაჟას ლექსები და მოთხრობები მარტო მხატვრულობისთვის და სილამაზისთვის კი არაა დაწერილი. სწავლებაა ეს პირველ რიგში! გაიღვიძეთ! როცა ცხოველებს კლავენ, შლაკები, რომლებიც ბუნებრივად გამოიყოფიან სისხლის მიმოქცევის საშუალებით, რჩებიან მასში. ის ვინც ჭამს ხორცს, ღებულობს თავის ორგანიზმში ტოქსინებს, რომლებიც უნდა გამოყოფილიყო ცხოველის ორგანიზმიდან შარდთან ერთად. ტექნიკურ განვითარებას მოჰყვა ისიც, რომ დღეს ცხოველის ხორცი შეიცავს ისეთ ქიმიკატებს, როგორიცაა დდტ (რომელიც ყველაზე ძნელად 20-21 დღის შიმშილის შემდეგ გამოიყოფა ორგანიზმიდან), ნატრიუმის სულფატი - იგი წარმოადგენს ერთ-ერთ კანცეროგენს, სინთეტიკური ჰორმონი (დეს), რომელიც აგრეთვე ითვლება კანცეროგენულ ნივთიერებად. საერთოდ ხორცის შემცველი პროდუქტები შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ადაბლებენ იმუნიტეტს და იწვევენ კიბოსა და მეტასტაზების განვითარებას. ხორცისმჭამელობა პირდაპირ კავშირშია გულის დაავადებებთან. ხორცში არსებული ქოლესტერინი გროვდება გულის კუნთების მკვებავ მთავარ სისხლძარღვებში და აჩენს ათეროსკლეროზულ ფოლაქს, რომელიც წინაპირობაა ინფარქტისა. ხორცი შეიცავს 14-ჯერ უფრო ბევრ პესტიციდებს, ვიდრე მცენარეული პროდუქტი. ცხოველის ცილა ითვლება ერთ-ერთ ტოქსიურ პროდუქტად კვებისათვის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სიტყვა ვეგეტარიანელობა ბერძნული სიტყვიდან ვეგეტას-გან მოდის, რაც ნიშნავს "მთლიან სუნთქვას და სიცოცხლეს". ბიბლიის დასაწყისში საკვების შესახებ ღმერთის ნება ასე გამოიხატება: "და თქვა ღმერთმა: და მოგეცით თქვენ ყოველგვარი ბალახი თესლის მქონე, რომელიც არის მთელს მიწაზე და ყოველგვარი ხე ნაყოფის მომცემი. ეს იქნება თქვენი საკვები..." წმინდა ბონავენტურა წერდა წმინდა ფრანჩესკო ასიზელზე: "როცა ის ფიქრობდა ყველა სულიერის შემოქმედზე, ის როგორც არასდროს ივსებოდა მადლიერებით და ის უწოდებდა ღმერთის ყოველ შექმნილს, ყველაზე პატარასაც კი ძმას და დას, რამეთუ იცოდა რომ იგი შექმნა იგივემ, რომელმაც შექმნა იგი თვითონ". "და როცა თქვენ გაამრავლებთ თქვენს ლოცვებს მე გეტყვით არ მესმის: თქვენი ხელები სავსეა სისხლით". (ისაია 1:15_ "საკუთარი დედა გვაჭმევს რძეს ერთი-ორი წელი და ელოდება როდის მოვემსახურებით მას როცა გავიზრდებით. დედა ძროხა არ ელოდება ჩვენგან არაფერს მარცვლეულისა და ბალახის გარდა." (მაჰატმა განდი) "მანამდე სანამ ადამიანი ხოცავს ცხოველებს, მას შეუძლია მოკლას ადამიანიც. ჭეშმარიტად ის ვინც ჭამს დახოცილის თესლს და ტკივილს, ვერ შეიცნობს სიხარულს და სიყვარულს." (პითაგორა) "ჩვენ მოსიარულე სასაფლაო ვართ! მე ჯერ კიდევ ადრეულ ახალგაზრდობაში უარი ვთქვი ხორციან საჭმელზე". (ლეონარდო და ვინჩი) 17. მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი. 18. და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ. 19. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. 20. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა. 21. რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ? (ეკლესიასტე. თავი მესამე) ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო! რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი! (ესაია 1.10-11) ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე! (ესაია 1.15) ვისაუბროთ ამ თემაზე, ოღონდ სერიოზულად და ხუმრობის გარეშე. ეს თემა არაა სახუმარო! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ვაჟა-ფშაველა
"გველისმჭამელი" (ნაწყვეტი) ...როცა კი გაზაფხულდება, გამოიღვიძებს ქვეყანა: სილაღე, სიმხიარულე დასეირნობენ ყველგანა, გაჩნდება ჩირთი, ყვავილნი ეკონებიან მწვანესა, მინდია გაფაციცებით სულ მიმოივლის მთა-ველსა. ყველა მცენარეს და მღილსა ის ეგებება სალმითა, ბუნებაც "ვაშას" უძახის მდიდრულად მორთულს ალმითა. ყვავილნი ყელგადაგდებით, დახატულები კალმითა, "- მინდიას გაუმარჯოსო", - ერთხმად ასტეხენ ჟიჟინსა, ხეები ფოთლებს არხევენ, ბუნება იწყებს ბიბინსა. და მერე სათითაოდა ყველა მოჰყვება ტიტინსა: " - მე ვარო ამის წამალი"; - სხვა გაიძახის - "იმისა"; - მინდიაც მოსწყვეტს, თან მიაქვს ჯერ ზედ ნამი აქვს დილისა. თურმე ზნედა სჭირთ ყვავილთა: ოღონდ ეწამლონ სნეულთა, სიცოცხლით გაფუფუნებულს არად აგდებენ სხეულთა; სალხინოდ ჰსახვენმ კაცთ სარგოდ, ძვალ-ხორცთა ჩამორღვეულთა. ყვავილთ ეს ზნე სჭირთ და ხეებს თურმე მოუვათ ტირილი; მარტოკა მინდიას ესმის მათი კვნესა და ჩივილი. ამისგან მისი ცხოვრება ძალიან დაცარულია: მივიდა ხესთან ცულითა, სთქვა: "უნდა მოვჭრა ესაო!" - შემოჰკრავს ცულსა და ამ დროს ხის შემოესმა კვნესაო: "ნუ მომკლავ ჩემო მინდიავ, ნუ დამიბნელებ მზესაო, უიარაღო რომა ვარ, მიტომ მიბრიყვებ ხესაო?!" დაუდუნდება მკლავები, შტერად გაჰხედნებს ზეცასა. სხვა ხეს მიჰმართავს, ის უფრო მეტად დაიწყებს კვნესასა. ხელცარიელი წამოვა, ვერ მოიყოლებს შეშასა, და რომ ღველფზედა არ გაჰქრეს ცეცხლი, აანთებს თივასა ან ჩალას, გამხმარ ჯოყრებსა: თან მიაშველებს წივასა: თუ სად ხმელ წიწკრებს იპოვნის, არც დაიწუნებს იმასა. მაინც ღმერთს ჰმადლობს, მაინცა, საღამოსა და დილასა. სხვებსაც მას ურჩევს: - "კაცებო, მოდით, ნუ ჰშვრებით ცოდვასა; ნუ მასჭრით ხესა, დავჯერდეთ ჯოყრებს, ხმელს წიწკრებს ცოტასა." - არავინ უსმენს, არქმევენ ამგვარ მის რჩევას ბოდვასა. "- ღმერთს ჩვენთვის გაუჩენია სარგოდა, მოსახმარადა!" - და დღესაც არავინ ჰზოგავს ვერხვ-წიფელს მოსაკლავადა... ...ხევსურთ შეჰხედეს ერთმანეთს გაოცებულის თვალითა: ნუთუ ასეთი ცოდნაო იქნება კაცის ძალითა? დარწმუნდნენ იმის ცოდნაში, საქმე წინ ედვა ყველასა, მაგრამნ ნაგრძნობსა გულითა გონებით ჰშველენ ვერასა: ბალახსა სთიბენ, ნადირს ჰკვლენ, შეშით ანთებენ კერასა. ქათმის ხორცს რა შეაძულებს, თქვენვე მითხარით, მელასა?! ვინ ჩამოჯდება ღველფზედა, თუ ზედ არ ჰხედავს ძელასა?!" ესეც აღმოსავლური ბოდვაა?! თუ ესეც სექტანტური აზროვნებაა?! თუ მხოლოდ ლამაზი სიტყვები და დრამატურგიაა, ვაჟას ფანტაზიაა, რომელსაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო?! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 01:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი