IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> არა კლა!, და არ ჭამო მოკლული!
Atman
პოსტი Apr 5 2010, 10:34 AM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ჯერ ამას უყურეთ და მერე მიირთვით გემრიელად ხინკალი! smile.gif

Земляне / Earthlings

http://www.earthlingsfilm.ru/files/video/earthlings.avi

IPB-ს სურათი


ამასაც!

http://www.youtube.com/watch?v=9JYhlhw7zxw

ნებისმიერი პატარა ბავშვი, როცა დაინახავს ცხოველს როგორ კლავენ, არ შეჭამს მას, თუ არ მოატყუეს და არ დააძალეს. ჰოდა საკუთარი თავის მოტყებაა, როცა გვგონია რომ ამ სასაკლაოების არსებობაში ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას.

ხორცი ადამიანის საკვებად არაა განკუთვნილი ღმერთის მიერ. ვინც ვერ ძლებს და მაინც ჭამს, მათ გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, მაგრამ თუ სულიერი განვითარება და ღმერთის სიყვარული გვინდა, ცხოველი არ უნდა მოვკლათ!

როცა რელიგია არ გიკრძალავს, ეს არ ნიშნავს რომ აუცილებელია ჭამო! მითუმეტეს მსხვერპლშეწირვაც კი აკრძალულია ჭეშმარიტი ქრისტიანობის მიერ. ჩვენი ქართული ტრადიციებიდან კარგი უნდა დავიტოვოთ, ცუდი კი გადავაგდოთ. ყველა ტრადიცია რომ კარგი იყოს, არც ქრისტეს მოსვლა იქნებოდა საჭირო და არც წმინდანები! მარტო ტრადიციებს გავყვებოდით და მიგვიყვანდა ეს სამოთხემდე!

თავს იმით ვიმართლებთ, რომ "ცხოველს სული არა აქვს" ეს ცალკე თემაა და ამაზე აქ არ ვიკამათებ. ნახეთ როგორ ტირის ძროხა როცა დასაკლავად მიჰყავთ. "საკუთარი ხელით გამოჭერი ყელი და მერე ჭამე თუ სინდისი არ შეგაწუხებსო" პითაგორა ამბობდა. ბუდას მთავარი მისიაც ცხოველთა კვლის შეჩერება იყო და არა ღმერთის სიყვარულის სწავლება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ცხოველს საკუთარი სიამოვნებისთვის კლავს ღმერთს ვერ შეიყვარებს! მითუმეტეს უანგაროდ!

რად უნდა ამას ბუდიზმი და ვედები! ან ფრანცისკო ასიზელი, ან ბევრი სხვა? ვაჟა წაიკითხეთ! ვაჟას ლექსები და მოთხრობები მარტო მხატვრულობისთვის და სილამაზისთვის კი არაა დაწერილი. სწავლებაა ეს პირველ რიგში! გაიღვიძეთ!

როცა ცხოველებს კლავენ, შლაკები, რომლებიც ბუნებრივად გამოიყოფიან სისხლის მიმოქცევის საშუალებით, რჩებიან მასში. ის ვინც ჭამს ხორცს, ღებულობს თავის ორგანიზმში ტოქსინებს, რომლებიც უნდა გამოყოფილიყო ცხოველის ორგანიზმიდან შარდთან ერთად. ტექნიკურ განვითარებას მოჰყვა ისიც, რომ დღეს ცხოველის ხორცი შეიცავს ისეთ ქიმიკატებს, როგორიცაა დდტ (რომელიც ყველაზე ძნელად 20-21 დღის შიმშილის შემდეგ გამოიყოფა ორგანიზმიდან), ნატრიუმის სულფატი - იგი წარმოადგენს ერთ-ერთ კანცეროგენს, სინთეტიკური ჰორმონი (დეს), რომელიც აგრეთვე ითვლება კანცეროგენულ ნივთიერებად. საერთოდ ხორცის შემცველი პროდუქტები შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ადაბლებენ იმუნიტეტს და იწვევენ კიბოსა და მეტასტაზების განვითარებას.

ხორცისმჭამელობა პირდაპირ კავშირშია გულის დაავადებებთან. ხორცში არსებული ქოლესტერინი გროვდება გულის კუნთების მკვებავ მთავარ სისხლძარღვებში და აჩენს ათეროსკლეროზულ ფოლაქს, რომელიც წინაპირობაა ინფარქტისა. ხორცი შეიცავს 14-ჯერ უფრო ბევრ პესტიციდებს, ვიდრე მცენარეული პროდუქტი. ცხოველის ცილა ითვლება ერთ-ერთ ტოქსიურ პროდუქტად კვებისათვის.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სიტყვა ვეგეტარიანელობა ბერძნული სიტყვიდან ვეგეტას-გან მოდის, რაც ნიშნავს "მთლიან სუნთქვას და სიცოცხლეს".

ბიბლიის დასაწყისში საკვების შესახებ ღმერთის ნება ასე გამოიხატება: "და თქვა ღმერთმა: და მოგეცით თქვენ ყოველგვარი ბალახი თესლის მქონე, რომელიც არის მთელს მიწაზე და ყოველგვარი ხე ნაყოფის მომცემი. ეს იქნება თქვენი საკვები..."

წმინდა ბონავენტურა წერდა წმინდა ფრანჩესკო ასიზელზე: "როცა ის ფიქრობდა ყველა სულიერის შემოქმედზე, ის როგორც არასდროს ივსებოდა მადლიერებით და ის უწოდებდა ღმერთის ყოველ შექმნილს, ყველაზე პატარასაც კი ძმას და დას, რამეთუ იცოდა რომ იგი შექმნა იგივემ, რომელმაც შექმნა იგი თვითონ".


"და როცა თქვენ გაამრავლებთ თქვენს ლოცვებს მე გეტყვით არ მესმის: თქვენი ხელები სავსეა სისხლით". (ისაია 1:15_

"საკუთარი დედა გვაჭმევს რძეს ერთი-ორი წელი და ელოდება როდის მოვემსახურებით მას როცა გავიზრდებით. დედა ძროხა არ ელოდება ჩვენგან არაფერს მარცვლეულისა და ბალახის გარდა." (მაჰატმა განდი)

"მანამდე სანამ ადამიანი ხოცავს ცხოველებს, მას შეუძლია მოკლას ადამიანიც. ჭეშმარიტად ის ვინც ჭამს დახოცილის თესლს და ტკივილს, ვერ შეიცნობს სიხარულს და სიყვარულს." (პითაგორა)

"ჩვენ მოსიარულე სასაფლაო ვართ! მე ჯერ კიდევ ადრეულ ახალგაზრდობაში უარი ვთქვი ხორციან საჭმელზე". (ლეონარდო და ვინჩი)

17. მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი.

18. და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ.

19. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა.

20. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა.

21. რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ?

(ეკლესიასტე. თავი მესამე)


ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო!

რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი!

(ესაია 1.10-11)


ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!

(ესაია 1.15)



ვისაუბროთ ამ თემაზე, ოღონდ სერიოზულად და ხუმრობის გარეშე. ეს თემა არაა სახუმარო!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
Atman
პოსტი Apr 6 2010, 11:28 AM
პოსტი #2


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



terra
ციტატა
რა ცოდნა და ხედვა, ჩემო კარგო, ნაგავი ვერ გაგვიტანია საკუთარი გულებიდან და ძროხა, მანტრა და ნაკელი გვიშველის ჩვენ?


ჰოდა თან გაიტანე ნაგავი, თან ახალს ნუ შეუშვებ.

ციტატა
და ბიბლიის ''გაცნობიერებულად'' და ''ნათლად'' კითხვას რაც შეეხება, სწორედ ასე წარმოიშვა ამ ქვეყნად სექტების კასკადი.საკუთარი ''ხედვით'', ''ცოდნით'' და შეხედულებებით.


საკუთარი შეხედულებები კი არა ავტორიტეტული და გამოცდილი შეხედულებების სწორად დანახვის და აღქმის უნარი გამიუმჯობესდა თორე მე ჩემსას არაფერს არ ვიგონებ.

უსამართლო ხარ ტერრა ჩემს მიმართ. თან ისეთ რაღაცეებზე მეკამათები რაც არ გესმის. შენი რწმენა გაქვს და მიყევი ბოლომდე, მაგრამ რატომ ეწინააღმდეგები ჩემ სიტყვებს გაუცნობიერებლად და ბრმად, როცა არ გამოგიცდია და არ გამოგიკვლევია?

მე ძალიან პრაქტიკულ და "მიწიერ" რაღაცეებს გთავაზობთ. ანა ბანას, საიდანაც იწყება სულიერი ცხოვრება. თუ არ მოგწონს შენი ნებაა, მაგრამ დაუსაბუთებლად და მხოლოდ სხვების ასევე დაუსაბუთებელ ნათქვამზე დაყრდნობით კამათს აზრი არა აქვს.

მართლმადიდებლური ფორუმი რომაა და წესით ღმერთის სიყვარულისკენ რომ უნდა მიდიოდეს ამ ფორუმის წევრი, იმიტომაც ვარ აქ, თორე ფორუმ.გე-ზე სასაცილოდაც არ ეყოფოდათ ეს ყველაფერი. ვფიქრობ არც აქაა დიდად განსხვავებული სიტუაცია.

მანტრაზე და ლოცვაზე არაფერს ვამბობ ამ თემაში. ელემენტარულზე ვლაპარაკობ. ის ვინც ხორცს ჭამს საკუთარი სიამოვნების გულისთვის, ვერასოდეს ვერ შეიყვარებს ღმერთს მთელი გულით. თუ არ გინდათ შეყვარება ეს უკვე თქვენი არჩევანია და თქვენი გადასაწყვეტი. ისევ ვიმეორებ. ბიბლიური ციტატების მოყვანა თავის გამართლებას უფრო გავს ამ შემთხვევაში.

ეწინააღმდეგება ქრისტიანობას ხორცის არ ჭამა?!

დანარჩენს, რასაც ძროხაზე და ვედებზე ვლაპარაკობ, მხოლოდ ის მიზანი აქვს რომ შეძლებისდაგვარად დაგისაბუთოთ ხორცის ჭამის მავნეობა.

მე ჩემ ვალს ვიხდი ღმერთის წინაშე და ინფორმაციას გაწვდით. თქვენც მერე სათქმელი არ გექნებათ არ ვიცოდითო.

კი ბატონო, თუ გაიღებთ დიდ ღვაწლს ღმერთის წინაშე, მაშინ ხორცის ჭამაც ისეთი ცოდვა აღარ იქნება, მაგრამ რომელი ჩვენგანია ისეთი სუფთა, რომ ეს ცოდვა ნაკლებადმნიშვნელოვანი იყოს და არ ამძიმებდეს? ცოტა რეალურად იაზროვნეთ რა! არაა ეს თემა სახუმარო-თქო ვიმეორებ! და არც სენტიმენტების დროა: ხინკალზე უარს რაფერ ვიტყვი, იფ იფ რა ჯობია კაი მწვადს და ა.შ. ეს ყველაფერი ბავშვობიდან ჩადებული თითქოს უწყინარი პროგრამებია ჩვენს გონებაში და დროა გავიღვიძოთ! ყველა ტრადიცია არაა კარგი და შესანარჩუნებელი. გინდათ მიწიერად ცხოვრება? კი ბატონო, ოღონდ მერე ღმერთთან პრეტენზიები ნაკლებად...

ბოდიშს ვიხდი აღელვებისთვის... smile.gif

ლეონტი
ციტატა
გასათვალისწინებელია, რომ თუ საჭიროება სასიცოცხლო არ არის არ უნდა ხოცო.


აბა მე სხვა რამე ვთქვი? სასიცოცხლო აუცილებლობაა ხორცის ჭამა საქართველოში? სხვა საჭმელი დაილია?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 6 2010, 12:08 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Atman @ Apr 6 2010, 11:28 AM) *

ბოდიშს ვიხდი აღელვებისთვის... smile.gif

smile.gif) მშვიდობით ვიყოთ.

უკვე გითხარი, რომ კეთილგანწყობა მაქვს შენს მიმართ და მეც მომიტევე, თუ გადავამლაშე smile.gif

უბრალოდ, სხვა და სხვა ენებზე ვსაუბრობთ cool.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Atman   არა კლა!   Apr 5 2010, 10:34 AM
terra   ყოველი, რომელი სამ...   Apr 5 2010, 01:45 PM
Atman   terra ჩინეთში დელიკატ...   Apr 5 2010, 01:53 PM
აკაკი   Atman ღმერთი გვაძლევს ...   Apr 5 2010, 05:04 PM
Atman   აკაკი საშუალებას ...   Apr 5 2010, 05:29 PM
terra   Atman შენ ფაქტობრივად...   Apr 5 2010, 08:23 PM
Atman   terra მეტი არგუმენტი ...   Apr 5 2010, 08:31 PM
terra   Atman არგუმენტაცია სა...   Apr 5 2010, 09:01 PM
Atman   terra ჰოდა მეც მაგას ვ...   Apr 5 2010, 09:11 PM
terra   terra ჰოდა მეც მაგას ვ...   Apr 5 2010, 09:15 PM
ა ნ უ კ ა   აი ეხლა ვჭამე და ვკ...   Apr 5 2010, 09:12 PM
აკაკი   Atman ეხლა შენ რას ამბ...   Apr 5 2010, 09:19 PM
Atman   terra პოზიტივი კი არა ...   Apr 5 2010, 09:33 PM
terra   მოუკელით ხორცის ჭ...   Apr 5 2010, 10:05 PM
ikanosi   :D რამე იცი და გვიმა...   Apr 5 2010, 09:36 PM
Atman   ikanosi კონფიდენციალნ...   Apr 5 2010, 09:42 PM
Atman   აქვე დავამატებ, რო...   Apr 5 2010, 10:11 PM
abo   ძროხა გასაგებია, მ...   Apr 5 2010, 11:14 PM
terra   ითვლება რომ ძროხა ...   Apr 5 2010, 11:29 PM
KAIROS   ესეც შემდეგი თემა, ...   Apr 6 2010, 03:24 AM
Atman   abo ხარი ვედებში თა...   Apr 6 2010, 07:11 AM
Atman   KAIROS გაიტანეთ რა ეს ...   Apr 6 2010, 07:27 AM
guest1   Atman ხორცს რომ ჭამდი ...   Apr 6 2010, 07:57 AM
terra   მე პირადად არავის...   Apr 6 2010, 11:08 AM
Atman   guest1 ლობიოზეც კარგა...   Apr 6 2010, 08:35 AM
Atman   კიდევ ერთი ფილმი ც...   Apr 6 2010, 10:45 AM
ლეონტი   ეგ აღმოსავლური რელ...   Apr 6 2010, 11:22 AM
Atman   terra ჰოდა თან გაიტან...   Apr 6 2010, 11:28 AM
terra   ბოდიშს ვიხდი აღელ...   Apr 6 2010, 12:08 PM
Atman   ვაჟა-ფშაველა "გვ...   Apr 6 2010, 12:01 PM
Atman   terra იმედია ვაჟას ენ...   Apr 6 2010, 12:24 PM
terra   terra იმედია ვაჟას ენ...   Apr 6 2010, 12:28 PM
Giorgi-   Atman გეთანხმები! მი...   Apr 6 2010, 12:38 PM
Atman   არავინ გეუბნება...   Apr 6 2010, 12:49 PM
terra   მე მინდა გააცნობი...   Apr 6 2010, 12:50 PM
Giorgi-   ძროხას რაც შეეხება...   Apr 6 2010, 12:50 PM
Giorgi-   Atman კი, უბრალოდ როცა...   Apr 6 2010, 12:56 PM
Atman   Giorgi- ხო, ეს სადავო სა...   Apr 6 2010, 01:01 PM
Giorgi-   ისე ხორცის მჭამელე...   Apr 6 2010, 01:04 PM
Atman   პირადად ჩემი მოწოდ...   Apr 6 2010, 01:06 PM
მხევალი ნინო   Atman კაი ეხლა, ადამი...   Apr 6 2010, 01:06 PM
Giorgi-   Atman ალბათ ბევრად მე...   Apr 6 2010, 01:07 PM
მხევალი ნინო   ალბათ გეყოლებიან ...   Apr 6 2010, 01:08 PM
Giorgi-   მხევალი ნინო რაო მ...   Apr 6 2010, 01:09 PM
მხევალი ნინო   Giorgi- გიორგი, ნაწილე...   Apr 6 2010, 01:10 PM
Giorgi-   მხევალი ნინო კი, მ...   Apr 6 2010, 01:13 PM
მხევალი ნინო   Giorgi- ეს უფრო მოქეიფ...   Apr 6 2010, 01:16 PM
Giorgi-   ასევე არ მესმის რო...   Apr 6 2010, 01:17 PM
Atman   მხევალი ნინო კაი ა...   Apr 6 2010, 01:18 PM
მხევალი ნინო   Giorgi- გამჩნევ, გიყვა...   Apr 6 2010, 01:21 PM
Atman   მხევალი ნინო არავ...   Apr 6 2010, 01:21 PM
Giorgi-   მხევალი ნინო ჩემზ...   Apr 6 2010, 01:23 PM
მხევალი ნინო   Atman ზომიერებ ტავს ი...   Apr 6 2010, 01:27 PM
Giorgi-   ეს სულ სხვა საკითხ...   Apr 6 2010, 01:27 PM
მხევალი ნინო   ვაიმეეე ! ეხლა ოპ...   Apr 6 2010, 01:28 PM
Giorgi-   მხევალი ნინო კარგ...   Apr 6 2010, 01:29 PM
Atman   მხევალი ნინო ვისა...   Apr 6 2010, 01:30 PM
მხევალი ნინო   ნუ, ეს ჩიკვაიძეებ...   Apr 6 2010, 01:30 PM
Atman   რა მნიშვნელობა აქ...   Apr 6 2010, 01:31 PM
მხევალი ნინო   Atman ატმან, ვერ გეტყ...   Apr 6 2010, 01:33 PM
Giorgi-   მხევალი ნინო ბავშ...   Apr 6 2010, 01:33 PM
Atman   ანუ სხვას უკვეთავ ...   Apr 6 2010, 01:33 PM
მხევალი ნინო   Atman :lol: :lol: ეგრე გამო...   Apr 6 2010, 01:35 PM
Giorgi-   Atman ეჰ ისე ვაჟაზე გა...   Apr 6 2010, 01:35 PM
Atman   მხევალი ნინო ამ ...   Apr 6 2010, 01:42 PM
Giorgi-   Atman ჩემსავით ყოფილ...   Apr 6 2010, 01:46 PM
ნონა   დავით მეფსალმუნე ...   Apr 6 2010, 02:28 PM
Atman   ეს არის ძალიან კარ...   Apr 6 2010, 02:28 PM
terra   ერთი ღმერთშემოსილ...   Apr 6 2010, 02:28 PM
Atman   ნონა ვაღიარებ რომ ...   Apr 6 2010, 02:31 PM
ნონა   ვაღიარებ რომ ბევრ...   Apr 6 2010, 02:45 PM
Atman   ნონა ამ თემაში არ ...   Apr 6 2010, 03:21 PM
ნონა   ნონა ეს ჩემი პირად...   Apr 6 2010, 03:31 PM
terra   კიდეც არ მიკვირს ს...   Apr 6 2010, 03:37 PM
ნონა   ძროხის ხორცს მიეძ...   Apr 6 2010, 03:44 PM
Atman   სათითაოდ უნდა მესპ...   Apr 6 2010, 03:39 PM
Atman   ნონა მადლის დამსა...   Apr 6 2010, 03:45 PM
ნონა   [b]ნონა მადლის დამს...   Apr 6 2010, 03:54 PM
terra   Atman მანტრა და ჯაპა გ...   Apr 6 2010, 03:47 PM
Atman   ნონა საკუთარი გამ...   Apr 6 2010, 03:52 PM
Atman   ნონა ვაჟადან დავდ...   Apr 6 2010, 03:57 PM
ქევანა   აი, ატმან, აიიი... ერ...   Apr 6 2010, 03:57 PM
Atman   ქევანა შენ გადაეჩ...   Apr 6 2010, 04:03 PM
ნონა   ხალხო ჯერ ამ ფილმს ...   Apr 6 2010, 04:05 PM
Atman   ნონა დაკუმენტურია...   Apr 6 2010, 04:15 PM
ნონა   ნონა დაკუმენტური...   Apr 6 2010, 04:17 PM
Giorgi-   http://img406.imageshack.us/img406/2599/73565781.j...   Apr 6 2010, 04:39 PM
ნონა   [url=http://img706.imageshack.us/i/012au.jpg/][im...   Apr 6 2010, 04:48 PM
თემო   კაი ხანია ვეგეტარი...   Apr 6 2010, 04:47 PM
Atman   თემო :მეგობრები:   Apr 6 2010, 04:49 PM
თემო   ხოლო ჩემი თემა და დ...   Apr 6 2010, 04:49 PM
Giorgi-   ნონა მგონი სხვაობ...   Apr 6 2010, 04:50 PM
ნონა   ნონა მგონი სხვაობ...   Apr 6 2010, 04:54 PM
Atman   ნონა ისევ თავის გა...   Apr 6 2010, 04:50 PM
ნონა   ნონა ისევ თავის გა...   Apr 6 2010, 04:58 PM
terra   მთავარი არაა როგო...   Apr 6 2010, 05:02 PM
Giorgi-   კი, როგორ არა. არის ...   Apr 6 2010, 04:52 PM
Atman   თემო შენი თემა წავ...   Apr 6 2010, 04:55 PM
თემო   Atman სუფთა ვეგეტარია...   Apr 6 2010, 04:57 PM
Atman   ნონა თევზის ჭამას ...   Apr 6 2010, 05:05 PM
8 გვერდი V  1 2 3 > » 


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th September 2024 - 02:40 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience