![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ჯერ ამას უყურეთ და მერე მიირთვით გემრიელად ხინკალი!
![]() Земляне / Earthlings http://www.earthlingsfilm.ru/files/video/earthlings.avi ![]() ამასაც! http://www.youtube.com/watch?v=9JYhlhw7zxw ნებისმიერი პატარა ბავშვი, როცა დაინახავს ცხოველს როგორ კლავენ, არ შეჭამს მას, თუ არ მოატყუეს და არ დააძალეს. ჰოდა საკუთარი თავის მოტყებაა, როცა გვგონია რომ ამ სასაკლაოების არსებობაში ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას. ხორცი ადამიანის საკვებად არაა განკუთვნილი ღმერთის მიერ. ვინც ვერ ძლებს და მაინც ჭამს, მათ გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, მაგრამ თუ სულიერი განვითარება და ღმერთის სიყვარული გვინდა, ცხოველი არ უნდა მოვკლათ! როცა რელიგია არ გიკრძალავს, ეს არ ნიშნავს რომ აუცილებელია ჭამო! მითუმეტეს მსხვერპლშეწირვაც კი აკრძალულია ჭეშმარიტი ქრისტიანობის მიერ. ჩვენი ქართული ტრადიციებიდან კარგი უნდა დავიტოვოთ, ცუდი კი გადავაგდოთ. ყველა ტრადიცია რომ კარგი იყოს, არც ქრისტეს მოსვლა იქნებოდა საჭირო და არც წმინდანები! მარტო ტრადიციებს გავყვებოდით და მიგვიყვანდა ეს სამოთხემდე! თავს იმით ვიმართლებთ, რომ "ცხოველს სული არა აქვს" ეს ცალკე თემაა და ამაზე აქ არ ვიკამათებ. ნახეთ როგორ ტირის ძროხა როცა დასაკლავად მიჰყავთ. "საკუთარი ხელით გამოჭერი ყელი და მერე ჭამე თუ სინდისი არ შეგაწუხებსო" პითაგორა ამბობდა. ბუდას მთავარი მისიაც ცხოველთა კვლის შეჩერება იყო და არა ღმერთის სიყვარულის სწავლება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ცხოველს საკუთარი სიამოვნებისთვის კლავს ღმერთს ვერ შეიყვარებს! მითუმეტეს უანგაროდ! რად უნდა ამას ბუდიზმი და ვედები! ან ფრანცისკო ასიზელი, ან ბევრი სხვა? ვაჟა წაიკითხეთ! ვაჟას ლექსები და მოთხრობები მარტო მხატვრულობისთვის და სილამაზისთვის კი არაა დაწერილი. სწავლებაა ეს პირველ რიგში! გაიღვიძეთ! როცა ცხოველებს კლავენ, შლაკები, რომლებიც ბუნებრივად გამოიყოფიან სისხლის მიმოქცევის საშუალებით, რჩებიან მასში. ის ვინც ჭამს ხორცს, ღებულობს თავის ორგანიზმში ტოქსინებს, რომლებიც უნდა გამოყოფილიყო ცხოველის ორგანიზმიდან შარდთან ერთად. ტექნიკურ განვითარებას მოჰყვა ისიც, რომ დღეს ცხოველის ხორცი შეიცავს ისეთ ქიმიკატებს, როგორიცაა დდტ (რომელიც ყველაზე ძნელად 20-21 დღის შიმშილის შემდეგ გამოიყოფა ორგანიზმიდან), ნატრიუმის სულფატი - იგი წარმოადგენს ერთ-ერთ კანცეროგენს, სინთეტიკური ჰორმონი (დეს), რომელიც აგრეთვე ითვლება კანცეროგენულ ნივთიერებად. საერთოდ ხორცის შემცველი პროდუქტები შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ადაბლებენ იმუნიტეტს და იწვევენ კიბოსა და მეტასტაზების განვითარებას. ხორცისმჭამელობა პირდაპირ კავშირშია გულის დაავადებებთან. ხორცში არსებული ქოლესტერინი გროვდება გულის კუნთების მკვებავ მთავარ სისხლძარღვებში და აჩენს ათეროსკლეროზულ ფოლაქს, რომელიც წინაპირობაა ინფარქტისა. ხორცი შეიცავს 14-ჯერ უფრო ბევრ პესტიციდებს, ვიდრე მცენარეული პროდუქტი. ცხოველის ცილა ითვლება ერთ-ერთ ტოქსიურ პროდუქტად კვებისათვის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სიტყვა ვეგეტარიანელობა ბერძნული სიტყვიდან ვეგეტას-გან მოდის, რაც ნიშნავს "მთლიან სუნთქვას და სიცოცხლეს". ბიბლიის დასაწყისში საკვების შესახებ ღმერთის ნება ასე გამოიხატება: "და თქვა ღმერთმა: და მოგეცით თქვენ ყოველგვარი ბალახი თესლის მქონე, რომელიც არის მთელს მიწაზე და ყოველგვარი ხე ნაყოფის მომცემი. ეს იქნება თქვენი საკვები..." წმინდა ბონავენტურა წერდა წმინდა ფრანჩესკო ასიზელზე: "როცა ის ფიქრობდა ყველა სულიერის შემოქმედზე, ის როგორც არასდროს ივსებოდა მადლიერებით და ის უწოდებდა ღმერთის ყოველ შექმნილს, ყველაზე პატარასაც კი ძმას და დას, რამეთუ იცოდა რომ იგი შექმნა იგივემ, რომელმაც შექმნა იგი თვითონ". "და როცა თქვენ გაამრავლებთ თქვენს ლოცვებს მე გეტყვით არ მესმის: თქვენი ხელები სავსეა სისხლით". (ისაია 1:15_ "საკუთარი დედა გვაჭმევს რძეს ერთი-ორი წელი და ელოდება როდის მოვემსახურებით მას როცა გავიზრდებით. დედა ძროხა არ ელოდება ჩვენგან არაფერს მარცვლეულისა და ბალახის გარდა." (მაჰატმა განდი) "მანამდე სანამ ადამიანი ხოცავს ცხოველებს, მას შეუძლია მოკლას ადამიანიც. ჭეშმარიტად ის ვინც ჭამს დახოცილის თესლს და ტკივილს, ვერ შეიცნობს სიხარულს და სიყვარულს." (პითაგორა) "ჩვენ მოსიარულე სასაფლაო ვართ! მე ჯერ კიდევ ადრეულ ახალგაზრდობაში უარი ვთქვი ხორციან საჭმელზე". (ლეონარდო და ვინჩი) 17. მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი. 18. და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ. 19. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. 20. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა. 21. რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ? (ეკლესიასტე. თავი მესამე) ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო! რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი! (ესაია 1.10-11) ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე! (ესაია 1.15) ვისაუბროთ ამ თემაზე, ოღონდ სერიოზულად და ხუმრობის გარეშე. ეს თემა არაა სახუმარო! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
terra
ციტატა უბრალოდ, სხვა და სხვა ენებზე ვსაუბრობთ იმედია ვაჟას ენა იქნება ავტორიტეტული შენთვის. გაგრძელება... "...და მეც დღეს-ხვალეობითა, ცოტ-ცოტად, ნელაობითა დავიწყე თავის რწმენასთან მოქცევა მელაობითა: დღეს მოვჭერ ერთი ჭანდარი, თუმც მემუდარა ბევრია: "- რად სჩადი მაგას მინდიავ, ვითომ არ იყავ მტერია?!" ხვალ ორი მოვჭერ, და ასე გული ჩავიდევ ქვისაო, რომ სულ აღარა მეგრძნო რა, ძალაც ვითხოვე ღვთისაო. შენ ჯიხვის ხორცსა ჰნატრობდი, თუ ვის მოკლული გსმენია. რამდენჯერ ჩემი გულ-მკერდი ამ ჩივილს გაუსენია: "ყმაწვილნ უხორცოდ დაზრდილნი რა ვაჟკაცობას იზამენ? არსად არ გამიგონია ასრე გაზრდილი სხვისა მენ". ახ, რატომ ამის თქმამდინა არ დაგეყარა მიწა შენ!.. მეც მივყევ - ვხოცე ნადირი, გასუქ-გალაღეთ ლეშითა, თავის ბალღებით ჰხარობდი, მე დავრჩი თავის ტეხითა. სჯობდა კი ასე გახდომას გავთაულიყავ მეხითა; დაკარგულს ვეღარ მოვხელავ ვერა რომელის ხერხითა"... ცოლი "ან შენ რა გიჭირს ისეთი, თავს რად იტკიებ ძალადა; შეშის ჭრას, ნადირთ ხოცვასა სხვან რად არ სთვლიან ბრალადა?" ქმარი " - არ იცი, არა ჭკვათხელო, ყბედო, ზეზერა მგრძნობარევ, თავისა სასიამოვნოდ წუთისოფლისა მცნობარევ! არა ღირს იმად - ვიგლოვო თვისი ცოდნა და ძალია, რომ ჩემთან ერთიც მათგანი, ბრიყვო აღარსად არია?! არ უღირს მკვდარმა იცოდეს თავის სიკვდილი, - მკვდარია, იგლოვოს თავისი თავი, თვის ყოფნა შესაზარია? სხვა ყოფნა ამაზე მწარე, მიპოვნე შესადარია! ამგვარი მკვდარი დღეს მე ვარ, სხვა მკვდრებს რა უჭირთ მკვდრობითა! არიან მოსვენებულნი, არაფერს გრძნობენ გრძნობითა. რითიღა ვარგო ქვეყანას, დავცარიელდი ცოდნითა: ყვავილნი არას მეტყვიან, აღარც ცნობა მაქვს იმათი; განა მეტიღა იქნება, კაცმა თავს უგდოს ხიფათი? აღარა მესმის ფრინველთი, აღარა მესმის ყანისა, აღარ მსმენია მას შემდეგ ტკბილი სალამი მწვანისა. ეს არაფერი, სხვაფრივაც აღარ ვვარგივარ არადა; გინდა აქ ვეგდო მთაშია, გინდა ჩავიდე ბარადა, ჩემფერას უკეთურებსა არვინ იყიდის ჩალადა..." -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
terra |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
terra იმედია ვაჟას ენა იქნება ავტორიტეტული შენთვის. მოდი ჩამოვყალიბდეთ. ვეთანხმები აზრს, რომ ხორცის ჭამა მაინც და მაინც სასარგებლო არ არის, მით უმეტეს, თუ მოზარდობის ასაკიდან გამოსულები ვართ. ასევე, ვეთანხმები აზრს, რომ ხორცი ადამიანში ბადებს აგრესიას, ამძიმებს გონებას და პოზიტიურად არ აისახება სულიერ სტატუსზე. ასევე, რომ ხილ-ბოსტნეულით კვების შემთხვევაში, გაცილებით ნათელი გონება გვაქვს და ნერვები - მშვიდად. ეს საკუთარ თავზე გამომიცდია და საკმაოდ ბევრჯერ. უბრალოდ, კატეგორიულად არ ვეთანხმები ვეგანობას - რელიგიური კუთხით, ანუ : ,,ძროხა ჩვენი დედაა, რადგან მის რძეს ვსვამთ და ტეხს დედის ხორცის ჭამა'', ,, ძროხა წმინდა ცხოველია'', ,,ძროხა შეიძლება ჩემი ბებიის რეინკარნაცია იყოს'' და ა.შ. ეს, მიუღებელია ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის. მართლმადიდებლობაშიც არის ვეგეტარიანელობა, კერძოდ სამონაზვნო წესში და არანაირად ეწინააღმდეგება ქრისტიანობას. ეს ცალკე თემაა. ასევე, ერისკაცსაც შეუძლია თავი მოიზღუდოს ხორცისგან, მაგრამ, წმინდად სამედიცინო მოტივაციით და არა ზემოხსენებულით. კიდევ ვიმეორებ - ზომიერად ყველაფრის მიღება შეიძლება!! -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 02:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი