მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება? |
Atman |
Mar 30 2010, 05:58 PM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
შეიძლება უცნაურ და ინტრიგნულ კითხვას ვსვამ, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს მართლმადიდებლობის აზრი ამ საკითხზე:
მამა ღმერთს რა პიროვნული თვისებები გააჩნია? და საერთოდ მოიაზრება თუ არა პიროვნებად? თუ პიროვნება მხოლოდ ძე ღმერთის ასპექტია? როცა ვამბობთ მამაო ჩვენოს ვის ვგულისხმობთ? ოღონდ ახლა კანონიკური წერილები არ დამიდოთ აქ. მოკლედ, გასაგებად და თქვენი ენით ამიხსენით. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
თამარ |
Apr 6 2010, 04:27 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 17-November 08 მდებარ.: საქართველო, ბორჯომი წევრი № 5,960 |
მარტივად თუ ვიტყვით, ცხოვნება არის ადამიანის მყოფობა ღმერთთან და ღმრთისა მასში. ღმერთი არის პიროვნება კონკრეტული თვისებებით. თუ ჩვენ ვეძებთ მას, ვისაც ექნება ღრმთის ნადვილი თვისებებისაგან განსხვავებული თვისებები, ვერასდროს ვიპოვით ღმერთს, ვერ შევუერთდებით მას. მართლმადიდებლობა თავისი დოგმატიკით გვასწავლის იმას, რაც თავად უფალმა გამოგვიცხადა. ამიტომაც არის ის ჭეშმარიტი სარწმუნოება. ადამიანი ცხოვნდება არა საქმით არამედ რწმენით, რომელიც გამოიხატება საქმეებში. თუ დაზიანებულია სარწმუნოებრივი სწავლება, მარტოოდენ კეთილი საქმე ვერ მიიყვანს ადამიანს ღმერთთან. წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ადამიანს, რომელიც აკეთებს სიკეთეს, მაგრამ არ აქვს სწორი სარწმუნოება ადარებს მას, ვინც ასხამს წყალს დაზიანებულ ჭურჭელში, - რამდენიც არ უნდა ასხა, არაფერი რჩება. კეთილი საქმე ამზადებს გულს ღმრთის სიტყვის მისაღებად. მაგრამ თუ არ არის სწორი სარწმუნოებრივი სწავლება, ეს ისეთია, გადახვნა ველი და არ დათესო ხორბალი - ასეთ ველს გაორკეცებულად მოედება სარეველა.
რატომღაც მომინდა, მთლიანად გადმომეკოპირებინა მამა ანდრიას ეს პასუხი. ამას წინათ შეხვედრა გვქონდა რამდენიმე ეპისკოპოსთან ერთ საინტერესო საკითზე. ჰოდა ერთერთმა ასეთი კარგი რამე გვიამბო: ანტონი დიდთან მივიდნენო, სამებაზე და ღმრთის ბუნებაზე ვისაუბროთო. ანტონი დიდის პასუხი ყოფილა: მოდით, უმჯობესი იქნება, ცოდვებზე ვისაუბროთო... სამების განმარტებას თავი დაანებეთო, რა... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი