IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ხმა ერისა, მხატვრული ბიბლიოთეკა
ქავთარაძე
პოსტი Mar 3 2007, 10:57 PM
პოსტი #1


დაურეგისტრირებელი









ამ თემაში ჩვენ დავდებთ მხატვრულ ლიტერატურას, ეს ჩემი და კაიროსის იდეაა, უფრო სწორედ კაიროსმა მომიწონა.
აქ იქნება როგორც ქართული სხვა ენოვანი ნაწარმოებები. მალე გავხსნი თემას სადაც ჩვენ დავუპირისპირებთ თანამედროვე და "მამათა" მწერლობას.


Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ქავთარაძე
პოსტი Mar 6 2007, 08:29 PM
პოსტი #2


დაურეგისტრირებელი









ვაჟა-ფშაველა
ია
უღრანს ტყეში მოსული ვარ... მანამ ცოცხალი ვარ, ჩემის სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს და იმ გაღმიდამ გამომცქერალს გულსავსიანს კლდესა, სურნელებას მივაფრქვევ არე-მარეს. ყველას ვუყვარვარ: აგერ იმ დამპალს ყუნჭს თვალი სულ ჩემსკენ უჭირავს, მიცინის ხოლმე, უნდა ჩემთან მოვიდეს, - მაკოცოს, მაგრამ არ შეუძლიან, მხოლოდ შორიდამ გამიცინებს, გაიღიმება საცოდავად, თუმცა უშნოდ, მაგრამ გულკეთილობა კი დიდი გადაეფინება ხოლმე პირზედ.

განა მარტო იმას უხარიან ჩემი სიცოცხლე? წვერხმელი ხეებიც მე დამხარიან ზევიდამ, თვითონ თავშიშველნი, ტოტებს მე მაფარებენ: ჩვენს იას არ შეგვიცივდეს, ან არაფერმა არ აწყინოსო. პირდაპირ შხაპუნა წვიმას არ უშვებენ ჩემამდის: წვიმას შეუძლიან ერთბაშად ჩამომაცალოს ფოთლები. უფოთლებოდ ყოფნა და სიკვდილი ჩემითვის ერთია. არა, ხეები: არყი, წიფელი, თხილი, თამელი, დუდგულა გარშემო მეხვევიან და მყარაულობენ, წვიმის ნამს ინახავენ ტოტებით, ფოთლებით და მერე ნელ-ნელა მამცვრევენ პირზე თითო-ოროლ ნამობით, პირსა მბანენ. მე ყელს მოვიღერებ და ვინატრებ, ნეტა სიმღერა შემეძლოს, ნეტავი დამბადებელს ჩემთვის ნიჭი მოეცა, რომ მექო მაღლა ცა და ღრუბელი, მზე, ეს ჩემი მფარველი ხეები, ეს მთები, ის ჭალები და ღაბუა ჩიტები, რომელნიც ხმელს, ყვითელს ფოთლებში წითლის და მწვანის ფრთაბუმბულით ჩემს წინ დაგოგავენ და ხანდახან შემომჭიკჭიკებენ პირში, მათამაშებენ, უხარიათ ჩემი სიცოცხლე. ჩემი ერთი თვის სიცოცხლე სხვის ოცდაოთხის თვის სიცოცხლეს სჯობია, მაგრამ დიდხანს სიცოცხლეს კი დანატრებული ვარ. დილას ერთმა „წიფლის-ჩიტამ“ ჩემს ახლოს იგალობა, ლამაზი რამ იყო, - ყელწითელი, ღაბუა; იმასაც ჩემსავით თავი მოსწონდა, იხედებოდა გულზედ და მხრებზედ; ყველას მოსწონს თავი, ყველას უხარიან სიცოცხლე, ყველას უყვარს ბუნება.
გუშინ ცამ იჭექა, ჭექა-ქუხილი ჩვენ არ გვაშინებს: ქუხილი წვიმის მომასწავებელია და წვიმა ხომ ძუძუს გვაწოვებს დედამიწის გულზე. მზე - მამაა, ზევიდამ დაგვყურებს და გვეალერსება, თვალყურს გვადევნებს. წვიმის მოსვლა მცენარეთ უხარიანთ, - უხარიანთ, ყელამდის სიხარულით მოიყარნენ; ეხლა ისინი ახალს კაბებს და ქათიბებს ჩაიცმენ. აი ეს ორი დღეა, რაც ჩემი დობილი სასუტელაც ამოჩნდა; უხარიან, უხარიან საცოდავს, სულ თავს იქნევს დაბლა და მაღლა, უკრავს თავს დედამიწას, მზის სინათლეს, მეჩურჩულება, ზღაპრებს მიამბობს სიცოცხლეზე, სიყვარულზე; ხანდახან კიდეც გაიკასკასებს, გადამეხვევა და მაკოცებს. გუშინ დილით მე და ჩემმა დობილმა ორივემ ვიტირეთ.

რა შეუბრალებელია კაცი?! რასაც კი დაინახავს, უნდა რომ თავის სასარგებლოდ მოიხმაროს. ალბათ ვერ აფასებს ჩვენს სილამაზეს! ჩვენ წინ კაცმა გამოიარა, ცალს მხარზედ ცული ედო, მეორეზედ თოფი ეკიდა. მიადგა ერთს მშვენიერს ტოტგადართხმულს წიფელს, დაუშინა ცული და წააქცია. საბრალო, როდესაც წაიქცა, დაიკვნესა. ჩვენს იქით გუგულისკაბა ამოსულიყო და ჯერ ხმელს, ჩამოსულს ფოთოლს არ ამოსცილებოდა. როდესაც ხე წაიქცა, გადიყრეინა ზევიდამ ფოთლები და წითლად გამობჭყვინდა, ცრემლები დასხმოდა ჩაღრმავებულს გულში.
შუადღის დროს დაღალულ-დაქანცული ქედანი მოვიდა და დაჯდა ჩვენ წინ თელის ტოტზე და დაიწყო ღუღუნი. უხაროდა იმასაც გაზაფხულის მოსვლა და ის, რომ მშვიდობით ნახა კიდევ ნაცნობი ადგილი. უცებ თოფი გავარდა, ქედანმა ხმა გაკმინდა, ჯერ ფეხით ჩამოეკიდა ტოტზე, მერმე ძირს ჩამოვარდა, ჩემს წინ დაეცა. სისხლი წამოუვიდა ნისკარტიდამ და თვალები დახუჭა; გადმონადენი სისხლი წვეთ-წვეთად დაეტყო ფოთლებზე. მე და სასუტელას კანკალი მოგვივიდა... მე გარკვევით არაფერი მესმის, მხოლოდ რაღაც ბუბუნი, გრიალი, ბუნდი ჟრიამული მოდის ჩემამდის.



ვაჟას ამ ნაწარმოებში ვხედავთ თუ რამდენად ეტრფიალებოდა ვაჟა ყოველივეს რაც ბუნებას ეკუთვნოდა, მან აალაპარაკა ია, სუ ერთი ციცქნა, ჩემი აზრით არსება, ისეთი ნაზია და სათუთი რომ ხელი რომ გადვაუსვა შეიძლება დავაზიანო, როდესაც ვხედავთ რომ ამხელა გრძნობით, ემოციებით აქვს ვაჟას გადმოცემული პატარა მცენარის ცხოვრება , წარმოიდგინეთ მისი ემოციები ნაწარმოების წერის პროცესში. აი თურმე რამხელა სიამოვნებას ღებულობდა ვაჟა ამ შედევრების წერით...
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ქავთარაძე   ხმა ერისა   Mar 3 2007, 10:57 PM
KAIROS   აბა დაიწყეთ... დევი...   Mar 5 2007, 07:16 PM
მნათე   [color=#990000]ბიჭი ქრისტეს...   Mar 5 2007, 07:27 PM
ქავთარაძე   KAIROS ვაიმე კაიროოოს ...   Mar 5 2007, 08:52 PM
მარიამი   მაია ნინიძე ვის გა...   Mar 5 2007, 10:07 PM
თამარი   მაია ნინიძე ვის გა...   Mar 5 2007, 10:11 PM
ქავთარაძე   გოდერძი ჩოხელი ცხრ...   Mar 5 2007, 11:35 PM
თამარი   გურამ რჩეულიშვილი ...   Mar 6 2007, 12:57 AM
marine   ნოდარ დუმბაძე ხაზ...   Mar 6 2007, 04:51 PM
ქავთარაძე   თამარი რამდენჯერა...   Mar 6 2007, 08:10 PM
ქავთარაძე   ვაჟა-ფშაველა ია უღ...   Mar 6 2007, 08:29 PM
kato_Bato   ხალხო, ეს მოთხრობე...   Mar 7 2007, 01:00 AM
ქავთარაძე   kato_Bato მე ყოველ მოთხრ...   Mar 7 2007, 01:03 AM
_MATASI_   ვისაც არ წაგიკითხა...   Mar 7 2007, 02:15 AM
Zeskvi_ucha   _MATASI_ ვაუ მაგარია ძაა...   Mar 7 2007, 02:58 AM
_MATASI_   Zeskvi_ucha ემოციები ამ მო...   Mar 7 2007, 05:01 PM
Cotne   _MATASI_ :wub: ორივე ძალია...   Mar 7 2007, 05:44 PM
ekusia   დოჩანაშვილს რად უნ...   Mar 7 2007, 06:20 PM
ქავთარაძე   ივანე კრილოვი (თარ...   Mar 8 2007, 01:25 AM
თამარი   გიორგი ლეონიძე თა...   Mar 8 2007, 02:12 AM
_MATASI_   Cotne რომელიღაც საიტზ...   Mar 8 2007, 02:16 AM
თამარი   Cotne რომელიღაც საიტ...   Mar 8 2007, 02:16 AM
_MATASI_   თამარი Cotne ვიპოვე ის...   Mar 8 2007, 02:41 PM
Cotne   _MATASI_ გაიხარე, არ ვიც...   Mar 8 2007, 03:32 PM
marine   ეს პაწია მოთხრობა ...   Mar 12 2007, 12:41 PM
_MATASI_   რაღაც ეს თემა მივა...   Mar 22 2007, 03:13 AM
piligrimi   მე მინდა ვუთხრა ღმ...   Mar 22 2007, 03:25 AM
_Matasi_   piligrimi ხო, მე მგონი, ყვ...   Jun 29 2007, 12:11 AM
_Matasi_   ვისაც არ წაგიკითხა...   Jun 29 2007, 02:09 PM
KAIROS   აგაშენა ღმერთმა, ...   Jul 1 2007, 05:33 PM
jevrie   კარგი თემაა და ბოლ...   Sep 19 2007, 10:05 PM
_Matasi_   ნეკერჩხლის წითელი ...   Oct 9 2007, 03:27 PM
მარიამი   ანტუან დე სენტ-ეკზ...   Oct 9 2007, 04:33 PM
მართა   _Matasi_ მატას გაიხარე ა...   Oct 10 2007, 02:20 AM
ქავთარაძე   ს ა ა თ ე ბ ი კონსტან...   Oct 16 2007, 02:29 PM
ქავთარაძე   დამსხვრეული ჩონგუ...   Oct 16 2007, 02:41 PM
_Matasi_   ქავთარაძე მადლობა ...   Oct 16 2007, 03:13 PM
ქავთარაძე   _Matasi_ გაიხარე :) :მპუა:   Oct 16 2007, 08:16 PM
PUSKU   ია ვაჟა ფშაველა უღ...   Oct 17 2007, 08:37 PM
ქავთარაძე   PUSKU ბრავოოოოოოოოოო...   Oct 17 2007, 11:33 PM
ქავთარაძე   განვაახლოთ თემაა მ...   May 27 2008, 09:42 PM
სოფი   ქავთარაძე ამ პოსტ...   Jan 12 2010, 07:25 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th June 2024 - 06:28 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი