სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| აკაკი |
Jan 3 2010, 08:59 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
"ფანატიკოსობის თეორია"
ხშირად გვსმენია ამა თუ იმ ადამიანზე, რომ ის "ფანატიკოსია" მაგრამ დავკვირვებულვართ მის არსს საიდან მოდის ეს წოდება რომელსაც "ფანატიკოსი" ჰქვია, ან იმას თუ დავკვირვებულვართ რატომ ვუწოდებთ ადამიანს?, სამართლიანად თუ უსამართლოდ, სწორად თუ არასწორად? სიტყვა "ფანატიზმი" ნიშნავს რაიმე იდეის რწმენით უკიდურეს გატაცებას (ეს შეიძლება იყოს რელიგია ან ნებისმიერი სხვა რამ) ბრმადმორწმუნეობას, ის ავადმყოფობაა. განვიხილოთ და განვასხვაოთ "ფანატიზმი" და "რწმენა". "ფანატიზმი" პირიქით ხშირად გვხვდება ათეისტებს შორის, "ფანატიკოსებს" ახასიათებს სხვისი რწმენის აბუჩად აგდება, ლანძღვა ჭეშმარიტი მორწმუნე "ფანატიკოსი" არ არის (არ შეიძლება იყოს და არ იქნება), ეს უბრალოდ შურით დატყვევებული ადამიანის მინაძახია ღრმადმორმწუნე ადამიანისადმი, რომელსაც შურს იმ ადამიანის რწმენისა... თვითონ კი ჩაკეტილია თავის ეგოიზმთან ერთად თავის თავში და ფანატია თავისი თავისა. "ფანატიკოსი" თავის თავს მიენდობა, ჭეშმარიტი მორწმუნე ნებას თავის თავს არასოდეს მიანდობს, "ფანატიკოსი" ყველას იძულებს გარდა თავისი თავისა, ჭეშმარიტ მორწმუნეს კი ყველა უყვარს, "ფანატიკოსი" ყოველ ადამიანში ცუდის დანახვას ცდილობს, ჭეშმარიტი მორწმუნე კი ყოველ ადამიანში ღვთის ხატებას ხედავს. არ შეიძლება ჭეშმარიტ მორწმუნეს "ფანატიკოსი" ვუწოდოთ არასოდეს ვეცადოთ დავემსგავსოთ იმ ეგოისტ და შურით აღსავსე ადამიანს, რომელმაც პირველად მორწმუნეს "ფანატიკოსი" უწოდა, თავისი ეგოუსტური მსჯელობით და რადგან თავად იყო ასეთი... გავიხსენოთ ქრისტეს დროს მღვდელთმთავრები როგორ იქცეოდნენ... მათ ქრისტე არ სცნეს, ისინი მის საქმეებში ბოროტებას ხედავდნენ, რადგან თავად იყვნენ ასეთნი(ბოროტები) სწორედ ასეთი ადამიანი არის "ფანატიკოსი" და "ბრმა"დმორწმუნე, რომელიც თავის ზრახვებს უგდებს ყურს. ბოროტი ადამიანი, ყოველ ადამიანში ბოროტს ხედავს. შესაბამისად "ფანატიკოსი"-ც ყოველ ადამიანში "ფანატიკოსს" ხედავს მეგობრებო, ნუ ვუწოდებთ ბრმად, "ფანატიკოსს" იმ ადამიანს რომელიც მორწმუნეა, ნუ შეგვშურდება მისი რწმენისა, ნუ შევაფასებთ მის რწმენას, მხოლოდ ღმერთმა უწყის მისი რწმენის სიმართლე. ასე, რომ სიტყვა "ფანატიკოსი" შურით და ბოღმით სავსე ადამიანის ნათქვამია ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანზე "ფანატიკოსობა" მორწმუნეთა შორის არ არსებობს!!! მორწმუნენო თქვენს მორწმუნე დებსა და ძმებს ნუ ვუწოდებთ ბრმად, "ფანატიკოსებს" "ფანატიკოსები" ისინი სხვანი არაიან! "ფანატიკოსობა" ეს სხვა რამეა! გაიხარეთ; აკაკი |
![]() ![]() |
| აბე |
Apr 6 2010, 06:19 PM
პოსტი
#2
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
guest1
ციტატა რატომ ვარ მე ფანატიკოსი რაც შეეხება ამ სიტყვებს... ნაწილობრივ ფანატიკოსობაც არის, თუ შენ მხოლოდ ეგრე ზედაპირულად აფასებ და ამართლებ შენს პოზიციას. რადგანაც ფანატიზმის ნიშანია ის, რომ ბრმად, საკმარის სიღრმემდე გაუაზრებლად ირწმუნო რაიმეს ჭეშმარიტება. მაგრამ რატომ ვთქვი, რომ შენი რწმენა არის ნაწილობრივ ფანატიკური? იმიტომ, რომ, ჩემი აზრით ტერმინით "ფანატიზმი" შესაძლებელია აღვწეროთ მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტების ბრმად დაჯერება. შენ კი ბრმად უჯერებ სიმცდარეს. ამიტომ, ნაწილობრივ ფანატიკოსი ხარ. ახლა ის ვთქვათ, რატომ არის სიმცდარე ის, რაც შენ გგონია მართალი... ზემოთ ნაწილობრივ დაგიწერე რაში მდგომარეობდა შენი შეხედულებების სიმცდარე. ახლა კი გავაგრძელებ... შევეცდები გასაგებად გამოვთქვა რატომაა არასწორი ეს სიტყვები: ციტატა მე ჩემი რწმენის გარდა (რომ ღმერთის რწმენისათვის და მისი ისყვარულისათვის მარტო მისი რწმენა და სიყვარულია საჭიო, დანარჩენ ყველაფერს-რიტუალებს, ეკლესიას, მღვდლობას და ა.შ.-მეორეხარისხოვანი და არაარსებითი მნიშნველობა აქვს) ყველა რწმენა მიმაჩნია მცდარად. ფანატიკოსობაა ეს? ან მცირედმორწმუნეობაა ეს? არასწორია იმიტომ, რომ მღვდელიც, რიტუალებიც, ფორმალობებიც, ჩვეულებებიც და ტრადიციებიც, რაც ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას გააჩნია, სწორედაც რომ ღვთის რწმენაში და სიყვარულში განმტკიცებისთვის არის. გარდა ამისა, ეს ყველაფერი გვეხმარება ჩვენ განვიცადოთ სულიერი ფერისცვალება, რადგანაც გავხდეთ ისეთნი, როგორებიც უფალს უნდა რომ ვიყოთ: მდაბალნი, მომთმენნი, სამართლიანნი, მოწყალენი, მოსიყარულენი, უბიწონი, უმწიკულნი... მოკლეთ, როგორც მაცხოვარი ბრძანებს თავად, უნდა ვიყოთ ნათელი ამა სოფლისა. ამაში გვეხმარება ეკლესია და ეკლესიის გარეშე ამას ვერ ვახერხებთ. ვინც ეკლესიას ჩამოვშორებივართ გარკვეული პერიოდით, კარგად დაგვინახავს ეს... გარდა ამისა, მინდა ცალკე გამოვყო აღსარების თემა. მაცხოვარმა ბრძანა, თუ თქვენ მიწაზე მიუტევებთ, ზეცაშიც მიეტევებათო. მაშასადამე, აღსარების შესახებ პირდაპირ გვქონია ბრძანება უფლისგან. გარდა ამისა, აღსარება არა მხოლოდ ჩადენილი ცოდვების გაბათილებისთვისაა, არამედ სულიერი გამოწრთობისა და ზრდისათვის, რამეთუ ადამიანის (აქ. მოძღვრის) წინაშე შენი ცოდვის აღიარება სიმდაბლის სათნოების აღსრულებაა (რა თქმა უნდა სიმდაბლეს მხოლოდ ამით არ გამოვხატავთ), რადგანაც სძლევ ამ ამპარტავნულ შინაგან ხმას "სხვამ რომ გაიგოს არა ჩავიდინე, როგორ მომეჭრება თავი! რა სირცხვილია!". ასევე, მინდა ცალკე გამოვყო სიმდაბლისა და მორჩილების სათნოების მოპოვებაში ეკლესიის მნიშვნელობის საკითხი. ვინც ეკლესიას უჯერებს ყველაფერში, ესე იგი იგი მორჩილია და მდაბალია, რადგანაც არ ამბობს მე უკეთესი გზა ვიცი, ვიდრე ქრისტეს ეკლესია მასწავლისო. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანმა არ უნდა უთხრას მღვდელს, თუ რა უკეთესი იდეა მოუვიდა თავში. მღვდელიც ადამიანია და შეიძლება ვერ გაახსენდეს ეს უკეთესი გზა, საშუალება, აზრი, რაც ჩვენ მოგვივიდა. შემდეგ კი განხილვის შემდეგ, გაირკვევა ნამდვილად არის თუ არა ეს ჩვენი იდეა უკეთესი და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, ისე რომ არც მწვადს დავწვავთ და არც შამფურს. ანუ უმჯობეს გადაწყვეტილებასაც აღვასრულებთ და თან მოძღვრის მორჩილებიდანაც არ გამოვალთ. და თუ მაინც გვგონია, რომ მოძღვარი ცდება, ეს კომპეტენტურ წყაროებზე დაყრდნობით უნდა გადავამოწმოთ და საჭიროების შემთხვევაში მოძღვარიც კი გამოვიცვალოთ. მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ ეკლესიის წიაღში. ვუჯერებთ ქრისტეს, იმ წმინდანებს, რომლებიც ჭეშმარიტად ღვთისას ქადაგებდნენ და წერდნენ. ზოგადად, თუ მოვხსნით სასულიერო პირების კომპეტენციის საკითხს (რადგანაც ეს არ გვაბრკოლებს, თუ ჩვენ ფანატიკურად არ ვუჯერებთ მათ თითოეულ სიტყვას, არამედ, თუ საეჭვოდ მოგვეჩვენება ვამოწმებთ მას), ჩვენ ჭეშმარიტი ეკლესიის მორჩილების აღსრულებით ვასრულებთ ღვთის მორჩილებასაც, რადგანაც ასეთი ეკლესია სწორედაც რომ ღვთისას გვასწავლის. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
| guest1 |
Apr 7 2010, 06:07 AM
პოსტი
#3
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
აბე
გამარჯობა ციტატა გარდა ამისა, მინდა ცალკე გამოვყო აღსარების თემა. მაცხოვარმა ბრძანა, თუ თქვენ მიწაზე მიუტევებთ, ზეცაშიც მიეტევებათო. მაშასადამე, აღსარების შესახებ პირდაპირ გვქონია ბრძანება უფლისგან. გარდა ამისა, აღსარება არა მხოლოდ ჩადენილი ცოდვების გაბათილებისთვისაა, არამედ სულიერი გამოწრთობისა და ზრდისათვის, რამეთუ ადამიანის (აქ. მოძღვრის) წინაშე შენი ცოდვის აღიარება სიმდაბლის სათნოების აღსრულებაა (რა თქმა უნდა სიმდაბლეს მხოლოდ ამით არ გამოვხატავთ), რადგანაც სძლევ ამ ამპარტავნულ შინაგან ხმას "სხვამ რომ გაიგოს არა ჩავიდინე, როგორ მომეჭრება თავი! რა სირცხვილია!". მაშ ყოვლის-შემძლე, ყოვლად-სათნო და ყოვლად-სამართლიან უფალს არ შეუძლია მიიღოს აღსარება, რომელიც სიმართლით და სინანულით წარმოვთქვით საკუთარი თავის სიღრმეში და ყოვლად-სათნო უფალი ამ სიმართლეს უარყოფს და არათუ მყისიერად არ დაგვენახება, არამედ ჯოჯოხეთში გვიკრავს თავს? აბა, ყოვლის-შემძლეო (მარა საკუთარ არსებაში ვერ მიპოვა)? აბა ყოვლად სამართლიანიო (რომელმაც სიმართლით წარმოთქმული სინანული არ დაინახა)? აბა ყოვლად-სათნოო (რომელმაც ჯოჯეხეთისაკენ გაგვიმწესა, იმიტომ რომ მამა გრიგოლს თუ მამა პეტრეს აღსარება არ ჩავაბარეთ)? ამას მოყვება მართლმადიდებლის ლოგიკა, მსჯელობა, რომელსაც უნდა ახსნას და გაამართლოს თუ რატომ იქცევა ყოვლის-შემძლე, ყოვლად-სათნო და ყოვლად-სამართლიანი უფალი ასე. აბა უფლის გზები დამალულიაო? აბა უფალი დაფარულში ხედავსო? თუ მარტო არამართლმადიდებლისთვის არის მისი გზები დამალული და მართლმადიდებელმა მისი ყველა გზა იცის? თუ სხვისათვის იგი დამალულშია და თქვენთვის უკვე გაამხილა ყველაფერი?აგერ, სიკვდილის პირას იმყოფება ადამიანი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ღმერთისაგან გარბოდა, დანაშაულს ჩადიოდა, აღსარება არასდროს ჩაუბარებია, ეკლესიაში არასდროს შესულა. ეს ადამიანი მარტო კვდება და უზარმაზარ სინანულს განიცდის იმის გამო რომ არასწორი ცხოვრებით იარა. ეს ადამიანი ამ სინანულს თავისი გულიდან ამოთქვავს და არ ამბობს იმიტომ, რომ სამოთხეში იავარდებით მოფენილ გზაზე მარადიულად ინავარდოს. ამ დროს, თქვენ მუბნებით, რომ ყოვლისშემძლე, ყოვლადსამართლიანი და ყოვლადსათნო უფალი ამ წმინდა სინანულს ერთ ყურში შეუშვებს და მეორეში გამოუშვებს, იმიტომ რომ მამა პეტრეს ხელზე არ ეამბორა, იმიტომ რომ მამა აბრამს აღსარება არ ჩააბარა, იმიტომ რომ აღდგომისას კვერცხი არ დააგორა, იმიტომ რომ ჯვარი არ ეკიდა, იმიტომ რომ, იმიტომ რომ, იმიტომ რომ ... მაგრამ, თქვენ მაინც სიმართლეს ქადაგებთ, მართლმადიდებლები ხართ; სათნოები, თავმდაბლები, უანგარო სიყვარულით სავსე და ა.შ. ასეა არა? ციტატა როგორებიც უფალს უნდა რომ ვიყოთ: მდაბალნი, მომთმენნი, სამართლიანნი, მოწყალენი, მოსიყარულენი, უბიწონი, უმწიკულნი... შენ რომელი ხარ, ის მითხარი, თორემ მასეთები რომ უნდა ვიყოთ, მეც გეთანხმები თმებიდან ფრჩხლებამდე: მდაბალი ხარ? მომთმენი? სამართლიანი? მოწყალე? მოსიყვარულე? უბიწო? უმწიკვლო? რომელი ერთი აქედან? თუ არცერთი არ ხარ, მაშინ ვისი სახელით მესაუბრები? მამა აბრამის? მოვიდეს მამა აბრამი და მითხრას, რომ ასეთია. არა, არ მოვიდეს, წააკითხე ეს, დაუსვი კითხვა და მერე წავიდეს სახლში, დაფარულში და დაფარულში შეეკითხოს საკუთარ თავს რომელი თვისება გააჩნია? თუ ვერ ნახავს ასეთ თვისებას, მაშინ დაფარულში კითხოს თავის თავს, ვის ქადაგებს? რატომ ქადაგებს? რატომ ქადაგებს ამ ყველაფერს, თუ არაფერი არ გააჩნია ამისთანა? მე არცერთი არ ვარ მაქედან. არ ვარ და სიმართლეს ვამბობ რომ არ ვარ; სიმართლეს ვამბობ და ტყუილში მდებთ ბრალს. თქვენ არცერთი ზემოჩამოთვლილი თვისება არ გაგაჩნიათ, ქადაგებთ და თან სიმართლის მთქმელობაზე გაქვთ პრეტენზია. ციტატა რაც შეეხება ამ სიტყვებს... ზედაპირულად? შენ რა სიღრმით აფასებ? რა არის ზედაპირული, სიმართლე? თუ სიმართლეს არ ვამბობ, მაშინ დამანახე შენი რწმენის სიღრმე. შენ რატომ რწმუნობ ღმერთს და ეკლესიას? უფალი გამოგეცხადა და ეს გზა გიჩვენა? უფალმა გითხრა, რომ ჩემთან მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღით უნდა მოხვიდეო? თუ წიგნებში წაიკითხე, რომელიღაც მოძღვარს კითხე და აირჩიე რწმენა შენეული ლოგიკითი, მოკლედ რომ ვთქვათ შენთვის შესაფერისი რელიგია იყიდე? შენ თუ რელიგია იყიდე, შენ გგონია სხვაზე გააზრებულად შეგიძლია ყიდვა? მაჩვენე, დამანახე რომ უკეთესად არჩევის უნარი გაგაჩნია. რომ დავინახავ, მაშინ ვიტყვი, "მე კი ვიცი რომ ფანატიკოსი ვარ, შენ ჭეშმარიტი მორწმუნე ხარ". სინამდვილეში, ყველა ადამიანი იმას იხდის რელიგიის ყიდვისას, რაც შენ დახარჯე. თუ შენ რჩეული ხარ? რჩეულებს რჩეული სიტყვები უნდა გააჩნდეთ. მე კი მარტო ვხედავ მამა აბრამის ციტატებს, რომელმაც ციტატები თავის მხრივ მამა ნიკოლოზისაგან მიიღო, რომელმაც ციტატები თავის მხრივ მამა იოსებისაგან მიიღო და ასე გრძელდება ეს ჟაჭვი იმ მამაბამდე, რომელთაც ჭეშმარიტების რაობა კენჭისყრით გადაწყვიტეს კრებებზე. თუ ასე ადვილად წყდება ჭეშმარიტების საკითხი, მაშინ მუსლიმების, იუდეველების და სხვათა კენჭს ნაკლები ძალა აქვს?ნაწილობრივ ფანატიკოსობაც არის, თუ შენ მხოლოდ ეგრე ზედაპირულად აფასებ და ამართლებ შენს პოზიციას. რადგანაც ფანატიზმის ნიშანია ის, რომ ბრმად, საკმარის სიღრმემდე გაუაზრებლად ირწმუნო რაიმეს ჭეშმარიტება. ანდაც, რომ მეუბენბი "შენ ფანატიკოსი ხარ და მე ჭეშმარიტი რწმენას მივსდევ გააზრებულადო", რა სიმართლით აცხადებ ამის მერე პრეტენზიას თავმდაბლობაზე? დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ამბობს "მართლმადიდებელი ყოველ ადამიანში ქრისტეს შვილს ხედავს; ფანატიკოსი თითქმის ყველაში ღვთის მოწინააღმდეგეს". მე გეუბნებით, არცერთ ადამიანში ფანატიკოსს არ ვხედავ, როცა გონება არეული არ მაქვს. მერე მართლმადიდებელს ვეკითხები აქ, "ვის ხედავ ჩემში, ქრისტეს შვილს თუ ფანატიკოსს, რომელიც ქრსიტესს გზას განუდგა?" და ადამიანი მეუბნება, თუ მართლმადიდებელი არა ხარ, მცდარ გზაზე ხარ და ფანატიკოსი ხარ. შენც ფანატიკოსობაში მდებ ბრალს. ხოდა, ეს გამარკვიეთ, როცა ამ სიტყვებს ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, ამას გულით ამბობს, თუ უბრალოდ ლამაზ სიტყვებს წარმოთქვამს, რომელსაც შემდეგ თვითონვე ეწინააღმდეგება თავისივე სიტყვებით და ქცევით? ან ამ სიტყვებს რომ იმეორებთ თქვენ, ამ სიტყვებს რატომ არ აქცევთ ცხოვრების წესად? რა უფლება გაქვს ეს სიტყვები წარმოთქვა და მის საწინააღმდეგოდ მოიქცე და მისი საწინააღმდეგო თქვა იმავე წუთში? ამას ვამბობ, მეტს არაფერს. ის ვინც ყველაზე მეტად საუბრობს სიყვარულზე, თავმდაბლობაზე, ანგარებაზე ყველაზე უფრო ანგარებიანი, ამპარტავანი და სიყვარულის არ მქონეა. სხვისი განკითხვა და შეურაცყოფა არ მომაკერთო ოღონდ. ეს მხოლოდ ამპარტავნების და ანგარებიანი ხალხის თვისებაა. არც არავის განვიკითხავ და არც არავის ვაყენებ შეურაცყოფას. მე ვამბობ რასაც ვხედავ და მესმის, რაც არასამართლიანია და რაზეც გული შემტკივა. თუ ხოტბისშემსმხელებს ეძებთ, ეგენი არ გაკლიათ ისედაც. ციტატა გაგიჩნდება კითხვა: მაშ რატომ დაწერა თქვენმა მოძღვარმა, მამა ანდრიამ "და სასუფეველში დასამკვიდრებლად მზადებაა"? ჩემი პასუხი ასეთია: იმიტომ რომ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა სასუფეველშია შესაძლებელი და არა ჯოჯოხეთში. ჯოჯოხეთში რომ იყოს შესაძლებლობა არათუ უფალთან პიროვნული ურთიერთობისა, არამედ თუნდაც მისი "შორიდან" ხილვისა (როგორც ზაქეს სურდა შორიდან მოეკრა თვალი იესოსთვის, ხიდან...) ჩვენ ამითაც კმაყოფილნი დავრჩებოდით და არად ჩავაგდებდით ჩვენს ტანჯვას იქ (ჯოჯოხეთში), ოღონდ კი "შორიდან მაინც დაგვენახა უფალი"... ამ სიტყვებს ბრჭყალებში ვსვამ იმიტომ, რომ როგორც მე ვიცი, სამოთხეს და ჯოჯოხეთს არა აქვს ფიზიკური, სივრცითი განზომილებები... თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს და გთხოვ ნუ ჩაუკირკიტებ ამას, ხომ გაიგე რისი თქმაც მსურდა... ეს არის სიცრუე და შენც კარგად იცი. რაო, რა უნდა დამაჯერო ახლა შენ, რომ შენი რწმენა ღმერთისადმი იმიტომ გაქვს, რომ მარადიულ სიამოვნებას არ ელტვი? ის გინდა მითხრა, რომ უფალი ახლა რომ გამოგეცხადოს ერთი წუთით (და შესაბამისად აღსრულდეს მამა ანდრიას ნატვრა) და გითხრას ან ჯოჯოხეთში იტანჯე მარადიულად, მაგრამ გეცოდინება რომ მე შენთანა ვარ, ან ჩემს გარეშე მარადიული სიამოვნება განიცადე სამოთხეშიო, ჯოჯოხეთს აირჩევდი? ეს გინდა დამაჯერო? სანამ ამ კითხვაზე პასუხს გაცემდე, ბევრი იფიქრე ამის შესაძლებლობაზე და ბევრი იფიქრე რას გააკეთებდი. დიდი ხანი არ დაგჭიდრება სინდისით ჩაღრმავება, რომ პასუხი ნათელი იქნება. ძალიან მოკლე ხანში, სინდისი გეტყვის, რომ შენ ახლა ჩემთან თვალთმაქცობ და შენს პოზიციას იცავ მხოლოდ. პოზიციის დაცვა კიდევ წარმოადგენს ანგარებას და ეგოიზმს.ისისც არ დაგავიწყდეს, იკანოსიმ რა მითხრა (და ამ კაცმა თავისი აზრი ტყულის გარეშე დადო): ერიდე განკითხვასო. |
აკაკი "ფანატიზმი" და მორწმუნეობა Jan 3 2010, 08:59 PM
ქევანა ჰმ.. :)
არაუშავს, ფან... Jan 3 2010, 09:08 PM
აკაკი
ჰმ.. :)
არაუშავს, ფან... Jan 3 2010, 09:14 PM
ქევანა
და განა არაათეისტ... Jan 3 2010, 09:33 PM
აკაკი ქევანა
კაცო ხომ ვთ... Jan 3 2010, 09:35 PM
abo აკაკი
კომუნისტები ... Jan 4 2010, 12:01 AM
G_I_O_R_G_I_ როგორც მე ვფიქრობ ... Jan 4 2010, 01:58 AM
ალექსანდრე - მართლმადიდებლობა... Jan 4 2010, 02:12 AM
abo ალექსანდრე
აუ ალე ... Jan 4 2010, 02:22 AM
Ligia საერთოდ დეკანოზ თე... Jan 4 2010, 02:34 AM
llaasshhaa
ინტერნეტში არ მოი... Jan 4 2010, 10:41 AM
Ligia
ინტერნეტში არ მოი... Jan 4 2010, 05:31 PM
აკაკი სწორედ ამის თქმა მ... Jan 4 2010, 01:18 PM
ქევანა
აქედან გამოდის, რო... Jan 4 2010, 02:04 PM
ალექსანდრე ქევანა
გასაგებია ... Jan 4 2010, 02:32 PM
xokaido ქევანა
აუცილებლად... Jan 4 2010, 04:10 PM
guest1 xokaido
გაგიმარჯოს
იქ ზ... Apr 5 2010, 10:28 AM
athos Ligia
ანათემისთვის რ... Jan 4 2010, 06:15 PM
Ligia
Ligia
ანათემისთვის რა... Jan 6 2010, 01:23 AM
neo მე ამ სიტყვაში დად... Jan 4 2010, 06:26 PM
afxazi neo
ფანატიზმს არა აქ... Jan 4 2010, 06:28 PM
neo
ჰო ზუსტად მაგიტომ ... Jan 4 2010, 06:39 PM
sergi_glaxa არ მინდოდა მეთქვა...... Jan 5 2010, 02:27 PM
აკაკი sergi_glaxa
და მერედა ვინ ... Jan 5 2010, 05:22 PM
sergi_glaxa აკაკი
ეგ არის ტრაგ... Jan 5 2010, 06:07 PM
sable
[color=#FF0000][size=5]ეგ არის ტ... Jan 5 2010, 06:16 PM
neo აი ფანატიკოსები :D ე... Jan 5 2010, 06:21 PM
ნანინა აკაკი
ისე მე როგორ... Jan 5 2010, 06:35 PM
sable
აკაკი
ისე მე როგორ... Jan 5 2010, 06:43 PM
ნანინა sable
კაი მაშინ მაპატ... Jan 5 2010, 06:50 PM
sergi_glaxa ნანინა
ნამდვილად ... Jan 6 2010, 12:28 PM
კანონისტი sergi_glaxa
შენგან ესეთი ფ... Jan 6 2010, 01:32 PM
sergi_glaxa
sergi_glaxa
შენგან ესეთი ... Jan 6 2010, 03:18 PM
ქევანა sable
კიდევ კარგი დაპო... Jan 6 2010, 03:25 PM
sergi_glaxa
გადადით ფანატიზმ... Jan 6 2010, 03:53 PM
newbie ცოტა რთული საკითხი... Mar 13 2010, 10:55 PM
guest1 აკაკი
გაგიმარჯოს
... Apr 5 2010, 10:05 AM
neo
:)
კი.
ქრისტემ თქვა ... Apr 5 2010, 11:43 AM
guest1 neo
პირველ რიგში, საკ... Apr 5 2010, 08:54 PM
აკაკი
მეც მაგას არ ვამბო... Apr 5 2010, 09:03 PM
guest1 აკაკი
შენ მეთანხმე... Apr 5 2010, 09:48 PM
neo
:)
კი.
ქრისტემ თქვა ... Apr 5 2010, 11:43 AM
Atman neo
ეგ მოსწავლეობრი... Apr 5 2010, 11:58 AM
აკაკი guest1
უკაცრავად მეგობ... Apr 5 2010, 05:22 PM
ikanosi
პავლე მოციქული რო... Apr 5 2010, 09:06 PM
ikanosi guest1
აი ამის...ყველან... Apr 5 2010, 09:51 PM
Atman ikanosi
არ გეწყინოს მა... Apr 5 2010, 09:54 PM
terra
ikanosi
არ გეწყინოს მაგ... Apr 5 2010, 10:58 PM
აკაკი guest1
ფანატიკოსივართ... Apr 5 2010, 09:55 PM
guest1 აკაკი
ვააჰ :D მე შენ ... Apr 5 2010, 10:05 PM
ikanosi ფანატიკოსობა და მწ... Apr 5 2010, 10:00 PM
ikanosi
ჭეშმარიტი მორწმუნ... Apr 5 2010, 10:08 PM
guest1 ikanosi
ეს კითხვა ვერ გა... Apr 5 2010, 10:16 PM
აკაკი guest1
მოდი ასე გეტყვი: ... Apr 5 2010, 10:16 PM
guest1 აკაკი
მაშინ ჭეშმარ... Apr 5 2010, 10:32 PM
ikanosi
არ მაკადრო რა მოსა... Apr 5 2010, 10:19 PM
ikanosi guest1
ერთ კითხვას დაგ... Apr 5 2010, 10:40 PM
guest1 ikanosi
რატომ კამათით? კ... Apr 5 2010, 11:44 PM
ikanosi
ikanosi
რატომ კამათით? ... Apr 5 2010, 11:52 PM
guest1 ikanosi
ღვთის ჭეშმარიტ... Apr 6 2010, 12:25 AM
აბე
შენი რწმენა საბოლ... Apr 6 2010, 05:31 PM
ikanosi guest1
რა აღმსარებლობი... Apr 6 2010, 12:30 AM
guest1 ikanosi
რა აღმსარებლობ... Apr 6 2010, 12:39 AM
ikanosi guest1
ჯერ არ მაქვს საკ... Apr 6 2010, 12:48 AM
guest1 ikanosi
ანუ, შენ თვითონ ... Apr 6 2010, 02:50 AM
A.v.B მაინტერესებს .... მა... Apr 6 2010, 01:00 AM
ikanosi A.v.B
გვიმტკიცებენ კი... Apr 6 2010, 01:01 AM
A.v.B ფანატიკოსი ვარ მაშ... Apr 6 2010, 01:03 AM
აბე guest1
მე შენთვის შეურ... Apr 7 2010, 03:52 PM
guest1 აბე
მეგობარო დაგლც... Apr 8 2010, 06:35 AM
guest1 შეურაცყოფის მიყენ... Apr 8 2010, 07:49 AM
Atman მორწმუნეობაა როცა ... Apr 7 2010, 06:40 PM
A.v.B guest1................ იქ ხომ დავ... Apr 7 2010, 08:12 PM
აბე guest1
სამწუხაროდ არა ... Apr 8 2010, 11:41 PM
guest1 აბე
მე არ მითქვამს ... Apr 9 2010, 01:56 AM
აბე guest1
სიდიადეს ვფლობ ... Apr 9 2010, 01:54 PM
guest1 აბე
მართლაც, მე ვერ... Apr 9 2010, 09:57 PM
Atman ნეტაი თქვენ რო არ გ... Apr 9 2010, 01:59 PM
აბე
ნეტაი თქვენ რო არ გ... Apr 9 2010, 02:08 PM
newbie guest
ეგოიზმი რაღა შუ... Apr 9 2010, 06:56 PM
newbie : )))
ოოო აბა ვინ არის ... Apr 10 2010, 02:25 AM
guest1 newbie
:D კაი იყო, გაიხარ... Apr 10 2010, 12:57 PM
ქევანა guest1
:D :D
***
ფანატიზმი ი... Apr 11 2010, 12:04 AM
newbie guest
:მპუა:
უი არა არ ... Apr 11 2010, 12:47 AM
elusia მართლმადიდებელი ა... Apr 11 2010, 01:09 PM
marine "გაუაზრებელი რწმ... Jun 16 2018, 08:14 PM
marine "რელიგიით გაკეთე... May 21 2020, 10:22 PM
marine "- სარწმუნოებისათ... Jul 17 2020, 06:54 PM
marine "ფანატიზმი ხშირა... Jan 3 2021, 08:28 PM
marine "ღმერთი ძალადობა... Feb 2 2021, 10:27 PM
marine "რწმენა, საღმრთო ... Jun 7 2021, 07:50 PM
marine "განმარტებითი ლე... Jun 24 2021, 08:07 PM
marine "მართლმადიდებელ... Jun 24 2021, 08:32 PM
marine "ვოლტერი ფანატიზ... Jun 25 2021, 05:48 PM
marine "მართლმადიდებელ... Jun 25 2021, 06:04 PM
marine "ფანატიკოსს რეალ... Jun 25 2021, 06:17 PM
marine "გამოვიყენოთ გამ... Jun 25 2021, 06:32 PM
marine "ფანატიზმი მაშინ ... Jun 26 2021, 07:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th December 2025 - 07:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი