სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| აბე |
Mar 16 2010, 04:50 PM
პოსტი
#1
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
გამიჩნდა იდეა, რომელმაც კაიროსისა და ნაინას რჩევების საფუძველზე სახე იცვალა და საბოლოო სახე მიიღო ასეთი: ფორუმის თავფურცელზე ზემოთ ეწეროს რომელიმე წმინდა მამის, ან ჩვენი უწმინდესის ილია II-ის ფრაზა, გამონათქვამი რელიგიური ცოდნის შეძენის მნიშვნელობასთან დაკავშირებით(ალბათ ექნება მას ასეთი ფრაზა),თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იმის უფრო ღრმად ცოდნა, თუ რას წარმოადგენს ჩვენი რელიგია, რას გვასწავლის იგი.
არსებობს მრავალი რელიგიური საიტი, სადაც არის ამგვარი წარწერები, იქნება ეს სახარებიდან მაცხოვრის სიტყვები, ჩვენი უწმინდესის სიტყვები, რომელიმე წმნიდანის შეგონება თუ სხვ. ამრიგად, მიმაჩნია, რომ არც ჩვენს ვებ გვერდზე იქნება ასეთი გამონათქვამი კონტექსტიდან ამოვარდნილი, მით უფრო რომ ფორუმი ინფორმაციის გაცვლის, გარკვეულწილად ცოდნის მიღების საშუალებაა და გამონათქვამიც ცოდნის მიღების მნიშვნელოვნებაზე იქნება. რას ფიქრობთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თქვენ? შენიშვნა: აღნიშნული ფრაზა არ იქნება ისეთი, რომელიც ადამიანს საკუთარ სინდისთან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს, რელიგიური ცოდნის მიღების დაზარების გამო. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
| lamara |
Apr 7 2010, 05:28 PM
პოსტი
#2
|
![]() lamara ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
ფრაზებს დავდებ და აირჩიეთ:
თუკი უფლისაგან ლოცვით რაიმეს ითხოვ, ის კი შენს შესმენას აყოვნებს, ნუ დაწუხრდები – ღმერთზე გონიერი როდი ხარ. ისააკ ასური ნუ შეწყვეტ ლოცვას, ოდეს მაცდურმა უგრძნობელობა გულისა გამთხვიოს. სულით მშრალი, თუ ლოცვას განაგრძობ, ცრემლით მლოცველზე მაღლა დადგები. იღუმენი არსენი თუკი სხვებთან ერთად ცხოვრობთ, მაშინ ემსახურეთ მათ ისე, როგორც თავად ღმერთს, და ნუ მოითხოვთ სიყვარულისთვის სიყვარულს, თავმდაბლობისთვის – შექებას, სამსახურისთვის – მადლიერებას. ს.ა. ნილუსი ლოცვა სულის სუნთქვაა. წმ. იოანე კრონშტადტელი კართა მიღმა რჩება და არ შეიწყნარება ის ლოცვები, უსიყვარულოდ რომ აღევლინება უფლისადმი. რამეთუ მხოლოდ სიყვარული განუღებს კარს ლოცვებს. წმ. ეფრემ ასური ვინც მოყვასს წრფელი სიყვარულით ემსახურება, მისთვის დაღლაც კი დასვენებაა, ხოლო ვისაც მხოლოდ თავისი თავი უყვარს და ზარმაცია, უსაქმურობაც კი ღლის. სქიმ-მონაზონი პაისი მთაწმინდელი ნუ იტყვი: „ხვალ“, იქნებ შენთვის უკვე აღარ დადგეს ხვალინდელი დღე. ის ვინც ცოდვათა შენდობას შეჰპირდა მონანულთ, ცოდვაში მყოფთ ხვალინდელი დღის დადგომას არ დაპირებია. წმ. გრიგოლ დიოლოღოსი ვინც თავს იმართლებს, იგი საკუთარ თავს სინანულისაგან განაშორებს. აბბა ისაია სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით. წმ. ეფრემ ასური მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან. წმ. სერაფიმე საროველი უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის. ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი როგორც ჭამის სურვილი არ კლავს შიმშილს, როგორც წყლის დალევის სურვილი არ სპობს წყურვილს და ვაჭრობის სურვილი არ გაგამდიდრებს, ისე მხოლოდ ცხონების სურვილი ვერ გაცხონებს. დეკანოზი აბრაამ ნეკრასოვი ნებით არ მივეცეთ ცდუნებას, არამედ მადლობით მოვითმინოთ ის, რაც უფლის დაშვებით მოგვევლინება. წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი მორჩილება ცეცხლივით სწვავს ვნებებს. წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი მორჩილება ესაა ადამიანური განსჯის გვერდზე გადადება მაშინაც კი როცა განსჯის დიდი ნიჭი გაქვს. ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) წმ. იოანე ოქროპირი ვინც გვკიცხავს, ის გვჩუქნის, ხოლო ვინც გვაქებს, ის გვპარავს. ოპტელი ბერი ამბორსი სადაც წმიდა სახარება ძევს რწმენითა და ჯეროვანი მოწიწებით, იქ ვერ შევალს ბოროტი სული და ვერ ეცდება ქრისტიანის ცთუნებას. წმ. იოანე ოქროპირი სინდისი ჩვენში დაუდუმებელი მამხილებელია, რომელსაც ვერც მოატყუებ და ვერც აცდუნებ. წმინდა იოანე ოქროპირი ვინც გვკიცხავს, ის გვჩუქნის, ხოლო ვინც გვაქებს, ის გვპარავს. ოპტელი ბერი ამბორსი სადაც წმიდა სახარება ძევს რწმენითა და ჯეროვანი მოწიწებით, იქ ვერ შევალს ბოროტი სული და ვერ ეცდება ქრისტიანის ცთუნებას. წმ. იოანე ოქროპირი სინდისი ჩვენში დაუდუმებელი მამხილებელია, რომელსაც ვერც მოატყუებ და ვერც აცდუნებ. წმინდა იოანე ოქროპირი * უტიფარია ადამიანი, ვინც თავის ცოდვებს ვერ ხედავს და თავი მოაქვს. ყოველი ამაყი და ამპარტავანი გულითა, საძაგელი არს უფლის წინაშე. * მოწყალება ოქროა, მოთმინება კი ბრილიანტი. * თუ სარწმუნოების დაცვაა საჭირო და არ იცავ, სული იღუპება. სარწმუნოების გამო თუ მოგკლეს, პირდაპირ შედიხარ სასუფეველში. * სარწმუნოებასთან ერთად სიმტკიცე თუ არ გაქვს არაფრად ვარგიხარ * ვინმეზე დიდი რომ გეგონოს თავი, საძაგელი ხარ უფლის წინაშე. * თვალი გულის სარკეა, თუ სულს არ უნდა ცუდისაკენ არ გაიხედავს. * სიმართლის თქმის უფლება ცოდვილსაც აქვს. ცოდვილმა რომ მისი ცოდვების გამო სიმართლე დამალოს და არ თქვას, მის ცოდვებს ესეც დაემატება და კიდევ უფრო მეტად დაისჯება. * საჭმელზე მეტად ადამიანების სიყვარული უნდა გშიოდეს და ღვინოზე მეტად მათი სიყვარული უნდა გწყუროდეს. * ღმერთის წინაშე ყოველი ცოდვა ზღვის კენჭებივითაა, არ არსებობს ცოდვა სინანულს რომ აღემატებოდეს. * რასაც კეთილი საქმისათვის გასცემ, ღმერთი ასწილ მოგიზღავს ! * როდესაც განიკითხავ სხვას, ესე იგი ღმერთს განიკითხავ. თუ კაცმა შესცოდა და განიკითხე, მერე რომ მოინანია და ღმერთმა მიუტევა, შენ დაინახე?? * ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, მისი სახით ქრისტე შეგიძულებია და სასუფევლისაგან შორსა ხარ.. * სიყვარულით ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შესძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს. * ნუ ზრუნავთ ხორცისათვის, იზრუნეთ სულისათვის, სული გადაირჩინეთ. ვინც ენასა და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ გზაზე დგას * თუ შენ ლოცულობ და ამ დროს მოგადგა ვინმე გაჭირვებული და გთხოვა დახმარება, შენ რომ არ მიეხმარო და უთხრა: ვლოცულობ, დავამთავრებ და მერე მოგხედავო, აი, ასეთი ლოცვა ღმერთს არ სჭირდება, ასეთ ლოცვაზეა ნათქვამი, ლოცვა ცოდვად შეერაცხაო. * ღვთის სახელის ხსენება უმიზეზოდ არ შეიძლება, ხშირად რომ ახსენებ მესამე მცნება ირღვევა. * ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს . სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს. მამა გაბრიელი (ურგებაძე) -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
აბე თავფურცელზე წმ. მამის ფრაზა Mar 16 2010, 04:50 PM
terra ორი ''კი'' ჩემგ... Mar 16 2010, 05:16 PM
afxazi იდეა კარგია. იაქტი... Mar 16 2010, 05:21 PM
ikanosi ადამიანი ჭადრაკის ... Mar 16 2010, 06:54 PM
აბე რადგანაც საიტი რელ... Mar 16 2010, 07:31 PM
terra
რადგანაც საიტი რე... Mar 16 2010, 08:31 PM
lingvo ”იყავით სრულ, ვითა... Mar 16 2010, 07:34 PM
აბე
[color=#000099][b]”იყავით სრუ... Mar 16 2010, 07:38 PM
KAIROS
ჩემგანაც. Mar 16 2010, 08:34 PM
აბე terra
დაწერე აბა რაიმ... Mar 16 2010, 08:35 PM
terra
terra
დაწერე აბა რაიმ... Mar 16 2010, 08:48 PM
აბე
,,არ არსებობს კაცი, ... Mar 16 2010, 08:50 PM
ა ნ უ კ ა
,,არ არსებობს კაცი, ... Mar 16 2010, 10:16 PM
neo ფრაზას გააჩნია Mar 16 2010, 08:38 PM
KAIROS ბრძნული აზრები საკ... Mar 16 2010, 08:53 PM
terra
მაიცა, დავტკბე სიტ... Mar 16 2010, 08:59 PM
ნონა
უჭკუო ჩივის,რომ ხა... Mar 16 2010, 09:02 PM
აბე მე უფრო სხვა რამეზ... Mar 16 2010, 09:00 PM
KAIROS ვიცი აბე, თუმცა ზოგ... Mar 16 2010, 09:21 PM
ikanosi მოკვდავსა სიტყვას ... Mar 16 2010, 09:22 PM
terra ბუასტი:- ეძებეთ ისე... Mar 16 2010, 10:10 PM
ikanosi ა ნ უ კ ა
გავმრავლდე... Mar 16 2010, 10:22 PM
lingvo ასე არაფერი გამოვა... Mar 16 2010, 10:51 PM
ikanosi lingvo
წმინდა მამების ... Mar 16 2010, 10:54 PM
lingvo ikanosi
საერო კი იქნება,... Mar 16 2010, 10:57 PM
ikanosi lingvo
ეგეც ვნახე..გადა... Mar 16 2010, 11:02 PM
აბე
lingvo
ეგეც ვნახე..გადა... Mar 17 2010, 12:00 AM
Ligia ხო ისე არ გვაწყენდ... Mar 17 2010, 04:00 AM
მარიამი სულ ერთიდაიგივე ფრ... Mar 17 2010, 10:09 AM
KAIROS
უნდა იცვლებოდეს, მ... Mar 17 2010, 10:23 AM
აბე პრობლემა იმაშია, რ... Mar 17 2010, 03:07 PM
::სალომე:: კი და არა Mar 17 2010, 12:51 PM
ქევანა ყველაზე დიდი კი რა... Mar 17 2010, 02:25 PM
ikanosi
:mellow: არა Mar 17 2010, 02:59 PM
lamara მეორე კითხვას არა, ... Mar 17 2010, 03:02 PM
newbie კი, რათქმა უნდა, კიი... Mar 17 2010, 11:13 PM
აბე
კი, რათქმა უნდა, კი... Mar 18 2010, 02:10 PM
ალექსანდრე მეც მასე ვფიქრობ რ... Mar 19 2010, 01:28 AM
ბადრი ალექსანდრე
მხარს ... Mar 19 2010, 07:20 AM
აბე ალექსანდრე
ბადრი
... Mar 19 2010, 05:11 PM
anriko777 გამაგებინეტ მამაო ... Dec 19 2010, 03:04 PM
ბადრი აბე
კარგია Mar 19 2010, 05:43 PM
terra აბე
კაია.
მე მომწონ... Mar 19 2010, 05:43 PM
kato_Bato მე მგონია, რომ გადა... Mar 19 2010, 06:05 PM
აბე
მე მგონია, რომ გადა... Mar 19 2010, 06:22 PM
ნონა იმედია არ გავაღიზი... Mar 19 2010, 08:13 PM
აბე
იმედია არ გავაღიზ... Mar 19 2010, 09:13 PM
lamara უეჭველია, ძლიერ გო... Mar 19 2010, 08:24 PM
.SaLoMe. პირველ შეკითხვაზე ... Mar 20 2010, 08:41 PM
ikanosi რა გადაწყვიტეთ საბ... Mar 20 2010, 08:47 PM
აბე ფრაზა 1:
"ღმერთს შე... Apr 7 2010, 04:29 PM
აბე lamara
სამწუხაროდ გან... Apr 12 2010, 12:14 AM
KAIROS
აქ ორი გზაა აბე;
ან ... Apr 12 2010, 03:42 AM
KAIROS აჰა, ესეც იყოს:
ოქრო... Apr 12 2010, 04:36 AM
აბე KAIROS
მე ამ გზას ვემხრ... Apr 12 2010, 03:40 PM
orthodox-georgia კი Apr 12 2010, 09:06 PM
KAIROS
ოქროპირს არ უთხრა, ... Apr 13 2010, 06:00 PM
lamara მამა პაისი მთაწმინ... May 4 2010, 09:04 PM
+ვახტანგი+ მამათა გამონათქვე... May 4 2010, 10:04 PM
ikanosi ამ იდეამ კრახი გან... Jun 26 2010, 12:00 AM
lamara იქებ აქედან აირჩიო... Jul 4 2010, 04:22 PM
ikanosi აქაურობა მთლად დაი... Aug 26 2010, 11:28 PM
shavlegi პირადად მე მამა პა... Aug 27 2010, 05:12 PM
გუდაგუდა "განა არის ამ ქვე... Dec 18 2010, 01:49 PM
afxazi anriko777
სამწუხაროდ ჯე... Dec 19 2010, 03:13 PM
-Orthodoxy- ,,ეძიებდით სიკვდილ... May 13 2011, 09:12 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th November 2025 - 08:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი