![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
llaasshhaa |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() ლაშა ქებაძე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 ![]() |
![]() ![]() ![]() -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
![]() ![]() |
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
გააჩნია მორალს რას ეძახი. ჩემთვის, მორალი უფლის მცნებებით იწყება და მათითვე მთავრდება. ამაზე აღმატებული ზნეობრივი სისტემა, არავის, არც ერთ ეპოქაში არ შეუქმნია. +1 ყველაფერი რაც საზოგადოებას უფრო აღმატებული ჰგონებია ცალკეულ იდეოლოგიაბად იქცა ან საფუძველში ჩაეყარა და შედეგად ქრისტიანიზმისაგან განსხვავებული, მიმსგავსებულ/დაპირისპირებული დოქტრინები შემოგვრჩა ხელში ![]() -1 ![]() ორივეს შეიძლება დავეთანხმო... და ვეთანხმები კიდეც ნაწილობრივ... მაგრამ სად არიან ისინი, ვინც ვერ შეძლო ენახა სიბნელე და ამის გამო ვერ დააფასებს სინათლეს? ამ ფორუმზე ერთ-ერთი ჩემი პირველი პოსტთაგანის ციტირებას მოვახდენ: ნუ გაადამიანებთ ღმერთს და ნუ გააღმერთებთ ადამიანს. ხელოვანს ხელოვნისა მიაგეთ და მორწმუნეს მორწმუნისა ![]() არ გავაგრძელებ კამათს, თუმცა ვიტყვი, რომ ნიცშე საფლავში ტრიალებს ალბათ, უდიდესი ღვთისმგმობელი და ურწმუნო, ადამიანი, რომელმაც სცადა დამოუკიდებლად ყოველგვარი რელიგიისგან შეექმნა "ახალი ადამიანი", ზეკაცი... რა თქმა უნდა არც არაფერი გამოუვიდა... მაგრამ რომელი თქვენთაგანი იტყვის რომ მას არ ჰქონდა მორალი? რომელი თქვენგანი დაამტკიცებს რომ მან, რომელმაც ზურგი აქცია თვით მორალის საფუძველს, რელიგიას, მოგვცა მაგალითი ამორალობისა? რა შუაშია აქ ქრისტიანობა ან რომელიმე სხვა რელიგია? მით უმეტეს კონსტანტინეს ნუ გაატარებთ რელიგიურ წნეხში!!!! მე, ათეისტი და ურწმუნო ვიყავი მრავალი წლის მანძილზე და ტაქსილის "სახალისო სახარებას" უფრო დიდი ინტერესით და სიამოვნებით ვკითხულობდი ვიდრე წმინდანთა ცხოვრებას... ნუ ჩააკვეხებთ ყველგან და ყველაფერში ღმერთს და სარწმუნოებას, მით უმეტეს იქ, სადაც არც კი უნდა ვეძებოთ ის! ბევრგან არის მორალი და თუ ჩვენ სხვა კუთხიდან ვუყურებთ აღნიშნულ საკითხს და არ ვეთანხმებით, არ ნიშნავს რომ აღნიშნული საკითხი ამორალურია ![]() P.S.: სხვათაშორის ნონა არ სცემს პატივს ღვთისმგმობელ ჰაინეს, მე ჰაინეს პოეზიის წინაშე თავს ვხრი და მის ლექსებს ლოცვასავით ვიმეორებხოლმე გულში ![]() -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 06:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი