IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "ფანატიზმი" და მორწმუნეობა, ფანატიკოსობის თეორია
აკაკი
პოსტი Jan 3 2010, 08:59 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



"ფანატიკოსობის თეორია"

ხშირად გვსმენია ამა თუ იმ ადამიანზე, რომ ის "ფანატიკოსია"
მაგრამ დავკვირვებულვართ მის არსს საიდან მოდის ეს წოდება რომელსაც "ფანატიკოსი" ჰქვია,
ან იმას თუ დავკვირვებულვართ რატომ ვუწოდებთ ადამიანს?, სამართლიანად თუ უსამართლოდ, სწორად თუ არასწორად?

სიტყვა "ფანატიზმი" ნიშნავს რაიმე იდეის რწმენით უკიდურეს გატაცებას (ეს შეიძლება იყოს რელიგია ან ნებისმიერი სხვა რამ)
ბრმადმორწმუნეობას, ის ავადმყოფობაა.
განვიხილოთ და განვასხვაოთ "ფანატიზმი" და "რწმენა".
"ფანატიზმი" პირიქით ხშირად გვხვდება ათეისტებს შორის, "ფანატიკოსებს" ახასიათებს სხვისი რწმენის აბუჩად აგდება, ლანძღვა
ჭეშმარიტი მორწმუნე "ფანატიკოსი" არ არის (არ შეიძლება იყოს და არ იქნება), ეს უბრალოდ შურით დატყვევებული ადამიანის მინაძახია ღრმადმორმწუნე ადამიანისადმი,
რომელსაც შურს იმ ადამიანის რწმენისა... თვითონ კი ჩაკეტილია თავის ეგოიზმთან ერთად თავის თავში და ფანატია თავისი თავისა.

"ფანატიკოსი" თავის თავს მიენდობა, ჭეშმარიტი მორწმუნე ნებას თავის თავს არასოდეს მიანდობს,
"ფანატიკოსი" ყველას იძულებს გარდა თავისი თავისა, ჭეშმარიტ მორწმუნეს კი ყველა უყვარს,
"ფანატიკოსი" ყოველ ადამიანში ცუდის დანახვას ცდილობს, ჭეშმარიტი მორწმუნე კი ყოველ ადამიანში ღვთის ხატებას ხედავს.

არ შეიძლება ჭეშმარიტ მორწმუნეს "ფანატიკოსი" ვუწოდოთ
არასოდეს ვეცადოთ დავემსგავსოთ იმ ეგოისტ და შურით აღსავსე ადამიანს, რომელმაც პირველად მორწმუნეს "ფანატიკოსი" უწოდა,
თავისი ეგოუსტური მსჯელობით და რადგან თავად იყო ასეთი...

გავიხსენოთ ქრისტეს დროს მღვდელთმთავრები როგორ იქცეოდნენ...
მათ ქრისტე არ სცნეს, ისინი მის საქმეებში ბოროტებას ხედავდნენ, რადგან თავად იყვნენ ასეთნი(ბოროტები)
სწორედ ასეთი ადამიანი არის "ფანატიკოსი" და "ბრმა"დმორწმუნე, რომელიც თავის ზრახვებს უგდებს ყურს.
ბოროტი ადამიანი, ყოველ ადამიანში ბოროტს ხედავს.

შესაბამისად "ფანატიკოსი"-ც ყოველ ადამიანში "ფანატიკოსს" ხედავს smile.gif

მეგობრებო, ნუ ვუწოდებთ ბრმად, "ფანატიკოსს" იმ ადამიანს რომელიც მორწმუნეა, ნუ შეგვშურდება მისი რწმენისა,
ნუ შევაფასებთ მის რწმენას, მხოლოდ ღმერთმა უწყის მისი რწმენის სიმართლე.

ასე, რომ სიტყვა "ფანატიკოსი" შურით და ბოღმით სავსე ადამიანის ნათქვამია ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანზე

"ფანატიკოსობა" მორწმუნეთა შორის არ არსებობს!!!

მორწმუნენო თქვენს მორწმუნე დებსა და ძმებს ნუ ვუწოდებთ ბრმად, "ფანატიკოსებს"

"ფანატიკოსები" ისინი სხვანი არაიან!
"ფანატიკოსობა" ეს სხვა რამეა!

გაიხარეთ; აკაკი smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
აბე
პოსტი Apr 7 2010, 03:52 PM
პოსტი #2


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



guest1

მე შენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია და არც მოგაყენებ.
არც განმიკითხიხარ და არც განგიკითხავ.
მე დაგიწერე საკმაოდ ვრცელი, გაწონასწორებული ტონით ნათქვამი პოსტი და სიმართლე უხეშად მოგხვდა.

ახლა რაც შეეხება შენს დამატებით შეკითხვებს, რაც ჩემი პასუხის შემდეგ გაგიჩნდა და დაწერე...



გეთანხმები უფალს შეუძლია, რომ საკუთარ გულში მონანულ ადამიანს მიუტევოს ცოდვები, მაგრამ აღსარების ჩაბარების დროს ადამიანი თავს იმდაბლებს, იღებს რჩევა დარიგებებს, რომ მომავალში უფრო უკეთ აღჭურვილი დაუხვდეს იგივე საცდურს და თუ მთლიანად ვერ მოახერხა ამ არჩევანის რეალიზაცია, იმაზე ბევრად ნაკლები სიმძიმით შესცოდოს, რამდენითაც უწინ... და ასე ნელ-ნელა საკუთარ თავზე მუშაობით, საკუთარ თავში ბოროტების, ცოდვის მოძულების მცდელობით, მოძღვრების რჩევა-დარიგებებით, წიგნების კითხვით, ლოცვით, მარხვით, ზიარებით ისწრაფონ სრულყოფილებისაკენ, განწმენდისაკენ. შენ მღვდლები არ მოგწონს, მაგრამ იესო ქრისტე არ უარყოფდა მღვდლებს. მან არა ერთხელ გაუშვა მის მიერ განკურნებული ადამიანი მღვდელთან, რათა შეეწირა განკურნებისათვის. წადი ეჩვენე მღვდელსო, ასე ეუბნება... გარდა ამისა, ის ეკლესია, რომელიც შენ არ მოგწონს, ქრისტეს მოწაფეების, მოციქულების დაარსებულია უფლისავე ბრძანებით. გემახსოვრება, როგორ ეუბნება მაცხოვარი პეტრეს. შენ ხარ კლდე და კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას... ის საეკლესიო კრებები, რომელსაც შენ უარყოფ, სულიწმინდის მადლით ტარდებოდა და მასზე მიღებული დასკვნები უფლისაგან იყო ნაკარნახევი. ამ წმინდა მამებს (და სხვებსაც) მოვიხსენიებთ, როგორც ღვთივგანბრძნობილ მამებს... უფრო მეტსაც გეტყვი. იყო შემთხვევები, რომ თვითონ ეს მამები ვერ გებულობდნენ კრებებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. ხანდახან საუკუნეებიც კი დასჭირვებია, რომ მიმხვდარიყო კაცობრიობა იმ გადაწყვეტილებების აზრს... რატომ? იმიტომ რომ ამ მამების ნააზრევი კი არ იყო, არამედ სულიწმინდისა. ეს რა დაგვიწერია, რა გვითქვამსო, ამბობდნენ... მაგრამ როდესაც ამისათვის მზად იყვნენ, ყველაფერი გაიგეს და დღეს ყველაფრის ახსნა-განმარტება არსებობს.



იმას მართალს ამბობ, რომ სინანულს მართლაც შეუძლია გააბათილოს მთელი ცხოვრების უღმერთოდ გატარება, მაგრამ როდესაც აღსარებას არ ამბობს ადამიანი იმის ნიშნად, რომ სამოთხის ბაღ-ვენახებში ნეტარება არ არის მისი თვითმიზანი, არასწორია. არცერთი ნორმალური ადამიანი ეხმარება მეგობარს იმისათვის, რომ მადლობა მიიღოს მისგან, ან კაი პურ-მარილი გაუშალონ. მაგრამ იმისი თქმა, რომ რადგანაც ჩემი თვითმიზანი მადლობის მიღება და ქეიფი არ არის, ამიტომ არ უნდა დავეხმაროვო, არასწორია. ახლა ჩვენ რა უნდა გავუკეთოთ უფალს, როგორ უნდა დავეხმაროთ მას, ისე რომ ჩვენი თვითმიზანი არ იყოს მისგან მადლობისა და სამოთხის მიღება? უფალს რა დახმარება სჭირდება, ის ხომ ღმერთია? მაგრამ როგორც მამა თეოდორე ამბობს, მართლმადიდებლობა ქრისტესთან ერთად გოლგოთის გზაზე სიარული, მისი ტკივილებით დატანჯვა, საკუთარი უღმერთოების გამო სინანული (რადგანაც სწორედ ჩემი უღმერთოების გამო მიჰყავთ იგი ჯვარზე გასაკრავად) და გოლგოთაზე იოანე ღვთისმეტყველის გვერდით დგომაა. გოლგოთის გზაზე მიმავალ მაცხოვარს ერთმა დედაკაცმა დაალევინა წყალი (თუ ღვინო.... არ მახსოვს ზუსტად). ჩვენ რა დავალევინოთ, რა ვაჭამოთ? ბუნებრივია, არა ზეცად ამაღლებულ, მამის წიაღში დამკვიდრებულ მის ადამიანურ ბუნებას, არამედ გოლგოთისაკენ მიმავალს... რა ვაჭამჴთ და ვასვათ იმ დედაკაცის მსგავსად, რომელმაც წყალი დაალევინა? მაცხოვარი თავის მოწაფეებს ეუბნება, ჩემი საჭმელია ის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე...ჩვენც, დავუჯეროთ უფალს, ვიცხოვროთ მისი ეკლესიის წიაღში და ეს იქნება მისი მომავლინებელის ნება, ამრიგად მივცემთ სასმელს (ამ შემთხვევაში საჭელი და სასმელი ერთი და იგივეა...) მას გოლგოთისაკენ მიმავალს... არა იმის გამო, რომ მერე სამოთხე მოგვცეს, არამედ მისი სიყვარულის გამო.

რაც შეეხება იმ თვისებებს, რომლებიც მე მართლა არ გამაჩნია ჯერ-ჯერობით, არამედ პერიოდულად ვრწყავ მათ ჩანასახებს ჩემში, მაგრამ სამწუხაროდ მერე ისევ ვახმობ... შენ მართლას ამბობ, რომ მართლმადიდებლების უმრავლესობას არ გააჩნია ისინი. მაგრამ დღესაც არიან ისეთი ადამიანები ეკლესიის წიაღში, რომლებსაც გააჩნიათ ისინი. ისინი ნამდვილად ღვთის წმინდანები არიან დედამიწაზე... იმის გამო, რომ მე სწორ გზაზე ვერ მივდივარ ჩემივე მიზეზით, ეს გზა არასწორად უნდა მივიჩნიო?! ხომ ვხედავ ადამიანებს, რომლებაც გაიარეს ეს გზა და მივიდნენ უფალთან?! და ხომ ვხედავ ადამიანებს, რომლებიც დღესაც წარმატებით გადიან ამ გზას?!

რაც შეეხება იმ არჩევანს: დიაღაც ჯოჯოხეთში ყოფნას ვარჩევდი უფალთან ერთად, სამოთხეში უღმერთოდ ყოფნას!

და ბოლოს მამა ანდრიას შეურაცხყოფის გამო, მინდა გითხრა ერთი რამ. მამა ანდრიას თვითმიზანი რომ იყოს სამოთხის დამკვიდრება და არა უფალთან მიახლება და მასთან პიროვნული ურთიერთობის აღდგენა, მაშინ პირადად მე აღვდგებოდი ერთ-ერთი პირველი მის წინააღმდეგ, რადგანაც ინტერნეტში სცემს უამრავი ადამიანების შეკითხვას პასუხს და სამოთხეში დამკვიდრებას უქადაგებს და არა უფლისათვის სათნო ყოფას.

და ბოლოს, შენივე სიტყვებით გიპასუხებ:
ციტატა
პოზიციის დაცვა კიდევ წარმოადგენს ანგარებას და ეგოიზმს.


ჩვენ არ ვიცავთ არანაირ პოზიციას. ჩვენ დასაცავი არა გვაქვს არაფერი. ჩვენ ავად თუ კარგად ვცდილობთ უფლის გზაზე სიარულს და ამისათვის ჩვენ არ გვჭირდება ადამიანებს ვუმტკიცოთ ის, რასაც არ უსმენენ და ყურად არ იღებენ. მართლმადიდებელის საქმე მტკიცება არ არის. მართლმადიდებელის საქმეა დამოწმება. მე დავამოწმე შენს წინაშე ის, რაც არის ღვთის ჭეშმარიტება და გავაგრძელე ჩემი გზა.

ღმერთმა მშვიდობით გატაროს.
გთხოვ ლოცვებში მომიხსენო.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Apr 8 2010, 06:35 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



აბე
მეგობარო დაგლცოს უფალმა შენც და ყველა მისი ყველა მისი ქმნილება. ეს ჩემი სიტყვებია, თორემ, ყოვლადსათნო უფალს ამის შეხსენება არ ჭირდება.

რაც შეეხება იმას, რომ მე რაღაც ცუდად მომხვდა: არ არსებობს რაიმე, რაც შენ უნდა მითხრა და არ ვიცოდე ჩემი თავის შესახებ. შეიძლება ცუდად მომხვდეს ხანდახან, მაგრამ სიმართლეს ვერ გავექცევი და ეს სიმართლე ბევრჯერ გაცოფების მაგივრად სიმშვიდეს მაძლევს. თუ გინდა მაზოხისტობა დამწამე ამის გამო biggrin.gif ტყუილის მთქმელობა გინდა დამწამო, ასეთი ვარ. ანგარება გინდა დამწამო, ასეთი ვარ. სიყვარულის არქონა გინდა დამწამო, ასეთი ვარ. რა უნდა მეწყინოს? მე რომ ვიცი რაც ვარ, იქიდან ვიცი შენ რა ხარ. მე რომ ვიცი ანგარებიანი ვარ, იქიდან ვიცი, რომ შენც აგარება გამოძრავებს (და ყველას, ვინც უფალთან მისვლას ფინთიკურშკებით ცდილობს-თუ გინდა გამლანძღე ამისათვის).

შენ ამბობ, რომ უფალთან ჯოჯოხეთშიც იცხოვრებდი-ტყუილია ეს. შენ სიმართლის აღიარებაც არ შეგიძლია. თუ უფალი ყოვლად სათნოა, მაშინ ასეთი უფალი ჯოჯოხეთშიც იმყოფება დატანჯულ სულთან. თუ უფალმა განუდგა მის ქმნილებას, მასეთი უფალი მხოლოდ მართლმადიდებელი უფალი შეიძლება იყოს. თუ მართლმადიდებლის უფალი ასეთია, რომ ჯოჯოხეთში მის ქმნილებასთან არ იმყოფება, მასეთ უფალთან სამოთხეშიც არ ვისურვებ ყოფნას-ეს ჩემი აზრია. თუ მართლმადიდებელი უფალი მართლაც ყოვლადსათნოა და მის ქმნილებას ჯოჯოხეთშიც არ მიატოვებს, მაშინ მისი რწმენის გარდა არაფერია საჭირო. შენ კიდევ მთელი რიტუალები გჭირდება ამისათვის, იმიტომ რომ ჯოჯოხეთში არ მოხვდე. მე არ მწამს მართლმადიდებელი უფალის. მე არ მწამს უფალის, რომელიც სხვადასხვა აღსარების ადამიანის ერთიდაიმავე თვისებას (სიკეთეს, სიყვარულის უნარს, თანაგრძნობის უნარს) სარწმუნოების მიხედვით გამოყოფს და იტყვის მართლმადიდებლური სიკეთე არის ჭეშმარიტი სიკეთე და მისლიმის სიკეთე ფარსია. არ არის ასეთი უფალი ჩემი (ხომ ხედავ, უფალიც სხვადასხვა გაგვაჩნია ჩვენ) და თუ თქვენი უფალი ასეთია, გაცხონოთ ამ უფალმა ყველა მართლმადიდებელი; მე კიდევ ჯოჯოხეთშიც კარგად დავისვენებ ასეთი უფლისაგან, რა ვქნა, ყველას თავისი რწმენა აქვს.

რაც შეეხება იმას, რომ ქრისტემ თქვა "შენ ხარ კლდე და კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას..." ეს არის პოლიტიკურად გადმოთარგმნილი ციტატა და საკუთარი ეგოსათვის მორგების მცდელობა. თქვე ღვთისაგან დალოცვილებო, თუ ასე სიტყვასიტყვით იგებთ ყველაფერს, რატომ არ აშენებთ ყველა ეკლესიას კლდეზე? ან რატომ არ აშენებთ ყველა ეკლესიას პეტრეს სხეულზე? თუ ასე სიტყვასიტყვით იგებთ ყველაფერს, რა მნიშვნელობა ქონდა სიტყვა ეკლესიას იმ დროს, როცა იესომ მიმართა პეტრეს? თუ ასე სითყვასიტყვით იგებთ ყველაფერს, რატომ არ უყურებ იმას, რომ იესოს დროს ეს ეკლესია არ არსებობდა და შეიძლება სულ სხვა შინაარსი იდო ამ სიტყვებში? თუ ასე სიტყვასიტყვით იგებთ ყველაფერს, რატომ არ იგებთ სიტყვასიტყვით ქრისტეს ნათქვამს, რომ თქვენ სხვა მამა არ გყავთ, გარდა უფალისა? რატომ? რატომ ეძახით მამას მღვდელს, როცა ერთადერთი სულიერი მამა მხოლოდ უფალია ჩვენი და რაც უფალმა ნათლად გადმოსცა? რატომ არ იგებთ სიტყვასიტყვით ქრისტეს ნათქვამ, რომ უფალი ყველა არსებაშია? რატომ არ იგებთ სიტყვასიტყვით უფლის ნათქვამს, რომ მასთან მხოლოდ ქრსიტეს გზით შეიძლება მიხვიდე და არა მართლმადიდებლური, კათოლიკური, პროტესტანტული, იაღოველური, ისლამის და ა.შ. გზით? სიტყვასიტყვით იგებენ იმას, რაც უნდათ და იგებენ იმას რაც არ უნდათ. სად არის ქრისტეს სიტყვები, რომ შექმენით ეკლესიები; იქ შექმენით იერარქიები; იმ იერარქიებში ზოგი დაბალია და ზოგი მაღალი; იქ მღვდელს მამა უნდა დაუძახოთ და აღსარება უნდა ჩააბაროთ; ჯვარი უნდა ჩამოიკიდოთ, რომელზეც მე უნდა გამომსახოთ და თითო ფეხს თითო ლურსმანი უნდა ქონდეს (მე მაპატიეთ თუ მართლმადიდებლობაში ქრისტე ერთი ლურსმნით უნდა იყოს მიჭედებული და ეს მეშლება); რატომ ასრულებთ იმას, რაც იესოს არ უთქვამს?

შეასრულეთ რა რტუალიც გინდათ, ჩააბარეთ აღსარებაც; ამაში ცუდი არაფერია და არც ვინმეს ვძრახავ ამისათვის. მაგრამ, რატომ მოდიხართ და უმტკიცებთ ხალხს, რომ ქრისტემ მართლმადიდებლობა (რომელიც რისტუალების გარეშე, ორგანიზაციის გარეშე, დოგმების გარეშე ვეღარ იქნებოდა მართლმაიდედებლობა) იქადაგა. დამანახე ეს და მე ვიქნები პირველი მართლმადიდებელი და მართლმადიდებელი უფალის მქადაგებელი. დამანახეთ სად იქადაგა თუნდაც ერთი რამ, რასაც მართლმადიდებელი (და იგივე ეხება კათოლიკეს და სხვა მიმართულებებს) ქადაგებს.

რაც შეეხება ფანატიკოსობას და ა.შ. ან ყველა ადამიანი ფანატიკოსია, ან არცერთი არ არის ფანატიკოსი. ჭეშმარიტება მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს. უფლის სიმართლე მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს. როცა ერთი რელიგიის აღმსარებელი სხვა რელიგიის აღმსარებელს დებს ბრალს ფანატიკოსობაში, მას რწმენა საერთოდ არ გააჩნია. ასეთი ადამიანისათვის რწმენა არის ბუტაფორია და ასეთი ადამიანი არის წარმართი. რწმენას სახელი არ შეიძლება გააჩნდეს. რწმენა რწმენაა. როცა გაქვს მართლმადიდებლური რწმენა, გაქვს მართლმადიდებლური რწმენა და არა რწმენა. როცა გაქვს კათოლიკური რწმენა, გაქვს კათოლიკური რწმენა და არა რწმენა. როცა გაქვს პროტესტანტული რწმენა, გაქვს პროტესტანული რწმენა და არა რწმენა და ა.შ. როცა გაქვს რწმენა, მაშინ გაქვს რწმენა და ამ რწმენას ვერავინ შეურაცყოფს. როცა გაქვს მართლმადიდებლური რწმენა, ამ რწმენის შეურაცყოფა შეიძლება-ასე იღებს მართლმადიდებელი როცა მის მართლმადიდებლურ რწმენას შეურაცყოფენ. იგივე ეხება ყველანაირი რელიგიის მიმდევრის რწმენას. როცა გაქვს მხოლოდ რწმენა, რამ უნდა შეურაცყოს შენი უბრალოდ რწმენა? ასეთი რწმენა გვაქვს ჩვენ. დავუჯეროთ ქრისტეს-უფალს: ჭეშმარიტი რწმენა რომ გვქონოდა, მთისათვის რომ გვეთქვა გადადექიო, გადადგებოდა. ჩვენ კი იმდენი რწმენაც არ გაგვაჩნია, მარტივი სიმშვიდე მოგვცეს ამ რწმენამ და ვიღაც უგუნურის ნათქვამი (რომელიც შენს რწმენას შეურაცყოფს) სიმშვიდით მივიღოთ და მამლუქებივით არ წამოვხტეთ რწმენის დასაცავად. ასეთია ჩვენი "ჭეშმარიტი" რწმენა და ამ რწმენით მეუბნები რომ ჯოჯოხეთშიც იცხოვრებდი, რომ გცოდნოდა უფალი შენთან ყოფილიყო. წმინდანებს როგორ წამდათ არ ვიცი, მაგრამ დღევანდელ რწმენას შეიძლება თავისუფლად ეწოდოს ნეომართლმადიდებლობა. ისე მართლაც და: რას ამბობს მართლმადიდებლობა ამაზე: ჯოჯოხეთში მარადიულ სატანჯავად განყენებული სულისათვის უფალი მასთან არ იმყოფება? უფალი ამხელა სატანჯველს უწერს იმას, ვინც თვითონ შექმნა და ვის შესახებაც ყველაფერი იცოდა შექმნამდე, პლის ამას ამ სულებთან მარადიულ კავშირს წყვეტს და დრო-და-დრო არ დაენახვება, გაამხნევებს "ნუ გეშინიათ ბიჭებო, თქვენთანა ვარ"? a075.gif

A.v.B
გაიხარე მეგობარო, დალოცვილი ყოფილიყავი უფლის მეირ შენც და ვისაც შენი კარგი არ უხარია, რათა მობრუნდეს სიკეთისკენ და აღარ შეშურდეს შენი კარგი.

P.S. არცერთ ეკლესიას არ ვეკუთვნი და არცერთი ეკლესია არ მკუთვნილებს. უფალს ეკუთვნის ყველაფერი, ისე რომ, მის ქმნილებაზე კუთვნილებასაც არ იჩემებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
აკაკი   "ფანატიზმი" და მორწმუნეობა   Jan 3 2010, 08:59 PM
ქევანა   ჰმ.. :) არაუშავს, ფან...   Jan 3 2010, 09:08 PM
აკაკი   ჰმ.. :) არაუშავს, ფან...   Jan 3 2010, 09:14 PM
ქევანა   და განა არაათეისტ...   Jan 3 2010, 09:33 PM
აკაკი   ქევანა კაცო ხომ ვთ...   Jan 3 2010, 09:35 PM
abo   აკაკი კომუნისტები ...   Jan 4 2010, 12:01 AM
G_I_O_R_G_I_   როგორც მე ვფიქრობ ...   Jan 4 2010, 01:58 AM
ალექსანდრე   - მართლმადიდებლობა...   Jan 4 2010, 02:12 AM
abo   ალექსანდრე აუ ალე ...   Jan 4 2010, 02:22 AM
Ligia   საერთოდ დეკანოზ თე...   Jan 4 2010, 02:34 AM
llaasshhaa   ინტერნეტში არ მოი...   Jan 4 2010, 10:41 AM
Ligia   ინტერნეტში არ მოი...   Jan 4 2010, 05:31 PM
აკაკი   სწორედ ამის თქმა მ...   Jan 4 2010, 01:18 PM
ქევანა   აქედან გამოდის, რო...   Jan 4 2010, 02:04 PM
ალექსანდრე   ქევანა გასაგებია ...   Jan 4 2010, 02:32 PM
xokaido   ქევანა აუცილებლად...   Jan 4 2010, 04:10 PM
guest1   xokaido გაგიმარჯოს იქ ზ...   Apr 5 2010, 10:28 AM
athos   Ligia ანათემისთვის რ...   Jan 4 2010, 06:15 PM
Ligia   Ligia ანათემისთვის რა...   Jan 6 2010, 01:23 AM
neo   მე ამ სიტყვაში დად...   Jan 4 2010, 06:26 PM
afxazi   neo ფანატიზმს არა აქ...   Jan 4 2010, 06:28 PM
neo   ჰო ზუსტად მაგიტომ ...   Jan 4 2010, 06:39 PM
sergi_glaxa   არ მინდოდა მეთქვა......   Jan 5 2010, 02:27 PM
აკაკი   sergi_glaxa და მერედა ვინ ...   Jan 5 2010, 05:22 PM
sergi_glaxa   აკაკი ეგ არის ტრაგ...   Jan 5 2010, 06:07 PM
sable   [color=#FF0000][size=5]ეგ არის ტ...   Jan 5 2010, 06:16 PM
neo   აი ფანატიკოსები :D ე...   Jan 5 2010, 06:21 PM
ნანინა   აკაკი ისე მე როგორ...   Jan 5 2010, 06:35 PM
sable   აკაკი ისე მე როგორ...   Jan 5 2010, 06:43 PM
ნანინა   sable კაი მაშინ მაპატ...   Jan 5 2010, 06:50 PM
sergi_glaxa   ნანინა ნამდვილად ...   Jan 6 2010, 12:28 PM
კანონისტი   sergi_glaxa შენგან ესეთი ფ...   Jan 6 2010, 01:32 PM
sergi_glaxa   sergi_glaxa შენგან ესეთი ...   Jan 6 2010, 03:18 PM
ქევანა   sable კიდევ კარგი დაპო...   Jan 6 2010, 03:25 PM
sergi_glaxa   გადადით ფანატიზმ...   Jan 6 2010, 03:53 PM
newbie   ცოტა რთული საკითხი...   Mar 13 2010, 10:55 PM
guest1   აკაკი გაგიმარჯოს ...   Apr 5 2010, 10:05 AM
neo   :) კი. ქრისტემ თქვა ...   Apr 5 2010, 11:43 AM
guest1   neo პირველ რიგში, საკ...   Apr 5 2010, 08:54 PM
აკაკი   მეც მაგას არ ვამბო...   Apr 5 2010, 09:03 PM
guest1   აკაკი შენ მეთანხმე...   Apr 5 2010, 09:48 PM
neo   :) კი. ქრისტემ თქვა ...   Apr 5 2010, 11:43 AM
Atman   neo ეგ მოსწავლეობრი...   Apr 5 2010, 11:58 AM
აკაკი   guest1 უკაცრავად მეგობ...   Apr 5 2010, 05:22 PM
ikanosi   პავლე მოციქული რო...   Apr 5 2010, 09:06 PM
ikanosi   guest1 აი ამის...ყველან...   Apr 5 2010, 09:51 PM
Atman   ikanosi არ გეწყინოს მა...   Apr 5 2010, 09:54 PM
terra   ikanosi არ გეწყინოს მაგ...   Apr 5 2010, 10:58 PM
აკაკი   guest1 ფანატიკოსივართ...   Apr 5 2010, 09:55 PM
guest1   აკაკი ვააჰ :D მე შენ ...   Apr 5 2010, 10:05 PM
ikanosi   ფანატიკოსობა და მწ...   Apr 5 2010, 10:00 PM
ikanosi   ჭეშმარიტი მორწმუნ...   Apr 5 2010, 10:08 PM
guest1   ikanosi ეს კითხვა ვერ გა...   Apr 5 2010, 10:16 PM
აკაკი   guest1 მოდი ასე გეტყვი: ...   Apr 5 2010, 10:16 PM
guest1   აკაკი მაშინ ჭეშმარ...   Apr 5 2010, 10:32 PM
ikanosi   არ მაკადრო რა მოსა...   Apr 5 2010, 10:19 PM
ikanosi   guest1 ერთ კითხვას დაგ...   Apr 5 2010, 10:40 PM
guest1   ikanosi რატომ კამათით? კ...   Apr 5 2010, 11:44 PM
ikanosi   ikanosi რატომ კამათით? ...   Apr 5 2010, 11:52 PM
guest1   ikanosi ღვთის ჭეშმარიტ...   Apr 6 2010, 12:25 AM
აბე   შენი რწმენა საბოლ...   Apr 6 2010, 05:31 PM
ikanosi   guest1 რა აღმსარებლობი...   Apr 6 2010, 12:30 AM
guest1   ikanosi რა აღმსარებლობ...   Apr 6 2010, 12:39 AM
ikanosi   guest1 ჯერ არ მაქვს საკ...   Apr 6 2010, 12:48 AM
guest1   ikanosi ანუ, შენ თვითონ ...   Apr 6 2010, 02:50 AM
A.v.B   მაინტერესებს .... მა...   Apr 6 2010, 01:00 AM
ikanosi   A.v.B გვიმტკიცებენ კი...   Apr 6 2010, 01:01 AM
A.v.B   ფანატიკოსი ვარ მაშ...   Apr 6 2010, 01:03 AM
აბე   guest1 რაც შეეხება ამ ...   Apr 6 2010, 06:19 PM
guest1   აბე გამარჯობა მაშ ...   Apr 7 2010, 06:07 AM
აბე   guest1 მე შენთვის შეურ...   Apr 7 2010, 03:52 PM
guest1   აბე მეგობარო დაგლც...   Apr 8 2010, 06:35 AM
guest1   შეურაცყოფის მიყენ...   Apr 8 2010, 07:49 AM
Atman   მორწმუნეობაა როცა ...   Apr 7 2010, 06:40 PM
A.v.B   guest1................ იქ ხომ დავ...   Apr 7 2010, 08:12 PM
აბე   guest1 სამწუხაროდ არა ...   Apr 8 2010, 11:41 PM
guest1   აბე მე არ მითქვამს ...   Apr 9 2010, 01:56 AM
აბე   guest1 სიდიადეს ვფლობ ...   Apr 9 2010, 01:54 PM
guest1   აბე მართლაც, მე ვერ...   Apr 9 2010, 09:57 PM
Atman   ნეტაი თქვენ რო არ გ...   Apr 9 2010, 01:59 PM
აბე   ნეტაი თქვენ რო არ გ...   Apr 9 2010, 02:08 PM
newbie   guest ეგოიზმი რაღა შუ...   Apr 9 2010, 06:56 PM
newbie   : ))) ოოო აბა ვინ არის ...   Apr 10 2010, 02:25 AM
guest1   newbie :D კაი იყო, გაიხარ...   Apr 10 2010, 12:57 PM
ქევანა   guest1 :D :D *** ფანატიზმი ი...   Apr 11 2010, 12:04 AM
newbie   guest :მპუა: უი არა არ ...   Apr 11 2010, 12:47 AM
elusia   მართლმადიდებელი ა...   Apr 11 2010, 01:09 PM
marine   "გაუაზრებელი რწმ...   Jun 16 2018, 08:14 PM
marine   "რელიგიით გაკეთე...   May 21 2020, 10:22 PM
marine   "- სარწმუნოებისათ...   Jul 17 2020, 06:54 PM
marine   "ფანატიზმი ხშირა...   Jan 3 2021, 08:28 PM
marine   "ღმერთი ძალადობა...   Feb 2 2021, 10:27 PM
marine   "რწმენა, საღმრთო ...   Jun 7 2021, 07:50 PM
marine   "განმარტებითი ლე...   Jun 24 2021, 08:07 PM
marine   "მართლმადიდებელ...   Jun 24 2021, 08:32 PM
marine   "ვოლტერი ფანატიზ...   Jun 25 2021, 05:48 PM
marine   "მართლმადიდებელ...   Jun 25 2021, 06:04 PM
marine   "ფანატიკოსს რეალ...   Jun 25 2021, 06:17 PM
marine   "გამოვიყენოთ გამ...   Jun 25 2021, 06:32 PM
marine   "ფანატიზმი მაშინ ...   Jun 26 2021, 07:21 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th December 2025 - 07:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი