სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| აკაკი |
Jan 3 2010, 08:59 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
"ფანატიკოსობის თეორია"
ხშირად გვსმენია ამა თუ იმ ადამიანზე, რომ ის "ფანატიკოსია" მაგრამ დავკვირვებულვართ მის არსს საიდან მოდის ეს წოდება რომელსაც "ფანატიკოსი" ჰქვია, ან იმას თუ დავკვირვებულვართ რატომ ვუწოდებთ ადამიანს?, სამართლიანად თუ უსამართლოდ, სწორად თუ არასწორად? სიტყვა "ფანატიზმი" ნიშნავს რაიმე იდეის რწმენით უკიდურეს გატაცებას (ეს შეიძლება იყოს რელიგია ან ნებისმიერი სხვა რამ) ბრმადმორწმუნეობას, ის ავადმყოფობაა. განვიხილოთ და განვასხვაოთ "ფანატიზმი" და "რწმენა". "ფანატიზმი" პირიქით ხშირად გვხვდება ათეისტებს შორის, "ფანატიკოსებს" ახასიათებს სხვისი რწმენის აბუჩად აგდება, ლანძღვა ჭეშმარიტი მორწმუნე "ფანატიკოსი" არ არის (არ შეიძლება იყოს და არ იქნება), ეს უბრალოდ შურით დატყვევებული ადამიანის მინაძახია ღრმადმორმწუნე ადამიანისადმი, რომელსაც შურს იმ ადამიანის რწმენისა... თვითონ კი ჩაკეტილია თავის ეგოიზმთან ერთად თავის თავში და ფანატია თავისი თავისა. "ფანატიკოსი" თავის თავს მიენდობა, ჭეშმარიტი მორწმუნე ნებას თავის თავს არასოდეს მიანდობს, "ფანატიკოსი" ყველას იძულებს გარდა თავისი თავისა, ჭეშმარიტ მორწმუნეს კი ყველა უყვარს, "ფანატიკოსი" ყოველ ადამიანში ცუდის დანახვას ცდილობს, ჭეშმარიტი მორწმუნე კი ყოველ ადამიანში ღვთის ხატებას ხედავს. არ შეიძლება ჭეშმარიტ მორწმუნეს "ფანატიკოსი" ვუწოდოთ არასოდეს ვეცადოთ დავემსგავსოთ იმ ეგოისტ და შურით აღსავსე ადამიანს, რომელმაც პირველად მორწმუნეს "ფანატიკოსი" უწოდა, თავისი ეგოუსტური მსჯელობით და რადგან თავად იყო ასეთი... გავიხსენოთ ქრისტეს დროს მღვდელთმთავრები როგორ იქცეოდნენ... მათ ქრისტე არ სცნეს, ისინი მის საქმეებში ბოროტებას ხედავდნენ, რადგან თავად იყვნენ ასეთნი(ბოროტები) სწორედ ასეთი ადამიანი არის "ფანატიკოსი" და "ბრმა"დმორწმუნე, რომელიც თავის ზრახვებს უგდებს ყურს. ბოროტი ადამიანი, ყოველ ადამიანში ბოროტს ხედავს. შესაბამისად "ფანატიკოსი"-ც ყოველ ადამიანში "ფანატიკოსს" ხედავს მეგობრებო, ნუ ვუწოდებთ ბრმად, "ფანატიკოსს" იმ ადამიანს რომელიც მორწმუნეა, ნუ შეგვშურდება მისი რწმენისა, ნუ შევაფასებთ მის რწმენას, მხოლოდ ღმერთმა უწყის მისი რწმენის სიმართლე. ასე, რომ სიტყვა "ფანატიკოსი" შურით და ბოღმით სავსე ადამიანის ნათქვამია ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანზე "ფანატიკოსობა" მორწმუნეთა შორის არ არსებობს!!! მორწმუნენო თქვენს მორწმუნე დებსა და ძმებს ნუ ვუწოდებთ ბრმად, "ფანატიკოსებს" "ფანატიკოსები" ისინი სხვანი არაიან! "ფანატიკოსობა" ეს სხვა რამეა! გაიხარეთ; აკაკი |
![]() ![]() |
| აბე |
Apr 7 2010, 03:52 PM
პოსტი
#2
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
guest1
მე შენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია და არც მოგაყენებ. არც განმიკითხიხარ და არც განგიკითხავ. მე დაგიწერე საკმაოდ ვრცელი, გაწონასწორებული ტონით ნათქვამი პოსტი და სიმართლე უხეშად მოგხვდა. ახლა რაც შეეხება შენს დამატებით შეკითხვებს, რაც ჩემი პასუხის შემდეგ გაგიჩნდა და დაწერე... გეთანხმები უფალს შეუძლია, რომ საკუთარ გულში მონანულ ადამიანს მიუტევოს ცოდვები, მაგრამ აღსარების ჩაბარების დროს ადამიანი თავს იმდაბლებს, იღებს რჩევა დარიგებებს, რომ მომავალში უფრო უკეთ აღჭურვილი დაუხვდეს იგივე საცდურს და თუ მთლიანად ვერ მოახერხა ამ არჩევანის რეალიზაცია, იმაზე ბევრად ნაკლები სიმძიმით შესცოდოს, რამდენითაც უწინ... და ასე ნელ-ნელა საკუთარ თავზე მუშაობით, საკუთარ თავში ბოროტების, ცოდვის მოძულების მცდელობით, მოძღვრების რჩევა-დარიგებებით, წიგნების კითხვით, ლოცვით, მარხვით, ზიარებით ისწრაფონ სრულყოფილებისაკენ, განწმენდისაკენ. შენ მღვდლები არ მოგწონს, მაგრამ იესო ქრისტე არ უარყოფდა მღვდლებს. მან არა ერთხელ გაუშვა მის მიერ განკურნებული ადამიანი მღვდელთან, რათა შეეწირა განკურნებისათვის. წადი ეჩვენე მღვდელსო, ასე ეუბნება... გარდა ამისა, ის ეკლესია, რომელიც შენ არ მოგწონს, ქრისტეს მოწაფეების, მოციქულების დაარსებულია უფლისავე ბრძანებით. გემახსოვრება, როგორ ეუბნება მაცხოვარი პეტრეს. შენ ხარ კლდე და კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას... ის საეკლესიო კრებები, რომელსაც შენ უარყოფ, სულიწმინდის მადლით ტარდებოდა და მასზე მიღებული დასკვნები უფლისაგან იყო ნაკარნახევი. ამ წმინდა მამებს (და სხვებსაც) მოვიხსენიებთ, როგორც ღვთივგანბრძნობილ მამებს... უფრო მეტსაც გეტყვი. იყო შემთხვევები, რომ თვითონ ეს მამები ვერ გებულობდნენ კრებებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. ხანდახან საუკუნეებიც კი დასჭირვებია, რომ მიმხვდარიყო კაცობრიობა იმ გადაწყვეტილებების აზრს... რატომ? იმიტომ რომ ამ მამების ნააზრევი კი არ იყო, არამედ სულიწმინდისა. ეს რა დაგვიწერია, რა გვითქვამსო, ამბობდნენ... მაგრამ როდესაც ამისათვის მზად იყვნენ, ყველაფერი გაიგეს და დღეს ყველაფრის ახსნა-განმარტება არსებობს. იმას მართალს ამბობ, რომ სინანულს მართლაც შეუძლია გააბათილოს მთელი ცხოვრების უღმერთოდ გატარება, მაგრამ როდესაც აღსარებას არ ამბობს ადამიანი იმის ნიშნად, რომ სამოთხის ბაღ-ვენახებში ნეტარება არ არის მისი თვითმიზანი, არასწორია. არცერთი ნორმალური ადამიანი ეხმარება მეგობარს იმისათვის, რომ მადლობა მიიღოს მისგან, ან კაი პურ-მარილი გაუშალონ. მაგრამ იმისი თქმა, რომ რადგანაც ჩემი თვითმიზანი მადლობის მიღება და ქეიფი არ არის, ამიტომ არ უნდა დავეხმაროვო, არასწორია. ახლა ჩვენ რა უნდა გავუკეთოთ უფალს, როგორ უნდა დავეხმაროთ მას, ისე რომ ჩვენი თვითმიზანი არ იყოს მისგან მადლობისა და სამოთხის მიღება? უფალს რა დახმარება სჭირდება, ის ხომ ღმერთია? მაგრამ როგორც მამა თეოდორე ამბობს, მართლმადიდებლობა ქრისტესთან ერთად გოლგოთის გზაზე სიარული, მისი ტკივილებით დატანჯვა, საკუთარი უღმერთოების გამო სინანული (რადგანაც სწორედ ჩემი უღმერთოების გამო მიჰყავთ იგი ჯვარზე გასაკრავად) და გოლგოთაზე იოანე ღვთისმეტყველის გვერდით დგომაა. გოლგოთის გზაზე მიმავალ მაცხოვარს ერთმა დედაკაცმა დაალევინა წყალი (თუ ღვინო.... არ მახსოვს ზუსტად). ჩვენ რა დავალევინოთ, რა ვაჭამოთ? ბუნებრივია, არა ზეცად ამაღლებულ, მამის წიაღში დამკვიდრებულ მის ადამიანურ ბუნებას, არამედ გოლგოთისაკენ მიმავალს... რა ვაჭამჴთ და ვასვათ იმ დედაკაცის მსგავსად, რომელმაც წყალი დაალევინა? მაცხოვარი თავის მოწაფეებს ეუბნება, ჩემი საჭმელია ის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე...ჩვენც, დავუჯეროთ უფალს, ვიცხოვროთ მისი ეკლესიის წიაღში და ეს იქნება მისი მომავლინებელის ნება, ამრიგად მივცემთ სასმელს (ამ შემთხვევაში საჭელი და სასმელი ერთი და იგივეა...) მას გოლგოთისაკენ მიმავალს... არა იმის გამო, რომ მერე სამოთხე მოგვცეს, არამედ მისი სიყვარულის გამო. რაც შეეხება იმ თვისებებს, რომლებიც მე მართლა არ გამაჩნია ჯერ-ჯერობით, არამედ პერიოდულად ვრწყავ მათ ჩანასახებს ჩემში, მაგრამ სამწუხაროდ მერე ისევ ვახმობ... შენ მართლას ამბობ, რომ მართლმადიდებლების უმრავლესობას არ გააჩნია ისინი. მაგრამ დღესაც არიან ისეთი ადამიანები ეკლესიის წიაღში, რომლებსაც გააჩნიათ ისინი. ისინი ნამდვილად ღვთის წმინდანები არიან დედამიწაზე... იმის გამო, რომ მე სწორ გზაზე ვერ მივდივარ ჩემივე მიზეზით, ეს გზა არასწორად უნდა მივიჩნიო?! ხომ ვხედავ ადამიანებს, რომლებაც გაიარეს ეს გზა და მივიდნენ უფალთან?! და ხომ ვხედავ ადამიანებს, რომლებიც დღესაც წარმატებით გადიან ამ გზას?! რაც შეეხება იმ არჩევანს: დიაღაც ჯოჯოხეთში ყოფნას ვარჩევდი უფალთან ერთად, სამოთხეში უღმერთოდ ყოფნას! და ბოლოს მამა ანდრიას შეურაცხყოფის გამო, მინდა გითხრა ერთი რამ. მამა ანდრიას თვითმიზანი რომ იყოს სამოთხის დამკვიდრება და არა უფალთან მიახლება და მასთან პიროვნული ურთიერთობის აღდგენა, მაშინ პირადად მე აღვდგებოდი ერთ-ერთი პირველი მის წინააღმდეგ, რადგანაც ინტერნეტში სცემს უამრავი ადამიანების შეკითხვას პასუხს და სამოთხეში დამკვიდრებას უქადაგებს და არა უფლისათვის სათნო ყოფას. და ბოლოს, შენივე სიტყვებით გიპასუხებ: ციტატა პოზიციის დაცვა კიდევ წარმოადგენს ანგარებას და ეგოიზმს. ჩვენ არ ვიცავთ არანაირ პოზიციას. ჩვენ დასაცავი არა გვაქვს არაფერი. ჩვენ ავად თუ კარგად ვცდილობთ უფლის გზაზე სიარულს და ამისათვის ჩვენ არ გვჭირდება ადამიანებს ვუმტკიცოთ ის, რასაც არ უსმენენ და ყურად არ იღებენ. მართლმადიდებელის საქმე მტკიცება არ არის. მართლმადიდებელის საქმეა დამოწმება. მე დავამოწმე შენს წინაშე ის, რაც არის ღვთის ჭეშმარიტება და გავაგრძელე ჩემი გზა. ღმერთმა მშვიდობით გატაროს. გთხოვ ლოცვებში მომიხსენო. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
| guest1 |
Apr 8 2010, 07:49 AM
პოსტი
#3
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
ციტატა და ბოლოს მამა ანდრიას შეურაცხყოფის გამო, მინდა გითხრა ერთი რამ. მამა ანდრიას თვითმიზანი რომ იყოს სამოთხის დამკვიდრება და არა უფალთან მიახლება და მასთან პიროვნული ურთიერთობის აღდგენა, მაშინ პირადად მე აღვდგებოდი ერთ-ერთი პირველი მის წინააღმდეგ, რადგანაც ინტერნეტში სცემს უამრავი ადამიანების შეკითხვას პასუხს და სამოთხეში დამკვიდრებას უქადაგებს და არა უფლისათვის სათნო ყოფას. შეურაცყოფის მიყენება არ მიცდია საერთოდ და გულშიც არ გამივლია. თუ შეურაცყოფა მივაყენე, დიდი ბოდიში ჩემგან მას. მე ვთქვი ის, რაც სიმართლე მგონია. არც უნდა მიიღოს მამა ანდრიამ შეურაცყოფა უგუნურისაგან. ამას დამატებული, თუ მამა ანდრიას ჭეშმარიტი რწმენა გააჩნია, მაშინ მის შეურაცყოფას ვერავინ მოახერხებს. მე მინდა რომ ასეთი ადამიანი იყოს მამა ანდრია და ყველა მართლმადიდებელი.ისევ და ისევ, გფარავდეთ უფალი ყველას, მართლმადიდებელსაც, ათიესტსაც, კათოლიკესაც და სულ ყველას. |
აკაკი "ფანატიზმი" და მორწმუნეობა Jan 3 2010, 08:59 PM
ქევანა ჰმ.. :)
არაუშავს, ფან... Jan 3 2010, 09:08 PM
აკაკი
ჰმ.. :)
არაუშავს, ფან... Jan 3 2010, 09:14 PM
ქევანა
და განა არაათეისტ... Jan 3 2010, 09:33 PM
აკაკი ქევანა
კაცო ხომ ვთ... Jan 3 2010, 09:35 PM
abo აკაკი
კომუნისტები ... Jan 4 2010, 12:01 AM
G_I_O_R_G_I_ როგორც მე ვფიქრობ ... Jan 4 2010, 01:58 AM
ალექსანდრე - მართლმადიდებლობა... Jan 4 2010, 02:12 AM
abo ალექსანდრე
აუ ალე ... Jan 4 2010, 02:22 AM
Ligia საერთოდ დეკანოზ თე... Jan 4 2010, 02:34 AM
llaasshhaa
ინტერნეტში არ მოი... Jan 4 2010, 10:41 AM
Ligia
ინტერნეტში არ მოი... Jan 4 2010, 05:31 PM
აკაკი სწორედ ამის თქმა მ... Jan 4 2010, 01:18 PM
ქევანა
აქედან გამოდის, რო... Jan 4 2010, 02:04 PM
ალექსანდრე ქევანა
გასაგებია ... Jan 4 2010, 02:32 PM
xokaido ქევანა
აუცილებლად... Jan 4 2010, 04:10 PM
guest1 xokaido
გაგიმარჯოს
იქ ზ... Apr 5 2010, 10:28 AM
athos Ligia
ანათემისთვის რ... Jan 4 2010, 06:15 PM
Ligia
Ligia
ანათემისთვის რა... Jan 6 2010, 01:23 AM
neo მე ამ სიტყვაში დად... Jan 4 2010, 06:26 PM
afxazi neo
ფანატიზმს არა აქ... Jan 4 2010, 06:28 PM
neo
ჰო ზუსტად მაგიტომ ... Jan 4 2010, 06:39 PM
sergi_glaxa არ მინდოდა მეთქვა...... Jan 5 2010, 02:27 PM
აკაკი sergi_glaxa
და მერედა ვინ ... Jan 5 2010, 05:22 PM
sergi_glaxa აკაკი
ეგ არის ტრაგ... Jan 5 2010, 06:07 PM
sable
[color=#FF0000][size=5]ეგ არის ტ... Jan 5 2010, 06:16 PM
neo აი ფანატიკოსები :D ე... Jan 5 2010, 06:21 PM
ნანინა აკაკი
ისე მე როგორ... Jan 5 2010, 06:35 PM
sable
აკაკი
ისე მე როგორ... Jan 5 2010, 06:43 PM
ნანინა sable
კაი მაშინ მაპატ... Jan 5 2010, 06:50 PM
sergi_glaxa ნანინა
ნამდვილად ... Jan 6 2010, 12:28 PM
კანონისტი sergi_glaxa
შენგან ესეთი ფ... Jan 6 2010, 01:32 PM
sergi_glaxa
sergi_glaxa
შენგან ესეთი ... Jan 6 2010, 03:18 PM
ქევანა sable
კიდევ კარგი დაპო... Jan 6 2010, 03:25 PM
sergi_glaxa
გადადით ფანატიზმ... Jan 6 2010, 03:53 PM
newbie ცოტა რთული საკითხი... Mar 13 2010, 10:55 PM
guest1 აკაკი
გაგიმარჯოს
... Apr 5 2010, 10:05 AM
neo
:)
კი.
ქრისტემ თქვა ... Apr 5 2010, 11:43 AM
guest1 neo
პირველ რიგში, საკ... Apr 5 2010, 08:54 PM
აკაკი
მეც მაგას არ ვამბო... Apr 5 2010, 09:03 PM
guest1 აკაკი
შენ მეთანხმე... Apr 5 2010, 09:48 PM
neo
:)
კი.
ქრისტემ თქვა ... Apr 5 2010, 11:43 AM
Atman neo
ეგ მოსწავლეობრი... Apr 5 2010, 11:58 AM
აკაკი guest1
უკაცრავად მეგობ... Apr 5 2010, 05:22 PM
ikanosi
პავლე მოციქული რო... Apr 5 2010, 09:06 PM
ikanosi guest1
აი ამის...ყველან... Apr 5 2010, 09:51 PM
Atman ikanosi
არ გეწყინოს მა... Apr 5 2010, 09:54 PM
terra
ikanosi
არ გეწყინოს მაგ... Apr 5 2010, 10:58 PM
აკაკი guest1
ფანატიკოსივართ... Apr 5 2010, 09:55 PM
guest1 აკაკი
ვააჰ :D მე შენ ... Apr 5 2010, 10:05 PM
ikanosi ფანატიკოსობა და მწ... Apr 5 2010, 10:00 PM
ikanosi
ჭეშმარიტი მორწმუნ... Apr 5 2010, 10:08 PM
guest1 ikanosi
ეს კითხვა ვერ გა... Apr 5 2010, 10:16 PM
აკაკი guest1
მოდი ასე გეტყვი: ... Apr 5 2010, 10:16 PM
guest1 აკაკი
მაშინ ჭეშმარ... Apr 5 2010, 10:32 PM
ikanosi
არ მაკადრო რა მოსა... Apr 5 2010, 10:19 PM
ikanosi guest1
ერთ კითხვას დაგ... Apr 5 2010, 10:40 PM
guest1 ikanosi
რატომ კამათით? კ... Apr 5 2010, 11:44 PM
ikanosi
ikanosi
რატომ კამათით? ... Apr 5 2010, 11:52 PM
guest1 ikanosi
ღვთის ჭეშმარიტ... Apr 6 2010, 12:25 AM
აბე
შენი რწმენა საბოლ... Apr 6 2010, 05:31 PM
ikanosi guest1
რა აღმსარებლობი... Apr 6 2010, 12:30 AM
guest1 ikanosi
რა აღმსარებლობ... Apr 6 2010, 12:39 AM
ikanosi guest1
ჯერ არ მაქვს საკ... Apr 6 2010, 12:48 AM
guest1 ikanosi
ანუ, შენ თვითონ ... Apr 6 2010, 02:50 AM
A.v.B მაინტერესებს .... მა... Apr 6 2010, 01:00 AM
ikanosi A.v.B
გვიმტკიცებენ კი... Apr 6 2010, 01:01 AM
A.v.B ფანატიკოსი ვარ მაშ... Apr 6 2010, 01:03 AM
აბე guest1
რაც შეეხება ამ ... Apr 6 2010, 06:19 PM
guest1 აბე
გამარჯობა
მაშ ... Apr 7 2010, 06:07 AM
guest1 აბე
მეგობარო დაგლც... Apr 8 2010, 06:35 AM
Atman მორწმუნეობაა როცა ... Apr 7 2010, 06:40 PM
A.v.B guest1................ იქ ხომ დავ... Apr 7 2010, 08:12 PM
აბე guest1
სამწუხაროდ არა ... Apr 8 2010, 11:41 PM
guest1 აბე
მე არ მითქვამს ... Apr 9 2010, 01:56 AM
აბე guest1
სიდიადეს ვფლობ ... Apr 9 2010, 01:54 PM
guest1 აბე
მართლაც, მე ვერ... Apr 9 2010, 09:57 PM
Atman ნეტაი თქვენ რო არ გ... Apr 9 2010, 01:59 PM
აბე
ნეტაი თქვენ რო არ გ... Apr 9 2010, 02:08 PM
newbie guest
ეგოიზმი რაღა შუ... Apr 9 2010, 06:56 PM
newbie : )))
ოოო აბა ვინ არის ... Apr 10 2010, 02:25 AM
guest1 newbie
:D კაი იყო, გაიხარ... Apr 10 2010, 12:57 PM
ქევანა guest1
:D :D
***
ფანატიზმი ი... Apr 11 2010, 12:04 AM
newbie guest
:მპუა:
უი არა არ ... Apr 11 2010, 12:47 AM
elusia მართლმადიდებელი ა... Apr 11 2010, 01:09 PM
marine "გაუაზრებელი რწმ... Jun 16 2018, 08:14 PM
marine "რელიგიით გაკეთე... May 21 2020, 10:22 PM
marine "- სარწმუნოებისათ... Jul 17 2020, 06:54 PM
marine "ფანატიზმი ხშირა... Jan 3 2021, 08:28 PM
marine "ღმერთი ძალადობა... Feb 2 2021, 10:27 PM
marine "რწმენა, საღმრთო ... Jun 7 2021, 07:50 PM
marine "განმარტებითი ლე... Jun 24 2021, 08:07 PM
marine "მართლმადიდებელ... Jun 24 2021, 08:32 PM
marine "ვოლტერი ფანატიზ... Jun 25 2021, 05:48 PM
marine "მართლმადიდებელ... Jun 25 2021, 06:04 PM
marine "ფანატიკოსს რეალ... Jun 25 2021, 06:17 PM
marine "გამოვიყენოთ გამ... Jun 25 2021, 06:32 PM
marine "ფანატიზმი მაშინ ... Jun 26 2021, 07:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th December 2025 - 07:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი