ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დოგმატი, მართლმადიდებლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დოგმატი, მართლმადიდებლობა |
Believer |
Apr 8 2010, 02:27 AM
პოსტი
#1
|
კეთილმორწმუნე ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 |
ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დოგმატი აღიარა პაპმა პიუს IX 1854 წელს. დოგმატის განმარტებით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი ჩასახვისთანავე განიწმინდა პირველმშობელთა ცოდვისაგან.
მიუხედავად იმისა რომ ეს კათოლიკური სწავლებაა, მე ნაწილობრივ ვეთანხმები ამ დოგმატს, რადგან- ღმერთი შეიძლებოდა ცოდვილი ადამიანის მუცელში ჩასახულიყო სულიწმინდის მადლით? -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
კანონისტი |
Apr 8 2010, 11:21 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Believer
ციტატა მიუხედავად იმისა რომ ეს კათოლიკური სწავლებაა, მე ნაწილობრივ ვეთანხმები ამ დოგმატს, რადგან- ღმერთი შეიძლებოდა ცოდვილი ადამიანის მუცელში ჩასახულიყო სულიწმინდის მადლით? ამ დოგმატის აღიარება ნიშნავს იმას, რომ: 1. შესაძლებელი ყოფილა ადამისეული ცოდვის გარეშე ადამიანის დაბადება, მაცხოვრის გამომსყიდველობითი ღვაწლის გარეშე. 2. უარვყოფთ ყოვლადწმინდა მარიამის ნებელობას, რადგან რაკიღა იგი დაბადებამდე, ჩასახვისთანავე იყო თავისუფალი პირველქმნილი ცოდვისგან, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არაფერი გაუკეთებია თავისი თავის განსამზადებლად მაცხოვრის მიღებისთვის. 3. აკნინებს ღმერთკაცის არსს, რადგან ამ დოგმატით გამოდის, რომ სიკვდილს არ ექვემდებარებოდა არა მხოლოდ უფალი, არამედ ღვთისმშობელიც და ორივეს ხორციელი სიკვდილი არა ბუნების კანონზომიერება, არამედ მათი ნება იყო (რასაც მოჰყვა კიდეც ახალი - ღვთისმშობლის ზეცად ამაღლების დოგმატი) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 11:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი